;
8 ივლისი 2012      FAME     19 კომენტარი     ნანახია 3076-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

Perfect Sense (2011)


უკანასკნელი სიყვარული დედამიწაზე _ ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ორი ადამიანის რომანტიკული ურთიერთობის შესახებ, რომელთა შეხვედრა ხდება იმ დროს როცა დედამიწაზე ვრცელდება უცნაური ეპიდემია. ყველაფრის მიუხედავად წყვილი მაინც იბრძვის ერთმანეთის შესანარჩუნებლად. პარალელურად კი, მთელს კაცობრიობასთან ერთად ჩართულნი არიან სიცოცხლის ხსნისთვის ბრძოლაში.

ფილმი ბრიტანული პროდუქტია, რომელის რეჟისორიც არის დევიდ მაკენზი . მთავარ როლებს კი ასრულებენ ევა გრინი და იუენ მაკგრეგორი . სურათმა არც თუ ისე კარგი აღიარება დაიმსახურა ბრიტანელი კინო-კრიტიკოსებისგან, თუმცა მაყურებელი მოაჯადოვა და მონუსხა ფილმმა.


უყურეთ ფილმს ენჯელ.ჯი -ზე ონლაინ რეჟიმში აღნიშნული პუბლიკაციის ბოლო მონაკვეთში


Perfect Sense (2011)


ილმი მოგვითხრობს შეფ-პოვარი მამაკაცისა და მეცნიერი ქალბატონის შესახებ, რომელთაც ერთმანეთის გაცნობა უწევთ მაშინ, როცა მთელს დედამიწაზე ვრცელდება ვირუსი, რომელიც ვითარდება რამოდენიმე ეტაპად და უქრობს ადამიანებს გრძნობებს.

Perfect Sense (2011)


თავდაპირველად დედამიწის სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ადამიანებს ეუფლებათ სევდიანი, მელანქოლიური განწყობა და ეწყებათ პანიკა. ისინი იხსენებენ ადამიანებს, რომლებიც სიკვდილმა დააშორათ და იწყებენ ტირილს, ტირიან იქ სადაც ემოციები ჰპოვებენ გასასვლელს და გამოხეთქენ გარეთ. პანიკისა და ისტერიის ამ შეტევას კი მოსდევს ყნოსვის მოულოდნელი დაკარგვა. ადამიანები კარგავენ ყნოსვას და ივიწყებენ ყველა იმ მოგონებას, რომელიც სურნელთან იყო დაკავშირებული.

Perfect Sense (2011)


ამას მოსდევს დაუცველობისა და შიშის შეგრძნება, რომელიც ყველა დაავადებულ ეუფლება სურნელის შეგრძნების უნარის დაკარგვიდან რამდენიმე კვირაში. ისინი ხედავენ საკუთარ თავს მარტონს და დაუცველებს, იქ სადაც სიცარიელე და ამავე დროს ქაოსია. ასეთი განწყობის მხოლოდ წუთს თუ გრძელდება და შემდეგ ყველას ეუფლება შიმშილის ცხოველური შეგრძნება. ისინი ჭამენ ყველაფერს რაზეც ხელი მიუწვდებათ და როცა ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება კარგავენ გემოს შეგრძნებას.

Perfect Sense (2011)


ადამიანები, რომლებმაც ხუთიდან ორი გრძნობა დაკარგეს განაგრძობენ არსებობას სამყაროში, რომელიც თავდაყირა დადგა და ცდილობენ დატკბნენ ცხოვრებით მანამ სანამ მათში არ იფეთქებს მოზღვავებული აგრესია, ზღვა და დაუცხრომელი ზიზღი და არ დაიწყებენ ირგვლივ ყველაფრის მტვრევას და სიბრაზის ფრქვევას. რასაც მოსდევს სმენის დაკარგვა.

