;
6 ოქტომბერი 2012      michelle     16 კომენტარი     ნანახია 6084-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

პრობლემური მოზარდების შესახებ სიუჟეტები - ფილმებიდან

უამრავი ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს რთულად აღსაზრდელი ბავშვებისა თუ პრობლემური ახალგაზრდების შესახებ, მათ გმირებში ბევრი ჩვენგანი ამოიცნობს საკუთარ თავს, ოჯახის წევრს თუ მეგობარს, ეს ფილმები ხომ სწორედ რეალურ ცხოვრებაზეა აგებული. თვალი მივადევნოთ 26 ფილმს, რომელთა მთავარი, თუ მეორეხარისხოვანი გმირები არაჩვეულებრივად განასახიერებენ სხვადასხვა პრობლემის მქონე მოზარდებს.

1. Thirteen - 2003
მას შემდეგ, რაც თრეისი თანასკოლელ ევას დაუახლოვდა, მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა, გოგონები სულ ერთად ერთობიან და უამრავი საიდუმლო აქვთ, თუმცა რაც ყველაზე მთავარია, თრეისიში გაიღვიძა მეამბოხე სულმა, წარსულში წყნარი და ჩუმი თრეისი, ახლა ისტერიკებს აწყობს , როცა რამე აღიზიანებს...

2. Cherrybomb - 2009
.მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ მიშელი თავზეხელაღებულ ლიუკს და მის მეგობარ მელაკის გაიცნობს. მიშელს ოჯახი ყველაფრის უფლებას აძლევს, ლიუკს ნარკომანი მამა და ნარკობარონი ძმა ყურადღებას არ უთმობენ, მელაკს კი ოჯახი ყველაფერში ზღუდავს და მომავალს უგეგმავს, პრობლემური ახალგაზრდების ტანდემი კი სულ უფრო საშიში ხდება...

3. Hesher - 2010
ხეშერს ყველა და ყველაფერი ფეხებზე კიდია. ირგვლივ მყოფებს ის ნამდვილი ფსიქოპატი გონიათ, თუმცა იგი გაიცნობს პატარა ბიჭუნას ტი ჯეის, რომელმაც დედა დაკარგა, მამა კი მძიმე დეპრესიაში ყავს და თავისებურად დაეხმარება ამ ოჯახს ცხოვრების გაგრძელებაში...

4. Remember Me - 2010
ტაილერის მშობლები უყურადღებობას იჩენენ შვილების მიმართ, მისმა ძმამ ცხოვრება თვითმკვლელობით დაამთავრა, პატარა და მუდამ მოწყენილია, თავად კი თავს ისე იჭერს, თითქოს არ ანაღვლებს მშობლების დამოკიდებულება, თუმცა, უდარდელი და დავაშვებული ბიჭის უკან მგრძნობიარე ადამიანი იმალება...

5. In the Land of Women - 2006
ლუსის ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი რიგზეა, ყავს ოჯახი, მეგობრები, ერთობა, ეწევა, თავი საკმაოდ თამამად და გახსნილად უჭირავს, თუმცა იგი ბავშვობის არასასიამოვნო მოგონებას მალავს და სასოწარკვეთას მხოლოდ მას მერე ეცემა, რაც დედის ავადმყოფობის შესახებ იგებს

6. Все умрут, а я останусь - 2008
როცა რთული მოზარდი ხარ ბევრის ყურადღების ცენტრში ექცევი და შესაძლოა შენს საქციელზე დაფიქრდე, თუმცა როცა ირგვლივ შენნაირი ავარდნილი მეგობრები გყავს, ყველას აზრი სულერთია...

7. Fear - 1996
დევიდი ნიკოლისთვის მიმზიდველი ბიჭია, იგი სიმპათიურია, თავზეხელაღებული, იდუმალი და ამავდროულად მზრუნველი, თუმცა მხოლოდ მზრუნველ მამას შეუძლია იეჭვოს, რომ ის უბრალოდ ფსიქოპატია...

8. The Virgin Suicides - 1999
ლისბონების ქალიშვილები სამყაროსგან იზოლირებლები არიან, მათმა დამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და მშობლებმა დარჩენილ ქალიშვილებს ბევრი აკრძალვა დაუწესეს, ამას ხელი არ შეუშლია გოგონების მალულ გართობაში...

9. Mean Creek - 2004
ჯორჯი, რომელიც თვლის, რომ განსაკუთრებულია და თავის თავს მუდმივად კამერით იღებს, ხშირად ჩაგრავს სემს, სემმა თავის ძმასთან დაიჩივლა და ამით საბედისწერო შეცდომა დაუშვა, მის ზმას ხომ სასტიკი და თავზეხელაღებული ძმაკაცი ყავს, რომელსაც ყველაფერი ფეხებზე კიდია და არასოდეს უჩუყდება გული. მან ჯორჯის სახით შესანიშნავი გასართობ - ი იპოვა...

