;
19 ნოემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1108-ჯერ
HACKSAW RIDGE (2016)
II მსოფლიო ომის ყველაზე განსაკუთრებული გმირის რეალური ისტორია. "მამაცი გულის" და "ქრისტეს ვნებანის" ოსკაროსანი რეჟისორის, მელ გიბსონის ფილმი. 2017 წლის ოსკარის მთავარი პრეტენდენტი - "ჰაქსოს გმირი" 24 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში
www.kinoafisha.ge/movie/ coming_soon/

ბიოგრაფიულმა ფილმმა ომის თემატიკაზე ვენეციის კინო ფესტივალზე მაყურებელთა 10 წუთიანი ოვაცია დაიმსახურა. გიბსონის სარეჟისორო ფილმს ოსკარს უწინასწარმეტყველებენ! მთავარი როლის შემსრულებელი ენდრიუ გარფილდი, რომელიც სპაიდერმენის როლით არის ცნობილი აღიარებს, რომ ამ ფილმზე მუშაობა მისთვის საამაყო გამოწვევა იყო. მსახიობი მოხარულია, რომ ეკრანზე გააცოცხლა რეალური სუპერგმირი და განასახიერა სპანდექსის გარეშე.

ამერიკელმა დესმონ დოსმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ოკინავას ბრძოლის ველზე სიმამაცით გამოიჩინა თავი, პაციფისტური იდეოლოგიის მატარებელმა ახალგაზრდამ დიდი წინაღობის გადალახვის შემდეგ მოიპოვა ნებართვა იარაღის გარეშე ჩართულიყო ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლაში. დესმონდს ხალხის დახმარება სურდა, ის ებრძოდა ძალადობას და დახმარების ხელს უწვდიდა მებრძოლებს.


Tags:
12 ოქტომბერი 2016      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 2219-ჯერ

"მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის" (2016)
ჟანრი: სათავგადასავლო, ფანტასტიკა
როლებში: ევა გრინი, ეისა ბატერფილდი, სამუელ ელ. ჯესონი, ბენ ფოსტერი,
ომარ სი, რუპერტ ევერეტი, ჯუდი დენჩი, ტერენს ტრამპი, ელისონ ჯენი...

6 ოქტომბრიდან საქართველოს კინოთეატრებში გადის Ransom Riggs-ის ბესტსელერი ნოველის მიხედვით გადაღებული ტიმ ბარტონის ერთერთი გამორჩეული სანახაობრივი ფილმი "მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის", სადაც მთავარ როლში თვალწარმტაცი ევა გრინია. თავად წიგნი, რომლის რენსონ რიგზის სადებიუტო ნაშრომს წარმოადგენს, ფილმის მსგავსად უნიკალური ძველი ფოტოების ალბომს ეყრდნობა, რომელსაც ავტორი წლების განმავლობაში აგროვებდა და წიგნს ილუსტრაციის სახით ერთვის. ტიმ ბარტონი მოხიბლა ისტორიამ და მან ისტორია ცისფერ ეკრანებზე კიდევ უფრო თვალნათლივ დაგვიხატა.

Tags:
22 სექტემბერი 2016      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 710-ჯერ
ლეგენდარული The Rolling Stones-ის ჰავანაში გამართული ისტორიული კონცერტის კინო-პრემიერა!
მხოლოდ ერთხელ! მხოლოდ ერთი სეანსი!
✪ 23 სექტემბერს, კავეა ისთ ფოინთში, 21:00 საათზე!

