;

30 August 2012      Hermione...♥     Views 2610    
Category: Films, Movies



Extremely Loud & Incredibly Close Extremely Loud & Incredibly Close Extremely Loud & Incredibly Close

Extremely Loud & Incredibly Close (უკიდურესად ხმამაღლა და დაუჯერებლად ახლოს) არის ამერიკული ფილმი, რომელიც დიდ ეკრანებზე 2011 წელს გამოვიდა. მასში მთავარ როლებს ოსკაროსანი მსახიობები, ტომ ჰენქსი და სანდრა ბალოკი და დამწყები მსახიობი, თომას ჰორნი ასრულებს. ფილმი ჯონათან საფრან ფოერის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული. მან გამოსვლისთანავე დაიპყრო მაყურებელთა გულები. შემდგომში კი კინოკრიტიკოსთა დადებითი შეფასებები და ოსკარის 2 ნომინაციაც დაიმსახურა.
Extremely Loud & Incredibly Close

უყურეთ ფილმს ენჯელ.ჯი-ზე ონლაინ რეჟიმში აღნიშნული პუბლიკაციის ბოლო მონაკვეთში


ფილმი მოგვითხრობს 9 წლის ოსკარზე, რომელიც ასპერგერის სინდრომით არის დაავადებული. მამამისი 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად ტრაგიკულად იღუპება. ამ ამბის შემდეგ, ბიჭუნა მამის ნივთებში პატარა გასაღებს იპოვის და მტკიცედ გადაწყვეტს, რომ შეიტყოს, თუ რას ერგება იგი.
Extremely Loud & Incredibly CloseExtremely Loud & Incredibly Close
Extremely Loud & Incredibly CloseExtremely Loud & Incredibly Close
ოსკარი საიდუმლოს ამოსახსნელად გეგმას შეიმუშავებს და დედისაგან ფარულად დაეხეტება ნიუ-იორკში. ბიჭი აწყდება უამრავ სირთულეს, რომლებიც ერთი შეხედვით, ყოველდღიურობის ნაწილია, მაგრამ მათი დაძლევა რთულია აუტიზმით დაავადებულთათვის. იგი წარმოუდგენელ სიმამაცეს იჩენს, თვალს გაბედულად უსწორებს თავის ყველა შიშს და შეუპოვრად განაგრძობს საიდუმლოს ამოხსნისაკენ მიმავალ გზას. რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ოსკარი თავისი ექსპედიციის წყალობით ახერხებს, რომ უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალოს.
Extremely Loud & Incredibly Close
Extremely Loud & Incredibly Close
Extremely Loud & Incredibly Close
გამონათქვამები ფილმიდან:

-არ ვიცოდი, თუ რა მელოდა. მიუხედავად იმისა, რომ მუცელი მტკიოდა, თვალები კი მიცრემლიანდებოდა, მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ვერავინ და ვერაფერი შეძლებდა ჩემს შეჩერებას. საკუთარი თავიც კი.

-დაკარგული ნივთები ადვილი საპოვნელი რომ იყოს, მათ პოვნას არავითარი ფასი არ ექნებოდა.

-მზე რომ აფეთქდეს, ეს 8 წუთის განმავლობაში არ გვეცოდინება, რადგან ზუსტად ამდენი დრო სჭირდება მზის სხივის დედამიწამდე მოღწევას... ამ 8 წუთის განმავლობაში, არამარე ჯერ კიდევ ნათელი და თბილი იქნება... მამაჩემი 1 წლის წინ დაიღუპა და მე ჯერ კიდევ ვგრძნობ, თუ როგორ გადიოდა მასთან ერთად გატარებული ბოლო 8 წუთი...

-მხოლოდ ადამიანები ტირიან ცრემლებით... იცოდით?

-ცხოვრებას არასოდეს მიეცემა აზრი, რადგან ის თავიდანვე უაზრო იყო.

Extremely Loud & Incredibly Close
Extremely Loud & Incredibly Close
Extremely Loud & Incredibly Close


უყურეთ ფილმს ენჯელ.ჯი-ზე ონლაინ რეჟიმში!

"უკიდურესად ხმამაღლა და დაუჯერებლად ახლოს" (2012)


Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top