;

12 November 2012      nin1     3 Comments     Views 2323    
Category: Films, Movies

Aroow არის ტელეარხი CW-ს გამოშვებული 2012 წლის ტელესერიალი თანამედროვე რობინ ჰუდის შესახებ, რომელმაც IMDB-ზე გამოსვლიდან სულ მცირე დროში 8.5 რეიტინგი დააგროვა, საინტერესო სიუჟეტის დამსახურებით. სცენარი მოგვითხრობს ახალგაზრდა მილიონერი ოლივერ ქუინის ამბავს, რომელიც გემის ჩაძირვის შემდეგ სადაც თვითონ იმყოფებოდა, 5 წლის განმავლობაში დაკარგულადაა გამოცხადებული სანამ მას სათევზაო კატარღა დაუსახლებელ კუნძულზე არ იპოვის...
Arrow

ოლივერი დაბრუნდება სახლში, ნახავს დედას, დას - თეას, საუკეთესო მეგობარს და ქალს რომელიც უყვარდა, თუმცა ყველაფერი იცვლება, რადგან მისი წარსული იყო სასმელი, გართობა, უსიამოვნებები, ახლა კი კუნძულზე გატარებული ჯოჯოხეთური ცხოვრების შემდეგ ის მხოლოდ მამამისისთვის მიცემული პირობის შესრულებაზე ფიქრობს...
Arrow

წლების განმავლობაში ისეთი მდიდარი ხალხი, როგორიც იყო ოლივერის მამა, ძარცვავდნენ სტარლინგ სითის. ოლივერის მამამ, რომელსაც ჩაძირული გემი ეკუთვნოდა სიკვდილის წინ ინანა დანაშაული და შვილს თხოვა გამოესწორებინა მისი შეცდომა. იმ დროის განმავლობაში სანამ ოლივერი დაკარგული იყო, მან ისწავლა მშვილდის ხმარება, ჩხუბი, კლდეზე სწრაფად ცოცვა და საკუთარი თავი აქცია საბრძოლო იარაღად. მისი სხეულის 20% ნაიარევებით იყო დაფარული, ოლივერი იძულებული გახდა ისევ ისეთი თამამი და ეგოისტი ადამიანი ეთამაშა, როგორსაც მას ახლობლები გაუჩინარებამდე იცნობდნენ...
Arrow

ყველაზე მეტად მას საყვარელი ქალის ლორელის მოტყუება გაუჭირდა, რომელსაც 5 წლის წინ დიდი ტკივილი მიაყენა...
Arrow

Arrow

ოლივერ ქუინი ზედმეტსახელად ,, Arrow'' ღამით ჩნდება , აცვია მწვანე ფორმა, იყენებს მხოლოდ მშვილდს და სახეს მალავს კაპიუშონში, აკითხავს დამნაშავეებს იმ სახელების მიხედვით რომლებიც მამამისის წიგნაკში არიან მონიშნული. მათ შეცდომის გამოსწორებისთვის შანსს აძლევს, ხოლო შანსის გამოუყენებლობა სიკვდილის ფასად უჯდება ყველას. პოლიცია მას უბრალო ფსიქიურ დაავადებულად მიიჩნევს. პოლიციის სათავეში ლორელის მამა დეტექტივი კუენტინ ლენსი დგას...
Arrow

Arrow

Arrow

ქასთი

Stephen Amell - Oliver Queen ,, Arrow’’
Arrow


Katie Cassidy – Laurel Lance
Arrow


Willa Holland - Thea Queen
Arrow


David Ramsey - John Diggle
Arrow


Colin Donnell - Tommy Merlyn
Arrow

Susannah Thompson - Moira Queen
Paul Blackthorne - Detective Quentin Lance
Colin Salmon - Walter Steele
Emily Bett Rickards - Felicity Smoak


ჯერ მხოლოდ სერიალის პირველი სეზონი გადის, უკვე 5 სერიაა გამოსული.


სერიალის პრომოები
















ტელეშოუს შეგიძლიათ ყოველ ოთხშაბათს ადევნოთ თვალი ტელეარხ CW-ზე


Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments

  • airwalk თქვა:
    14 November 2012 06:15 - ID: 3,
    ეს ფილმი უნდა ყოგილიყო ახლა პირველი სეზონია და რამე და მეორეში მესამეში დაკარგავს აზრს და გადაუხვევს თავდაპირველ სიუჯეტს როგორც სერიალების 96 პროცენტი

  • Lindsay თქვა:
    12 November 2012 22:43 - ID: 2,
    მთავარი გმირი მომწოონს ძალიაან :D არადა სერიალის ყურებაა უილას გამო დავიწყე love

  • mari.mr თქვა:
    12 November 2012 21:25 - ID: 1,
    თანამედროვე რობინ ჰუდი შალვაა wink კარგი ნიუსია



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top