;

30 June 2012      Nanuka.     Views 5204    
Category: Films, Movies

Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"
Stefan Salvatore/სტეფან სალვატორე "ვამპირის დღიურებიდან"

სტეფან სალვატორე "ვამპირის დღიურების" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია ელენა გილბერტთან და დეიმონ სალვატორესთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ პოლ უესლის (სტეფანის როლის შემსრულებელს) უამრავი ფანი ჰყავს, არიან ისეთებიც, რომლებსაც უყვართ არა პოლი, არამედ თავად მისტიკური პერსონაჟი. დეიმონ სალვატორემ, რომელსაც იან სომერჰალდერი თამაშობს, გაცილებით მეტი ფანის მოპოვება შეძლო ვიდრე სტეფანმა, მაგრამ რადგან სტეფანსაც ჰყავს საკუთარი უამრავი ფანი, მოდით გავიგოთ მეტი ამ პერსონაჟის შესახებ.
Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"

სტეფანი და ელენა


სტეფანი პატარა ქალაქ "მისტიკ ფოლსსში" ახალი ცხოვრების დასაწყებად ჩამოვა, თუმცა წარსულის დავიწყების საშუალებას არ მისცემს მისი სკოლელი - ელენა გილბერტი, რომელიც მოგვიანებით მას თავდავიწყებით შეუყვარდება. ელენა კეტრინ პირსის ორეულია, რომელიც ოთხმოციან წლებში სტეფანისა და თავისი ძმის - დეიმონის ერთადერთი სიყვარული იყო.

სტეფანისა და ელენას პირველი შეხვედრა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბიჭების ტუალეტთან მოხდება. ელენა იქ შემთხვევით ხვდება, რათა საკუთარი ნარკოტიკებზე შეყვარებული ძმა - ჯერემი დაარიგოს... ამის შემდეგ სტეფანი ელენას სასაფლაოზე შეხვდება, სადაც გამოავლენს მის პირველ ვამპირულ თვისებას - დაინახავს რა ელენას ჭრილობას, მცირეხნიანი გამოალაპარაკების შემდეგ ადგილიდან ორთქლდება. ელენა გაკვირვებულია, თუმცა სტეფანის საქციელს დიდ ყურადღებას აღარ მიაქცევს.


სტეფანსა და ელენას პირველი კოცნა მე-2 სერიაში მოხდება, რაც დასაწყისია მათი გასაოცარი ურთიერთობისა. სტეფანი მზადაა სიცოცხლე გასწიროს ელენასათვის და გოგონაც გაგიჟებითაა შეყვარებული მასზე და არ უფრთხის იმ ფაქტს, რომ მისი შეყვარებული ვამპირია, თუმცა მათ ურთიერთობაში ჩნდება პრობლემა... ეს პრობლემა სტეფანის ძმა - დეიმონია... ისტორია მეორდება და ორივე ძმას კეტრინის მსგავსად ელენა უყვარდება...



სტეფანი და დეიმონი


სტეფან სალვატორე "ვამპირის დღიურებში" ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური, ერთგული, მამაცი,
ძლიერი და მზრუნველი პერსონაჟია... მიუხედავად ძმასთან დაძაბული ურთიერთობისა იგი ნებისმიერ
წამს მზადაა თავი გაწიროს მისთვის და ეს იმითაც დაამტკიცა, რომ არაერთხელ გადაარჩინა დეიმონის სიცოცხლე... მეტიც, სტეფანი დათანხმდა უარი ეთქვა ელენაზე და გამხდარიყო კლაუსის (ბოროტი, მკვლელი ვამპირის) მორჩილი, რათა მოეპოვებინა ის ერთადერთი წამალი, რომელიც დეიმონს სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა.


