;
3 ივნისი 2012      chyipina     9 კომენტარი     ნანახია 6846-ჯერ    
კატეგორიაში: მამაკაცი

მზიანი სანაპირო, ცხელი დღეები და მხიარული საღამოები - ზოგი წყვილისთვის საქორწილოდ
იდეალური გარემოა. უკვე რამდენი ადამიანი გეგმავს, და ბევრიც დაგეგმავს 2012 წლის ზაფხულში
გათხოვდეს ან ცოლი მოიყვანოს. წელს ასეთ წყვილებს გაუმართლად, განსაკუთრებით კი მამაკაცებს,
ვინაიდან, მათ თამამად შეუძლიათ ტრადიციული შავ-თეთრი შარვალ-კოსტუმის ნაცვლად ზაფხულში
ყველაზე მოდური ბრენდების მიეერ შემოთავაზებული ტონალობები გამოიყენონ და საქორწინო
მხიარული ლუქი ააწყონ. მაშ ასე, მოუხმეთ თქვენს მომავალ მეეუღლეებს და ერთად აარჩიეთ
საქმროს სამოსის დიზაინი, უახლესი საზაფხულო ტენდენციების გათვალისწინებით.

მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის


ვინაიდან ქორწილი ზაფხულში იგეგმება, სულაც არაა საჭირო დამხუთავ შავ პიჯაკსა და შარვალში
გამოწყობილი გამოცხადდეთ ცერემონიაზე, არც ამ ნაზი თეთრი პერანგის მორგებაა აუცილებელი
ის ხომ ასეთი მოუხერხებელი და არაკომფორტულია ზაფხულის ცხელი დღისთვის .


წლევანდელ სეზონზე თქვენ თამამდ შეგიძლიათ მოირგოთ თეთრი პერანგის ნაცვლად რაიმე სხვა
ღია ტონალობის პერანგი, მაგალითად იასამნისფერი, ვარდისფერი ან თუნდაც ცისფერი . რომელსაც
შეგიძლიათ შავი პიჯაკის მაგივრად რაიმე სხვა მუქი ტონალობა, ან მუქი და ღია ფერების
კომბინაციით შექმნილი კუბოკრული პრინტით დამშვენებული პიჯაკი აირჩიოთ.
დაუჯერეთ მოდის კრიტიკოსებს, ისინი ხომ გირჩევენ რომ ზაფხულში ასეთი
სამოსი ბევრად გაგახალისებთ და თავს უფრო კომფორთულად გაგრძნობინებთ.

შარვლებიდან კი მაინც მუქ ტონალობებს გვთავაზობენ, უმეტეს წილად კი შარვალი და პიჯაკი
მაინც ერთ ფერებში უნდა იყოს გადაწყვეტილი. სამოსსში დომინირებს წელს ყველაზე მისაღები
ფერები, როგორებიცაა: ლურჯისა და ცისფერის ტონალობები, კრემისფერისა და ყავისფერის
გარდამავალი ეფექტები და ვარდისფერისა და შინდისფერის კომბინაციები.

მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის


წელს კრიტიკოსებმა აქცენტი მაინც კრემისფერ ფერზე გააკეთეს და კრემისფერის ტონალობებში
გადაწყვეტილი არაერთი საქორწინო სამოსის კომპლექტი შემოგვთავაზეს. თუ ქორწილი ღია ცის
ქვეშ იმართება შეგიძლიათ სამოსს კალსიკური ცილინდრი შეუხამოთ , ჯიბეში ჩადები ყვავილი ან
ხელსახოცი თქვენს ელეგანტურობას გამოაჩენს მაქსიმალურად სათვალე კი სანაპიროზე
თამამად შეგიძლიათ მოირგოთ, თორემ შეიძლება მზემ თვალი მოგჭრათ და ხელი
საჭირო ადგილის ნაცვლად სხვაგან მოაწეროთ. :)

მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის


პიჯაკებიდან შეგიძლიათ თამამდ აარჩიოთ კუბოკრული პრინტით დამშვენებული სილუეტი.
უმჯობესია, უჯრები წარმოადგენდეს ერთი ფერის გარდამავალ ტონალობებს, მაგალითად ლურჯის,
ან თუნდაც მწვანის. თუმცა თუ თქვენ არ გინდათ მხოლოდ ერთი ფერის რეკლამირება გააკეთოთ
შედარებით მრრავალფეროვან სამოსსაც შემოგთავაზებთ:

მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის


რაც შეეხება იმ ძალზედ რთუულ გადაწყვეტილებას კისრის აქსესუარებთან დაკავშირებით,
ეს საკითხი მთლიანად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. თუ კი თქვენ ამჯობინებთ ჰალსტუხის
მორგებას მაშინ მაქსიმალურად ეცადეთ ჰალსტუხი რაც შეიძლება მუქ ტონალობაში იყოს , მაგრამ,
ამავდროულად ის სამოსის ტონალობებიში უნდა ჩაჯჯდეს და ჯიბეში ჩადებულ ხელსახოცც შეესაბამებოდეს.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ დიაგონალი ზოლებით გაფორმებული ჰალსტუხიც.

მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის


ხოლო, თუ თქვენ რომანტიკული ხასიათის მატარებელი ხართ და ჰალსტუხს ყელზე მორგებულ
კლასიკური პრინტით დამშვენებულ პანტიკს ამჯობინებთ, მაშინ უფრო
დიდი არჩევანი გაქვთ და თამამად შეგიძLიათ მათგან ყველაზე მისაღების ამორჩევა. წარდგენილნი
კი არიან: ყვავილებიანი, პატარა კოპლებიანი, ატლასის სადა და ზოლებიანი და სულ სადა ერთ
ტონალობასი გადაწყვეტილი ჰალსტუხები. რომლებსაც სავარაუდოდ ჯიბეში ვარდს შეუხამებთ.

მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის

მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის


რაც შეეხება ფეხსაცმელს, მცხუნვარე მზიან დღეში საუკეთესო გამოსავალი ნატურალური ტყავის
ან ზამშის ტომ სოიერები გახლავთ.
ის თქვენი ლუქის ელეგანტურობას უზრუნველყოფს,
და სულაც არ დაგიკარგავთ დახვეწილ კლასიკურ იმიჯს. სულაც არ არის ცხელი "ტუფლების"
მორგგება აუცილებელი, მის გარდა კიდევ არსებობს გამოსავალი.

მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის


საბოლოო ჯამში კი ამ რჩევების გათვალისწინებით დამერწმუნეთ შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.
(არ დაგავიწყდეთ ფოტოები ენჯელსაც გაუზიაროთ, როყგორრც ერთ-ერთი ყველაზე მოდური
და გემოვნებიანი ქორწილი) ტენდენციების გათვალისწინებით კი დაახლოებით ასეთ შეგს მიიღებთ :

მამაკაცის სამოსი ზაფხულის ქორწილისთვის

კატეგორია: მამაკაცი
Tags:

9


  • ალი თქვა:
    22 აპრილი 2014 17:51 - ID: 9,
    კლასიკურად რო არ ცჰაიცვას ბიჩმა ქორწილში დზაან ტეხაავს??/

  • Anch_Bey თქვა:
    3 ივნისი 2012 22:41 - ID: 8,
    მე უფრო მოტკეცილი ტანსაცმელი მომწონს კაცზე wink wink მმ, მოკლედ როგორი გაწაფული ხარ თათ ამ მამაკაცის ტენდენციებზე:D:D

  • Tiko :P თქვა:
    3 ივნისი 2012 22:16 - ID: 7,
    კარგია love

  • Ms.Casillas თქვა:
    3 ივნისი 2012 21:27 - ID: 6,
    არის რა , ნუ ჩემს ქმარს ესე არ ეცმევა wink

  • krist...star თქვა:
    3 ივნისი 2012 20:55 - ID: 5,
    chyipina,
    ჰოო, ეგ კი არის ამ შემთხვევაში პრობლემა :D

  • Ancho. თქვა:
    3 ივნისი 2012 20:53 - ID: 4,
    თათია რა კარგი წასაკიტხი იყო, მერე რა რომ კაცებს მიმართავდი love
    იუმორიც მომეწონა :D

  • elga თქვა:
    3 ივნისი 2012 20:51 - ID: 3,
    აუუ ჩემი ქმარი მინდა ქორწილში ისეთი ჩაცმული მოვიდეს ბოლოდან მეორე სურათში მარცხენა მხარეს როაა, თუ უნდა ეგ ბიჭი გამომყვეს
    ქმრად wink
    კაი ნიუსი კაიი ტანისამოსით

  • krist...star თქვა:
    3 ივნისი 2012 20:49 - ID: 2,
    chyipina,
    არაა აუცილებელი მარტო ქორწილში ჩაიცვა :D:D სხვაგანაც შეიძლება, უცოლოდაც გამოვა :D:D

  • kristi_ თქვა:
    3 ივნისი 2012 20:48 - ID: 1,
    რა მოწყენილობაა wink არ მიყვარს ესე რომ აცვიათ.
    კარგი ნიუსია love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top