;
28 ოქტომბერი 2012      B-)))     34 კომენტარი     ნანახია 5368-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

Léon: The Professional Léon: The Professional
Léon: The Professional/ლეონი: პროფესიონალი (ორიგინალი სახელი Léon/ლეონი) არის 1994 წელს
გამოშვებული დრამა ფილმი ის მოგვითხრობს პროფესიონალი მკვლელის შესახებ რომელიც
მის მეზობელ მატილდას გაიცნობს. მატილდას ოჯახი ნარკომაფიის ბიზნესში გარეულმა
პოლიცილებმა დახვრიტეს. ფილმის დირექტორი და ავტორია ლუკ ბესონი, ფილმში
მონაწილეობას იღებენ ჯან რენო, ნატალი პორტმანი,გარი ოლდმენი და სხვა.


უყურეთ ფილმს ენჯელ.ჯი -ზე ონლაინ რეჟიმში აღნიშნული პუბლიკაციის ბოლო მონაკვეთში


Léon: The Professional Léon: The Professional
ქასთი:
ჟან რენო
გარი ოლდმენი
ნატალი პორტმანი
დენი აიელო
პიტერ აპელი
მაიკლ ბადალუკო
ელენ გრინი

Léon: The Professional

ფილმის შინაარსი
მატილდა- თორმეტი წლის გოგოა ნიუ-იორკიდან. მამამისი ნარკოტიკებით ამარაგებს ნორმან სტანსფილდს. ერთ დღეს სტანსფილდი და მისი ჯგუფი სასტიკი შურისძიების მსხვერპლი გახდნენ, რის შემდეგაც პოლიციელებმა მატილდას მთელი ოჯახი დაცხრილეს. მხოლოდ მატილდა გადარჩა რომელიც, საყიდლებზე იყო წასული. უკან დაბრუნებული გოგონა თავშესაფარს მისი მეზობლის- ლეონის ბინაში პოულობს. ლეონი- რომელიც ძალიან გამოუცდელია სიყვარულში, მატილდას გაცნობის შემდეგ პირველად განიცდის ამ გრძნობას თუმცა, მისი სიცოცხლე ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება.

Léon: The Professional Léon: The Professional
Léon: The Professional Léon: The Professional
ჟანრი: კრიმინალი, დრამა, ტრილერი
ქვეყანა: საფრანგეთი
ენა:ინგლისური
გამოშვების თარიღი:1994 წლის 18 ნოემბერი (აშშ)
ასევე ცნობილია როგორც: El perfecto asesino
გადაღებების ადგილმდებარეობა: ნიუ-იორკი,პარიზი

Léon: The Professional
Léon: The Professional
ბიუჯეტი: 16 მილიონი
პირველი კვირის შემოსავალი :5,306,558 დოლარი (აშშ)
მთლიანი შემოსავალი: 45 მილიონი მსოფლიო მასშტაბით
გადაღებების თარიღი: 1993 წლის 1 ივნისიდან 1993 წლის 7 ოქტომბრამდე
ხანგრძლივობა: 110 წუთი- 136 წუთი (ამოუჭრელი ვერსია) - 133 წუთი (საერთაშორისო ვერსია)

Léon: The Professional

ფაქტები
ასევე არსებობს ფილმის გაფართოებულ ვერსია რომელსაც, უწოდებენ "საერთაშორისო ვერსიას". მასში დამატებულია 25 წუთი, ამას ეძახიან 'Director's Cut'-ს მაგრამ, ბესონმა ამჯობინა ორიგინალი ვერსია როგორც Director's Cut და ახალი ვერსია როგორც უფრო გრძელი ვერსია. დამატებითი ვერსიები მოიცავს სცენებს: როდესაც მატილდა ეუბნება ლეონს რომ, ის 18 წლისაა, როდესაც მატილდა ემუქრება ლეონს რომ ითამაშებს რუსულ რულეტს თუ ლეონი არ ასწავლის როგორ იყოს მკვლელი, როდესაც ლეონს მიჰყავს მატილდა ტონის შესახვედრად, ლეონი უხსნის მატილდას თუ რატომ დატოვა იტალია და გადავიდა ნიუ-იორკში 19 წლის ასაკში, მატილდას და ლეონს სძინავთ ერთმანეთის გვერდიგვერდ ლოგინში, როდესაც მატილდა სთხოვს ლეონს რომ იყოს მისი შეყვარებული.
Léon: The Professional

ნატალი პორტმანის როლზე თავდაპირველად ქასთინგის დირექტორმა უარი თქვა, იმ მიზეზით რომ ის ძალიან ახალგაზრდა იყო. მაგრამ, ნატალი დაბრუნდა აუდიტორიის წინაშე და შეასრულა ის სცენა სადაც მატილდა მის პატარა ძმის დაკარგვას გლოვობს, ამ სცენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ლუკ ბენსონზე და მან ნატალის როლი მისცა.

