;

4 July 2012      anano-anano     Views 4521    
Category: Films, Movies

''ნაიარევი სახე''- ბრაიან დე პალმას საკულტო ფილმი 1932 წელს გადაღებული ''Scarface''-ის რიმეიქია.
ფილმი ტელეეკრანებზე 1983 წელს გამოვიდა და უმალ მოიპოვა წარმატება.მთავარ როლს ალ პაჩინო ასრულებს,რომელმაც ტონი მონტანას შეუდარებელი თამაშით დაუვიწყარი სახე შექმნა კინოსამყაროში.

ფილმის სიუჟეტი ასეთია:1980 წელს ფიდელ კასტრომ კუბიდან გაყარა მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგები.შესაბამისად ათასობით კუბელი ლტოლვილი დაბრუნდა შეერთებულ შტატებში.ერთ-ერთი მათ შორის ტონი მონტანაა ,კუბელი ლტოლვილი,რომელიც ოცნების ასასრულებლად ადამიანის მოკვლაზეც არ ამბობს უარს.ფილმი ამბიციური ბანდიტის სისხლიანი კარიერის ისტორიაზეა,რომელიც მაიამის კოკაინის იმპერიის მეფე გახდა.

''ნაიარევ სახემდე'' ალ პაჩინოს უკვე მოპოვებული ჰქონდა აღიარება,ისეთი შედევრით,როგორიცაა ''ნათლიმამა''. განგსტერის როლიდან გამომდინარე,ყველას ეგონა ,რომ ამ შემთხვევაშიც ალ პაჩინო ''ნათლიმამაში'' შესრულებული მაიკლ კორლეონეს ხასიათს გამოიყენებდა. მაგრამ მან ტონი მონტანას როლით,სრულიად განსხვავებული და განუმეორებელი სახე შექმნა.
**
საინტერესო ფაქტები :
-უცენზურო დიალოგებისა და სისხლიანი სცენების გამო ფილმი 18 წლამდე მოზარდებისთვის არ არის რეკომენდირებული.
-სიტყვა «fuck» ფილმში 218-ჯერაა გამოყენებული


-სცენარისტმა ოლივერ სტოუნმა მთავარ გმირს ტონი მონტანა,საყვარელი ფეხბურთელის ჯო მონტანას საპატივცემულოდ დაარქვა.
-ოლივერ სტოუნმა სცენარი ნარკოტიკებთან ბრძოლის პერიოდში დაწერა.
-ტონი მონტანას ერთ-ერთ პროტოტიპს ალ კაპონე წარმოადგენდა,მსაგვსი შრამისა და ხასიათის გამო.

-თავდაპირველად ტონის როლზე რობერტ დე ნირო მოიაზრებოდა.
-ალ პაჩინო თავის საუკეთესო როლად სწორედ ტონი მონტანას მიიჩნევს.
-ფილმი გამოირჩევა ცხოვრებისეული ციტატებით,რომელებიც ერთგვარ გაკვეთილს წარმოადგენს მაყურებლებისთვის.

-ფილმი იმავე წელს ნომინირებული იყო : საუკეთესო მსახიობის,საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო საუნდრეკისთვის.
-ფილმში ალ პაჩინოს პარტნიორობას უწევს მიშელ პფაიფერი,რომელიც იმ დროს 26 წლის იყო.[i]




**






Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top