;
30 სექტემბერი 2012      B-)))     26 კომენტარი     ნანახია 3329-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

Wizards Of Wawerly Place/ "ჯადოქრები უივერლიდან" ამერიკული დისნეის ორიგინალი სერიებია რომელშიც ,მონაწილეობას ცნობილი მომღერალი და მსახიობი სელენა გომესი იღებს, სელენა ფილმში ალექს რუსოს როლს თამაშობს, სელენას გარდა, ფილმში მონაწილეობას იღებენ დევიდ ჰენრი,ჯეიკ ტი ოსტინი,მარია კენელს-ბარერა,დევიდ დელუისი და ჯენიფერ სტოუნი. ეს ფილმი დისნეიზე 5 წლის განმავლობაში, 2007 წლის ოქტომბრიდან, 2012 წლის იანვრამდე გადიოდა და პოპულარობას და მაყურებელს არ ჰკარგავდა. ახლახანს დისნეის ოფიციალურ თვითერით, ახალი ინფორმაცია გავრცელდა, 2013 წელს დისნეი კვლავ აპირებს გადაიღოს სერიალის მეტი სერიები, უცვლელი მსახიობებით., გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სერიების გადაღება სულ რამოდენიმე დღეში, ოქტომბერში დაიწყება და მათი პრემიერა 2013 წლის დასაწყისში მოხდება.

Wizards of Waverly Place მოგვითხრობს იტალიური- მექსიკური რუსოს ოჯახის თავგადასავლებზე. ეს ოჯახი ცხოვრობს მანჰეტენზე, Greenwich Village-ში, საკუთარი მაღაზიის ზემოთ. ოჯახის შემადგენლობაში შედიან ალექსი(სელენა გომესი), ჯასტინი (დავით ჰენრი) და მაქსი (ჯეიკ ოსტინი). სამი მოზარდი ცხოვრობს მათი იტალიელ მამასთან ჯერისთან ერთად (დავიდ დელუისი) და მათ მექსიკელ დედასთან, ტერეზასთან (მარია კენელს-ბარერა.) ეს სერიები შექმმნილი და წარმოებულია Todd J. Greenwald-ის მიერ, რომელიც, მანამდე ჰანა მონტანას პირველ სეზონზე მუშაობდა. შოუ წარმოებულია It's a Laugh Productions და Disney Channel Original Productions-ის მიერ, ხოლო სიმღერა "Everything Is Not What It Seems", დაწერილია ჯონ ადაირის და სტივ ჰამპტონის მიერ. მას სელენა გომესი ასრულებს, სერიები გადაღებულია Hollywood Center Studios-ში, ჰოლივუდში, კალიფორნიაში.

შოუს დებიუტი დისნეის არხზე 2007 წლის 12 სექტემბერს მოხდა, პირველ დღესვე მან 5..9 მილიონი მაყურებელი მიიზიდა. 2010 წლის იანვარში "ჯადოქრები მაქციების წინააღმდეგ" 1 საათიანი სპეციალური გამოშვება გახდა ყველაზე ყურებადი, 6.2 მილიონი მაყურებლით. 2009 წელს პუერტო რიკოში, ლოს-ანჟელესში გადაღებულმა სერიამ Wizards of Waverly Place: The Movie ყველანაირ რეკორდს გადააჭარბა და მისმა ნახვებმა დაახლოებით 11.4 მილიონს მიაღწია და მოიგო Primetime Emmy Award-ს ჯილდო როგორც "ყველაზე ცნობილი საბავშვო გადაცემა".


პარასკევს, 2012 წლის 6 იანვარს ეთერში გავიდა 1 საათიანი სპეციალური საფინალო გამოშვება სახელად "Who Will Be The Family Wizard?", რომელმაც 10 მილიონზე მეტი დაახლოებით 11.3 მილიონი მნახველი დააგროვა. მიუხედავად იმისა რომ, ის არ იყო ყველაზე ნახვადი სერია, ის იყო ყველაზე ნახვადი ფინალური სერია Disney Channel Original Series-სთვის. 2012 წლის 27 სექტემბერს, დისნეის ოფიციალური ტვიტერის მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია რომ, Wizards Of Wawerly Place-ს ეთერს უბრუნდება. მისი გადაღებები 2012 წლის ოქტომბერში დაიწყება ხოლო პრემიერა, 2013 წლის დასაწყისში მოხდება.


შოუს თავდაპირველად "The Amazing Hannigans," ერქვა, შემდგომში მისი სახელი შეიცვალა და გახდა "The Amazing O'Malleys," რადგან, სელენა გომესის პერსონაჟის სახელი სინამდვილეში Brooke O'Malley- იყო. შემდეგ მას, დღევანდელი სახელი დაერქვა მაგრამ, სულ ცოტა ხანში სახელი შეუცვალეს და "დისნეის ჯადოქრები" დაარქვეს. მაგრამ, მალე სერიალს მისი ძველი სახელი "Wizards Of Waverly Place" დაუბრუნეს.






