;
6 ოქტომბერი 2012      -Diana-     45 კომენტარი     ნანახია 6042-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

შიმშილის თამაშები შიმშილის თამაშები
შიმშილის თამაშები შიმშილის თამაშები
შიმშილის თამაშები შიმშილის თამაშები

შიმშილის თამაშები არის 2008 წელს გამოცემული წიგნი, რომლის ავტორია სიუზან კოლინსი. წიგნის მთავარი პერსონაჟი 16 წლის კეტნის ევერდინია, რომელიც ცხოვრობს პანემში, მე-12 რეგიონში. კაპიტოლი არის პანემის დედაქალაქი, რომელიც ულამაზესი ქალაქია და მართავს მთელ ქვეყანას. შიმშილის თამაშები კი არის თამაში რომელშიც თითო რეგიონიდან 1 ბიჭი და 1 გოგო მონაწილეობს. თითოეულმა მონაწილემ ერთმანეთი უნდა მოკლას, რის შედეგადაც თამაშში ერთადერთი მონაწილე დარჩება, რომელიც თამაშის გამარჯვებული გახდება

უყურეთ ფილმს ენჯელ.ჯი -ზე ონლაინ რეჟიმში აღნიშნული პუბლიკაციის ბოლო მონაკვეთში


შიმშილის თამაშები შიმშილის თამაშები
შიმშილის თამაშები შიმშილის თამაშები
შიმშილის თამაშები შიმშილის თამაშები

კრიტიკოსთა უმეტეს ნაწილს წიგნი მოეწონა. მაგრამ ზოგიერთი კრიტიკოსი თვლის რომ სიუზხენ კოლინსის წიგნსა და აიპონურ ნოველას - Battle Royale-ს, შორის ბევრი მსგავსებაა. ნოველამ უამრავი ჯილდო მოიგო, ერთ-ერთი გამარჯვებაა ნომინაციაში "Best Books of the Year" 2008 წელს. წიგნი პირველად დაიბეჭდა 2008 წლის 14 სექტემბერს. 2010 წლის თებერვლიდან გაიყიდა წიგნის 800,000 ასლი. გამოცემის დღიდან წიგნი ითარგმნა 26 ენაზე. ''შიმშილის თამაშები'' (''The Hunger Games'') არის ტრილოგიის პირველი ნაწილი. მეორე ნაწილის სახელია ''აალება'' (''Catching Fire''), რომელიც 2009 წელს გამოიცა. მესამე ნაწილი კი არის - ''კაჭკაჭჯაფარა'' (''Mockingjay''), რომელიც 2010 წელს გამოვიდა გაყიდვაში

შიმშილის თამაშები შიმშილის თამაშები
შიმშილის თამაშები შიმშილის თამაშები
შიმშილის თამაშები შიმშილის თამაშები
შიმშილის თამაშები შიმშილის თამაშები
შიმშილის თამაშები შიმშილის თამაშები

წიგნის შექმნის იდეა

წიგნის ავტორმა - სიუზენ კოლინზმა თქვა, რომ წიგნის დაწერის იდეა გაუჩნდა მაშინ, როცა ტელევიზორს უყურებდა. ის უყურებდა რეალითი შოუს და ამ დროს რაღაც ბუნდოვანმა აზრმა გაუარა თავში. მას გაახსენდა ბერძნული მითი თესევსზე. მან კეტნისი წარმოიდგინა როგორც მომავალი თესევსი. ასევე გაახსენდა რომაული გლადიატორების ბრძოლების შესახებ, რამაც შექმნა წიგნის ძირითადი ჩარჩო. ასევე მან გაიხსენა მამამისის შესახებ, რომელიც ვიეტნამის ომში დაიღუპა. წიგნში კი კეტნისის მამა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა, როცა კეტნისი 11 წლის იყო.

შიმშილის თამაშები შიმშილის თამაშები
შიმშილის თამაშები შიმშილის თამაშები

შეფასებები

The New York Times-ის მიმოხილვაში, John Green-მა თქვა: "brilliantly plotted and perfectly paced. the considerable strength of the novel comes in Collins's convincingly detailed world-building and her memorably complex and fascinating heroine."

