;
9 იანვარი 2013      SaLooooooo     14 კომენტარი     ნანახია 4518-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები



ანუბისის სახლი
სათავგადასავლო სერიალი თავგადასავლების მოყვარულთათვის, რომელიც სავსეა დაბრკოლებებით, მისტიკით, დრამებითდა რაც მთავარია ფანტაზიით. სერიალი სამ სეზონადაა დაყოფილი და ყოველი სეზონი ძალიან საინტერესოდ ვითარდება.

მოვლენები ვითარდება ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ პანსიონში, სადაც მოსწავლეები ცხოვრობენ და პარალელურად სწავლობენ კიდევაც. პირველ სეზონში ერთი მოსწავლე - ჯოი, უგზო-უკვლოდ უჩინარდება, მის ადგილს კი სხვა მსოწავლე იკავებს. მეგობრები ცდილობენ გაარკვიონ, სად გაქრა ის და ამ საიდუმლოს ამოხსნისას ისეთ იდუმალებებს გადაეყრებიან, რასაც ვერც კი წარმოიდგენდნენ. აღმოჩნდება, რომ სკოლის მასწავლებლები იდუმალ კლანში არიან გაწევრიანებულნი, სადაც ისინი სიცოცხლის ელექსირის დამზადებას ცდილობენ. ამის მერე ჩნდება ეჭვი, რომ ჯოის გაუჩინარებაში მასწავლებლების ხელი ურევია... მოსწავლეები თავიანთ გუნდს ''სიბუნას'' უწოდდებენ. მათგან ერთ-ერთი რჩეული აღმოჩნდება, რომელიც მნიშვნელოვანი ფიგურაა და სწორედ მას ავალია სწორ გზაზე გასვლა.









ამ ყველაფრის შემდეგ მოვლენები კიდევ უფრო ვითარდება და მძაფრდება, ამით კი კიდევ უფრო საინტერესო ხდება. გადის 1 წელი პირველი სეზონის მოვლენებიდან. ბავშვები პანსიონში ბრუნდებიან, სადაც უკვე იგრძნობა ახალი თავგადასავლის სურნელი. ახლად აღმოჩენილი რჩეული შემთხვევით ძველ ეგვიპტელ მოჩვენებას გაანთავისუფლებს, რომელიც მას წყევლის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ის მას ანუბისის ნიღაბს არ მიუტანს, მაშინ ის მოკვდება. იწება ნიღბის ძიება, ''სიბუნა'' აღდგება. მინიშნებები უშიშარ ჯგუფს სახლის ქვემოთ მიიყვანს და ისინი გაარკვევენ, რომ პანსიონის ქვემოთ საიდუმლო გვირაბებია დამალული. იწყება სასიკვდილო რბოლა ნიღბის მოსაძებნად, თუმცა ამის გარდა თამაშში იდუმალი პირი - "კოლექციონერი" ერთვება, რომელიც ნიღბის ხელში ჩასაგდებად არაფერზე იხევს უკან... რჩეულს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. მისი ვალია მეგობრების და საკუთარი თავის გადარჩენა. ასევე მეორე სეზონში ახალი პერსონაჟი ჩნდება, რომელიც შემდგომ ასევე მნიშვნელოვანი ფიგურა აღმოჩნდება.







მესამე სეზონში კიდევ უფრო იძაბება სიტუაცია. ახალი წელი, ახალი სტუდენტები და ახალი დაუვიწყარი თავგადასავალი. დიდი ბოროტება გაიღვიძებს და სიბუნას კლუბს მოუწევს ყველაფერი დათმოს, რათა დაამარცხონ ადამიანი, რომელიც აქამდე კეთილი და გარდაცვლილი ეგონათ, თუმცა სინამდვილეში ცოცხალი და ბოროტი აღმოჩნდება. ამასთან ერთად რჩეული სადღაც გაუჩინარდება და მეგობრები ცდილობენ გაარკვიონ რა დაემართა მას. ახალი საიდუმლოს ძიებისას შოკისმომგვრელ ფაქტებს აეხდება ფარდა...

შეგახსენებთ, რომ მესამე სეზონი ახლხანს გავიდა უცხოურ ტელესივრცეში და ისიც მხოლოდ ორი სერია.







კატეგორია: ფილმები
Tags:

14


  • taylorswiftloveuuu13 თქვა:
    15 ოქტომბერი 2013 14:23 - ID: 14,
    პირველი და მეორე სეზონები ძაან მაგრებია და მესამე აღარ მომწონს, თან ნინაც მიდის...

  • -twilight- თქვა:
    22 ივლისი 2013 15:20 - ID: 13,
    ვგიჯდები ამ სერილზე

  • Paran : ) თქვა:
    19 აპრილი 2013 14:18 - ID: 12,
    მე მესამე სეზონიც დამტავრებული მაქ და ტვიტერზე ყველა მსახიობს ააქვს ჩემთვის მოწერილი :) ვგიჟდები ამ სერიალზე და ყველაზე მეტად ჯეიდ რემსიზე<3 ჩემი ცხოვრბააა <3 შეიძლება მეოთხე სეზონი არ გამოვიდეს მაგრამ ივნისში კინო გამოდის ანუბისზე :)

  • MeGi Ko თქვა:
    13 იანვარი 2013 16:50 - ID: 11,
    elenuca44,
    2სეზონს მეც 2-3 დღეში ვუყურე მაგრამ მესამე სეზონი ვერსად ვნახე და შენ სად უყურებ მომეცი ლინკი თუ შეგიძლია love

  • FuNnYbUnNy თქვა:
    11 იანვარი 2013 22:57 - ID: 10,
    მიყვააარს

  • takcho თქვა:
    9 იანვარი 2013 22:31 - ID: 9,
    არადა ბევრად უკეთესის გაკეთება შეიძლებოდა
    ნინას როლში ვინცაა რაღაც ცუდად თამაშობს

  • Gossip T თქვა:
    9 იანვარი 2013 22:29 - ID: 8,
    ძაააააააალიან მიყვარს!

  • elenuca44 თქვა:
    9 იანვარი 2013 20:44 - ID: 7,
    ვგიჟდები ამ სერიალზეე love ორივე სეოზნს 2 დღეში ვუყურე და ეხლა მესამეს ვუყურეებ... ერთი სული მაქ შემდეგი სერია როდის იქნებაა

  • Timoon თქვა:
    9 იანვარი 2013 14:56 - ID: 6,
    ძააან მაგარიი სერიალია :)

  • salome55555 თქვა:
    9 იანვარი 2013 14:53 - ID: 5,
    საინტერესო აღწერა აქვს მაგრამ მეზარება ყურება

  • elenikojoe თქვა:
    9 იანვარი 2013 14:14 - ID: 4,
    თრეილერებს, რომ ვუყურე გამიქრა სურვილი ყურების. :)

  • ELE-elene თქვა:
    9 იანვარი 2013 13:56 - ID: 3,
    2 სეზონი ნანახი მაქვს.. დრო ტყუილად დავკარგე... recourse

  • leqso_beqso თქვა:
    9 იანვარი 2013 13:00 - ID: 2,
    ძაან მაგარი სერიალია ძაან მიყვარს. ფეისზე მოძებნეთ Mundo Studios. ის ახმოვანებს ქართულად. პირველი ორი სეზონი სულ გახმოვანებული აქვს. და მესამე სეზონის 2 სერიაც გახმოვანებული აქვს

  • mari-mari თქვა:
    9 იანვარი 2013 12:09 - ID: 1,
    ორივე სეზონი ნანახი მაქ ეხლა მესამეს ვუყურებ ნორმალური სერიალია

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top