ნატალი პორტმანმა განაცხადა რომ, სცენა სადაც ის ჩაცმული იყო როგორც მერლინ მონრო, ნახა Wayne's World-ში (ამერიკულ კომედიურ ფილმში) რადგან, იმ ასაკში როდესაც ლეონს იღებდნენ ის არ უყურებდა ფილმებს მერლინის მონაწილეობით.

Léon: The Professional

ნატალი პორტმანის მშობლები უკიდურესად შეშფოთებულები იყვნენ მოწევის სცენების გამო ფილმში და სანამ ისინი ნატალის ნებას მისცემდნენ მონაწილეობა მიეღო ფილმში, მათ კონტრაქტი გააფორმეს ლუკ ბესონთან რომელიც, ითვალისწინებდა რომ, ფილმში მოწევის სცენების დროს გამოყენებული უნდა ყოფილიყო ფოტოები. ფილმში სულ ხუთი მოწევის სცენაა და აქედან არცერთში არ ჩანს რომ ნატალი ამოისუნთქავს კვამლს ან ნაფაზს არტყამს.
Léon: The Professional

ლივ ტაილერი იყო გათვალისწინებული მატილდას როლისათვის მაგრამ, ამ დროს ის 15 წლის იყო რაც, როლისათვის უფროსი ასაკი იყო.

პირველ პროექტში, ლეონის სრული სახელია Leone Montana.

ჟან რენომ განაცხადა რომ, ის ითამაშებდა ლეონის როლს ისე, თითქოს ის იყო გონებრივად ნელი და ემოციურად რეპრესირებული. ის ფიქრობდა რომ, საზოგადოებას ამით გაუადვილდებოდა რომ გაეცნობიერებინათ რომ, ის არ იყო ადამიანი რომელიც ისარგებლებდა დაუცველი, ახალგაზრდა ბავშვით.

Léon: The Professional Léon: The Professional
Léon: The Professional Léon: The Professional
Léon: The Professional Léon: The Professional
Léon: The Professional Léon: The Professional
ყველა სცენა ლეონის ბინაში გადაღებულია პარიზში, ყველა სცენა დერეფნის გარეთ გადაღებულია ექვსი კვირით ადრე ნიუ-იორკში

ლუკ ბენსონს ლეონის იდეა მოუვიდა მაშინ, როდესაც მუშაობდა წინა ფილმზე სახელად La Femme Nikita

სტენსფილდი (გარი ოლდმენი) ფილმში შეპყრობილია ბეთჰოვენით, მოგვიანებით ოლდმენმა შეასრულა ბეთჰოვენი ფილმში Immortal Beloved.

Léon: The Professional Léon: The Professional Léon: The Professional Léon: The Professional
ტრეილერი

კადრსმიღმა ვიდეოები




უყურეთ ფილმს ენჯელ.ჯი -ზე ონლაინ რეჟიმში!

"ლეონი" (1994)
ენა: ინგლისური

კატეგორია: ფილმები
Tags:

34


  • T A M U თქვა:
    29 ოქტომბერი 2012 19:11 - ID: 34,
    უმაგრესიიიიიიიი ფიილლმმიიიიიი ვგიჟდეეებიიიიიი love love love

  • nata-damon თქვა:
    29 ოქტომბერი 2012 17:11 - ID: 33,
    ძალიან მიყვარს ეს ფილმი love

  • Nirv-Ana თქვა:
    29 ოქტომბერი 2012 16:35 - ID: 32,
    ყველაზე მეტად მიყვარს ეს ფილმი smile ))) ჟან რენოზე ვგიჟდებიი,ნატალიზე ხო თავისთავად!! love

  • Marriiiammiii თქვა:
    29 ოქტომბერი 2012 14:34 - ID: 31,
    ნაყურები და ნასიამოვნები ვარ მე პირადად ამ ფილმით.