''ბრწყინვალე შინაარსისა და კარგი განვითარების მქონე წიგნია. წიგნის სიძლიერე მოდის კოლინსის მიერ დამაჯერებლად აღწერილი მოვლენები, დასამახსოვრებელი მომენტები და მომაჯადოებელი გმირი (კეტნისი)''

ჟურნალმა Time-მა ასევე დადებითად შეაფასა წიგნი. "is a chilling, bloody and thoroughly horrifying book". Elizabeth Bird-მა განაცხადა: "exciting, poignant, thoughtful, and breathtaking by turns"

''ამაღელვებელი, ენამახვილი, დამაფიქრებელი და სულისშემკვრელი წიგნია''

მიმოხილვებში ასევე ამბობდნენ რომ ''შიმშილის თამაშები'' არის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი, რომელიც 2008 წელს გამოიცა. Booklist-მაც დადებითად შეაფასა წიგნი. განცხადებაში ეწერა რომ წიგნში კარგადაა გადმოცემული როგორც რომანტიკა ასევე ძალადობა. Kirkus Reviews-მა შეაქო წიგნის შინაარსი და მოქმედებათა განვითარება. Stephenie Meyer-მა, ''ბინდის'' ავტორმა თავის ვებსაიტზე დაწერა: "I was so obsessed with this book … The Hunger Games is amazing."

''ამ წიგნით შეპყრობილი ვარ.. ''შიმშილის თამაშები'' შესანიშნავია''

The New York Times-მა წიგნი დაასახელა როგორც "Notable Children's Book of 2008". 2009 წელს Golden Duck Award-ში გაიმარჯვა Young Adult Fiction-ის კატეგორიაში, ასევე "2008 Cybil Winner", "Best Books 2008" "Booklist Editors' Choice" (2008). 2011 წელს წიგნმა მოიგო California Young Reader Medal.

შიმშილის თამაშები


ფილმი

ჟანრი: ფანტასტიკა, დრამა, ტრილერი, მძაფრ-სიუჟეტიანი
გამოშვება: 21 მარტი 2012
რეჟისორი: გარი როსი
სტუდია: ლაიონსგეითი, ლარჯერ ზენ ლაიფ პროდაქშენსი, კოლორ ფორსი
როლებში: ვუდი ჰარელსონი, ჯოშ ჰათჩერსონი, ელიზაბეთ ბენქსი, ლაიამ ხესსვორსი, იზაბელ ფიურმანი, ჯენიფერ ლოურენსი.. სრული ქასთი ნახეთ აქ
ბიუჯეტი: $78M
Box Office: $685M
ხანგძლივობა: 2 სთ 22 წთ
IMDb-ს რეიტინგი: 7.3


შიმშილის თამაშები


ფილმის ტრეილერი



შიმშილის თამაშები

შიმშილის თამაშები


2009 წლის მარტში ლაიონსგეითმა გადაწყვიტა გადაეღო ფილმი ''შიმშილის თამაშების'' წიგნის მიხედვით. ფილმისთვის თვითონ სიუზენ კოლინსმა შეამცირა ტექსტი ბილი რეისთან და გარი როსთან ერთად. გარი როსმა განაცხადა: "felt the only way to make the film really successful was to be totally subjective"

''ვგრძნობდი რომ ფილმი წარმატებული გახდებოდა თუ ის სუბიექტური იქნებოდა''


22 წლის ახალგაზრდა მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი შეირჩა კეტნის ევერდინის როლზე. ჯენიფერი თავის პერსონაჟზე 4 წლით უფროსია. სიუზენ კოლინსმა თქვა ჯენიფერის შესახებ: "only one who truly captured the character I wrote in the book"

''ის არის ერთადერთი რომელსაც შეუძლია კეტნისის როლის შესრულება ისე როგორც მე წიგნში დავწერე''


ჯოშ ჰათჩერსონი ასრულებს პიტა მელარკის როლს, ლიამ ჰემსვორტი კი გეილის როლს. ვუდი ჰარელსონი კი შესანიშნავალ ასრულებს ლოთი ჰეიმიჩის როლს, რომელიც პიტასა და კეტნისის მენტორია. ფილმის გადაღება 2011 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ფილმის მეორე ნაწილი ''აალება'' გამოდის 2013 წლის ნოემბერში
შიმშილის თამაშები

შიმშილის თამაშები


უყურეთ ფილმს ენჯელ.ჯი -ზე ონლაინ რეჟიმში!

