;
8 მარტი 2013      Hermione...♥     23 კომენტარი     ნანახია 3523-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები



რონ ჰოვარდის ფილმი, A Beautiful Mind (ბრწყინვალე გონება), დიდ ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა და მაშინვე მოიპოვა მსოფლიო აღიარება. მასში მთავარ როლებს რასელ ქროუ და ჯენიფერ ქონელი ასრულებენ. ფილმმა 4 ოსკარი მიიღო და მას დღემდე საპატიო ადგილი უჭირავს IMDb-ს კინოშედევრების სიაში. დღემდე დაობენ იმის შესახებ, თუ რა გახდა ფილმის ასეთი წარმატების მიზეზი. კინოკრიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ფილმის წარმატებაში გადამწყვეტი როლი რეჟისორ რონ ჰოვარდის პროფესიონალიზმსა და რასელ ქროუსა და შეუდარებელ თამაშს მიუძღვის. სხვები კი მიიჩნევენ, რომ ამ ფილმის გულგრილად ყურება შეუძლებელია, რადგანაც ნობელის პრემიის ლაურეატი გენიოსის ეს გასაოცარი ისტორია რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული.
A Beautiful Mind A Beautiful Mind
ფილმი მოგვითხრობს ნობელის პრემიის ლაურეატი მათემატიკოსის, ჯონ ნეშის შესახებ. იგი ჩაკეტილი და ასოციალური პიროვნებაა, თუმცა მაინც ახერხებს მეგობრების შეძენასა და საყვარელი ქალის, ელიშას, პოვნას. ჯონმა აიწყო წარმატებული კარიერა და შექმნა ლამაზი ოჯახი, მაგრამ უეცრად ბედნიერება უკვალოდ გაქრა და მისი ცხოვრება კოშმარს დაემსგავსა, როდესაც მათემატიკოსს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. ჯონი ხვდება ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც დაახლოებით ერთ წელიწადს დაჰყოფს. შიზოფრენიით დაავადებული მეცნიერი მაღალი წრის საზოგადოების თვალში ავტორიტეტს კარგავს, მაგრამ მაინც არ ნებდება. იგი ცხოვრებას აგრძელებს თავის მეუღლესთან და მცირეწლოვან ვაჟთან ერთად და უშედეგოდ ცდილობს გაუმკლავდეს თავის დაავადებას. პარალელურად, ჯონი განაგრძობს მეცნიერულ კვლევებს. საბოლოოდ, მან კვლავ მოიპოვა პატივისცემა მათემატიკოსთა რიგებში მნიშვნელოვანი აღმოჩენები აჩუქა მეცნიერებას.
A Beautiful Mind A Beautiful Mind
A Beautiful Mind A Beautiful Mind
ფილმი შეულამაზებლად ასახავს იმ სირთულეებს, რომელიც გენიოსმა მეცნიერმა გადაიტანა. იგი არ განკურნებულა შიზოფრენიისაგან და მუდამ ხედავდა არარსებულ ხალხსა და საგნებს. მიუხედავად ამისა, მან შეძლო ზურგი შეექცია შიზოფრენიისათვის და ყურადღება არ მიექცია იმ ხმებისთვის, რომლებიც მუდამ ჩაესმოდა. ჯონმა ისწავლა, თუ როგორ ეცხოვრა თავის დაავადებასთან ერთად ისე, როგორც ნორმალურ ადამიანს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ მისი მეუღლის უსაზღვრო სიყვარულისა და მხარდაჭერის წყალობით გახდა შესაძლებელი. ფილმი მაყურებელს საბოლოოდ არწმუნებს იმაში, რომ ნამდვილი სიყვარული ამქვენყნად არსებული ყველაზე ძლიერი ძალაა, რომლის წყალობითაც ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაა შესაძლებელი.
A Beautiful Mind
A Beautiful Mind
გამონათქვამები ფილმიდან:
-შემიძლია მათემატიკური გამოთვლებით დაგიმტკიცოთ, რომ თქვენი ჰალსტუხი ძალიან ცუდად არის შეკერილი.
A Beautiful Mind A Beautiful Mind A Beautiful Mind
-არავინ არასდროს არაფერში არ არის დარწმუნებული. ეს ერთადერთი რამ არის, რაშინ დარწმუნებული ვარ.
A Beautiful Mind
-მინდა მჯეროდეს, რომ მართლა ხდება სასწაულები.

-კარგია, როდესაც ბრწყინვალე გონებით ხარ დაჯილდოებული, მაგრამ სიყვარულის უნარი ამაზე ბევრად უფრო ძვირფასი ნიჭია.

-მინდა, რომ რაიმე ახალი აღმოვაჩინო. ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ საკუთარი თავი შევიცნო.

-ღმერთი ალბათ მხატვარია... აბა, სხვა ვინ შექმნიდა ამდენ ფერს?

-კლასში ჯდომა და გაკვეთილის მოსმენა დაგიბინდავთ გონებას და დაასამარებს თქვენს შემოქმედებით უნარს. დიახ, თქვენ აქ ყოფნით დროს კარგავთ, რადგან თავადაც შეგიძლიათ ყველაფრის კარგად სწავლა, მაგრამ ამას უფრო იმიტომ გეუბნებით, რომ ახლა თქვენთვის გაკვეთილის ახსნის ნაცვლად, მნიშვნელოვან აღმოჩენას უნდა ვაკეთებდე.

