27 April 2015      Ancho.     Views 5 370    
Category: Man / Stars



Men's World
ყველაზე სექსუალური ფრანგი მსახიობი მამაკაცები


ფრანგი მამაკაცები ცნობილნი არიან აღიარებული სექსუალურობით. კინოდან ისინი იპყრობდნენ მაყურებელს ფრანგული აქცენტით, სპეციფიური, თავისუფალი მანერებითა და მომხიბვლელი გამომეტყველებით.



ჯერემი კაპონი

25 წლის ფრანგი, დაღლილი გამოხედვით და აჩეჩილი თმით ცნობილია არამარტო თავისი კინო როლებით, არამედ მუსიკალური მიღწევებითაც. 2008 წელს მან გამოუშვა სადებიუტო ალბომი თავის ჯგუფთან Kaponz & Spinoza-თან ერთად. სწორედ მაშინ შენიშნეს ის ფილმ LOL-ის შემქმნელებმა. ფრანგულ ახალგაზრდულ კომედიაში ჯერემის მთავარი როლი შესთავაზეს, მისი პარტნიორები გადასაღებ მოედანზე კი გახდნენ კრისტინა ტერე და სოფი მარსო. ფილმის წარმატებამ მოხიბლა ჰოლივუდი და მისი რიმეიქის გადაღებაც კი გადაწყდა. დღეისათვის ჯერემი მთლიანად მუსიკალურ კარიერაში ავლენს თავის თავს. მისი ბოლო ფილმი 2012 წელს გამოვიდა.







გიიომ კანე

რომ არა ტრავმა, რომელიც გიიომმა მოზარდ ასკში მიიღო, სამყარო ვერასოდეს გაიგებდა მომხიბვლელი და ნიჭიერი მსახიობის შესახებ. მთელი მისი ბავშვობა კანემ პარიზის სიახლოვეს რაიონში გაატარა. ცხენთმომშენებლის ვაჟი ოცნებობდა ჟოკეის პროფესიაზე და ვერ შორდებოდა ცხენებს. მაგრამ, ძლიერი ჩამოვარდნის შემდეგ მას ცხოვრებისეული გეზის შეცვლა მოუწია, გიიომმა ჩააბარა სამსახიობო კურსზე და შეუყვარდა კინო. 1994 წელს მისი დებიუტი შედგა თეატრში, ხოლო 1995 წელს უკვე ითამაშა ფილმში THE ONLY SON.




თავიდან, კანეს ახალგაზრდა საყვარლის როლი ხვდებოდა, გულუბრყვილო ბიჭის, რომელიც ფართოდ დახუჭული თვალებით ცხოვრობდა. მას მუდამ იღებდნენ სასიყვარულო ფილმებში: Love me if you dare, Hunting and Gathering, Last Night.. ხდიდნენ ეკრანზე: The Beach, ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად, აზომებდნენ სამხედრო ტანისამოსს: Merry Christmas, Le dernier vol. ერთი სიტყვით, აქტიურად განიმტკიცა სიყვარული ქალთა სქესის აუდიტორიისაგან.









მისი პირადი ცხოვრება სავსე იყო ხმამაღალი რომანებით. თავიდან ის დაქორწინდა დიანა კრუგერზე, შემდეგ მისი მეორე ნახევარი გახდა მარიონ კოტილიარდი, რომელთან ერთადაც ის ვაჟს ზრდის. მისი უკანასკნელი როლები უკვე მკაცრი, ექსცენტრიკული და საშიშია. ნახვად ღირს მისი გიჟური და სასტიკი პერსონაჟები ფილმებში: Next Time I'll Aim for the Heart და In the Name of My Daughter. გიომს კინოინდუსტრიაში აფასებენ არამარტო ძლიერი როლებით, არამედ რეჟისორული საქმიანობის გამოც. რეჟისორისა და სცენარისტის ამპლუაში მან უკვე შექმნა 8 სურათი.






ვინსენ კასელი

მის ანგარიშზეა ათეულობით კინო, მილიონობით დაპყრობილი გული და ერთი ხმამაღალი ქორწინება, რომლის დანგრევასაც დღემდე განიცდის მსოფლიო. ვენსანისთვის განკუტვნილი იყო ებრწყინა კინოში. ის დაიბადა ფრანგი გამოჩენილი მსახიობის ჟან პიერ კასელის ოჯახში. თავისი კარიერა კასელმა ნიუ-იორკში დაიწყო, მაგრამ შემდგომ სამშობლოში დაბრუნდა სათეატრო დადგმისათვის.




