;
2 დეკემბერი 2012      Nanuka.     25 კომენტარი     ნანახია 3927-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

გამორჩეული მომენტები "ვამპირის დღიურებიდან"

ამჟამად "ვამპირის დღიურების" მე-4 სეზონი მიმდინარეობს. ამ ხუთშაბათს მაყურებელი რიგით მე-8 სერიას იხილავს. სერიალის ფანები მოუთმენლად ელიან მოვლენების განვითარებას, ვინაიდან სიუჟეტი ყოველკვირეულად იძაბება და ყოველ სერიას ახალი ინტრიგა მოაქვს. მანამ, სანამ ტელეარხი "CW" მორიგ სერიას შემოგვთავაზებდეს, ერთად გადავხედოთ ყველაზე დასამახსოვრებელსა და გამორჩეულ მომენტებს სერიალის ისტორიაში.

2x08 - დეიმონი ეუბნება ელენას, რომ უყვარს, მაგრამ შთააგონებს მას, რომ დაივიწყოს მისი სიტყვები. დეიმონის აზრით, იგი არ იმსახურებს ელენას: "რაც ახლა უნდა გითხრა, ალბათ ყველაზე ეგოისტური რამაა, რაც კი ცხოვრებაში მითქვამს. უბრალოდ უნდა ვთქვა ეს ერთხელ. შენ უნდა გაიგო ეს. მე შენ მიყვარხარ, ელენა. და მიყვარხარ იმიტომ, რომ არ შემიძლია შენ მიმართ ვიყო ეგოისტი, რატომ არ გესმის ეს. მე არ გიმსახურებ შენ, თუმცა ჩემი ძმა გიმსახურებს. ვისურვებდი, რომ არასდროს დაგვიწყებოდა ეს სიტყვები, მაგრამ დაგავიწყდება"



3x16 - დეიმონისა და სტეფანის დიალოგი. მე-3 სეზონის მე-16 სერიაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დიალოგი შედგა სალვატორებს შორის, რომელმაც დაამტკიცა, რომ მიუხედავად არაერთი უთანხმოებისა თუ ჩხუბისა, ძმებს ერთმანეთი ძალიან უყვართ და ნებისმიერ წამს მზად არიან გვერდში დაუდგნენ ერთმანეთს. ამ დროს სტეფანს რთული პერიოდი აქვს და კვლავ უჩნდება მიდრეკილება ადამიანების მოკვლისადმი, დეიმონი კი ეუბნება მას: "ნებისმიერ წამს, როდესაც ზედმეტად შეტოპავ, მე ვიქნები შენთან. ყოველ წამს, ყოველ დღეს. მანამ, სანამ აღარ დაგჭირდები". სტეფანი ეკითხება მას: "რატომ"?, ხოლო დეიმონი პასუხობს: "რადგან შენ ხარ ერთადერთი, ვინც მყავს ახლა".



გამორჩეული მომენტები "ვამპირის დღიურებიდან" გამორჩეული მომენტები "ვამპირის დღიურებიდან"

4x01 - სტეფანისა და ელენას დიალოგი ციხეში. მე-4 სეზონის 1-ელ სერიაში, ელენას ვამპირად გადაქცევის პირველი დღეა. სტეფანმა არ მიაღებინა მას სისხლი, რადგან ჰქონდა იმედი, რომ იგი ბონის დახმარებით ელენას ვამპირად გადაქცევის პროცესს ბოლომდე არ მიიყვანდა და კვლავ დაუბრუნებდა ადამიანობას, თუმცა იგი შეცდა. ელენა კვდება, რადგან სჭირდება სისხლი. ისინი დამწყვდეულები არიან და ელენა ნელ-ნელა ძალიან სუსტდება. სწორედ ამ დროს შედგება ელენასა და სტეფანს შორის ძალიან ემოციური დიალოგი.



3x20 - დეიმონისა და ალარიკის გამომშვიდობება. ალარიკი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც დეიმონი ენდობოდა. იგი არჩევანის წინაშეა - ან უნდა გახდეს ვამპირებზე მონადირე ან მოკვდეს. ალარიკი სიკვდილს ამჯობინებს (ბონის ჩარევით, შემდგომში ეს არ მოხდება) და სწორედ ამიტომ დეიმონი მასთან გამოსამშვიდობებლად მიდის. ეს სცენა გადმოგვცემს იმ უსაზღვრო ტკივილს, რომელსაც ადამიანი მეგობრის დაკარგვისას განიცდის.