Perfect Sense (2011)


ამასობაში კა სამყარო უკვე შეცვლილია. გლაზგო _ ქალაქი სადაც ვითარდება მოქმედება დაემსგავსება პოსტაპოკალიფსურ ქალაქს. ფილმის მთავარი გმირების ურთიერთობა კი ხდება უფრო დრამატული. სმენის დაკარგვის შემდეგ ისინი შორდებიან ერთმანეთს და მხოლოდ მაშინ მიდიან ერთმანეთთან შესახვედრად, როცა მთელი მსოფლიო გახვეული იქნება დადებითად დამუხტული ეიფორიითა და ბედნიერების ნაპერწკლებით, როცა ერთ დღეს მთელი კაცობრიობა უბრალოდ დატკბება ცხოვრებით და გაიღიმებს ბედნიერი იმისგან რომ იგი იქაა სადაც უნდა იყოს. ყყველა დაიწყებს ღიმილს იმის გამო, რომ ისინი ცოცხლები არიან და ეძლეათ საშუალება დატკბნენ დღევანდელი დღით. მანამ სანამ არ დაკარგავენ მხედველობას და ცხოვრების სიტკბოება დანახულები არ აღმოჩნდებიან უკუნით წყვდიადში, სადაც მხოლოდ გრძნობებია. ადამიანები არიან ერთად და მათ ხუთი გრძნობიდან დარჩენილი აქვთ მხოლოდ ერთი _ შეხების შეგრძნება. გრძნობა, რომელიც საუკეთესოა!

Perfect Sense (2011)


ფილმში ასევე გამოყენებულია საინტერესო ფოტოკოლაჟი, რომელსაც დასდევს მთავარი გმირის ხმა. ფოტოები, მუსიკა და თითოეული დუმილი, რომელიც ფილმშია ხდის მას შოკისმომგვრელს. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ შენ გული არ გწყდება იმ ოთხ გრძნობაზე, რომლებიც ადამიანებმა დაკარგეს. რადგან თითქოს ისინი მათ არც სჭირდებოდათ, არ იყენებდნენ მათ. რა აზრი აქვს გქონდეს მხედველობა, ყოველ დღე ახელდე თვალს და ვერ ამჩნევდე მშვენიერ სამყაროს, რომელიც შენს ირგვლივაა და რომლის ნაწლიც თავად ხარ. ვერ ამჩნევდე მათ ვისაც შენი დახმარება ესაჭიროებათ, იყო ბრმა! გქონდეს სმენა და არ გესმოდეს ყოველი ხმა, რომელიც ამდიდრებს ქვეყნიერებას, არ გესმოდეს ხმები, რომლებიც დახმარებისთვის გიხმობენ! გქონდეს უნარი შეიგრძნო ათასგვარი სურნელი და შენ კეტავდე ფანჯარას რათა არ შემოუშვა გაზაფხულის არომატი და მასთან ერთად ის ხმაური, რომლითაც ევა გრინის გმირი ტკბება სმენის დაკარგვამდე რამდენიმე წუთით ადრე. რა აზრი აქვს გქონდეს გემოს შეგრძნება და სრულიად ემონებოდე მას?!




მათი დაკარგვის შემდეგ ადამიანები იწყებენ მათ დაფასებას. იხსენებენ ბავშვობის თბილ სურნელს, სკოლაში წასვლის წინ დედის მიერ მომზადებული საუზმეს გემოს, საყვარელი ადამიანების ხმებს, ხედებს, რომელებსაც ყოველდღე ხედავდნენ და თურმე ასე ჰყვარებიათ! და საბოლოოდ დარჩენილები სამყაროში სადაც არც სურნელია, არც გემო, აღარც ხმები და თანაც სულ ბნელა ისინი მადლობელნი არიან უფლის რადგან მან მიანიჭა ადამიანებს უნარი იგრძნონ ერთმანეთის შეხება. ერთადერთი გრძნობის ანაბარა ისინი განაგრძნობენ არსებობას ყრუ სამყაროში, სადაც წყვდიადი მეფობს. წყვდიადი, რომელმაც დაახლოვა ისინი.

Perfect Sense (2011)



უყურეთ ფილმს ენჯელ.ჯი -ზე ონლაინ რეჟიმში!

