;
2 სექტემბერი 2012      Nanuka.     38 კომენტარი     ნანახია 9561-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

"ვამპირის დღიურები" (მე-4 სეზონი)
სპოილერები


"ვამპირის დღიურების" მე-4 სეზონის პრემიერამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ელენას ვამპირად გადაქცევის შემდეგ ახალი სეზონის მიმართ ინტერესი გაორმაგებულია. სერიალის მესვეურები უკვე გვესაუბრნენ ახალი სეზონის ბევრ საინტერესო დეტალზე და რამდენიმე ახალი პერსონაჟის შესახებაც გვიამბეს. მოდით ერთად გავიგოთ იმ დაძაბული მოვლენების შესახებ, რომლებსაც "ვამპირის დღიურების" ახალი სეზონი გვპირდება!

1) სტეფანი და ელენა კვლავ იქნებიან ერთად, როგორც წყვილი;
2) კლაუსის სხეული 100% არ დაიწვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯოზეფ მორგანი დაბრუნდება მე-4 სეზონში;
3) პირველ სერიაში ყურადღება გამახვილებული იქნება საბჭოს წევრებზე, რომლებმაც
ალარიკის საშუალებით გაიგეს ვინ არიან სინამდვილეში კეროლაინი და ტაილერი.


სპოილერები "ვამპირის დღიურების" მე-4 სეზონიდან
მე-4 სეზონის პოსტერი

4) ელენა დაასრულებს ვამპირად გადაქცევის პროცესს;
5) მეთი გადაურჩება ავტოკატასტროფას;
6) სალვატორები აღარ იქნებიან ისე ახლოს, როგორც მე-3 სეზონში ელენას ვამპირად გადაქცევის გამო.
7) ჯადოქრობა, რომელიც გამოიყენა ბონიმ იგივეა, რაც გამოყენებული იყო კლაუსის - ალარიკის, ხოლო
ესტერის - რებეკას სხეულში ჩასასახლებლად;
8) ელენას გაახსენდება ყველაფერი, რაც უთხრა დეიმონმა, მაგრამ ჰიპნოზის საშუალებით დაავიწყა;
9) ახალ სეზონში გავიცნობთ საბჭოს ძალიან საინტერესო წევრებს;
10) გავიგებთ ძალიან ბევრს ბონის წარსულის შესახებ;
11) ორიგინალების ოჯახი, ტაილერი და კეროლაინი, ისევე როგორც სალვატორები აღარ დატოვებენ
ქალაქს
ელენას თავს მომხდარი ამბის გამო;
12) ყველას, მათ შორის კლაუსსაც შეზიზღდება რებეკა ელენას მოკვლის გამო;
13) ელაიჯა გამოჩნდება მე-4 სეზონში, თუმცა არა რეგულარულად;
14) გამოჩნდება ახალი, კლაუსის მსგავსი ბოროტმოქმედი.


ახალი პერსონაჟები


"ვამპირის დღიურებში" ერთ-ერთი მთავარი სიახლე ახალი პერსონაჟის - ჰეილის გამოჩენაა, რომელსაც
ყველასთვის კარგად ნაცნობი მსახიობი - ფიბი ტონკინი ითამაშებს.
ფიბი ქართველი მაყურებლისთვის
ცნობილია სერიალიდან "H2o - Just add water", რომელშიც იგი ერთ-ერთი ქალთევზის, კლიოს როლს
ანსახიერებდა. როგორც ცნობილია, ფიბი სერიალში მე-4 სეზონის მე-3 სერიაში გამოჩნდება. მისი
პერსონაჟის შესახებ ისაა გახმაურებული, რომ ჰეილის წარსულში ჰქონდა ურთიერთობა ტაილერთან
და ამის გამო მასსა და კეროლაინს შორის არც ისე კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდება.
მთავარი მიზეზი,
რის გამოც ფიბი სერიალში მიიწვიეს არის ის, რომ "CW"-ს სერიალი "The Circle Secret", რომელშიც ის ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა, დაბალი რეიტინგის გამო დაიხურა.


სპოილერები "ვამპირის დღიურების" მე-4 სეზონიდან
ფიბი ტონკინი

მორიგი პერსონაჟი, რომელიც "ვამპირის დღიურების" კასტს შეუერთდა არის გრეის ფიპსი. იგი ითამაშებს 16 წლის ეიპრილის როლს, გოგონასი, რომელიც ბავშვობიდან იცნობს ელენასა და ჯერემის და კარგად ესმის მათი, რადგან მანაც დაკარგა ახლობელი ადამიანი. იგი განსაკუთრებით ახლოსაა ჯერემისთან, რომელთანაც ბავშვობის უამრავი ლამაზი მოგონება აკავშირებს. ეიპრილი ბრუნდება მისტიკ ფოლსის კერძო სკოლაში და ნებსით თუ უნებლიეთ ქალაქის დაძაბული ცხოვრების რიტმში ებმება.


სპოილერები "ვამპირის დღიურების" მე-4 სეზონიდან
გრეის ფიპსი

კეტრინის გაუჩინარებისა და კლაუსის ტაილერის სხეულში ჩასახლების შემდეგ სერიალისთვის აუცილებელი იყო ახალი ბოროტმოქმედი. მისი ვინაობა უკვე ცნობილია: კლაუსისა და ალარიკის შემდეგ ახალი ვამპირებზე მონადირე კონორი იქნება, რომელსაც ტოდ უილიამსი განასახიერებს. როგორც "ვამპირის დღიურების" მესვეურები აცხადებენ, კონორის მთავარი ინტერესი ელენაა, რომლის მიმართაც მას ბოროტი ზრახვები ამოძრავებს... კონორი არამარტო ელენას, არამედ ყველა ვამპირის მიმართ დაუნდობელი იქნება!


