;

29 August 2012      shad     Views 2572    
Category: Films, Movies



სერიალ "კლუბი"-ს მე-4 სეზონში, რომლის პირველი სერიებიც 3 სექტემბრიდან აიღებს სტარტს ცნობილი გახდა რომ დაიანა ეგრონის პერსონაჟი -ქუინი და ჯეიმა მეისის პერსონაჟი -ემა აღარ ითამაშებენ, თუმცა მათი დაბრუნება გამორიცხული არაა.

გავრცელდა მცირე ცნობები თუ როგორ განვითარდნენ პერსონაჟები და რას ვიხილავთ მე-4 სეზონში.


Amber Riley (მერსედესი)- მერსედესი უილიამ მაკკინლის უმაღლეს სკოლას წარმატებით ამთავრებს
და კარიერას ლოს-ანჯელესში ბექ ვოკალისტად აგრძელებს.
Glee Season 4 სიახლეები


Chris Colfer (კურტი)- კურტი ახალ სასწავლო წელს ისევ მაკკინლი ჰაიში ბრუნდება და
მისტერ შუსტერს სკოლის განახლებული კლუბის "ახალი მიმართულების" განვითარებაში ეხმარება.
თუმცა იგი მალევე შეუერთდება რეიჩელს, რომელიც ნიუ-იორკში იწყებს კარიერის გაკეთებას.
Glee Season 4 სიახლეები


Cory Monteith (ფინი)- ფინი მესამე სეზონის ბოლოს დაწყებულ სამხედრო კარიერას განაგრძობს.
Glee Season 4 სიახლეები


Darren Criss (ბლეინი) - კურტის გამგზავრების შემდეგ ბლეინი ყველანაირად ცდილობს როგორმე
შეავსოს ის დრო რომელსაც საყვარელი ადამიანის გარეშე ატარებს. ამ მიზნით იგი ბარებში სიარულს მოუხშირებს
Glee Season 4 სიახლეები


Jane Lynch (სუ სილვესტერი)- სუ ისევ განაგრძობს ჩირლიდერების
მწვრთნელის კარიეარას მაკკინლი ჰაიში.
Glee Season 4 სიახლეები


"Sometimes the Big Apple bites"


Lea Michele(რეიჩელი) - მეოთხე სეზონში რეიჩელ ბერის მოუწევს როგორმე შეეგუოს
და თავი გაართვას იმ სიტუაციას, რასაც ნიუ-იორკი და ახალი სკოლა ჰქვია.
ყველაფერი არც ისე ადვილი აღმოჩნდა როგორც მას ეგონა...
Glee Season 4 სიახლეები


Mark Salling (პაკი) - პაკმაც შეძლო და როგორღაც წარმატებით დაამთავრა სკოლა.
როგორც წინა სეზონიდან ვიცით მის გეგმებში ლოს-ანჯელესში გამგზავრება და
იქ აუზების გასუფთავების ბიზნესის წამოწყება შედიოდა.
Glee Season 4 სიახლეები


Matthew Morrison(უილ შუსტერ)- უილი განაგრძობს ახალი ტალანტების აღმოჩენასა და განვითარებას.
იგი სათავეში უდგას "ახალი მიმართულების" ახალ თაობას.
Glee Season 4 სიახლეები


Naya Rivera(სანტანა)- სანტანამ ლუისვილის უნივერსიტეტში მიიღო დაფინანსება და სწავლასაც
სწორედ იქ განაგრძობს. თუმცა არ უნდა მოველოდოთ, რომ სანტანა იქ დიდხანს გაჩერდება.
Glee Season 4 სიახლეები


ალბათ კარგად გახსოვთ, რომ "კლუბი" ყოველთვის გვანებივრებდა "გესთ სტარების" სიმრავლით.
მაგ: ვუპი გოლდბერგი, რიკი მარტინი, გვინეტ პელტროუ და სხვები. წლევანდელი სეზონი ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეული იქნება:

#1 სარა ჯესიკა პარკერი
GLEE-ს მე-4 სეზონში სარა ჯესიკა პარკერი ითამაშებს ამერიკული ვოგის რედაქტორის, ანნა ვინტურის როლს. აღსანიშნავია, რომ ვინტური და პარკერი ძალიან კარგი მეგობრები არიან. როლზე მუშაობისას სარას თავად ვინტური ეხმარება და ტანისამოსსაც თვითონ ურჩევს.

რა შუაშია ვოგი?
კურტი ნიუ-იორკში ჩამოსვლისას სწორედ ამერიკულ ვოგში იწყებს მუშაობას იქ კი მისი უფროსი თვით ანნა ვინტური იქნება(სარა ჯესიკა პარკერი).


#2 ქეით ჰადსონი
ასევე კლუბს შეურთდება ქეით ჰადსონი !

ჰადსონის გმირი ცეკვის პედაგოგია The New York Academy of the Dramatic Arts-ში, სადაც რეიჩელი სწავლობს. პირველივე შეხვედრიდან მოსწავლე-მასწავლებელი ერთმანეთისთვის დაუნდობელ მტრებად იქცევიან, რაც დამეთანხმებით და ძალიან სახალისო იქნება.





Glee Season 4 სიახლეები

Glee Season 4 სიახლეები

Glee Season 4 სიახლეები


Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top