;

17 September 2012      Mariam Salvatore     18 Comments     Views 6179    
Category: Films, Movies

"კარიბის ზღვის მეკობრეების" მეხუთე ნაწილის სცენარი უკვე დაიწერა და დამტკიცდა კიდეც. როგორც ყოველთვის ფილმის მთავარი ვარსკვლავი ჯონი დეპი იქნება , ხოლო რეჟისორი რობ მარშალი. ოფიციალურ ვებსაიტზე გავრცელდა ინფორმაცია რომ მეხუთე ნაწილის გადაღებები დაიწყება 2012 წლის ნოემბერში, პუერტო რიკოზე რაც უცნაურია რადგან ფილმების დანარჩენი ნაწილების გადაღება ძირითადად ჰავაიზე მიმდინარეობდა.

ორლანდო ბლუმი შესაძლოა დაბრუნდეს "კარიბის ზღვის მეკობრეები" 5

დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად მეკობრეების მეხუთე ნაწილში ასევე ვიხილავთ ჯეფრი რაშსა (კაპიტანი ბალბოსა) და პენელოპა კრუზს (ანჟელიკა).

ორლანდო ბლუმი შესაძლოა დაბრუნდეს "კარიბის ზღვის მეკობრეები" 5

როგორც ვიცით პირველი სამი ფილმის განმავლობაში , "კარიბის ზღვის მეკობრეების" მთავარი გმირები ჯონი დეპთან ერთად იყვნენ ორლანდო ბლუმი და კირა ნაითლი, რომლებიც ახალგაზრდა შეყვარებულებს უილიამ ტერნერსა და ელიზაბეტ სვონს ანსახიერებდნენ. 4 ნაწილში მონაწილეობის მიღებაზე კი ორივე მსახიობმა უარი განაცხადა . ბლუმმა მიზეზად მისი შეყვარებული (ახლა უკვე მეუღლე) მირანდა კერი დაასახელა, მსახიობმა განაცხადა რომ მას კერთან მეტი დროის გატარება სურდა ხოლო ჰავაიზე წელიწადზე მეტი ხნით გადაღებებზე წასვლა ამაში ხელს შეუშლიდა. კირა ნაითლიმ კი განაცხადა რომ "კარიბის ზღვის მეკობრეებს" ცხოვრების 5 წელი მიუძღვნა და ახლა სურდა ფილმები უკან ჩამოეტოვებინა და სხვა ფილმებში ეცადა ბედი.

ორლანდო ბლუმი შესაძლოა დაბრუნდეს "კარიბის ზღვის მეკობრეები" 5

რაც შეეხება ფილმის მესამე ვარსკვლავ ჯონი დეპს , მან განაცხადა რომ 8 ფილმი რომ გადაიღონ იგი მაინც ითამაშებს და უარს არ განაცხადებს რადგან შეყვარებულია თავის გმირ ჯეკ ბეღურაზე.

მიუხედავად იმისა რომ ფილმი ორმა ვარსკვლავმა მიატოვა მეოთხე ნაწილი ისევ ისეთი რეიტინგული აღმოჩნდა როგორც ყველა დანარჩენი, ასე რომ რეჟისორები აქტიურად შეუდგნენ 5 ნაწილის სცენარზე მუშაობას. დისნეის ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა რომ უილ ტერნერის (ორლანდო ბლუმი) ისტორია სულაც არ არის დასრულებული, თუმცა მან უარი განაცხადა კირა ნაითლის როლის შესახებ რაიმეს დამატება.

ამის შემდეგ ორლანდო ბლუმმაც გააკეთა განცხადება დაბრუნების შესახებ: " ძალიან გამიჭირდა მეოთხე ნაწილში არ ყოფნა, რადგან საოცრად მენატრებოდა მათთან ერთად მუშაობა. თუ მათ კვლავ მოუნდებათ ჩემი დაბრუნება რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით დავთანხმდები"

კირა ნაითლის არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია ფილმში დაბრუნების შესახებ.
ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ გადაღებების დაწყებას.