  • anii:):):) თქვა:
    29 ოქტომბერი 2012 14:19 - ID: 30,
    ჩემი აზრით ეს ფილმი შედევრია love love

  • me თქვა:
    29 ოქტომბერი 2012 13:36 - ID: 29,
    უმაგრესი ფილმია, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ემოცია love

    ჟან რენო რომ შესანიშნავი მსახიობია ამაზე აღარავინ დავობს უკვე, მაგრამ ნატალიც ძალიან მაგრად ასრულებს ამ როლს love love

  • a-nuki თქვა:
    28 ოქტომბერი 2012 23:11 - ID: 28,
    აიი ბოლო სცენას shape ofmy heart რო ადევს,პროსტაა აკვდებააა,ბევრი ვიტირე ბოლოს სიმღერამ და ყველაფერმა იმდენად იმოქმედა

  • lalaa თქვა:
    28 ოქტომბერი 2012 22:50 - ID: 27,
    უმაგრესი ნიუსია love
    ფილმზე ვგიჟდები !! ნატალი რა საყვარელია პატარა love ძაან მიყვარს
    გერი ოლდმენი ც უმაგრესი მსახიობიიაა
    ჟან რენოოო უუ love

  • anano.96 თქვა:
    28 ოქტომბერი 2012 22:48 - ID: 26,
    თან სიმღერა დაგერთო shape of my heart უმაგრესი იქნებოდა , მე ამ სიმღერის ფონზე ვკითხულობდი ამ ნიუსს , Leon –უძლიერესი ფიილმი ძალიან მიყვარს love love

  • sopuni თქვა:
    28 ოქტომბერი 2012 21:51 - ID: 25,
    ვგიჟდეებიიიიიი love ძალიან მიყვარს love

  • beauty queen თქვა:
    28 ოქტომბერი 2012 19:14 - ID: 24,
    ძაან მიყვარს ეს ფილმი მართლა ძაან მაგარი და ძლიერი ფილმია <3
    ნატალი კიდევ საოცრებაა ამ ფილმში <3

  • takcho თქვა:
    28 ოქტომბერი 2012 18:49 - ID: 23,
    ნატალი და ჟან რენო :>>>>

  • Chuck Bass თქვა:
    28 ოქტომბერი 2012 18:13 - ID: 22,
    ძალიან მიყვარს ეს ფილმი <3 ნატალი კიდე ულამაზესია <3 და უსაყვარლესი... <3

  • SuZiii თქვა:
    28 ოქტომბერი 2012 17:26 - ID: 21,
    ეს ფილმი არის შედევრიი smile

  • Scouser Kate თქვა:
    28 ოქტომბერი 2012 17:25 - ID: 20,
    უძლიერესსსია <3

  • queen spears თქვა:
    28 ოქტომბერი 2012 17:13 - ID: 19,
    ძაან მაგარი ფილმია შესანიშნავი!
    ნატალი კიდევ აი არ ვიცი უზომოდ კარგად თამაშობს აქ არადა რა პატაარაა და რა კარგად გადმოსცემს ემოციას.
    პირველას რომ ვუყურე ამ ფილმს ძალიან პატარა ვიყავი და სადაც ოჯახი მოუკლეს აი მანდ ვიტირე ძაან ვიტირე no wassat

  • lady_tamo თქვა:
    28 ოქტომბერი 2012 16:44 - ID: 18,
    უძლიერესი ფილმია
    ნამდვილად უნდა გქონდეს ეს შედევრი ნანახი
    კარგი ნიუსია

  • D-) თქვა:
    28 ოქტომბერი 2012 16:27 - ID: 17,
    ფავორიტებშიი love

  • crazy თქვა:
    28 ოქტომბერი 2012 15:36 - ID: 16,
    ნატალის და ჟან რენოს გარეშე ეს ფილმი ვერ წარმომიდგენია. ნატალი უნიჭიერესი მსახიობი რომაა ეს ფილმი ამის დამამტკიცებელი საბუთია

  • para_para_paradise თქვა:
    28 ოქტომბერი 2012 15:19 - ID: 15,
    vgijdebi am filmzee love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top