"შიმშილის თამაშები" (2012)
ენა: ინგლისურად

კატეგორია: ფილმები
Tags:

45


  • Ms.Casillas თქვა:
    22 ივლისი 2013 16:57 - ID: 45,
    ამ შემთხვევაშიც ასეა.წიგნი მილიონჯერ ჯობს ფილმს.
    Hermione...♥

  • fuck selena თქვა:
    9 იანვარი 2013 22:02 - ID: 44,
    წავიკითხე
    და კარგია
    ერთი ამოსუნთქვით იკითხება
    როდესაც ვკითხულობდი ნამდვილად კარგად გავერთე )) :D love
    მაგრამ მაინც უნდა ვთქვა რომ ეს უბრალოდ თინეიჯერული ასაკისთვის განკუთვნილი წიგნია
    და ვერ შევადარებ სხვა ჩემთვის საყვარელ წიგნებს

  • ivi თქვა:
    11 ნოემბერი 2012 19:53 - ID: 43,
    ქართულად არის ნათარგმნი პირველი ანწილი. ლატერნასი იყიდება ზუსტად ვიცი. მე ახლა ვკითხულობ ინგლისურად ინტერნეტში

  • fuck selena თქვა:
    13 ოქტომბერი 2012 22:13 - ID: 42,
    usu,
    აა მაშინ წავიკითხავ
    მადლობა რო მითხარი smile

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    12 ოქტომბერი 2012 16:13 - ID: 41,
    ძალიან მაგარი კინოა მე ძაან მიყვაარს :))

    Smiley :),
    ვისთვის როგორ ეს წიგნი ძაან მაგარია მაგრამ პოტერს ვერ ვამჯობინებ ბინდს კი

  • Smiley :) თქვა:
    7 ოქტომბერი 2012 21:12 - ID: 40,
    რა კრიტიკულები ვართ wink
    ყველანაირ ბინდებს , დღიურებს და პოტერებს ბევრად ჯობს , წიგნმა მომხიბლა , საკმაოდ ხშირად ვკითხულობ და წიგნები მიყვარს , თუმცა რაც ამ წიგნმა "ჩამადენინა" ჩემს პრაქტიკაში მსგავსი არ "მოიძებნება" . ნაშუადღევს დაწყებული წიგნი შუაღამეს დავასრულე , თანაც ფორმატი საკმაოდ სქელია , მაგრამ ჩამთრევი და საინტერესო <3

  • annnnnn თქვა:
    7 ოქტომბერი 2012 21:09 - ID: 39,
    დაახლოებით 14-16 წლის წასაკითხია.. ვფიქრობ კარგი წიგნია :)) მოვლენები სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება..არის დიდი ინტრიგა და მოლოდინი.. რაც შეეხება ფილმს.. იმედგაცრუებული ვარ... ჩემი აზრით ბევრად უკეთესის გადაღებაც შეიძლებოდა.. გრაფიკაც კატასტროფაა და რავი.. ძალიან ბევრი რამ აკლია ..))ნ მსახიობებიც.. drunk what

  • elenuca44 თქვა:
    7 ოქტომბერი 2012 16:55 - ID: 38,
    ჭკუა მეკეტება ამ ფილმზეც და საერთოდ წიგნზეცც love აიი უმაგრესი კინოა ტუმცა წიგნი ჯობიაა love love

  • -Diana- თქვა:
    7 ოქტომბერი 2012 15:38 - ID: 37,
    QiQiTo:):),
    Summer Girl,

