;
1 აპრილი 2015      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 1582-ჯერ    
კატეგორიაში: მამაკაცი, ფილმები, ქართველები



მერაბ ნინიძისა და კახი კავსაძის ფილმი ч/б
2 აპრილიდან, თბილისის კინოთეატრებში რუსთაველსა და ამირანში იხილავთ რუსულ კომედიურ ფილმ “შავი და თეთრი” მერაბ ნინიძე, კახი კავსაძე და ალექსეი ჩადოვის მონაწილეობით. თემატიკიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ ფილმი განსაკუთრებით მამაკაცთა სქესის წარმომადგენლებს დააინტერესებთ. ფილმის სიუჟეტის მიხედვით ახლად გარდაცვლილი დაღესტნელი თაღლითი მფარველ ანგელოზად ევლინება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც “ალერგია აქვს ” კავკასიელებზე .

აღნიშნულ პროექტზე მუშაობის შემდეგ მერაბ ნინიძე სტივენ სპილბერგის ფილმზე გადაერთო. მერაბ ნინიძე სპილბერგის დავალებით ფილმში “ჯაშუშების ხიდი” შეეცდება საბჭოთა ჯაშუშის ახლებური სახე შექმნას. ფილმში მთავარ როლს ამერიკელი მსახიობი ტომ ჰენკსი ითამაშებს. ნინიძე ამბობს, რომ სპილბერგს სურდა გვერდი აევლო საბჭოთა ადამიანის სტერეოტიპისთის, ის აღნიშნავს, რომ გადასაღებ მოედანზე რეჟისორი მსახიობებთან თანაბარი მიდგომით მუშაობს და მას, ისევე როგორც ტომ ჰენკსს შემოქმედებით თავისუფლებას და იმპროვიზაციის საშუალებას აძლევს. სპილბერგმა ფილმზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო და სავარაუდო საპრემიერო თარიღად 2015 წლის ოქტომბერი სახელდება.

შავი და თეთრი
2 აპრილიდან, თბილისის კინოთეატრებში






შავი და თეთრი / Ч/Б
რეჟისორი: ევგენი შელიაკინი
წარმოება: რუსეთის ფედერაცია, 2014
ჟანრი: კომედია, კრიმინალური, ფანტასტიკა

ბილეთების დაჯავშნა:
new.kinoafisha.ge/movies/чб/
სეანსები: კინო რუსთაველში
14:30 - 8,5ლ
22:30 - 11,5ლ
სეანსები: კინო ამირანში
17:10 - 9,5ლ
20:00 - 11,5ლ
22:30 - 11,5ლ















კატეგორია: მამაკაცი, ფილმები, ქართველები
Tags:

1


  • salomka თქვა:
    1 აპრილი 2015 16:02 - ID: 1,
    ეხა ვიღაც იდიოტები არ გამოვარდეს და ესენი მოღალატეებად არ შერაცხონ რა:))) და არ აურიოთ ხელოვნება და პოლიტიკა ერთმანეთში

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top