კატეგორია: ფილმები
Tags:

26


  • Aniiii თქვა:
    2 ოქტომბერი 2012 18:24 - ID: 26,
    არასწორი ნიუსიაა სეზონს კი არ იწყებენ ფილმს იღებენ ახალს smile

  • anna_ anna თქვა:
    1 ოქტომბერი 2012 22:16 - ID: 25,
    ეს ფოტო მონტე კარლოდანააMy Webpage

    ნიუსი ძალიან მაგარია.. სელენა. <3

  • Bellania თქვა:
    1 ოქტომბერი 2012 21:46 - ID: 24,
    .

  • elene...♥ თქვა:
    1 ოქტომბერი 2012 14:30 - ID: 23,
    ძალიან მიყვარს love ჩემი სელეეე feel

  • beauty queen თქვა:
    30 სექტემბერი 2012 23:06 - ID: 22,
    სისულელე.
    ამას ჰანა მონტანა ჯობია როგორ მიყვარდა ბავშვობაში :D


    ომინდომეს აქ ჯადოქრობა ამ უტვინო მაგლებმა

    ჰაჰაჰჰა ხოოო :D თან ეფექტები რა საშინლადააა გაკლეთებული მართლაც მაგლები

  • Sophie - თქვა:
    30 სექტემბერი 2012 21:19 - ID: 21,
    ფილმი მიყვარს და სერიები არ მაქვს ნანახი winked

  • smileyz_xato თქვა:
    30 სექტემბერი 2012 18:53 - ID: 20,
    კი სელენა მაგრა მოიშორებს დისნეის იარლიყს laughing

  • Paparazzi თქვა:
    30 სექტემბერი 2012 17:58 - ID: 19,
    ძაან მიყვარს ეს სერიალი ♥♥ კარგი ნიუსია ^^ ♥

    niniko♥,
    როდის ამბობდა?

  • krist...star თქვა:
    30 სექტემბერი 2012 17:38 - ID: 18,
    ვაიმე როგორ მიყვასრ ეს სერიალიიი, ძალიან საყვარელი, მხიარული და საინტერესოა, გმირებიც ძალიან მომწონს :D სიამოვნებით ვუყურებდი ახალ სეზონს <3 :D

  • Anna-Frank თქვა:
    30 სექტემბერი 2012 17:36 - ID: 17,
    ვუყურებდი მაგრამ დიდი არაფერი სერიალია, ამას ჰანა მონტანა და ზაკი და კოდი ჯობდა.

  • eleneee თქვა:
    30 სექტემბერი 2012 15:05 - ID: 16,
    ყოველთვის ვუყურებდი ხოლმე დისნეიზე. მარტო ამას კი არა ყველა სერიალს, ძალიან მიყვარდა დისნეი love სელენა აღარ მომწონს ,თან ცდილობს რომ დისნეის იმიჯო მოიშოროს თან ისევ დისნეიზე ბრუნდება. ვერაფერი გავიგე.. ისე მგონი საინტერესო იქნება ახალი სეზონი.. smile

  • lalaa თქვა:
    30 სექტემბერი 2012 14:57 - ID: 15,
    როგორ მიყვარდა პატარა რო ვიყავი :D :D ბაბი ძაან კარგი ნიუსიიაა love

  • Naughty Angel თქვა:
    30 სექტემბერი 2012 14:16 - ID: 14,
    ვაღიარებ ვუყურებდი და ძალიან მომწონდა :D

  • eva თქვა:
    30 სექტემბერი 2012 14:05 - ID: 13,
    არ მიყვარს სელენა მარა ამ სერიალს ბავშობიდან ვუყურბბ :D:D:D დზაან მიყვარს

  • Marriiiammiii თქვა:
    30 სექტემბერი 2012 13:51 - ID: 12,
    ეჰ სელენა მართლა ვერ იზრდება მაგრამ სერიოზული კინოები მისი საქმე არაა სიმღერაშიც რაღაც დააპაუზა და საერთოდ რომ არ ჩაფლავდეს ჯობია ისევ სადღაც გამოჩნდეს ხოლმე

  • Fashion♥ თქვა:
    30 სექტემბერი 2012 13:26 - ID: 11,
    ოღჩ! რა უბედურებაა სელენა არასდროს აღარ გაიზრდება?!
    am
    ნიუსი კარგია <3 love

  • ninoniniko თქვა:
    30 სექტემბერი 2012 12:21 - ID: 10,
    აი ძაან მიყვარს ეს სერიალი..დისნეის სერიალებიდან ყველას მირცჰევნია კარგად ვხალისობ ხოლმე :D:D:D:D:D

  • spy თქვა:
    30 სექტემბერი 2012 12:15 - ID: 9,
    არცერთ სერიას არ ვარ ნაყურები და არც მაინტერესებს.

  • GCF თქვა:
    30 სექტემბერი 2012 12:03 - ID: 8,
    ფილმი გამოდის და არა სერიალი ფილმი იქნება

  • elenuca44 თქვა:
    30 სექტემბერი 2012 11:49 - ID: 7,
    მიყვარს ეს სერიალი და კინოც love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top