ახალი ტენდენცია მუსიკისა და ფილმის მოყვარულებისთვის. გიოცნებიათ ლეგენდარული ჯგუფის THE ROLLING STONES-ის კონცერტზე მოხვედრაზე? მათი ერთერთი ისტორიული და საუკეთესო კონცერტის ხილვის საშუალება კავეას კინოთეატრში უმაღლესი აუდიო და ვიდეო ხარისხით შეგვიძლია, კავეა ისთ ფოინთი მხოლოდ 1 დღის უმასპინძლებს გლობალურ კინო-ჩვენებას და ვიხილავთ THE ROLLING STONES-ის ჰავანა, კუბაში გამართული კონცერტის ჩანაწერს, რომელსაც 1,2 მილიონი მსმენელი დაესწრო! კონცერტზე, რომელიც América Latina Olé 2016 წლის ტურის ფარგლებში გაიმართა გაჟღერდა ‘Jumpin’ Jack Flash’, ‘It's Only Rock ’n Roll’, ‘Gimme Shelter’, ‘Brown Sugar’, ‘Satisfaction’ და სხვა ჰიტები. ჩანაწერს თან ახლავს ბენდის წევრებთან და მიკ ჯაგერთან ინტერვიუ!

The Rolling Stones Havana Moon
www.cavea.ge /
www.stonesincuba.com

Tags:
16 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 3701-ჯერ


ბრიჯით ჯონსი დაბრუნდა!
Bridget Jones's Baby (2016)
ჟანრი: კომედია, რომანტიკული
პრემიერა საქართველოში: 15 სექტემბრიდან!
კინოთეატრებში რუსთაველი, ამირანი, კავეა, აპოლო

ათი წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ ვიხედებით ექსცენტრიული ბრიჯითის ცხოვრებაში: ის საბოლოოდ დაშორდა მარკ დარსის. 43 წლის ასაკში ბრიჯითი კვლავ მარტოა და კვლავ ტელევიზიაში მუშაობს მიზერულ დავალებებზე. თავის გამოჩენის მიზნით (ოჰ ბრიჯით!) მიემგზავრება მუსიკალურ ფესტივალზე, სადაც იცნობს ახალ მამაკაცს - პატრიკ დემპსის შესრულებით. იმისდა მიუხედავად, რომ ჯონსის ცხოვრება სრულიად უიმედოდ და მოსაწყენად მიედინება, სიურპრიზები მაინც ხშირად იჩენენ თავს და აი ბრიჯით ჯონსი ორსულადაა! მაგრამ ვინ არის მამა? ქერათმიანი ბრიტანელი არ აპირებს დაწყვიტოს გული არც მარკს და არც ჯეკს, ყოველ შემთხვევაში, სანამ არ გაარკვევს თუ ვინაა მამა. მსახიობი რენე ზელვეგერი ინტერვიუში გამოტყდა, რომ ფილმის ფინალი თავადაც არ იცის! გადაიღეს 3 ფინალი და პრემიერამდე არცერთი მსახიობი არ ფლობს ინფორმაციას, თუ როგორ დასრულდება ისტორია.

Tags:
3 აგვისტო 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 4253-ჯერ

საქართველოს კინოთეატრებში ‪#‎ცხელი ზაფხული კინოში პიკს უახლოვდება!
ამ ზაფხულის მთავარი კინომოვლენა - "თვითმკვლელთა რაზმი" 4 აგვისტოდან!

Suicide Squad - ერთერთი ყველაზე გახმაურებული ფილმი, რომელსაც კომიქსების მოყვარულები უკვე რა ხანია ელიან 4 აგვისტოდან საქართველოს კინოთეატრებში გამოდის. ამერიკული DC Comics და Warner Bros. Pictures კომიქსების ყველაზე ბოროტი სუპერგმირები სამყაროს გადასარჩენად მზად არიან! ანტი-გმირებს ამერიკის მთავრობის დავალებით გამოსწორების ერთადერთი და უკანასკნელი შანსი ეძლევათ, თუმცა რაზმი თავიდანვე განწირულია, რადგან მისიის შესრულება და დაბრუნება თითქმის შეუძლებელია.

რეჟისორმა დევიდ ეიერმა შესანიშნავი სამსახიობო დასი შეკრიბა: მარგო რობი, უილ სმიტი, ჯარედ ლეტო, ჯეი კორტნი, კარა დელევინი, იუელ კინამანი, ვიოლა დევისი.. მანვე დაამუშავა სცენარი ფილმისთვის, რომელზეც 2014 წლიდან მუშაობს. ფილმი 2D, 3D და IMAX 3D ხარისხშია გადაღებული.