სპოილერები "ვამპირის დღიურების" მე-4 სეზონიდან
ტოდ უილიამსი

შეგახსენებთ, რომ მე-4 სეზონის პრემიერა 2012 წლის 11 ოქტომბერს შედგება!


კატეგორია: ფილმები
Tags:

38


  • darkangel თქვა:
    6 სექტემბერი 2012 18:32 - ID: 38,
    LoliPoP,
    LoliPoP,
    აუ რა ცუდად ხარ :D:D:D:D:D

  • Succubus... )) თქვა:
    4 სექტემბერი 2012 14:55 - ID: 37,
    მინდაა მინდა მინდააააააააააააააა recourse sad

  • Miranda თქვა:
    4 სექტემბერი 2012 11:03 - ID: 36,
    მოკლედ დარჩეს სტეფანი ელენასთან და დავისვენებ რა wink ეე ელაიჯა მაგრა მევასება და მემგონი ბევრჯერაც იქნება request

  • anastasia98 თქვა:
    3 სექტემბერი 2012 19:25 - ID: 35,
    აუ ჩემები... მიყვარხართ... ვგიჟდები თქვენზეეე... love love love

  • Nanuka. თქვა:
    3 სექტემბერი 2012 19:17 - ID: 34,
    ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც სიახლე მოგეწონათ!:)

  • tako_takunebi თქვა:
    3 სექტემბერი 2012 18:27 - ID: 33,
    იჰუუ მაგარია love

  • eleneee თქვა:
    3 სექტემბერი 2012 17:03 - ID: 32,
    მაინტერესეეეებბბსსსსსსსს... love

    კარგია ელენა სტეფანთან რომ დარჩებაა... winked

  • MARAUDER თქვა:
    3 სექტემბერი 2012 16:33 - ID: 31,
    კარგია ფიბიც რომ იქნება love

  • tatomika93 თქვა:
    3 სექტემბერი 2012 15:37 - ID: 30,
    მარტივი იქნება კონორისტვის კისრის მოგრეხა, ხო მაინც ადამიანია და... :დ ჩემი ელენა მოკლავს მაგას D

  • LoliPoP თქვა:
    3 სექტემბერი 2012 14:36 - ID: 29,
    სტეფანი და ელენა კვლავ იქნებიან ერთად, როგორც წყვილი;
    ხომ ვამბოოოოოოოოოობდი tongue
    ხმა არ გავიგო თქვენი დელენისტებო winked

  • Miss.Catalan თქვა:
    3 სექტემბერი 2012 13:57 - ID: 28,
    ისეთი დამაინტრიგებელი პროგნოზებია რომ... ძალიან მაინტერესებს. იმედია ელენა გონს მოეგება და დეიმონთან დარჩება <3

  • Thamo თქვა:
    3 სექტემბერი 2012 13:56 - ID: 27,
    ფიბიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი love

  • Ana smiley თქვა:
    3 სექტემბერი 2012 13:15 - ID: 26,
    ველოდებიიიიიიიიიიი! love

  • datuna1 თქვა:
    3 სექტემბერი 2012 12:21 - ID: 25,
    http://trophymanager.com/?c=2583197 ONline football manager. ონლაინ ფეხბურთის მენეჯერი. ითამშეთ ფეხბურთი ონლაინში და გაერთეთ. ააწყეთ თქვენი გუნდი და დაუპირისპირდით სხვას :)))))

  • Bimch თქვა:
    3 სექტემბერი 2012 12:03 - ID: 24,
    როგორ გამახარეთ )))) მეთი რო გადარჩააა რა მაგარიააა ))) და კლაუსსზე ვდარდობდიიი ,რომ აღარ გამოჩნდებოდაა )))) love ერთი სული მაქ როდის დაიწყება ხალხოოოოოოო love love

  • Tamo Gallagher თქვა:
    3 სექტემბერი 2012 11:52 - ID: 23,
    მაგარი სიახლეაა

  • sopo_sopo თქვა:
    3 სექტემბერი 2012 11:43 - ID: 22,
    იეეეეეეეეეეეესსს ფიბიზე ძააალიან გამიხარდა.. მიყვარს ეგ მსახიობი ჩემი ბავსვობის საყვარელი სერიალის გმირია <3 <3 ძალიან მიყვარს ჰ2ო .... ვამპირებს მოუთმენლად ველოდებიიიი

  • Sk8er თქვა:
    3 სექტემბერი 2012 11:02 - ID: 21,
    დროზე დადგეს ეს 11 ოქტომბერი, დავიღალე angry

    არ გამიკვირდება მე-5 სეზონში მესამე ქალთევზაც თუ დაემატებათ winked

  • 4evar თქვა:
    3 სექტემბერი 2012 02:39 - ID: 20,
    ველოდები ძალიან... ისიც აკლდა რო სტეფანი ახალ სეზონში მოტოციკლით ივლის და მისი და კეროლაიინის მეგობრობა განახლდება და განმტკიცდება, იმედია სტეფი კლაუსაც დაუახლოვდება კარგი დუეტი აქვთ... ფიბი იმედია სერიალში დიდხანს დარჩება love

  • delena 4ever თქვა:
    3 სექტემბერი 2012 00:20 - ID: 19,
    ვაიმე როგორ ველოდები, ტკივილამდე მენატრება ჩემი დელენა love უი ხო სპოილერებს ის აკლდა, რომ 4 სეზონის 4-ში დელენას საოცრად ცხელი სცენა იქნება (პირადად ჩემთვს ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სპოილერი იყო) love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top