;
10 ივლისი 2012      Hermione...♥     22 კომენტარი     ნანახია 3530-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები



სტივენ კინგის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი, "მწვანე ბილიკი", დიდ ეკრანებზე 1999 წელს გამოვიდა, მაგრამ მის მიმართ ინტერესი დღემდე არ ცხრება. ფილმმა ოსკარის 4 ნომინაცია დაიმსახურა და IMDb-ს ყველაზე რეიტინგული ფილმების სიაში 71-ე ადგილზეა. დღემდე დაობენ იმის შესახებ, თუ რა გახდა ფილმის ასეთი წარმატების მიზეზი. კრიტიკოსთა ნაწილის აზრით, "მწვანე ბილიკის" წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ იგი სტივენ კინგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების მიხედვითაა შექმნილი, სხვები კი ამბობენ, რომ ფილმის წარმატებაში გადამწყვეტი როლი რეჟისორმა ფრენკ დარაბონტმა და ტომ ჰენქსის შეუდარებელმა თამაშმა შეასრულა. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, არავინ უარყოფს, რომ "მწვანე ბილიკი" არის ფილმი, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა.

მწვანე ბილიკი-ფილმი, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა

ფილმის სიუჟეტი ასეთია: პოლ ეჯკომბი ციხის ზედამხედველია სიკვდილმისჯილთა ბლოკში. მას უამრავი ბოროტმოქმედი უნახავს. ერთ დღესაც მის ბლოკში გონებაჩამორჩენილ შავკანიან გოლიათს, ჯონ კოფის მიიყვანენ, რომელსაც სიკვდილით დასჯა მცირეწლოვანი გოგონების მკვლელობის გამო მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ეჯკომბი არ ჰგავს სხვა ციხის ზედამხედველებს და პატიმრების მიმართ განსაკუთრებული ლოიალურობით გამოირჩევა. თუმცა მას არასოდეს სმენია მსგავსი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის შესახებ, რომლისთვისაც ჯონ კოფი დააპატიმრეს. ეჯკომბი თავიდან თავს არიდებდა ჯონ კოფის, მაგრამ მოგვიანებით იგი ხვდება, რომ ჯონი განსაკუთრებილი, მაგიური ძალის პატრონია. მას შეუძლია სხვადასხვა დაავადებების განკურნება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაც კი. ეჯკომბი თავის კოლეგებთან ერთად ჯონს ერთი ღამით ციხიდანაც კი გააპარებს, რათა მან განკურნოს ციხის უფროსის კიბოთი დაავადებული მეუღლე. რაც დრო გადის, პოლს სულ უფრო და უფრო ეპარება ეჭვი ჯონის დანაშაულში. მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ იგი მართლაც უდანაშაულო იყო. გულუბრყვილო გოლიათი გოგონების გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ ეს უკვე გვიანი აღმოჩნდა-ჯონი დანაშაულის ადგილას ორი გვამით ხელში იპოვეს.
მწვანე ბილიკი-ფილმი, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა მწვანე ბილიკი-ფილმი, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა მწვანე ბილიკი-ფილმი, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა
მწვანე ბილიკი-ფილმი, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა მწვანე ბილიკი-ფილმი, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა მწვანე ბილიკი-ფილმი, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა
"მწვანე ბილიკი" შეულამაზებლად ასახავს ციხის ცხოვრებას, სიკვდილმისჯილი პატიმრებისა და მათი ზედამხედველის ემოციურ მდგომარეობას, რომელიც არანაკლებ განიცდის მსჯავრდებულთა ბედს. მასში მძაფრი ადამიანური განცდებითაა აღწერიალი სიკვდილმისჯილთა ბოლო დღე, მათი სინანული და კიდევ ერთი შანსის დაუოკებელი სურვილი. მაყურებელში განსაკუთრებულ ემოციას მაინც სიკვდილით დასჯის რამდენიმე დეტალური სცენა იწვევს. პარადოქსულად მოგეჩვენებათ, მაგრამ "მწვანე ბილიკი" გვასწავლის სიკეთესა და ჰუმანურობას ყველაზე შემზარავი და არაადამიანური სცენების დახმარებით. იგი გვარწმუნებს, რომ ადამიანი არ არის ღმერთი, რომ სხვები განსაჯოს ან მით უმეტეს, მათ სიცოცხლე მოუსწრაფოს. მისი ნახვის შემდეგ მიხვდებით, რომ შემზარავი მკვლელის სახელის მიღმა, შესაძლოა უდანაშაულო, მეტიც-მზრუნველი და გულუბრყვილო ადამიანი იდგეს, რომელიც უბრალოდ ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა. ასევე დარწმუნდებით, რომ ყველაზე სასტიკი დამნაშავის სიკვდილით დასჯაც კი არ არის მართებული, რადგან ამით ჩვენ მათზე არანაკლებ შემზარავ დანაშაულს ჩავდივართ წინასწარ, სასამართლოს მიერ დაგეგმილი მკვლელობის საჯაროდ აღსრულებით.

