;

22 June 2012      Ancho.     Views 4532    
Category: Films, Movies

When actresses play style icons

მსახიობები ცნობილი ადამიანების როლში

მსახიობებს ხშირად ცნობილი აიქონების როლის შესრულება უწევთ. უკანასკნელად ჩვენ
მიშელ უილიამსის მერლინ მონრო შევაფასეთ და ლინდსი ლოჰანის შესახებ შევიტყვეთ,
რომელიც ელიზაბეტ ტეილორს ანსახიერებს. მსახიობებს ხშირად უწევთ ამ იმიჯის შესაქმნელად
სხვადასხვა მსხვერპლის გაღება. მოდით გადავხედოთ 12 მსგავს ტრანსფორმაციას.

When actresses play style icons


✰ ჯინ ჰარლოუ ➡ გვენ სტეფანი

მართალია გვენ სტეფანი არ ყოფილა მსახიობი, მაგრამ ჯინ ჰარლოუს როლით საოცარი შოკი მოახდინა.
მისი ქერა საუკეთესოდ შეერწყა აიქონის როლს. თეთრ კაბაში კი განსაკუთრებულად მიემგვანა ჰარლოუს
და საბოლოო ჯამში ბრწყინვალე იმიჯით წარსდგა მაყურებლის წინაშე.

When actresses play style icons


✰ ➡ მარგარეტ ტეტჩერი ➡ მერილ სტრიპი

მერილ სტრიპმა მარგარეტ ტეტჩერი 2012 წელს ფილმში 'The Iron Lady' განასახიერა, რისთვისაც
წლის საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული დაიმსახურა. ის არამარტო საოცრად მიემგვანა ტეტჩერს
ტანისამოსითა და მაკიაჟით, არამედ ინგლისური აქცენტითაც!

When actresses play style icons


✰ ევა პერონი ➡ მადონა

პოპის დედოფალმა მადონამ არგენტინელი პირველი ლედი განასახიერა ფილმ 'Evita'-ში.
მან 370 კოსტუმი გამოიცვალა რაზეც ჯილდოც კი დაიმსახურა: ფილმში ყველაზე მეტჯერ
გამოცვლილი კაბისათვის. რატომღაც მის როლს აღიარება არ მოუპოვებია მისთვის.

When actresses play style icons


✰ დედოფალი ➡ ჰელენ მილერი

ჰელენ მილერმა დედოფლის როლით ოსკარი დაიმსახურა ფილმში დიანას მკვლელობასა და სამეფო ოჯახზე.
ჰელენის ტრანსფორმაცია რთული არ ყოფილა. ის იყენებდა უმცირეს მაკიაჟს, თითმის არც კი იჯდა ვიზაჟისტთან.

When actresses play style icons


✰ ქეთრინ ჰეპბერნი ➡ ქეით ბლანშეტი

ქეით ბლანშეტმა ქეთრინ ჰეპბერნი მარტინ სკორსეზეს 'The Aviator' -ში შემოგვთავაზე და უამრავი
ჯილდოც დაიმსახურა. მან ბრწყინვალედ განახორციელა ქეთრინის როლი და საკმაოდ ორიგინალური
აიქონი შექმნა.

When actresses play style icons


✰ ოდრი ჰეპბერნი ➡ ჯენიფერ ლავ ჰუიტი

2000 წელს ჯენიფერმა ოდრი განასახიერა მისივე ბიოგრაფიულ ფილმში 'The Audrey Hepburn Story'.
მან არ გვაჩვენა "ცუდი" ჰეპბერნი, მაგრამ უკანასკნელ 10 წელიწადში მისი როლი ჰოლივუდში მალევე
ჩაიფერფლა.

When actresses play style icons


✰ ჯეკი კენედი ➡ ქეითი ჰოლმსი

ტომ კრუზის ცოლმა ჯეკი კენედის როლი სატელევიზიო მინი სერიალში განასახიერა.
კენედების ოჯახიდან გამომდინარე სერიალს 'The Kennedys' უწოდეს. ჰოლმსისათვის
ლუქები ჯორჯო არმანიმ შექმნა და გასაოცარი მსგავსება დაგვანახა.

When actresses play style icons


✰ ედი სედგვიკი ➡ სიენა მილერი

სიენა მილერმა მოირგო ენდი ვარჰოლის ტრაგიკული მუზის ედი სედგვიკის როლი ფილმში 'Factory Girl'
2006 წელს. მსახიობმა ზუსტად მოირგო სედგვიკის როლი და მომწიფებულიც იყო მის შესასრულებლად.

When actresses play style icons


✰ ბრიტ ეკლანდი ➡ შარლიზ ტერონი

შარლიზ ტერონმა განასახიერა შვედი მსახიობი 2004 წლის ფილმში 'The Life and Death if Peter Sellers'.
თავდაპირველად ხველას ეგონა, რომ მსახიობი როლს არ შეეფერებოდა, რადგან იყო უფრო მაღალი და
უფრო ასაკიანი, მაგრამ ფილმის გამოსვლის შემდეგ ტერონმა ყველას შეაცვლევინა აზრი.

When actresses play style icons

✰ მერლინ მონრო ➡ მიშელ უილიამსი

მიშელ უილიამსი მერლინ მონროს იმიჯით ფილმში 'My Week with Marilyn' ოსკარის ნომინაციაზე
იყო წარდგენილი. მართალია, მან ოქროს ქანდაკება სახლში ვერ წაიღო, მაგრამ უამრავი ქება დაიმსახურა
შესრულებული როლით. ხმის ჟღერადობით ის საუკეთესოდ ჰგავდა მონროს.

When actresses play style icons


✰ კოკო შანელი ➡ ოდრი ტატუ

ფრანგმა მსახიობმა გაბრიელა 'Coco' შანელი 2009 წლის ფილმში: Coco Before Chanel განასახიერა.
ფილმი მოგვითხრობს კოკოს ცხოვრებაზე, მის ღარიბ ბავშვობაზე, სამსახიობო კარიერაზე, ტრაგიკულ დრამაზე
ბოი კაპელთან. ტატუ მართლაც მოდის აიქონივით გამოიყურებოდა, კარლ ლაგერფილდმა კი თქვა, რომ
ამ როლზე პენელოპა კრუზს აირჩევდა.

When actresses play style icons


✰ ელიზაბეტ ტეილორი ➡ ლინდსი ლოჰანი

"ველური ბავშვი", როგორც ლინდსის უწოდებენ ამჟამად ფილმ 'Liz and Dick'-ზე მუშაობს.
ფილმში მოთხრობილია ელიზაბეტ ტეილორისა და რიჩარდ ბარტონის სასიყვარულო ისტორია.
ჯერჯერობით ჩვენს ხელთ მხოლოდ კადრებია, დრო გვიჩვენებს შესაფერისი იყო თუ არა ის ამ როლისათვის.

When actresses play style icons


თქვენი აზრით ვინ შეეფერება საუკეთესოდ თავის როლს?(LizandDick არ გამოსულა)

გვენ სტეფანი
მერილ სტრიპი
მადონა
ჰელენ მილერი
ქეით ბლანშეტი
ჯენიფერ ლავ ჰუიტი
ქეითი ჰოლმსი
სიენა მილერი
შარლიზ ტერონი
მიშელ უილიამსი
ოდრი ტატუ

Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top