;

11 August 2012      Gossip Smiler     Views 11887    
Category: Films, Movies

Temgo Ganas De Ti / მე შენთან მინდა


მიუხედავად იმისა, რომ ფილმის "ციდან სამ მეტრზე" პირველი ნაწილი ძალიან მიყვარს, მაინც გადავწყვიტე მეორე ნაწილის პლიუსებზე მესაუბრა. ასე გადავწყვიტე, რადგან ბევრი ჯერ კიდევ ფილმის პირველი სერიის ერთ-ერთი მთავარი გმირის, ბაბისა და მისი ისტორიის ერთგული რჩება, მეორე ნაწილი კი მხოლოდ იმიტომ არ ანცვიფრებს, რომ სხვა გოგონამ დაიკავა მისი ადგილი, არადა მეორე ნაწილიც არაჩვეულებრივი საყურებელია რომანტიული ჟანრის ფილმების მოყვარულთათვის და შეიძლება რაღაცით პირველ სერიასაც სჯობს, ისევე როგორც პირველი ნაწილი სჯობს რაღაცით მეორეს. მაგრამ ამჯერად მხოლოდ "მე შენთან მინდას" უპირატესობაზე ვისაუბრებთ.

უყურეთ ფილმს ენჯელ.ჯი-ზე ონლაინ რეჟიმში აღნიშნული პუბლიკაციის ბოლო მონაკვეთში

Temgo Ganas De Ti / მე შენთან მინდა

Temgo Ganas De Ti / მე შენთან მინდა

Temgo Ganas De Ti / მე შენთან მინდა


1. ფილმის ამ ნაწილის პირველი პლიუსი ისაა, რომ ის უფრო მეტ და რეალურ ინფორმაციას გვაწვდის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე. მართალია, ფილმის მთავარ გმირს, აჩეს, გაგიჟებით უყვარდა პირველი ნაწილში თავისი პარტნიორი, ბაბი, მაგრამ ისინი დაშორდნენ და დრომ ყველაფერი შეცვალა. დრო, ადრე თუ გვიან, ყველაფერს ცვლის. ალბათ, ყველას დაგვიკარგავს ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი და ამის შემდეგ ცხოვრება გაგვიგრძელებია, რადგან ვალდებულნი ვიყავით და უკეთესი ისტორიებიც გადაგვხდენია, ან ახლა ვცდილობთ ყველაფრის თავიდან დაწყებას. ეს ყველაფერი ცხოვრების თანმდევია და ახლა თუ არ არის, ერთხელაც, ყველასთვის გახდება ცნობილი. წარსული წარსულია. ის მაშინ იყო კარგი და ტკბილი, როცა აწმყო ერქვა, მაგრამ ხშირად მოვლენები ვითარებას ცვლის და ერთხელ განცდილი შეგრძნებებიც უკან რჩება. ჩვენ ხშირად ვეჯაჭვებით წარსულს, რადგან გვგონია ერთხელ წაკითხულ წიგნს მეორედაც იმავე განსაცვიფრებელი განცდებით წავიკითხავთ, მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, ვერ მოვახერხებთ და ყოველთვის სჯობს ასეთ დროს, დეპრესია თავიდან ავიცილოთ და ახალი წიგნი გადავფურცლოთ. ცხოვრების გაგრძელება, ყველაფრის თავიდან დაწყება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ რთულია. სწორედ, ამ სირთულეებზე და სიტკბოზე მოგვითხრობს ამ ფილმის მეორე ნაწილიც. აჩე თავიდან იწყებს ცხოვრებას, თავიდან უყვარდება. ეს ყველაფერი კი ძალიან რეალური და უფრო საინტერესო საყურებელია.