მწვანე ბილიკი-ფილმი, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა
მწვანე ბილიკი-ფილმი, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა
მწვანე ბილიკი-ფილმი, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა
მწვანე ბილიკი-ფილმი, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა

კატეგორია: ფილმები
Tags:

22


  • elva თქვა:
    7 იანვარი 2013 14:57 - ID: 22,
    ძალიან მაგარი ფილმია.ბოლოში როცა კლავენ იმ მომენტზე ვიტირე

  • Sk8er თქვა:
    6 სექტემბერი 2012 18:09 - ID: 21,
    სამწუხაროა რომ მაიკლ დუნკანი (ჯონ კოფი) გარდაიცვალა :(((

  • dalalo123 თქვა:
    12 ივლისი 2012 18:05 - ID: 20,
    ასეთი აზრიანი და საოცარი ფილმი ჩემი აზრით ჯერ არ შექმნილა . ეს არის უბრალოდ გენიალური ფილმი . ფილმზე ამდენი ცხოვრებაში არ მიტირია და არასდროს არ დავფიქრებულვარ ასე მწარედ ცხოვრებაზე ! უძლიერესი ფილმია მართლაც უგულოსაც აუჩუყებს გულს და ატირებს . love

  • salomesalo თქვა:
    12 ივლისი 2012 14:53 - ID: 19,
    არ მაქვს ნაყურებიი აუცილებლად ვუყურებ love

  • nanka_nanka17 თქვა:
    11 ივლისი 2012 22:27 - ID: 18,
    ვაიმე გუშინ ვუყურე საღამოს და ახლაც ვერ გამოვსულვარ იმ ფიქრებიდან, მთელი კინო სულ მაწვებოდა ყელზე რაღაცა და ბოლოს სიკვდილით დასჯაზე იმდენს ვტიროდი ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემლები თან ბიძაჩემიც უყურებდა და მეთქი არ მინდა ეხლა ამასთან ტირილი-მეთქი და ვერ მოვიწმინდე ცრემლები დავლპი ყველაფრიანად რაც მეცვა
    ყველას გირჩევთ, უბრალოდ უნდა უყუროთ მეტი არაფერი არ უნდა ამ კინოს, ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ

  • Perfection❣ თქვა:
    10 ივლისი 2012 21:42 - ID: 17,
    უძლიერესი ფილმია love
    კარგი სიახლეა love

  • LedgerFever. თქვა:
    10 ივლისი 2012 21:07 - ID: 16,
    ბავშვობაში ვიტირე. მერე მივხვდი რომ არ უნდა მეტირა.

  • kunkula:)) თქვა:
    10 ივლისი 2012 19:04 - ID: 15,
    უძლიერესი ფილმია love ძაან ბევრი ვიტირე ამ ფილმზე sad

  • Queen_N თქვა:
    10 ივლისი 2012 18:29 - ID: 14,
    ვაიმე ჩემზეც დიდი ზეგავლენა იქონია, ძალიან ბევრი ვიტირე, ძალიან, იმდენი ვიტირე, რომ თავიდან ყურება მეშინია :დ
    ჩემ ძმას და მამაჩემსაც ცრემლი მოადგა თვალებზე :დ

  • Puws Up თქვა:
    10 ივლისი 2012 17:35 - ID: 13,
    უძლიერესი ფილმია... love
    კარგი ნიუსია

  • takcho თქვა:
    10 ივლისი 2012 16:18 - ID: 12,
    love love

  • Duuc ))) თქვა:
    10 ივლისი 2012 16:04 - ID: 11,
    უძლიერესი ფილმია <3 <3

  • marii16 თქვა:
    10 ივლისი 2012 15:36 - ID: 10,
    ძალიან მაგარია. უყურეთ

  • anano-anano თქვა:
    10 ივლისი 2012 15:31 - ID: 9,
    ტომ ჰენკსზეე ვგიჟდები,ჩემი უსაყვარლესი მსახიობიაა love ამ ფილმზე გამიგია მაგრამ არ მინახავს,ვუყურო ხო?

  • BaaBaaIaaGaa :DD თქვა:
    10 ივლისი 2012 15:28 - ID: 8,
    ვგიჟდეები ამ კინოზე love love ძაააან მაგარი კინოა love ყველამ უნდა უყუროს request ))

  • Knuwwiii )) თქვა:
    10 ივლისი 2012 15:28 - ID: 7,
    უმაგრესი ფილმია<33
    ძალიან მიყვარს <33
    ვისაც არ გაქვთ ნაყურები გირჩევთ უყუროთ <33

  • -Diana- თქვა:
    10 ივლისი 2012 15:18 - ID: 6,
    - აუცილებლად ვუყურებ

  • keetaa თქვა:
    10 ივლისი 2012 15:03 - ID: 5,
    უძლიერესია ჩემი საყვარელი კინოა

  • Kapa თქვა:
    10 ივლისი 2012 14:23 - ID: 4,
    aiii martla magari filmiaa ... da yvela umagles doneze tamashobs... vgijdebii ♥

    sagoll ... kargi siaxlea ..:))

  • Panda... თქვა:
    10 ივლისი 2012 14:17 - ID: 3,
    ძალიან კარგი ფილმიაა love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top