;
18 იანვარი 2013      Nanuka.     23 კომენტარი     ნანახია 7703-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

"The Originals"
სერიალის სიუჟეტი
სპოილერები ჯული პლეკის ინტერვიუდან

ჯული პლეკი, როგორც "ვამპირის დღიურების" აღმასრულებელი პროდიუსერი უკვე მთელმა მსოფლიომ გაიცნო. როგორც ჩანს, იგი გაჩერებას არ აპირებს და "ვამპირის დღიურების" ფანებს დიდ სიურპრიზს უმზადებს. კერძოდ, 25 აპრილს მისი თაოსნობით გამოდის ახალი სერიალი - "The Originals", რომელიც არის "ვამპირის დღიურების" სპინ-ოფი, ამავე სერიალის მსახიობების - ჯოზეფ მორგანისა (კლაუსი) და ფიბი ტონკინის (ჰეილი) მონაწილეობით.

"The Originals" - ახალი სერიალი ჯული პლეკისგან

სიუჟეტი


ორიგინალების ოჯახის წევრი - კლაუსი, ბრუნდება ქალაქ ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში - ქალაქში, რომლის აშენებასაც საუკუნეების წინ თავად შეუწყო ხელი. იგი ბრუნდება, რათა შეუერთდეს თავის სასტიკ პროტეჟეს - მარსელს. სერიალში ჰეილის როლით გვევლინება აგრეთვე ფიბი ტონკინი - მაქცია, რომელიც "ვამპირის დღიურების" მე-4 სეზონში გავიცანით.
"The Originals" - ახალი სერიალი ჯული პლეკისგან

სპოილერები ჯული პლეკის ინტერვიუდან


-სპინ ოფის იდეა უკვე დიდი ხანია არსებობს. რამ გადაგაწყვეტინათ, რომ ის 25 აპრილს განხორციელდეს?

ეს ნამდვილად ისაა, რის შესახებაც ორი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით, ვცდილობდით გაგვეკეთებინა წინა წელს, თუმცა მაშინ ძალიან ბევრი საქმე იყო ძალიან ცოტა დროში. ამ წელს მოგვეცა შესაძლებლობა გამოვიყენოთ ბევრად მეტი დრო იმის დაზუსტებაში, აქვთ თუ არა ჩვენს მსახიობებს ინტერესი, მოვყვეთ მათი პერსონაჟების ისტორია უფრო ღრმად. ეს ყველაფერი საბოლოოდ გადაწყდა მაშინ, როდესაც მივხვდით, რომ არ მოგვიწევს მოვწყდეთ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან "ვამპირის დღიურებს" და პირიქით განვავითაროთ ამ სერიალის პერსონაჟების ისტორია.

-რა ცნობებს მოგვაწვდით 25 აპრილის სერიასთან დაკავშირებით?

-იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მისტიკ ფოლსში მიმდინარე მთელი რიგი მოვლენები აიძულებს კლაუსს გაემგზავროს ნიუ ორლეანში, რათა ამოხსნას საიდუმლო. ის შეიტყობს, რომ ვიღაც-ვიღაცები აპირებენ მის საწინააღმდეგოდ მოქმედებას. სწორედ ამიტომ, იგი ეშურება ნიუ ორლეანისკენ რათა შეიტყოს კერძოდ ვინ კრავს პირს მის წინააღმდეგ და რას აპირებენ ისინი. და ამ საიდუმლოს კლაუსი აბრუნებს იმ ქალაქში, რომლის აშენებაშიც საუკუნეების წინ თავად მიიღო მონაწილეობა. ის უმეგობრდება ვამპირს - მარსელს, რომელიც შემქმნელია ქალაქის მთელი რიგი წესებისა და ლიდერია მთელი ზებუნებრივი საზოგადეობისა. მას, გარკვეულწილად ძალაუფლება გადააქვს კლაუსის ხელში და ეუბნება: "შენ მასწავლე ყველაფერი, რაც კი ვიცი". ანუ, კლაუსის პროტეჟე ზებუნებრივი საზოგადოების "მეფეა" ნიუ ორლეანში და კლაუსიც ნელ-ნელა უახლოვდება მას.

-ჩაატარეთ თუ არა ქასთინგი მარსელის როლისთვის?


-არა. ქასთინგს ვიწყებთ 1 ან 2 კვირაში.

