;
13 სექტემბერი 2012      Hermione...♥     16 კომენტარი     ნანახია 2779-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

Dracula
ლეგენდარული რეჟისორის, ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმი დრაკულა დიდ ეკრანებზე 1992 წელს გამოვიდა. იგი ბრემ სტოკერის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული კლასიკურ გოთიკურ სტილში. მასში მთავარ როლებს ასრულებენ ჰოლივუდის მეგავარსკვლავები გარი ოლდმენი, ვაინონა რაიდერი, ენტონი ჰოპკინსი და კიანუ რივზი. "დრაკულამ" 3 ოსკარი მიიღო და იგი აღიარებულია ყველა დროის საუკეთესო ფილმად ვამპირების შესახებ.

უყურეთ ფილმს ენჯელ.ჯი -ზე ონლაინ რეჟიმში აღნიშნული პუბლიკაციის ბოლო მონაკვეთში




ფილმი მოგვითხრობს ვამპირი გრაფი დრაკულას ტრაგიკულ სიყვარულის ისტორიაზე. დიდი ხნის წინათ, მას უყვარდა ქალი, სახელად ელიზაბეტა, რომელმაც მდინარეში თავი დაიხრჩო, რადგან მას ცრუ ინფორმაცია გადასცეს გრაფის დაღუპვის შესახებ. რამდენიმე საუკუნის შემდეგ, დრაკულა ტოვებს ტრანსილვანიას და ინგლისში მიემგზავრება, სადაც გაიცნობს მშვენიერ მინა მიურეის, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ელიზაბეტას. წყვილს ერთმანეთი შეუყვარდება, მაგრამ მინა დანიშნულია და შემდგომში ცოლად გაჰყვება ადვოკატ ჯონათან ჰარკერს. დრაკულა სასოწარკვეთილებაში ჩავარდება და ეს მას შურისძიებისაკენ უბიძგებს.
Dracula Dracula
Dracula Dracula
Dracula Dracula
Dracula Dracula
მას შემდეგ რაც, რამოდენიმე ადამიანი გახდება დრაკულას მსხვერპლი, პროფესორი აბრაამ ვან ჰელსინგი საბოლოოდ დარწმუნდება ვამპირების არსებობაში და მათზე ნადირობას დაიწყებს. ამაში მას ეხმარება ჯონათან ჰარკერიც, რადგან მისი მეუღლე მთლიანად დრაკულაზე ფიქრითაა შეპყრობილი. მართალია, ფილმი ფანტასტიკური ჟანრისაა, მაგრამ მისი საფუძველია რეალური გრძნობა-სიყვარული. "დრაკულას" ნახვის შემდეგ ვრწმუნდეით, რომ სიყვარული ამქვეყნად ყველაზე ძლიერი გრძნობაა და იგი შეიძლება ყველაზე საზარელ, სისხლისმწოვ არსებასაც კი შეეძლოს.
Dracula
Dracula
Dracula
Dracula
Dracula
Dracula
Dracula
Dracula
Dracula
Dracula

გამონათქვამები ფილმიდან:

-სისხლი სიცოცხლეა... და ის ჩემი უნდა გახდეს!

-თქვენ გჯერათ ბედისწერის? ჩემი აზრით, ყველაზე იღბლიანი ადამიანი არის ის, ვინც უკვე იპოვა ნამდვილი სიყვარული.

-ნუ მაიძულებ, რომ ცოცხალი სიკვდილისა და სისხლის სამუდამო წყურვილისათვის გაგწირო.

-მხეცებისაგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

-ცოდვები ცივილიზაციასთან ერთად გაიზარდა.


Dracula
Dracula
Dracula
Dracula
Dracula
Dracula


უყურეთ ფილმს ენჯელ.ჯი -ზე ონლაინ რეჟიმში!

