;

1 February 2012      SaaL--SanzOna     Views 13988    
Category: Man

2012 წლის მოდური ვარცხნილობები მამაკაცებისთვის

მოდის კრიტიკოსებისგან, წარმოდგენილი კოლექციებით თუ ტენდენციებით ვიცით რომ
მამაკაცებისთვის მოდური ტენდენციები ისეთივე ცვალებადი არ არის როგორც ქალებისთვის.
ის რაც ერთხელ დამკვიდრდება, საკმაოდ დიდხანს იკიდებს ფეხს და თანდათანობით ადვილად
მისაღები ხდება თითოეული მამაკაცისთვის. გასული წელიც არ გამოირჩეოდა ვარცხნილობის
მრავალფეროვნებით, თუმცა ორიგინალურობა შემოტანილი ნამდვილად გახლდათ, 2012 წელს
კი როგორც ჩანს უფრო და უფრო ამკვიდრებენ განსხვავებულ, თანამედროვე თუმცა ამასთანავე
დახვეწილ სტილს. ვნახოთ თუ როგორ მოირგებს საზოგადოება წამყვანი დიზაინერების ტრენდებს.


2012 წლის მოდური ვარცხნილობები მამაკაცებისთვის

გადაწეული თმები

სამოცდაათიანებისა და სამოციანი წლების ნამდვილი ბუმია მოდის ინდუსტრიაში.
მამაკაცების ვარცხნილობის ტენდენციებზეც სწორედ ეს სტილი ახდენს გავლენას,
ამიტომ გვთავაზობენ შემდეგ ტენდენციას: გადაწეულ თმებს, რომელსაც კარგი
იქნება თუ მხოლოდ და მხოლოდ კლასიკურ სტილს შეუსაბამებთ და განსაკუთრებულ
დღეებში მოიხდენთ. მსგავს ვარცხნილობებს აქტიურად შეხვდებით ბარბერის კოლექციებში.

2012 წლის მოდური ვარცხნილობები მამაკაცებისთვის

როკერის სტილი

ამ ტენდენციის გათვალისწინების შემთხვევაში, კარგი იქნება გადაავლოთ თვალი 2012
წლის მიმდინარე კოლექციებს, სადაც ნამდვილად მასიურად შეხვდებით ისეთ სტილს,
რომელიც მოიცავს წინ გადმოწეულ ჩოლკებს, დაბალ ან ოდნავ გრძელ ვარცხნილობას
რაც საერთო ჯამში აერთიანებს ტენდენციას, სახელად "როკერი ბიჭის სტილი."

2012 წლის მოდური ვარცხნილობები მამაკაცებისთვის

ორიგინალურობა და ისევ ორიგინალურობა

შეგვიძლია წარმოდგენილი ტენდენცია ამერიკულ სტილად მივიჩნიოთ. ის ხომ
ამ სიაში მოხვედრამდეც პოპულარული ტრენდი გახლდათ ამერიკელებისთვის.
ეს გახლავთ ორიგინალური თმის ვარცხნილობა, კერძოდ აწეული ან დახვეული
თმით, რომელიც ქალებშიც პოპულარულია 2012 წლის სეზონისათვის.

2012 წლის მოდური ვარცხნილობები მამაკაცებისთვის

კლასიკური ვარცხნილობა

რა თქმა უნდა მთავარ ტენდენციად კლასიკური ვარცხნილობა, გვერდზე გადაწეული
ან ოდნავ აწეული თმები ითვლება. შეიძლება შთაგონება ავიღოთ გასული წლების
ვარსკვლავებიდან ან თუნდაც იმ ახლად დამკვიდრებული (უფროსწორად ხელახლა
განმეორებული) სტილიდან, რასაც ვინტაჟი ჰქვია. აქ კი უკვე გემოვნების საკითხი დგება...


2012 წლის მოდური ვარცხნილობები მამაკაცებისთვის
2012 წლის მოდური ვარცხნილობები მამაკაცებისთვის
2012 წლის მოდური ვარცხნილობები მამაკაცებისთვის
2012 წლის მოდური ვარცხნილობები მამაკაცებისთვის


Category: Man
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top