-როგორ აღწერდით მას?


-წვეულება მისი სიცოცხლეა. ის არის სასტიკი და საშიში როკ-ვარსკვლავი. ის არის იმ სახის ვამპირი, რომელსაც შეუძლია მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს ფრანგული კვარტალის ცხოვრებიდან.

-ფანებს აინტერესებთ ვინ შეაჩერებს კლაუსს და როგორ ჩაერთვება ამ ყველაფერში ჰეილი.

-ეს დიდი საიდუმლოების ნაწილია. მე ვიტყვი, რომ ვერავინ ივარაუდებს ამ ყველაფერს და ჰეილის მოქმედებები ყველასთვის დიდი სიურპრიზი იქნება.

-იქნება თუ არა როლი ელაიჯასთვის (დანიელ გილსი) სპინ-ოფში?

ჯული პლეკის სამყაროში (იცინის), ყოველთვის არის როლი ელაიჯასთვის. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად არის დანიელ გილსის სამყაროში ინტერესი ჯული პლეკთან მუშაობის მიმართ. მაგრამ, მე ვიმედოვნებ, რომ პასუხი იქნება "კი".

-და რას გვეტყვით რებეკაზე (კლერ ჰოლტი)? იგი ბრუნდება ახალ სერიაში, თუმცა კლაუსსა და მას მაინც და მაინც კარგი ურთიერთობა არ აქვთ.

ამ მომენტისთვის, ის მართლაც ძალიან გაბრაზებულია კლაუსზე და მათ ურთიერთობას კიდევ მრავალი ბარიერის გადალახავა მოუწევს უახლოეს 5 ეპიზოდში. მე ვფიქრობ, რომ ის კიდევ ერთი პერსონაჟია, რომელიც დიდი განძია ორივე შოუსთვის. მისი მონაწილეობა ახალ შოუში დამოკიდებულია რებეკას მომავალზე, კლერის მომავალზე რებეკასთან მიმართებაში და ყველა იმ მოვლენაზე, რაც ჯერ არ განგვიხილავს.

"The Originals" - ახალი სერიალი ჯული პლეკისგან

"ვამპირის დღიურების" ფანებს წინ მართლაც ძალიან საინტერესო სერიალი ელით. "The Originals" საშუალებას მოგვცემს უფრო ღრმად გავიცნოთ ორიგინალების ოჯახი და გავხდეთ ახალი, ძალიან საინტერესო თავგადასავალის მონაწილენი.




კატეგორია: ფილმები
Tags:

23


  • tiko... თქვა:
    27 იანვარი 2013 00:50 - ID: 23,
    ელაიჯა დაამტკიცდა ორიგინალების ერთ-ერთ მთავრ პერსონაჟად...

  • Raddus თქვა:
    23 იანვარი 2013 20:56 - ID: 22,
    იმედია მოგვიანებით ისევ დღიურებს შეუერთდება. მმ,მაინტერესებს:))))

  • katokato თქვა:
    20 იანვარი 2013 22:49 - ID: 21,
    რაღა გვიჭირს აწი, სანტა ბარბარა გაიჩითა ,ჯობია მისტიკ ფოლსი ერქვას :D

  • linda_JB თქვა:
    20 იანვარი 2013 22:33 - ID: 20,
    კეტრინი დააბრუნეთ თქვენი... lol

  • Mari.♫ თქვა:
    19 იანვარი 2013 14:14 - ID: 19,
    ;// ერთის მხვრივ კარგია მაგრამ,
    თუ თვითონ სერიალში არ იქნებიან ტეხაავს :შშშ

  • mari2000 თქვა:
    18 იანვარი 2013 20:16 - ID: 18,
    დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მაგარი გამივა მხოლოდ იმიტომ რომ მთავარ როლში ჯოსეფ მორგანია მაგრამ ფიბის ვერ ვიტან. იმედია კარგი გამოვაა

  • anaaa თქვა:
    18 იანვარი 2013 16:18 - ID: 17,
    ისეთი სტილის იქნება სხვა დანარჩენები როა რაც ჩემთვის უინტერესოა და მოსაბეზრებელიი

  • natianatia თქვა:
    18 იანვარი 2013 15:38 - ID: 16,
    ვგიჟდები ამ ბიჭზე love