A Beautiful Mind
A Beautiful Mind
A Beautiful Mind
-მე გავაკეთე ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჩემს ცხოვრებაში. ჭეშმარიტებას მხოლოდ სიყვარულის ამოუხსნელ განტოლებებში თუ ვიპოვით.
A Beautiful Mind

უყურეთ ფილმს ენჯელ.ჯი -ზე ონლაინ რეჟიმში!

"A Beautiful Mind" (2001)
ენა: ინგლისური

კატეგორია: ფილმები
Tags:

23


  • Hermione...♥ თქვა:
    10 მარტი 2013 14:32 - ID: 23,
    sesi,
    ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა feel
    taka-tako,
    მადლობა შენ smile
    ta_mo,
    არაჩვეულებრივად გადმოეცი ყველა ის დეტალი, რომელიც ასე მომწონს ამ ფილმში. ჩვენს საიტზე კომენტარების მოწონება რომ შეიძლებოდეს, ამას აუცილებლად გავაკეთებდი. მიხარია, რომ მოგეწონა love

  • taka-tako თქვა:
    9 მარტი 2013 00:56 - ID: 22,
    ნომერი პირველი ფილმი ჩემთვის. მადლობა ავტოროო love

  • sesi თქვა:
    9 მარტი 2013 00:24 - ID: 21,
    შუდარებელი ფილმია! :) smile ყოჩაღ Hermione...♥, :) როგორც ყოველთვის გემოვნებას არ უჩივი fellow love wink

  • Hermione...♥ თქვა:
    8 მარტი 2013 23:11 - ID: 20,
    amanda,
    დიდი მადლობა, ქეთი love

  • fuck selena თქვა:
    8 მარტი 2013 22:45 - ID: 19,
    love love love love love love winked

  • amanda თქვა:
    8 მარტი 2013 19:42 - ID: 18,
    ბრწყინვალე ფილმია love რასელი ქროუ, ჯენიფერ კონელი და პოლ ბეთანი love მაგარი ნიუსია ;)

  • Hermione...♥ თქვა:
    8 მარტი 2013 17:15 - ID: 17,
    fuck selena,
    ძალიან დიდი მადლობა. მიხარია, რომ მოგეწონა love

  • QiQiTo:):) თქვა:
    8 მარტი 2013 11:36 - ID: 16,
    მე კი ნანახი არამაქვს:(

  • fuck selena თქვა:
    8 მარტი 2013 00:03 - ID: 15,
    როგორ მიყვარს love love
    კარგი ნიუსიიაა <3

  • F.C.B თქვა:
    7 მარტი 2013 23:10 - ID: 14,
    ამ სტილის ფილმები არ მომწონს, მაგრამ რასელ ქროუ უმაგრესი მსახიობია.. ,,გლადიორი'' < ამ ფილმში მომწონს ყველაზე მეტად! fellow

  • Hermione...♥ თქვა:
    7 მარტი 2013 21:33 - ID: 13,
    უამრავი კინოშედევრი მაქვს ნანახი, მაგრამ "ბრწყინვალე გონებას" უყოყმანოდ ვასახელებ ჩემს უსაყვარლეს ფილმად!!! საოცარ ისტორიაზე დაფუძნებული ნამუშევარია, რომელიც რონ ჰოვარდმა შესანიშნავად დადგა, ქასთი კი უბრალოდ შეუდარებელია! ყველას გირჩევთ ყურებას love
    kristi_,
    Mari Glonti,
    keetaa,
    უღრმესი მადლობა feel

  • sharikaa თქვა:
    7 მარტი 2013 21:30 - ID: 12,
    მიყვარს ეს ფილმიი feel

  • keetaa თქვა:
    7 მარტი 2013 21:04 - ID: 11,
    არაჩვეულებრივი კინოა აი გავგიჟდი ეს რო ვნახე love ისე მაგრა ასრულებენ ულამაზესი ჯენიფერი და რასელი აი გავჭედე love ძაან კაი ნიუსია

  • anii:):):) თქვა:
    4 ოქტომბერი 2012 11:48 - ID: 10,
    მაგარი ფილმია მე ძალიან მომწონს love ჯენიფერი ულამაზესია love

  • RAMMSTEIN_TINA თქვა:
    30 სექტემბერი 2012 20:18 - ID: 9,
    ჯენიფერზე ვგიჟდები!!!!

  • Queen.Mariam♥ თქვა:
    30 სექტემბერი 2012 17:27 - ID: 8,
    ამ ფილმზე ვგიჟდები love შედევრია love მთავარია აზრს უნდა ჩაუღრმავდე და თითოეულ ფრაზას კარგად მოუსმინო love

  • Marriiiammiii თქვა:
    30 სექტემბერი 2012 13:41 - ID: 7,
    მიყვარს ეს ფილმი მაგრამ ჩემს ფორესტ გამპს ვერ ვცვლი ვერც ერთზე love

  • teonushkaa თქვა:
    30 სექტემბერი 2012 12:45 - ID: 6,
    ზაან მაგარი ფილმია
    love

  • Mari Glonti თქვა:
    30 სექტემბერი 2012 12:41 - ID: 5,
    ძალიან დიდი ფილმია 2საათზე მეტ ხანს გრძელდება მაგრამ საინტერესოა თუმცა შესაძლოა მაინც მოგწყინდეს სადღაც თუმცა დასასრული საუკეთესო აქვს ძალიან მომეწონა love
    ნიუსი სუპერ!!! love

  • Your_angel. თქვა:
    30 სექტემბერი 2012 12:34 - ID: 4,
    ძალიან სასიამოვნო საყურებელია love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top