;
26 აპრილი 2015      liliana     3 კომენტარი     ნანახია 1424-ჯერ    
კატეგორიაში: მამაკაცი, ვარსკვლავები

ANDRÉS VELENCOSO ANDRÉS VELENCOSO

ანდერს ვალენკოსო სეგურა გახლავთ ესპანელი მოდელი,რომელიც დაიბადა 1978 წლის 11 მარტს, ტოსა დე მარში, ესპანეთში. მამამისი რესტორნის მეპატრონეა, ხოლო დედა 2002 წელს დაეღუპა. მას ორი უმცროსი და სილვია და სონია ჰყავს. სკოლის დამთავრების შემდეგ კონტრაქტი გააფორმა ესპანურ სამოდელო სააგენტო Group Model Management, თუმცა მას წლები დასჭირდა იმისათვის, რომ დიზაინერების და ფოტოგრაფების ყურადღება მიეპყრო.

2001 წელს ანდერსი ნატალი კერსმა შეამჩნია და ნიუ იორკის სამოდელო სააგენტო Q Model Management -თან კონრაქტის გაფორმებაში დაეხმარა, მიუხედავად იმისა რომ ანდერსმა ინგლისური საერთოდ არ იცოდა.2002 წელს სეგურა Banana Republic-ის და Louis Vuitton-ის კამპანიებში გამოჩნდა, ამ უკანასკნელში ჯენიფერ ლოპესთან ერთად.2004 წელს კონტრაქტი გააფორმა Chanel Allure Homme Sport-თან და Loewe-ის სახეც გახდა.2005 წელს Arena Homme-ის გარეკანი დაამშვენა ,ხოლო 2006 წელს Jean Paul Gaultier-ს სარეკლამო კამპანიებში გამოჩნდა ჟიზელ ბიუნდჰენთან და დიანა დონდოსთან ერთად. ანდერსმა სულ მცირე ხანში ისეთი მოდური გამოცემების გარეკნები დაამშვენა როგორებიცაა L'Officiel Hommes, Hercules, Arena Homme, Elle, Vanity Fair, L'Officiel Hommes აგრეთვე გამოჩნდა ისეთი ბრენდების კამპანიებში როგორებიცაა Banana Republic, Louis Vuitton, H&M, Trussardi, Chanel, Ermenegildo Zegna, Loewe, Jean Paul Gaultier, Elie Tahari და Etro.

ANDRÉS VELENCOSO

ანდერსმა იმუშავა ტერი რიჩარდსონთან, კარლ ლაგერფილდთან,ინეზ ვან ლამსვეერდესთან და ვინოოდ მატადინთან ერთად .2009 წელს MODELS.com იგი მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ მოდელებს შორის დაასახელა,აგრეთვე მშობლიურ ქალაქში მას 'Tossenc D'Honor' -საპატიო მოქალაქის სტატუსი და ჯილდო აქვს აღებული.2009 წლიდან 2013 წლის ოქტომბრამდე ანდერსი კაილი მინოუგს ხვდებოდა. საუბრობს ფრანგულად, ესპანურად,იტალიურად და ინგლისურად. წარმოგიდგენთ ბლიც ინტერვიუს ანდერს ვალენკოსოსთან.

სიმაღლე: 193 სმ
წონა: 84 კგ
თმის ფერი: ყავისფერი
თვალის ფერი: ყავისფერი
პარამეტრები : 99-86-98


ANDRÉS VELENCOSO

-საყვარელი ფოტოგრაფი
- ჰოლანდიელი ფოტოგრაფი ინეზ ვან ლამსვეერდე

-ჩემი კარირით ვამაყობ რადგან...

-არასოდეს შემიწყვეტია ცდა

-ყველაზე დასამახსოვრებელი გადაღება

-ინეზ ვან ლამსვეერდეს მიერ გამართული ფოტოსესია

-მომხიბვლელობის საიდუმლო

-კარგი ძილი

-ფორმას ვინარჩუნებ..

-პილატესით, ვარჯიშით და სპორტდარბაზში სიარულით

ANDRÉS VELENCOSO ANDRÉS VELENCOSO


-სანამ თმას მოვიწესრიგებ

-ყოველთვის ვიღებ შხაპს

-საყვარელი ფრაზა

-იყავი ის რაც ხარ

-რისი სურნელი გაქვთ?

-საკუთარი თავის

-ყველაზე მეტად მიზიდავს

-გოლფის თამაში

-საყვარელი სასტუმრო

-George V სასტუმრო პარიზში

-საყვარელი რესტორანი

-სამვარსკვლავიანი რესტორანი El Celler de Can Roca გირონაში, ესპანეთში.

-საუზმისას ყოველთვის მივირთმევ

-ყავას

ANDRÉS VELENCOSO

-ხანგრძლივი ფრენისას ყოველთვის თან დამაქვს
-მსუბუქი ხელჩანთა

-როცა თავისუფალი დრო მაქვს

-მივდივარ მშობლიურ ტოსა დე მარში, კატალონიაში

-საუკეთესო რჩევა რაც მიგიღია

-იცხოვრე და ნება მიეცი იცხოვროს

-მოდელობამ მასწავლა

-მოთმინება

-მოდელობის შემდეგ მინდა

-მსახიობობა

-საყვარელი შოუ

-Breaking Bad და Homeland

-ამჟამად ვკითხულობ

-პატი სმიტის ბიოგრაფიას

-ცხოვრების მიზანი
-ხშირად მეცვლება მაგრამ ამჟამად ყველაზე მეტად მსახიობობა მინდა.


ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO
ANDRÉS VELENCOSO

კატეგორია: მამაკაცი, ვარსკვლავები
Tags:

3


  • Mari.♫ თქვა:
    30 აპრილი 2015 14:31 - ID: 3,
    ოპა, გალანტნი მუჟიკ lol რაც მთავარია ქალაჩუნას არ გავს

  • demetria თქვა:
    27 აპრილი 2015 20:57 - ID: 2,
    ციტატა: tako_takunebi
    მომკალი და ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ ამაში

    ვერცმე wink

  • tako_takunebi თქვა:
    27 აპრილი 2015 01:42 - ID: 1,
    მომკალი და ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ ამაში

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top