;

1 December 2012      FAME     Views 5700    
Category: Films, Movies

დეკემბერი, მხოლოდ მნიშვნელოვანი დღესასწაულებით არ გამოირჩევა. ერთგული კინომანებისთვის ცნობილია, რომ არაფერი შეედრება დეკემბრის კინო პრემიერებს, რადგან სწორედ ზამთრის პირველი თვეა ის დრო როცა ყველაზე ხმაურიანი პრემიერები იპყრობენ კინოთეატრებს. წარმოგიდგენთ ამა თვის ყველაზე მნიშვნელოვან კინო პრემიერებს, რომელთაც უამრავი ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა.

დეკემბრის ხმაურიანი კინო პრემიერები




ურჩხული და მზეთუნახავი 3D



მაყურებელი იხილავს ცნობილი ზღაპრის დისნეისეული ეკრანიზაციის ახალ ვერსიას, შეიძლება ითქვას უკვე გაგრძელებას, რადგან მთავარი გმირები უკვე სიყვარულით იქნებიან დაკავშირებულნი.
ანიმაციურმა ფილმმა გამოსვლისას დიდ წარმატებას მიაღწია და მან 1991 წელს მიიღო ორი ოსკარი, ასევე დაეუფლა სამ ოქროს გლობუსს.

დეკემბრის ხმაურიანი კინო პრემიერები



მსოფლიოში ყველაზე მთვრალი ოლქი


ფილმის მოქმედება ვითარდება შტატებში, ,,მშრალი კანონის' პერიოდში და საკმაოდ საინტერესოდ ვიტარდება. გარი ოლდმანს, ტომ ჰარდის, ჯესიკა ჩესტეინსა და მია ვასიკოვსკაიას დაპირისპირება უწევთ არა მარტო პოლიციასთან არამედ მაფიოზურ კლანთანაც.


დეკემბრის ხმაურიანი კინო პრემიერები




მამაკაცი დატაცებაზე



ჰოლივუდური ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გახდა ჯერარდ ბატლერი ფეხბურთის ვარსკვავობიდან უბრალო სკოლის გუნდის მწვრთნელი და როგორ მიიპრყო მარტოხელა დედების ყურადღება, მათ შორის კი ჯესიკა ბეილის, უმა ტურმანისა და კეტრინ ზეტა-ჯონსის.

დეკემბრის ხმაურიანი კინო პრემიერები





მასწავლებელი რინგზე




ფილმი ჰოლიუდის მთავარი ლათინოსის სელმა ჰაიეკის მონაწილეობით, რომელიც გიყვება ბიოლოგიის მასწავლებელზე, რომელსაც უწევს გაკვეთილებს შორის ავიდეს რინგზე და იბრძოლოს ფულის გამო, იმისათის, რომ გადაარჩინოს სკოლის მუსიკალური გუნდი.



დეკემბრის ხმაურიანი კინო პრემიერები






ბინა ნომერი 1303



საშინელებათა ფილმი მიშა ბარტონით მთავარ როლში, რომელიც შეეცდება დედა შვილის მოჩვენებასთან გაარკვიოს ურთიერთობა, ვინაიდან იგი დასახლდება სწორედ იმ ბინაში სადაც ორი, საკმაოდ აგრესიული მოჩვენება ბინადრობს და ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევს იქ მისულთ.


დეკემბრის ხმაურიანი კინო პრემიერები






გათხოვდე ორი დღით




ამ რომანტიკულ კომედიაში დიანა კრუგერი გიჩვენებთ თუ როგორ უნდა გაჰყვე ცოლად პირველივე შემხვედრს და თაფლობის თვის გასატარებლად გაემგზავრო დედა რუსეთში, ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ რომ მოიხსნა საგვარეულო წყევლა.


დეკემბრის ხმაურიანი კინო პრემიერები








10 წლის შემდეგ




ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინა პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელებულმა ჩანინგ ტატუმმა, რომ მას ისევ თავისი პირველი სიყვარული უყვარდა. ეს ყველაფერი კი კლასის შეკრებაზე გააცნობიერა, როცა ათი წლის უნახავ სკოლის სიყვარულს შეხვდა. ამ შეხვედრამ კი სრულიად შეცავალა მისი ცხოვრება.


დეკემბრის ხმაურიანი კინო პრემიერები







სასიყვარულო გადაფრენა



ჰაუსის შემდეგ ჰიუ ლორი უბრუნდება დიდ ეკანებს და მას ახალ სურათში პარტნიორობას გაუწევს, ახალგაზრდა მსახიობი ლეიტონ მისტერი. ფილმი მოგვითხრობს მეზობლებზე, რომელთა ურთიერთობაც საშინლადაა ჩახლართული.

დეკემბრის ხმაურიანი კინო პრემიერები










ჰობიტი : მოულოდნელი მოგზაურობა



,,ბეჭდების მბრძანებლის'' გულშემატკივრები იხილავენ იმას, თუ როგორ დაიწყო მათთვის ასე საყვარელი ისტორია. ფილმი წარმოადგენს დეკემბრის ყველაზე მასშტაბურ პრემიერას. ბილბო ბეგინსი, კინომატოგრაფის ყველზე ცნობილი ჰობიტი, გაემგზავრება რათა დაიბრუნოს და არადგინოს ჰობიტების მივიწყებული სამეფო. მოგზაურობისას იგი შეხვდება გენდელფს და აქედან იწყება მისტიური ისტორიაც, რომელიც ტოლკიენმა აღწერა თავის წიგნში.

დეკემბრის ხმაურიანი კინო პრემიერები




Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top