Tags:
23 ივლისი 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 3949-ჯერ


"მაღალი საზოგადოება" (2016)
რეჟისორი და სცენარი: ვუდი ალენი
როლებში: ჯესი აიზენბერგი, კრისტენ სტიუარტი,
სტივ ქარელი, ჯენი ბერლინი, ბლეიკ ლაივლი


1930 წლები, ახალგაზრდა მამაკაცი ბრონქსიდან ჰოლივუდის კინოსტუდიაში იწყებს მუშაობას გავლენიან ბიძასთან. ჰოლივუდის ყალბი ბრწყინვალების ფონზე ის თავის სიყვარულს პოულობს, როგორ წარიმართება ახალგაზრდების ცხოვრება, არჩევანი და თვითდამკვიდრება მაღალ საზოგადოებაში. არის თუ არა მომგებიანი ქორწინება და წარმატება ბიზნესში ბედნიერების მომტანი - ვუდი ალენი მისთვის დამახასიათებელი კომედიისა და დრამის მიქს-ჟანრში გადმოსცემს. 2016 წლის კანის კინოფესტივალი სწორედ ამ ფილმმა გახსნა. კინოკრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ "Café Society" ლამაზი და მსუბუქი ფილმია, რომელიც უნდა ნახოთ, ფილმი ხომ მრავალ ცნობილ მსახიობს აერთიანებს, კრისტენ სტიურტისთვის და ბლეიკ ლაივლისთვის კი ლეგენდარულ რეჟისორთან და სცენარისტთან ვუდი ალენთან პირველი თანამშრომლობაა.


Tags:
29 ივნისი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 2596-ჯერ
მეზობლები 2 : ბრძოლა დაიკოების წინააღმდეგ

მეზობლები 2 : ბრძოლა დაიკოების წინააღმდეგ
ამერიკული კომედიის მეორე ნაწილი, სადაც ამჯერად მაკის და კერის ოჯახის მეზობლად გადმოდის გოგონების საუნივერსიტეტო კლუბი. ახალი მეზობლების ხლოი გრეის მორეცი და სელენა გომეზის ახალგაზრდული თავაღებული გართობის წინააღმდეგ ბრძოლაში ცოლ-ქმარს სეტ როგენსა და როუზ ბირნს ყოფილი მტერი ზაკ ეფრონის პერსონაჟი დაეხმარება.

Maybe it’s not that bad. Girls are usually quiet. They don’t really take hard drugs. And they’re MUCH smarter.
საქართველოს კინოთეატრებში კავეა თბილისი მოლი, კავეა ისთ ფოინთი და რუსთაველი რუსულად და ინგლისურ ენებზე
www.kinoafisha.ge/sessions


Tags:
30 მაი 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 1478-ჯერ

"Warcraft: The Beginning"
ლეგენდარული ონლაინ თამაშის პირველი ეკრანიზაცია
უკვე კინოთეატრებშია, ქართულ ენაზე!

ივნისის თვის კინოპრემიერებიდან გამოვარჩევდით მძაფრსიუჟეტიან-ფანტასტიკას, ფილმი, რომელიც ამ თამაშის მოყვარულებისთვის ნამდვილი სიურპრიზია - "ვორკრაფტი" (2016). ასაკობრივი კატეგორია: PG-13 ფილმში მთავარ პერსონაჟს "სერ ანდუინ ლოტარს" განასახიერებს სერიალ Vickings-ების ვარსკვლავი ტრევის ფიმელი, "მეფე ლლეინ რინის" როლში ბრიტანელი მსახიობი დომინიკ კუპერი გვევლინება. ფილმი ადამიანებსა და ორკებს შორის დაპირისპირებაზე აკეთებს ფოკუსს, როდესაც ორკის მებრძოლები ადამიანებით დასახლებულ აზეროტის მიწაზე დაეშვებიან, რათა მოიპოვონ საცხოვრისი მიწა ორკის სამყაროს დაღუპვის შემდეგ. ბრძოლა თვითგადარჩენისთვის იწყება, თანამოსახლეობა თუ ბრძოლა მიწა-წყლისთვის.