"დრაკულა" (1992)
ენა: რუსულად

კატეგორია: ფილმები
Tags:

16


  • anii:):):) თქვა:
    16 სექტემბერი 2012 15:13 - ID: 16,
    ვაინონაზე მეკეტება ნუ არ ვიცი ქალღმერთია და უნიჭერესი მსახიობი love

  • Mari.♫ თქვა:
    14 სექტემბერი 2012 22:10 - ID: 15,
    ვუყურებ აუცილებლად)

  • Hermione...♥ თქვა:
    14 სექტემბერი 2012 15:13 - ID: 14,
    ერთადერთი ფილმია ვამპირებზე, რომელმაც აღმაფრთოვანა love ინტერვიუ ვამპირთანაც ნანახი მაქვს, მაგრამ მიუხედავად მსახიობების მაღალი დონეზე შესრულებული როლებისა, რატომღაც ის არ მომეწონა, სიუჟეტმა არ დამაინტერესა... სამწუხაროდ, არც დრაკულაა სრულყოფილი, რადგან კიანუ რივზი საშინლად თამაშობს (როგორც ყოველთვის), თამაშსაც ვერ დავარქმევდი მის წვალებას... სამაგიეროდ, სხვა ყველაფერი უნაკლოდაა შესრულებული და ფილმს ნამდვილიდ ეტყობა ისეთი მაღალი დონის რეჟისორის ხელი, როგორიც ფრენსის ფორდ კოპოლაა. მისი ყურების შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გერი ოლდმენი გენიოსია! სირცხვილია, რომ მისი შესრულებული ვამპირის შემდეგ, მილიონობით ადამიანს მოსწონს დღევანდელი "ვამპირები" (სახელებს არ დავასახელებ, მაინც ყველა მიხვდება).
    lalaa,
    ძალიან დიდი მადლობააა! feel love
    camilla,
    აუცილებლად უყურე!!! ვაინონაზე მეც ვგიჟდები love

  • nata1990 თქვა:
    14 სექტემბერი 2012 14:00 - ID: 13,
    მაგარიაააა ძაააააან მევასება ესეთი ფილები რაააა :))snow

  • Eet... თქვა:
    14 სექტემბერი 2012 02:22 - ID: 12,
    შედევრი! <3<3

  • tako_takunebi თქვა:
    14 სექტემბერი 2012 00:38 - ID: 11,
    მიყვარს ეს ფილმი მართლა მაგარია love

  • banchita თქვა:
    13 სექტემბერი 2012 23:36 - ID: 10,
    ვაიმე როგორ მიყვარს ეს ფილმი love

  • camilla თქვა:
    13 სექტემბერი 2012 21:40 - ID: 9,
    Hermione...♥
    შენ თუ გამახარებდი ვაინონათი რაა მეტი ვინ love love დრაკულა ნანახი არ მაქვს მაგრამ ვაინონა რაიდერზე ჭკუას ვკარგავ love

  • Your_angel. თქვა:
    13 სექტემბერი 2012 20:50 - ID: 8,
    ყველას გირჩევთ უყუროთ love

  • lalaa თქვა:
    13 სექტემბერი 2012 20:46 - ID: 7,
    თიკო უმაგრესი ნიუსია

  • Your_angel. თქვა:
    13 სექტემბერი 2012 20:46 - ID: 6,
    ძაან მაგარი ფილმია,ყველას გირჩევთ უყუროთ!! love

  • toto თქვა:
    13 სექტემბერი 2012 20:43 - ID: 5,
    udzlieresi pilmia udzlieresi msaxiobebit! love miliardjer mainc mak nanaxi love love love love

  • Marriiiammiii თქვა:
    13 სექტემბერი 2012 20:42 - ID: 4,
    ეს გოგო ხომ მაკრატელხელება ედვარდში თამაშობს???

  • Succubus... )) თქვა:
    13 სექტემბერი 2012 19:37 - ID: 3,
    : ))))) love

  • banchita თქვა:
    13 სექტემბერი 2012 18:44 - ID: 2,
    უმაგრესი ფილმია იმ ფილმებს შორის რაც კი ვამპირებზე გადაუღიათ !!!!

  • keetaa თქვა:
    13 სექტემბერი 2012 18:22 - ID: 1,
    ისეთი რეჟისორის გადაღებულია და ისეთი ხალხი თამაშობს აუცილებლად ვნახავ

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top