1x20 - ელენა უბიძგებს სტეფანს სიცოცხლისკენ. ამ სერიაში სტეფანი ამჟღავნებს იმ ტკივილს, რომელსაც მას საკუთარი წარსული ანიჭებს, ტკივილს, რომელიც მას ადამიანების მოკვლამ მოუტანა... სტეფანს სურს მოიკლას თავი, ელენა კი არწმუნებს მას, რომ იგი სწორედ ის ადამიანია, რომელმაც იხსნა მისი სიცოცხლე, რომელმაც აირჩია, რომ ყოფილიყო უკეთესი...




3x19 - ელენა კოცნის დეიმონს. სტეფანი ურჩევს ელენას, რომ გაემგზავროს დეიმონთან ერთად, რათა გაერკვეს თავის გრძნობებში. ელენა ვეღარ მოთოკავს თავს და დეიმონს აკოცებს. კოცნის სცენა გაფორმებულია "Florence & The Machine"-ს სიმღერით "Never Let Me Go", რაც მას მეტ სილამაზეს ანიჭებს.



4x07 - კლაუსისა და კეროლაინის დიალოგი. "მის მისტიკ ფოლსის" კონკურსზე კეროლაინი თანახმაა დრო გაატაროს კლაუსთან ერთად. კლაუსი მოიპოვებს კეროლაინის ძველ აპლიკაციას, რომლითაც იგი წინა წლის კონკურსში მონაწილეობდა და დაიწყებს მის გაშაყირებას. ეს ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და ლამაზი სცენაა ამ სერიაში.




1x10 - სტეფანისა და ელენას სექსი. ეს სცენა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია სერიალის ისტორიაში, რადგან ამ დროს ელენამ იპოვა საკუთარ თავში ძალა, არ შეშინებოდა ვამპირის და მეტიც, ყვარებოდა ის, ისეთი როგორიც არის. იგი ამბობს: "თუ შენ წახვალ, წახვალ შენი თავის გამო, რადგან მე ვიცი, რაც მინდა. სტეფან, მე შენ მიყვარხარ".




2x16 - კეროლაინი მღერის მეთისთვის. ამ პერიოდში მეთი და კეროლაინი შეყვარებულები იყვნენ, თუმცა მათ ურთიერთობაში ბზარი იყო გაჩენილი. სწორედ ამიტომ, კეროლაინმა გადაწყვიტა სცენაზე ასულიყო და ყველას თანდასწრებით მეთისთვის ემღერა.




4x07 - დეიმონისა და ელენას სექსი. და ამ სეზონის უკანასკნელ სერიაში - ყველა დეიმონისა და ელენას ფანის ახდენილი ოცნება: მათი სექსი, რომელსაც ფანები 72 სერიის განმავლობაში ელოდნენ.



P.S 4 სეზონის განმავლობაში, მართლაც უამრავი გამორჩეული, დასამახსოვრებელი და ემოციური მომენტი ვნახეთ, რომლების ერთ სიახლეში გაერთიანება ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ, მაპატიეთ, თუ თქვენი საყვარელი მომენტი სტატიის მიღმა დარჩა. შემდეგში შემოგთავაზებთ საუკეთესო ეპიზოდებს რებეკას, ელაიჯას, კოლის, კეტრინის, ტაილერის და სხვა პერსონაჟების მონაწილეობით.

კატეგორია: ფილმები
Tags:

25


  • Lawyer თქვა:
    24 თებერვალი 2013 14:58 - ID: 25,
    ყველაზე კარგი კლაუსი და ქეროლაინია love

  • Taamoo თქვა:
    8 დეკემბერი 2012 13:51 - ID: 24,
    დელენა love დალარიკი love

  • izagogelia.. თქვა:
    4 დეკემბერი 2012 22:36 - ID: 23,
    ;(( ნერვები მეშლეებაააააააააა

  • gvanca_madidista თქვა:
    3 დეკემბერი 2012 22:21 - ID: 22,
    ყველაზე მაგარია ბოლო <3 wink

  • Nini)) თქვა:
    3 დეკემბერი 2012 20:47 - ID: 21,
    აიი უმაგრესიი სერიალიაა საუკეთესოოო love ვინცც ნიუსებსს დებს ამ სერიალზეე იმაზეცც მეკეტებაა დაა საეთოდ ქასთზეეე ვგიჯდებიი ჩემიი ცხოვრებაა ხალხიაა love