ორლანდო ბლუმი შესაძლოა დაბრუნდეს "კარიბის ზღვის მეკობრეები" 5


Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments

  • itoffer თქვა:
    16 January 2013 10:20 - ID: 18,
    There are great Microsoft Microsoft Certified Training resources out there that will not only help prepare you to take your Microsoft Mcts Certification exam they also can be really affordable. Just remember there is no free lunch and you will have to put forth the effort to succeed at this. MCSA 2012

  • 4evar თქვა:
    19 September 2012 11:35 - ID: 17,
    ჯეკ ბეღურას მიყვარს love

  • Laaaa თქვა:
    18 September 2012 20:11 - ID: 16,
    ეს თუ ითამაშებს დაველოდები დიდი სიამვნებით ამ ფილმს :D

  • salome55555 თქვა:
    17 September 2012 22:37 - ID: 14,
    მიყვარს ორლანდო. კარგი იქნება მეხუთე ნაწილში თუ გადაიღებენ love

  • Nini)) თქვა:
    17 September 2012 18:23 - ID: 13,
    ვგიჯდები კარიბის ზღვის მეკობრეებზე//ჯონი დეპზე ხოო მეკეტებაა love ორლანდოც უზომოდ მიყვარსს love კირაც პენელოპაც და მთელი გადამღები ჯგუფიი უზომოდდ love ნიუსიი მააგარია

  • Lindsay თქვა:
    17 September 2012 17:46 - ID: 12,
    ჯეკ ბეღურაზე მეც შეყვარებული ვააარ :D ნეტა მე5 ნაწილში ის სირინოზი და სემი დააბრუნოოონ ((

  • Naughty Angel თქვა:
    17 September 2012 17:40 - ID: 11,
    ვაიმე რა მაგარია ნეტა კირაც დაგვიბრუნდეეს

  • Johnny depp თქვა:
    17 September 2012 17:25 - ID: 10,
    რაც შეეხება ფილმის მესამე ვარსკვლავ ჯონი დეპს , მან განაცხადა რომ 8 ფილმი რომ გადაიღონ იგი მაინც ითამაშებს და უარს არ განაცხადებს რადგან შეყვარებულია თავის გმირ ჯეკ ბეღურაზე.
    მე შენზე ვარ შეყვარებული ძვირფასო ჯონი :D wink love

    მე მაინც პირველი ნაწილი მიყვარს რადგან პირველი შთაბეჭდილება სულ სხვაა <33

    ის ორლანდო როგორღა იმუშავებდა ფილმზე მირანდა ბავშვს უტოვებდა ხოლმე მოსავლელად კაცს :D wink

  • funny17 თქვა:
    17 September 2012 16:30 - ID: 9,
    ჯონის უყვარს თავისი პერსონაჟი და ამიტომაც გამოდის ასე კარგათ ყველაფერიიიიი...ერტყობა რომ არავინ არაფერს არ აძალაბეს სხვებისგან განსხვავევიბთ love

  • natianatia თქვა:
    17 September 2012 13:57 - ID: 8,
    აუუ დაბრუნდით love

  • adele თქვა:
    17 September 2012 13:12 - ID: 7,
    auu neta martla dabrundees love

  • Cool Girl თქვა:
    17 September 2012 12:53 - ID: 6,
    ერთი სული მაქვს love

  • buzguna gogo თქვა:
    17 September 2012 12:25 - ID: 5,
    მაგარია . იმედია ორივე დაბრუნდებააა love ჯონიიი love

  • QiQiTo:):) თქვა:
    17 September 2012 11:37 - ID: 4,
    4 სეზონი არაფრად არ ვარგოდა...აღარ იყო საჭირო გაგრძელება

  • anii:):):) თქვა:
    17 September 2012 11:29 - ID: 3,
    კარგია ორნალდო თუ დაბრუნდ.კირაც მინდ როდაბრუნდეს

  • Ana smiley თქვა:
    17 September 2012 10:46 - ID: 2,
    კარგია თუ ბლუმი დაბრუნდებაა, რაც მთავარიაა ჯონი იქნებააა love

  • airwalk თქვა:
    17 September 2012 01:33 - ID: 1,
    მთავარია ის ქალთევზა კიდე ვნახოთ wink



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top