სტეფანისა და დეიმონის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ერთ-ერთი გმირის, რებეკას სიტყვები, რომელიც ამბობს: "შესაძლოა სალვატორები ძაღლებივით ჩხუბობდნენ, მაგრამ საბოლოოდ ისინი მოკვდებიან ერთმანეთისთვის. მათ იციან რას ნიშნავს ოჯახი". გასაოცარია: წარსულში მათ უყვარდათ ერთი ქალი... დიდი ტკივილი მიაყენა სტეფანმა დეიმონს, რადგან გასცა მისი საიდუმლო: უთხრა საკუთარ მამას, რომ კეტრინი იყო ვამპირი... შემდგომში დეიმონმაც მიაყენა ძმას დიდი ტკივილი: სტეფანის კლაუსთან ყოფნის პერიოდში აკოცა ელენას... ამ მოვლენების მიუხედავად ძმების გულებში დარჩა ერთმანეთისადმი უსაზღვრო სიყვარული, რაც მათ თითოეულ მოქმედებაში ჩანს. ისინი მზად არიან მოკვდნენ ერთმანეთისთვის!

Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"
Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"

Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"

...

სტეფანისა და ელენას ურთიერთობა იდეალური იყო, მაგრამ მათ სიყვარულს ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი გამოუჩნდა: მიუხედავად იმისა, რომ ელენას ძალიან უყვარდა სტეფანი, იგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათი სიყვარული ბევრ ადამიანს აყენებდა ტკივილს და დაშორება გადაწყვიტა... ამ მოვლენებს დაემთხვა ისიც, რომ დეიმონის გადასარჩენად სტეფანს კლაუსის მხარეს გადასვლა მოუწია, რამაც დეიმონისა და ელენას ურთიერთობის განვითარებას შეუწყო ხელი... მალე დეიმონმა გაუმხილა სტეფანს, რომ მან აკოცა ელენას, რასაც მათი ჩხუბი მოჰყვა... იმის შემდეგ, რაც სტეფანმა შეძლო თავი დაეღწია კლაუსის მონობისგან (რაც ელენას სიყვარულმა შეაძლებინა) გამოუტყდა გოგონას, რომ კიდევ უყვარდა ის და ეყვარებოდა სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ აზრი არ ჰქონდა მათ ურთიერთობას რადგან ელენას ჰქონდა გრძნობები სხვის მიმართაც... და ეს სხვა დეიმონი იყო...

იმ მიზნით, რომ ელენა დარწმუნებულიყო თავის გრძნობებში და გაერკვია მართლა უყვარდა დეიმონი თუ არა გაემგზავრა მასთან ერთად ჯერემის მოსანახულებლად და აქ კი უკვე ელენამ თავისი ინიციატივით აკოცა დეიმონს... საქმე იქამდე მივიდა, რომ ელენას მოუწია არჩევნის გაკეთება: სტეფანი ან დეიმონი... სეზონის ფინალში ელენამ გადაწყვეტილება მიიღო: აერჩია მისი პირველი სიყვარული - სტეფანი და დაეთმო დეიმონი, თუმცაღა ისიც გაუმხილა დეიმონს, რომ თუ იგი გამოჩნდებოდა პირველი მის ცხოვრებაში მათ ექნებოდათ ერთად ყოფნის შანსი... ფინალში გაირკვა ისიც, რომ ელენა და დეიმონი მანამ შეხვედროდნენ, სანამ სტეფანი და ელენა, თუმცა დეიმონს ჰიპნოზის საშუალებით დაევიწყებინა ეს ელენასთვის... ამ ფაქტმა მორიგი ინტრიგა ჩამოაგდო სერიალში... თუ როგორ განვითარდება სასიყვარულო სამკუთხედი ამას უკვე ოქტომბერში, სერიალის მე-4 სეზონში ვიხილავთ!


Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"
Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"
Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"
Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"
Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"
Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"
Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"
Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"
Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"
Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"
Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"
Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"
Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"
Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"
Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"
Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"
Stefan Salvatore from "The Vampire Diaries"





Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 4 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top