  • linda_JB თქვა:
    3 დეკემბერი 2012 20:18 - ID: 20,
    ჩემთვის ყველა მომენტი დასამახსოვრებელია lol განსაკუთრებით კეტრინი სადაცაა : )

  • Maryyy თქვა:
    3 დეკემბერი 2012 20:16 - ID: 19,
    დელენააააააააააააააააა love

  • Lindsay თქვა:
    3 დეკემბერი 2012 19:48 - ID: 18,
    მხოლოდ კლეროლაინი. love დანარჩენი ზერელედ მაქვს ნანახი :D

  • beauty queen თქვა:
    3 დეკემბერი 2012 19:47 - ID: 17,
    4x07 - დეიმონისა და ელენას სექსი


    ახდა ჩემი ოცნება აი ძაან მაგარი იყო დეიმონი გაბედნიერდა.
    ველოდები შემდეგ სერიას <3

  • gvancii111 თქვა:
    3 დეკემბერი 2012 19:34 - ID: 16,
    დელენა love
    დეიმონი და ალარიკი , ვაიიმეე sad
    ნიუსი მომეწონა love

  • Holly ❤ Shit თქვა:
    3 დეკემბერი 2012 19:05 - ID: 15,
    მე სტელენა მირჩევნია დელენას.
    არა იმიტომ, რომ დეიმონი არ მომწონს
    უბრალოდ სერიალში ელენას სტეფანი უფრო
    შეეფერება.
    ან ამ პოლსა რას უწუნებთ მშვენიერი ბიჭია ♥

  • Kristen თქვა:
    3 დეკემბერი 2012 19:00 - ID: 14,
    დეიმონის და ელენას სექსიიი ) ამას ველოდიი ამდენი ხანიიი ,,,, რა ცეცხლოვანი და სექსუალურიი წყვიილიააა ... ამათზე მაფანატეებბსს სექსიი იყოო თუ რა იყო ეს დაანგრიეს ყველაფერიი...გიჟეები,გადარეუულეეეეეეეეეეებიიიიიიიიიიიიიი .........

  • Queen Q თქვა:
    3 დეკემბერი 2012 16:13 - ID: 13,
    Delena, Delena, Delena! Did i mention Delena?!
    It's always gonna be Stelena. კი კი აბა რა)
    Klaroline love
    Dalarick, best bromance sad drunk

  • darkangel თქვა:
    3 დეკემბერი 2012 16:02 - ID: 12,
    სტელენას მომენტები რომ მოაშოროთ უკეთესი იქნება ^_^ სტელენას სექსი ამაზრზენი იყო მაგასაც თუ სექსი ერქვაა wink
    ნუ დელენაზე ლაპარაკი არ მაქვს <3 შოკი იყო დექსი <3

  • lalaa თქვა:
    3 დეკემბერი 2012 15:10 - ID: 11,
    ნანუკაა ძააალიააან მაგარი ნიუსია love უხ რაც მეეე ვამპირის დღიურებზე მიბღავლია lol მე7ე სერია იყო შოკი გავგიჟდი ისე მომეწოონა love

  • anabana თქვა:
    3 დეკემბერი 2012 15:08 - ID: 10,
    რა კარგი ნიუსია love

  • smile-eto თქვა:
    3 დეკემბერი 2012 13:25 - ID: 9,
    ელენა მაგარი იდიოტი გოგოააა არ იმსახურებს სტეფანს ფუუუუუუუუუF

  • QiQiTo:):) თქვა:
    3 დეკემბერი 2012 13:19 - ID: 8,
    პირველ რიგში მადლობა ავტორს დიდი ინტერესეით წავიკითხე ძალიან კარგი გამოგივიდააა:))\
    ყველა მართლა დამამახსოვრებელი ეპიზოდები იყო მაგრამ არ შემიძლია არ გამოვყო
    ალარიკის და დეიმონის სცენა....

  • meocnebe თქვა:
    3 დეკემბერი 2012 01:27 - ID: 7,
    სტელენა და კლაუსის და კეროლაინის დიალოგი

  • Angel-A თქვა:
    3 დეკემბერი 2012 00:45 - ID: 6,
    klaroline love

    ალარიკი love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top