;

6 October 2011      ana-potts     Views 5732    
Category: Man


გთავაზობთ ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობების TOP 10-ს.

10. Golf

გოლფი არის ყველაზე ძვირადღიებული სპორტის სახეობა, რომელიც ასეთი პოპულარული არ იქნებოდა, რომ არა ამერიკელი ხალხის სიყვარული მისდამი. გოლფი ხომ ყველაზე პოპულარული ამერიკის შეერთებულ შტატებშია.

Top 10 most popular Sports

9. Rugby

რაგბი არის სპორტი, რომელიც მეცხრე პოზიციაზე 200-მა მილიონმა მხარდამჭერმა გაიყვანა. ის მთელს მსოფლიოში სარგებლობს პოპულარობით.

Top 10 most popular Sports

8. Table tennis

მაგიდის ჩოგბურთის რეიტინგს ძირითადად ჩინეთის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა განსაზღვრავს. ეს სპორტის სახეობა განსაკუთრებით პოპულარული ჩინეთში, კორეაში და ბრიტანეთშია.

Top 10 most popular Sports

7. Volleyball

ფრენბურთი განსაკუთრებული პოპულარობით ამერიკის შეერთებულ შტატებში სარგებლობს. მართალია ის არცერთ ქვეყანაში არ არის ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.

Top 10 most popular Sports

6. Basketball

კალათბურთი მთელს მსოფლიოში პოპულარული სპორტია. მის მაღალ რეიტინგს ძირითადად NBA -ის ლიგის პოპულარობა განსაზღვრავს.

Top 10 most popular Sports

5. Baseball

ბეისბოლი მე-5 პოზიციაზე 240 მილიონი გულშემატკივარის წყალობით არის, რომელთა დიდი ნაწილი აშშ-ს მოქალაქეა.

Top 10 most popular Sports

4. Hockey

ჰოკეი, რომელიც მე-4 პოზიციაზე 0,32 მილიადი ამომრჩევლის წყალობითაა, განსაკუთრებით პოპულარულია კანადაში, ინდოეთში და რუსეთში.

Top 10 most popular Sports

3. Tennis

შესაძლოა ჩოგბურთი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა, მაგრამ ის მსოფლიო მასშტაბით მუდმივად მე-2 ან მე-3 პოზიციას იკავებს, როგორც ყველაზე ყურებადი სპორტი. ამჟამად მე-3 პოზიციაზე ჩოგბურთი 0,33 მილიარდმა ადამიანმა გაიყვანა. სპორტის ეს სახეობა გოლფის შემდგომ ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება.

Top 10 most popular Sports

2. Cricket

25-ზე მეტ ქვეყანაში კრიკეტი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. მას 1.63 მილიარდი გულშემატკივარი ჰყავს.

Top 10 most popular Sports

1. Football

სპორტის ეს სახეობა გამოირჩევა არა მხოლოდ მისი სილამაზით, არამედ იმითაც, რომ ის საზოგადოების ნებისმიერი ფენისთვის ხელმისაწვდომია. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ღარიბია, თუ-მდიდარი. ფეხბურთის თამაშით სიამოვნების მიღება ყველას შეუძლია.
ფეხბურთი 93 ქვეყანაში ითვლება ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობად. ფეხბურთის სამშობლო ინგლისია და გამომდინარე აქედან ყველაზე პოპულარული ეს სპორტი სწორედ ევროპაშია. ასევე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. მსოფლიო მასშტაბით ფეხბურთს დაახლოებით 4,1 მილიონი ადამიანი უყურებს ან თამაშობს.

Top 10 most popular Sports


Category: Man
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top