  • gvancii111 თქვა:
    18 იანვარი 2013 15:30 - ID: 15,
    ძალიან მაინტერესებს ,!!
    და მე მგონია კარგი გამოვა ))
    იდეაც ძალიან კარგია smile
    იმედია ეს ჩვენი ჯული, რომელიც თავისი სურპრიზებით გამოირჩევა ორიგინალებს სერიალიდან არ გააქრობს feel

  • Nini...♥ თქვა:
    18 იანვარი 2013 15:21 - ID: 14,
    ჯოზეფ მორგანი არის რაღაც სასწაული მისი სამსახიობო ნიჭი მაოცებს,მისი აქცენი,მისი სიმპატიურობა აი არვიციიი #1 მამკაციაა ჩემთვის.იმდენად კარგად მოირგო კლაუს მაიკლსონის როლი რომ ჩემი აზრით უკვე მისი სახე გახდა.დანარჩენ ორიგინალებზეც ვგიჯდები.ძალიან მაინტერესებს ეს ფილმი.მართლაც უდაოდ კარგი გამოვა-ჯულის იმედი მაქვს.ფიბი ტონკინი კარგი გოგოა მაგრამ არ ვიცი რამდენად მოეგება ორიგინალებთან ფილმსს. კლერ ჰოლტის,დანიელის და ნატის იმედი კიდევ მაქვსს ორიგინალებზეე ვგიჯდებიი love აი ყველაზე მეტად მახარებს რომ ჯოზეფი უფრო დაფასებული გახდება და ახლა მაინც მიცემენ ჯოზეფს დამსახურებულ პრიზსს love რიუსიი ძალიან მომეწონა ფავორიტებში love ისე კლაუსთან ყველაზე მეტად ჩემი ქეროლაინი მინდაა love

  • QiQiTo:):) თქვა:
    18 იანვარი 2013 15:19 - ID: 13,
    საინტერესოა ! თუმცა ორიგინალების არ ყოფნა 5 სეზონში ძალიან ბევრს დაწყვეტს გულს!

  • Diana♥ თქვა:
    18 იანვარი 2013 14:55 - ID: 12,
    ამ ტექსტის სანახავად თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.

  • -Diana- თქვა:
    18 იანვარი 2013 14:34 - ID: 11,
    - კარგი იდეაა, მაგრამ ალბათ დღიურებში ვეღარ ვიხილავთ კლაუსსა და დანარჩენ ორიგინალებს ხშირად (ისე არც აქამდე არ ჩანდნენ დანარჩენები ხშირად), რაც უინტერესოს გახდის სერიალს.. ფიბი კარგი გოგოა, მაგრამ ჰეილის პერსონაჟი სასტიკად არ მომწონს და საერთოდაც არ მინდა, რომ მონაწილეობა მიიღოს ახალ სერიალში.. და თუ სერიალს ორიგინალები ქვია, მაშინ ყველა ორიგინალი ვამპირი უნდა მონაწილეობდეს სერიალში, არ უნდა იყვნენ ეპიზოდურ როლებში, როგორც დღიურებში არიან.. ჰეილი საერთოდ რა კავშირშია ამ სერიალთან ვერ ვხვდები fellow

  • ANIcule თქვა:
    18 იანვარი 2013 14:21 - ID: 10,
    კლაუსიი აჰ აჰ აჰ love

  • ReaL-gvaNca თქვა:
    18 იანვარი 2013 14:15 - ID: 9,
    love

  • beauty queen თქვა:
    18 იანვარი 2013 14:02 - ID: 8,
    როგორ მიყვარს ორიგინალებიი <3 ძაან მიხარია აი ყველაზე მაგარი სერიალია <3

  • Sophie_Persie თქვა:
    18 იანვარი 2013 13:36 - ID: 7,
    აუუუ კლაუსის როლზე ცოტა უშნო ვერ დაამტკიცეს? request

  • lika.2014 თქვა:
    18 იანვარი 2013 12:23 - ID: 6,
    love love

  • anii:):):) თქვა:
    18 იანვარი 2013 12:22 - ID: 5,
    რაგაც არ მგონია რო კარგი გამოვიდეს

  • MissDevonne თქვა:
    18 იანვარი 2013 11:51 - ID: 4,
    მიხარია! ^_^ კლაუსი ჩემი სიმპატიური. აუცილებლად ვუყურებ აუცილებლად!

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top