    - მადლობა გოგოებო love



    ___________________________________

    If you die you're completely happy and your soul somewhere lives on. I'm not afraid of dying. Total peace after death, becoming someone else is the best hope I've got - Kurt Cobain

  • usu თქვა:
    7 ოქტომბერი 2012 15:07 - ID: 36,
    fuck selena,
    18ის ვარ და საკმაოდ ბევრი წიგნიც წამიკითხავს მაგრამ ასეთი სიამოვნება არც ისე ბევრისგან მიმიღია.. ჩემს გარშემო 26,38 და 42 წლის ადამიანებმაც წაიკითხეს და ყველას ძალიან მოგვეწონა. დამიჯერე საბავშვო წიგნი ნამდვილად არაა!

  • fuck selena თქვა:
    7 ოქტომბერი 2012 14:51 - ID: 35,
    fuck selena,
    16ის ვარ და რაცი :ხ
    ესე მგონია უფრო პატარების წასაკითხია რატომღაც

  • DaDuKo თქვა:
    7 ოქტომბერი 2012 13:04 - ID: 34,
    <3 love love love

  • Summer Girl თქვა:
    7 ოქტომბერი 2012 11:48 - ID: 33,
    კარგი ფილმია მომეწონა love
    წიგნი არ მაქვს წაკითხული და უნდა წავიკითხოო
    ნიუსი კარგია )) love

  • QiQiTo:):) თქვა:
    7 ოქტომბერი 2012 11:39 - ID: 32,
    წიგნი არ ვიცი თუმცა ფილმი კატასტროფა...ფილმსაც კი ვერ დარქმევდი:@!ნიუსი love

  • -Diana- თქვა:
    7 ოქტომბერი 2012 11:33 - ID: 31,
    lalaa,

    - დიდი მადლობა თამო love



    ___________________________________

    If you die you're completely happy and your soul somewhere lives on. I'm not afraid of dying. Total peace after death, becoming someone else is the best hope I've got - Kurt Cobain

  • LiZzz ... თქვა:
    7 ოქტომბერი 2012 09:42 - ID: 30,
    usu გეთანხმები!!! ყველაზე ცუდი არის რომ მთავრდება! ამაზე მაგარი წიგნი არ წამიკიტხავს ხალხო უმაგრესია გაგიჟდებით,თქვენ უბრალოდ წაიკითხეთ კინოც არანაკლებია მაგრამ წიგნი ჯობია აი არ ვიცი რააა ვთქვა 4 საათში წავიკითხე და მოუთმენლად ველოდები შემდეგი ნაწილის თარგმნას ნოემბერში იქნებაო love უბრალოდ წაიკითხეთ !!!!!!!!!!

    Hermione...♥ წიგნი წაიკითხე და მერე ილაპარაკე! აშკარად ვერ გაუგე ამ კინოს თორე ძალიან დიდი შინაარსი დევს !ტყვილა ამხელა მოგება არ ექნებოდა smile love

  • usu თქვა:
    7 ოქტომბერი 2012 01:12 - ID: 29,
    წაიკითხეთ ხალხო წაიკითხეთ!!!!!!!!!!!!!
    ერთადერთი რაც ამ წიგნს ცუდი აქვს ისაა რომ მთავრდება

  • lalaa თქვა:
    7 ოქტომბერი 2012 01:04 - ID: 28,
    აუ უნდა წავიკითხო და მარტო მერე ვუყურებ ფილმს love ვაიმეეე დიანა უკარგესი ნიუსიიაა love

  • -Diana- თქვა:
    7 ოქტომბერი 2012 00:22 - ID: 27,
    Rma_(k),

    - კი ნათარგმნია მხოლოდ პირველი ნაწილი.. აი



    ___________________________________

    If you die you're completely happy and your soul somewhere lives on. I'm not afraid of dying. Total peace after death, becoming someone else is the best hope I've got - Kurt Cobain

  • Rma_(k) თქვა:
    7 ოქტომბერი 2012 00:15 - ID: 26,
    ქართულად არაა ნათარგმნი?

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top