Tags:
27 მაი 2016      ta_mo     0 კომენტარი     ნანახია 2534-ჯერ

The Neon Demon

The Neon Demon-ნიკოლას ვინდინგ რეფნის მიერ გადაღებული საშინელებათა ფილმი გახლავთ, რომლის პრემიერაც კანის კინო ფესტივალზე შედგა. ტრილერში მთავარ როლეს ასრულებენ: ელე ფენინგი, ები ლი კერშაუ, კიანუ რივზი, ქრისტინა ჰენდრიკსი, ჯენა მელოუნი და სხვები. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს დამწყებ მოდელზე, რომელიც ლოს ანჯელესში გადადის საცხოვრებლად, კარიერული წარმატების ძიების პროცესსში კი მის გარემოცვას სახიფათო კოლეგები წარმოადგენენ, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები, რათა ჰპოვონ ჯესის სილამაზე.

The Neon Demon
Tags:
25 მაი 2016      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 1958-ჯერ
2016 წლის ივნისის პრემიერები საქართველოს კინოთეატრებში
ივნისის თვე საქართველოს კინოთეატრებისთვის ცხელი და დატვირთული პერიოდია. საშუალება მოგვეცემა რუსთაველი, ამირანი, კავეა თბილისი მოლსა და კავეა ისთ ფოინთში და აპოლოში ვიხილოთ მსოფლიო პრემიერები. სულ ახლახანს კი შედგა პრემიერები ფილმისა: "X-ადამიანები: აპოკალიფსი", "კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი", ლეგენდარული ონლაინ თამაშის ეკრანიზაცია "ვარკრაფტი" და "ალისა სარკის მიღმა" - რომელიც "ალისა საოცრებათა ქვეყანაში"-ს მეორე ნაწილს წარმოადგენს.

ველით ფილმებს: THE NICE GUYS, MONEY MONSTER, SUICIDE SQUAD. მულტიპლიკაციურ ფილმს FINDING DORY - ნემოს შემქმნელებისგან, დისნეის ახალ მულტფილმს: THE BFG. TEENAGE MUTANT NINJA TURTLES: OUT OF THE SHADOWS და THE LEGEND OF TARZAN-ს. ასევე ვიხილავთ რამდენიმე ჩვენი საყვარელი ფილმის მეორე ნაწილს: NOW YOU SEE ME 2, THE CONJURING 2, NEIGHBORS 2: sorority rising, INDEPENDENCE DAY: RESURGENCE...
ეწვიეთ კინოთეატრების ოფიციალურ საიტს მეტი ინფორმაციისთვის: www.kinoafisha.ge


Tags:
12 მაი 2016      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 4531-ჯერ

11 მაისს რიგით 69-ე კანის კინო ფესტივალი გაიხსნა, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდება. ავსტრალიელი რეჟისორი ჯორჯ მილერი წლის კონკურსის ჟიურის პრეზიდენტი იქნება. ფრანგი მსახიობი Laurent Lafitte ცერემონიალის ყველა საღამოს გაუძღვება. ფესტივალი 11 მაისს ვუდი ალენის ფილმის პრემიერით Café Society გაიხსნა, იხილეთ ფილმის პრემიერის გლამურული წითელი ხალიჩა და გამორჩეული ფილმები, რომლებიც ნაჩვენები იქნება ფესტივალის ფარგლებში.
Tags:
5 მაი 2016      Ancho.     0 კომენტარი     ნანახია 1594-ჯერ


კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი
Captain America: Civil War

5 მაისიდან საქართველოს კინოთეატრებში!


მარველის შურისმაძიებლები მორიგ სურათში უკვე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ! მაყურებლის ორი საყვარელი გმირი რკინის კაცი და კაპიტანი ამერიკა საკუთარი მიზნების მიხედვით ერთმანეთის წინააღმდეგ გუნდებს აყალიბებენ. ფანები უკვე დიდიხანია ელიან სამოქალაქო ომის დადგომას დიდ ეკრანზე. ეს დროც დადგა!