ვინსენი ყველა როლს უკირკიტებს. არასოდეს მეორდება და ყოველ ჯერზე ირგებს ახლებურ ხასიათს. ის თავის თავზე ირგებს ექსცენტრიკული ბალეტმეისტერის როლს ოსკაროსან "შავ გედში", იუნგსა და ფროიდს ეხმარება მოყვნენ ისტორია "A Dangerous Method"-ში, თამაშობს კინოს ისტორიაში ყველაზე ცხელ სცენას მონიკა ბელუჩთან ერთად ფილმში IRREVERSIBLE. ადვილი გარდასახვისათვის მას ეხმარება არამარტო სამსახიობო ნიჭი, არამედ პროფესიონალური საცირკო განათლება და საბრძოლო ცეკვის საოცარი შესრულება.









ალენ დელონი

ამ წელს ალენ დელონი აღნიშნავს 80 წლის იუბილეს. ასაკის მიუხედავად ქალები აგრძელებენ მასზე გაგიჟებას, რეჟისორები კი მის გამოძახებას. დელონი კინოში ეგრევე არ მომხვდარა. თავიდან მან ბევრი სხვა მამაკაცის მსგავსად, სამხედრო სამსახური გაიარა, შემდეგ ოფიციანტად მუშაობდა, მაგრამ იქ დიდხანს არ გაჩერებულა: "ადმინისტრატორი, უფროსი ოფიციანტი.. ყველა მიყვიროდა. ჩემნაირი ხასიათის ადამიანისთვის ასეთი თანამდებობა არ იყო ადვილი".




მეგობრების რჩევით, გადაწყვიტა ფოტოები პროდიუსერებისთვის დაეგზავნა, მაგრამ ყველა მხრიდან უარი მოდიოდა. პასუხი ყველგან ერთი და იგივე იყო: "თქვენ ზედმეტად ლამაზი ხართ სამსახიობო კარიერისთვის", მაგრამ კანში დელონს ყურადღება მიაქციეს. გარი უილსონი მსახიობის შემცვლელს ეძებდა და ალენი ყველა პარამეტრს აკმაყოფილებდა.







შემდეგი ისტორია ყველამ იცის. "ზედმეტად ლამაზ მსახიობს" თანხა მოჰქონდა ბიუჯეტებში. ახალგაზრდა მსახიობები ყველაფერზე იყვნენ წამსვლელი დელონთან საერთო ფილმისათვის. მაგრამ თავად ალენს რომი შნაიდერი ჩაუვარდა გულში. თუმცა მარადიული სიყვარულის ფიცი დაარღვია და წყვილი 5 წელიწადში ერთმანეთს დაშორდა.







გასპერ ულიელი

ქარიზმატული ფრანგი ხრინწიანი ხმით, გამოჩენილი პროფილიტა და შრამით ყვრიმალზე, არამარტო ევროპაშია ცნობილი, არამედ ჰოლივუდშიც. მან დაიწყო ფრანგული კინოთი, მოიპოვა სეზარი, ძმები ლუმიერების პრიზი და შემდეგ ჰოლივუდში გადაინაცვლა. აქ კი მას დამარცხება ელოდა. ჰანიბალ ლექტერის ცნობილი ისტორიის შესახებ ფილმი "ჰანიბალი:აღზევება" გაქირავებაში ჩავარდა. გასპერი კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა და ჩაერთო სურათში Lа Princesse de Montpensier. 2014 ში კი მისი გარდერობი შეივსო პიჯაკებით, პერანგებით და სათვალეებით-გასპარს ანდეს ივ სენ ლორანის როლი ბაიოპიკში SAINT LAURENT.






დიდი კინოს ისტორიაში ჯერ კიდევ ეხლა იხვეჭს პოპულარობას. მოდის სამყაროში კი დიდი ხანია იცნობენ და აფასებენ. ხშირად იღებენ ჟურნალებისთვის და ასევე, ის სახეა Bleu De Chanel-ს სუნამოს ხაზის.






ლუი გარელი

როდესაც ლუი გამოჩნდა ბერტოლუჩის "Dreamers"-ში, ყველა გოგონა ოცნებობდა მისნაირ მეორე ნახევარზე: მაღალზე, მუქთმიანზე და ხუჭუჭა მეამბოხეზე. ეს ფრანგი ყმაწვილი საოცრად უყვართ სამშობლოში. მას 6 წლიდან იღებენ, რეჟისორმა მამამ ადრევე შეამჩნია შვილში ნიჭი და დააყენა ის კამერის წინ. გარდა მსახიობობისა ლუი მუსიკითაცაა გატაცებული, წერს სიმღერებსა და ლექსებს. მის მუსიკალურ ნიჭს მხოლოდ ახლობლები არ ამჩნევენ. მან მოიპოვა პრემია სეზარი "საუკეთესო მუსიკისათვის ფილმში" ლიბრეტოსათვის ფილმში LES CHANSONS D'AMOUR.









Category: Man / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top