Temgo Ganas De Ti / მე შენთან მინდა


2. "მე შენთან მინდას" მეორე პლიუსი ისაა, რომ გოგონა ამ ნაწილში, ჯინი, დამეთანხმებით, გაცილებით უფრო შეეფერება აჩეს პერსონაჟს. ბაბისა და აჩეს შორის დავის მიზეზი მუდმივად ის იყო, რომ ისინი განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობდნენ და გოგონას თავისი, ბიჭისგან განსხვავებული პრინციპები გააჩნდა. ჯინი კი უფრო თავისუფალი ნატურაა. აჩეს მსგავსად, ცხოვრების თავისუფალ სტილს ეწევა. ჯინი ერთი შეხედვით უფრო ჭკუამხიარული ჩანს, მაგრამ თუ დააკვირდებით სინამდვილეში ბაბიზე მეტად ზრდასრულია. ურთიერთობაში არ ქმნის ხელოვნურ პრობლემებს, არ აყოვნებს დიდი სიყვარულის ისეთ ბუნებრივ მოვლენებს როგორიცაა, მაგალითად პაემანზე სიარული, ფლირტი, სექსი... ის ცხოვრებით ტკბება აჩეს მსგავსად და ეტყობა, რომ ის ძალიან უყვარს. ძალიან მხიარულია და ამავდროულად ბაბიზე უფრო რეალურად მოაზროვნე. პიროვნულად ძლიერია. მარტო ცხოვრობს მშობლების გარეშე, დამოუკიდებელია, თავი ყოველთვის თვითონ გააქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამისათვის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. ალბათ, ბევრი რამ აქვს გადატანილი და ცხოვრებაზე მეტი იცის. მისი პერსონაჟი ძალიან საინტერესოა.

Temgo Ganas De Ti / მე შენთან მინდა
Temgo Ganas De Ti / მე შენთან მინდა
Temgo Ganas De Ti / მე შენთან მინდა
Temgo Ganas De Ti / მე შენთან მინდა
Temgo Ganas De Ti / მე შენთან მინდა

3. არ ვიცი, რამდენად შეიძლება, ეს პლიუსად ჩავთვალოთ, მაგრამ ფილმის წინა ნაწილით თუ ვიმსჯელებთ, ეს აშკარად მეორე ნაწილის მესამე პლიუსია. ფილმის ყურების დროს, შთაბეჭდილება რჩება, რომ ჯინს უფრო მეტად უყვარს აჩე, ვიდრე ბაბის, მიუხედავად იმისა, რომ ბაბისა და აჩეს ურთიერთობები უფრო ზღაპრულად იყო დახატული. ჯინს მაშინაც კი მოსწონდა აჩე, როდესაც ის სხვასთან იყო. დიდი დროის განმავლობაში ფოტოებს ისე უღებდა, რომ აჩემ არც კი იცოდა. როგორც ჩანს, როგორც ხელოვანს ბიჭი ისეც აინტერესებდა და როგორც ყველა ხელოვანი, ურთიერთობაშიც თავისუფალი და საინტერესოა. მისი დიდი სიყვარული აჩესადმი კიდევ იქიდან ჩანს, რომ გოგონამ მას აპატია ისეთი რაღაც, რასაც ბაბი არ აპატიებდა. ბაბი ეკამათებოდა აჩეს მისი ცხოვრების პრინციპების, სახუმარო საქციელის შესახებ და ბოლოს ამის გამოც დაშორდა. ბაბიმ თავიდანვე იცოდა, რა ცხოვრებას ეწეოდა მისი შეყვარებული, მაგრამ, ბოლოს, მაინც არ მიიღო ადამიანი ისეთად, როგორიც არის, მიუხედავად ბიჭის დიდი სიყვარულისა მისდამი. რეალურად, აჩეს არც ერთ საქციელს ბაბისთვის ზიანი არ მოუტანია, უბრალოდ გოგონას მისი ცხოვრების სტილი არ მოსწონდა. ჯინს კი აჩეს არ ყოფნამ ნამდვილად დიდი ზიანი მოუტანა, მისი არ ყოფნის დროს, ის გააუპატიურეს, მაგრამ ბიჭმა გულით მოუბოდიშა, უთხრა, რომ უყვარდა და გოგონამაც აჩეს ყველაფერი აპატია. პატიება და მიტევების უნარი კი უდიდესი ნიჭია. ცხადია, გოგონა რეალურადაა შეყვარებული და მზადაა მსხვერპლიც კი გაიღოს ამ ურთიერთობისთვის, ბაბი კი მზად არ აღმოჩნდა, "მას უბრალოდ არ შეეძლო"..


