;

16 November 2012      B-)))     Views 4609    
Category: Films, Movies

14 ნოემბერს ლოს-ანჟელესში შედგა ფილმის ანა კარენინას პრემიერა . ფილმი დაფუძნებულია 1877 წლის ტოლსტოის რომანის მიხედვით. პრემიერას ესწრებოდა ასევე კირა ნაითლი რომელსაც Erdem-ის ულამაზესი კაბა ემოსა გაზაფხული / ზაფხულის 2013 წლის კოლექციიდან. კირასთან ერთად, პრემიერას დაესწრნენ ჯო რაიტი, ალისია ვიკანდერი და დომნალ გლისონი.
კირა ნაითლი ანა კარენინას პრემიერაზე ლოს ანჟელესში













კირა OTRC.com-ის ჟურნალისტსაც გაესაუბრა წითელ ხალიჩაზე. მან განაცხადა "ყველა სამკაული რაც მეკეთა ფილმის განმავლობაში არაჩვეულებრივი იყო, მე დიდი სიამოვნებით დავიტოვებდი მათ მაგრამ, სამწუხაროდ უნდა დამებრუნებინა. ძალიან გამიმართლა, მთელი ფილმის განმავლობაში შანელის ბრილიანტებს ვატარებდი."

მან ასევე გარდერობზეც ისაუბრა: "კაბები თავისთავად არაჩვეულებრივი იყო. ისინი შექმნილი იყო არაჩვეულებრივი დიზაინერის Jacqueline Durran-ის მიერ რომელმაც შექმნა ჩემი ტანსაცმელი ფილემბისათვის "სიამაყე და ცრურწმენა"და "მონანიება"

მსახობმა ასევე განმარტა რატომ მოეწონა ეს როლი: "მე ვფიქრობ ჩემი პერსონაჟი სავსეა ცხოვრებით, სიცილით, სიყვარულით მაგრამ, ზუსტად ამავე დროს ის არის ღვარძლიანი,მაცთუნებელი,უბედური და საზარელი. მაყურებელი ვერ მიხვდება რას იგრძნობს მის მიმართ, - ხან მოეწონება, ხან კი- შეეზიზღება."

ფილმში ასევე არის რამოდენიმე საცეკვაო ნომერი და ჟურნალისტმა კირას ამის შესახებაც ჰკითხა. მან განაცხადა: " ჩვენ სამი კვირის განმავლობაში შეუწყვეტლივ ვვარჯიშობდით, თუ ფილმს არ ვიღებდით მაშინ მის გადასაღებად ვვარჯიშობდით. დარწმუნებული არ ვარ საბოლოო ჯამში რა გამოვიდა მაგრამ, ძალიან ლამაზი ცეკვაა."


ახლა კი, ფოტოები ფილმის After Party-დან:





Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top