10. The Descendants - 2011
ალექსს მამასთან თითქმის გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა, დედამისი სიკვდილის პირასაა, რომესაც საყვარელი აღმოაჩნდა. არ არის გასაკვირი, რომ ის რთული მოზარდია, თუმცა როგორც ყველა ბავშვი, ისიც ზედმეტად მკაფიოდ გამოხატავს პროტესტს...

11. The Last Song - 2010
ვერონიკას აქვს პროტესტის გრძნობა მშობლების განქორწინების გამო, იგი არ უჯერებს მათ, უჩინარდება სახლიდან და ბრუნდება , როცა უნდა...

12. The Art Of Getting By - 2011
მთავარმა მოქმედმა გმირმა არ იცის რა უნდა, ამიტომ გონია, რომ არაფერი უნდა. იგი არასოდეს ასრულებს საშინაო დავალებებს, არ უჯერებს უფროსებს, არ აფასებს ხატვის ნიჭს, მოკლედ მას არ აქვს ცხოვრების მიზანი

13. Good Will Hunting - 1997
უილი რთული მოზარდია, იგი არ ფიქრობს საკუთარ მომავალზე და არ ანაღვლებს სხვების აზრი, მას აქვს უდუდესი ნიჭი და შესაძლებლობები, რომეთაც უბრალოდ არ იყენებს...

14.Wild Child - 2008
დედის დაღუპვის შემდეგ პოპი შეიცვალა, იგი გართობაზეა ორიენტირებული და ხშირად აღიზიანებს მამას, გაურკვეველი მიზეზის გამო.

15. Interview with the Vampire - 1994
საბოლოოდ ყველა მოზარდი ხვდება თავის შეცდომებს და იზრდება, თუმცა როცა სამუდამო ბავშვობისთვის ხარ განწირული, ძნელია არ დაიბოღმო...


კატეგორია: ფილმები
Tags:

16


  • LiiZii თქვა:
    16 იანვარი 2014 13:35 - ID: 16,
    მეცც ძალიან მიყვარს

  • ta_bitch თქვა:
    1 სექტემბერი 2013 22:20 - ID: 15,
    სუიციდის ოთახიც უნდა ყოფილიყო!

  • krist...star თქვა:
    7 ოქტომბერი 2012 17:31 - ID: 14,
    salome55555,
    მეც ძალიან მიყვარს ეგ ფილმი love
    the last song-იც, სხვა არ მაქვს ნანახი...

  • queen spears თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 23:03 - ID: 13,
    არ მიხსნის ფოტოებს :(((((

  • beauty queen თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 21:48 - ID: 12,
    nanka_nanka17,
    ხოო მეც ეგრე :D არც სხვა ბრაუზერში იხსნება :|||

  • Ana smiley თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 19:55 - ID: 11,
    სურათებს რატო არ მიხსნის?

  • Queen Q თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 19:12 - ID: 10,
    In the Land of Women ძალაინ მიანტერესებს. აუცილებლად ვუყურებ.
    Wild Child, Cherrybomb და Interview with the Vampire ძალიან მიყვარს love

  • Succubus... )) თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 14:07 - ID: 9,
    მე მაგალითად Greta საც დავამატებდი და კიდე რამოდენიმეს.. მომწოონს ნიუსი smile

  • salome55555 თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 13:51 - ID: 8,
    wild child მიყვარს ძაან love

  • SaLuKaAa თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 13:20 - ID: 7,
    სურათებს რატომ არ მიხსნის?

  • gabe29 თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 13:12 - ID: 6,
    აი vse umrut i ia astanus ეგ რუსული ფილმია და კაია მარა რაღაცნაერიაა :( ბოლოში საშინელებაა .. დანარჩენებიც რეალურიაა ))
    კაი ნიუსია

  • gretta თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 12:59 - ID: 5,
    უმრავლესობა ნანხი მაქვს და ამ სიას დავამატებდი white oleander-ს fellow

  • cici თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 12:59 - ID: 4,
    არ გახსნააა

  • nanka_nanka17 თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 12:26 - ID: 3,
    I LOVE BS,
    ნახევარზე მეტი კი არა ორის გარდა არცერთი არ გამიხსნა

  • beauty queen თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 10:16 - ID: 2,
    ნახევარზე მეტი სურათი არ გახსნა
    :(

  • LohanFan თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 10:08 - ID: 1,
    კარგია ფავორიტებში უბრალოდ Georgia rule დან rachel ის საკმაოდ პრობლემური იყო და მაგის დამატებაც შეიძლებოდა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top