Temgo Ganas De Ti / მე შენთან მინდა
Temgo Ganas De Ti / მე შენთან მინდა
Temgo Ganas De Ti / მე შენთან მინდა

4. ამ ფილმის მეორე ნაწილის მეოთხე პლიუსი უდაოდ ისაა, რომ ნათლად გვანახებს, ადამიანი არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთას და ცხოვრება ყოველთვის უნდა გააგრძელოს დიდი დანაკლისის შემდეგაც კი. აჩე ამის ნათელი მაგალითია. ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, მისი პლიუსიც და მინუსიც იმაში მდგომარეობს, რომ არაფერია სამუდამო ამქვეყნად. დიდი სიყვარულის დაკარგვის შემდეგაც შეიძლება იპოვო ახალი და უფრო ძლიერი, ძველი კი უბრალოდ კარგ მოგონებად დაგრჩეს, როგორც ერთხელ ნანახი კარგი ფილმი, ან ის განცდები, რომლებიც ახალი, სასიამოვნო სიმღერის პირველად მოსმენის დროს დაგეუფლა. ჩვენ წარსულს ხშირად იმიტომ ვერ ვივიწყებთ, რომ გვგონია, მომავალში უკეთესი არაფერი იქნება, მაგრამ ამ ფილმის მაგალითზეც დავინახეთ, რომ უკეთესიც იქნება და, შესაძლოა, იგივე განცდებიც კი განმეორდეს გაუმჯობესებულ ფორმებში. ეს კი მხოლოდ ფილმი არაა, რეალურადაც ასე ხდება.. ახლა ჯინია აჩეს აწმყო. ბიჭი დიდხანს ებრძოდ იმ სირთულეებს, რასაც წარსული უქმნიდა, მაგრამ საბოლოოდ მიხვდა, რომ ახლანდელი დღით უნდა იცხოვროს და მომავალზე იფიქროს. მიხვდა, რომ ახლა ნამდვილად სხვა უყვარს და ის სხვაც ძალიან კარგია.


Temgo Ganas De Ti / მე შენთან მინდა
Temgo Ganas De Ti / მე შენთან მინდა
Temgo Ganas De Ti / მე შენთან მინდა
Temgo Ganas De Ti / მე შენთან მინდა
Temgo Ganas De Ti / მე შენთან მინდა

5. "მე შენთან მინდას" ბოლო და მეხუთე პლიუსია ის, რომ კლარა ლაგო, ჯინებრას როლის შემსრულებელი ძალიან კარგად მღერის და ეს სიმღერები ფილმს უფრო მეტ ხიბლს მატებს. შეიძლება, ჩართო მისი რომელიმე სიმღერა და მთელი ფილმის ყურების დროს მიღებული განცდები ერთბაშად დაგეუფლოს. გოგონას სიმღერებს youtube-ზე უკვე მილიონობით მსმენელი ყავს.





აი რეალურ ცხოვრებას რაც შეეხება, ჩვენი საყვარელი ფილმის გმირებისთვის ის სულ სხვაგვარია. მარიო კასასსა (აჩე) და მარია ვალვერდეს (ბაბის) შორის არანაირი განხეთქილება რეალურად არ მომხდარა და ისინი ერთად არიან.

Temgo Ganas De Ti / მე შენთან მინდა


როგორც ფოტოებიდან და ინტერვიუებიდან ჩანს ერთად ძალიან ბედნიერადაც გრძნობენ თავს.
კლარა ლაგო კი უბრალოდ მათი კარგი მეგობარია.


Temgo Ganas De Ti / მე შენთან მინდა


უყურეთ ფილმს ენჯელ.ჯი-ზე ონლაინ რეჟიმში!

"მე შენთან მინდა" (2012)
ენა: რუსულად


Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 4 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top