ამდენი სუპერგმირი ერთ კადრში თქვენ ჯერ კიდევ არ გინახავთ! ლამაზი სპეცეფექტებით, გონებამახვილური იუმორითა და ფატალური სცენებით სამოქალაქო ომი კინოთეატრების დარბაზებში გელოდებათ.


Tags:
28 აპრილი 2016      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 4802-ჯერ

"შავი გედის" შემქმნელები წარმოგვიდენენ
პარიზს - მაღალი მოდის სამყაროს.
გრძნობები, ფუფუნება, ღალატი და შურისძიება... ახალგაზრდა გოგონა ემმა ცდილობს თავი დაიმკვიდროს პარიზის მოდის ბიზნესში, მისი კარიერა დაბრკოლებებით და დაძაბულობითაა აღსავსე. სიმპატიურ და წარმატებულ ფოტოგრაფთან რომანი და კარიერული წარმატებაც კი გარკვეული დროის შემდეგ არაჯანსაღ აკვიატებაში გადაიზრდება.

ფილმში მთავარ გმირს განასახიერებს მოდელი მარია პალმი, დანიელი მოდელი ფილმის გმირის მსგავსად სწავლის დასრულების შემდეგ პარიზში მოღვაწეობდა, ეს მარიასთვის სადებიუტო ფილმია. ფოტოგრაფის როლში კი მსახიობი ედ სკრეინია, რომელიც შესაძლოა გეცნობოდეთ Game of Thrones -დან დაარიოს როლით. . 28 აპრილიდან კინოთეატრებში "კავეა ისთ პოინტი" და "ამირანი"


Tags:
20 აპრილი 2016      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 2851-ჯერ

The Choice- არჩევანი
21 აპრილიდან საქართველოს კინოთეატრებში
2D რუსული და ქართული გახმოვანებით!

ქართველ კინო მოყვარულებს ნიკოლას სპარკსის კიდევ ერთი რომანტიკული დრამა ელით. The Choice ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან ეტაპებზე მთავარი პერსონაჟისთვის ძირითადი კრედო არჩევანის გაკეთებაა. ფილმის ტრეილერიდან ნათელია, რომ რომანტიკული დრამების მოყვარულთ ნიკოლას სპარკსის კიდევ ერთი სიყვარულის ისტორია ელით. ფილმის რეჟისორი როს კაცი გახლავთ. მთავარ როლებში კი ბენჟამინ უოკერი, ტერეზა პალმერი, მეგი გრეისი, ალექსანდრა დადარიო.

კინოთეატრ რუსთაველში საპრემიერო ჩვენებამდე პალიტრა-L-ის გამომცემლობამ აღნიშნული წიგნი წარმოადგინა, რომელიც გამოცემისთანავე მსოფლიო ბესტსელერების სიაში მოექცა და დღემდე ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. ასე რომ, რომანტიკოსებო - უყურეთ ფილმს და გაეცანით წიგნს ქართულ ენაზე.


Tags:
7 აპრილი 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 1192-ჯერ


7 აპრილს საქართველოს კინოთეატრებში “ჰარდკორ ჰენრის” პრემიერა შედგა. ფილმი ინოვაციურია, რადგან წარმოადგენს ინტერნეტთამაშებისა და კინოს უნიკალურ სინთეზს. მაყურებელი აღმოჩნდება თამაშში და ფილმს მოთამაშის თვალით დააკვირდება. სრულიად ახალი ჟანრის, ინოვაციური ფილმი, რომლის მთავარი გმირი ზუსტად შენ ხარ!

ფილმის გმირი გაცოცხლებული კიბორგია, რომლის თვალითაც ვხედავთ ისტორიას, თუ როგორ ცდილობს გადაარჩინოს მისი მეუღლე ესტელა (ჰეილი ბენეტის შესრულებით) ძლევამოსილი, ტელეკინეტიკური ძალების მქონე აკანისგან (დანილა კაზლოვსკის შესრულებით). ჰოლივუდური ბლოკბაესტერი, რომელსაც მოკლედ ასე ახასიათებენ ‘Hardcore Henry’ Is a Bloodbath Shot Entirely in First Person რუსი კინომატოგრაფების შექმნილია.


Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 92
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top