"უკანასკნელი სიყვარული დედამიწაზე" (2011)
ენა: რუსულად

კატეგორია: ფილმები
Tags:

19


  • -Diana- თქვა:
    17 აგვისტო 2012 20:00 - ID: 19,
    - ევაა love





    ___________________________________

    If you die you're completely happy and your soul somewhere lives on. I'm not afraid of dying. Total peace after death, becoming someone else is the best hope I've got - Kurt Cobain

  • 1D თქვა:
    27 ივლისი 2012 14:05 - ID: 18,
    ვუყურეეეე.. კაი ფილმიააააა love

  • Be Original თქვა:
    9 ივლისი 2012 22:23 - ID: 17,
    drunk

  • Nirvanaismydrug თქვა:
    9 ივლისი 2012 12:54 - ID: 16,
    ევა არაჩვეულებრივია<3

  • camilla თქვა:
    8 ივლისი 2012 18:18 - ID: 15,
    ფილმი კი კარგი ჩანს მსახიობებიც ნიჭიერები არიან მაგრამ არცერთი არ მიყვარს მითუმეტეს მაგკრეგორი

  • adele თქვა:
    8 ივლისი 2012 15:00 - ID: 14,
    nanaxi maqvs es filmi da dzalian momewona love
    uyuret yvelam...:)

  • aNn_♥_memi თქვა:
    8 ივლისი 2012 14:11 - ID: 13,
    ვუყურებ საინტერესო ისტორიააა feel

  • -Sally- თქვა:
    8 ივლისი 2012 13:45 - ID: 12,
    საინტერესო ჩანს winked
    ევა რა ლამაზიააა love

  • tako_takunebi თქვა:
    8 ივლისი 2012 13:32 - ID: 11,
    ოო მაინტერესებს love

  • Marriiiammiii თქვა:
    8 ივლისი 2012 13:11 - ID: 10,
    ვააიიმეე love love

  • Mari Glonti თქვა:
    8 ივლისი 2012 12:32 - ID: 9,
    ნანახი მაქვს და ძალან მომეწონა ნიუსიც არაჩვეულებრივია love

  • Nii♥ თქვა:
    8 ივლისი 2012 12:08 - ID: 8,
    რა უცნაური შინაარსი აქვს

  • იორკი თქვა:
    8 ივლისი 2012 12:01 - ID: 7,
    ვააჰჰ კარგი
    ფილმი ჩანს
    თან ევა
    ძააან მიყვარს
    <3
    კარგი ნიუსია. ^^

  • secrets in life თქვა:
    8 ივლისი 2012 11:43 - ID: 6,
    ევაზე ვგიჟდები, ამ ფილმს არ მაქვს ნაყურები სამწუხაროდ crying ნიუსი კარგია

  • Cherrybomb თქვა:
    8 ივლისი 2012 11:04 - ID: 5,
    დამაინტერესა winked

  • keetaa თქვა:
    8 ივლისი 2012 08:16 - ID: 4,
    ამ ხალხზე ვგიჟდები და ამ კინოს აუცილებლად ვნახავ.... ისე ამ ქალის მერე თავის ცოლს როგორ უყურებს? :|

  • liliaNN თქვა:
    8 ივლისი 2012 04:13 - ID: 3,
    უკვე ვიწერ )))))))) ახლა წარმოვიდგინე ადაიანი, მე ამ ოთხი გრძნობს გარეშე და ისე დამეწყო პანიკა belay

  • mariam italia თქვა:
    8 ივლისი 2012 03:02 - ID: 2,
    უნდა ვუყრო ერთი.ევა გრინს ვე რვიტან ზოგადად მაგრამ ფილმი მაინტერსებს

  • ANGEL თქვა:
    8 ივლისი 2012 02:39 - ID: 1,
    მშრალმა მიმოხილვამ ჯულიანა მურის მონაწილეობით ფილმი გამახსენა Blindness
    კარგი ფილმი ჩანს - "მსუყე" :)

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top