;
25 იანვარი 2013      Baby Girl     17 კომენტარი     ნანახია 2663-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

Les Misérables

Les Misérables - არის ფრანგული ისტორიული რომანი, რომლის ავტორიცაა ვიქტორ ჰიუგო. ამ ნაწარმოების კიდევ ერთი ეკრანიზაცია შედგა 2012 წელს, რომლის რეჟისორიც ტომ ჰუფერია, ხოლო ფილმში თამაშობენ ენ ჰეთევეი, ჰიუ ჯეკმანი, ამანდა სეიფრიდი, რასელ ქროუ, საშა ბარონ კოენი, ჰელენ ბონჰემ კარტერი და ა.შ. ფილმი ნამდვილად არ განიცდის ვარსკვლავების ნაკლებობას, რაც მის აუცილებელ წარმატებაზე მიგვანიშნებს. ფილმი ნამდვილად შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს, რადგანაც იგი უკვე 8 ოსკარზეა წარდგენილი. ამ ფილმმა უკვე შეძლო ოქროს გლობუსის მოპოვება სხვადასხვა კატეგორიაში ესენია:

საუკეთესო მიუზიკლი, საუკეთესო მამაკაცის მთავარი როლის შესრულება(ჰიუ ჯეკმანს ერგო ჯილდო) და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულება (ჯილდო ენ ჰეთევეის ერგო).

Les Misérables


ფილმი თითქმის სამ საათს გრძელდება, თუმცა მაყურებელი ამას ვეც კი ხვდება, რადგანაც ფილმი საკმაოდ დინამიური, საინტერესო და დამაინტრიგებელია. სცენარი საკმაოდ სევდიანი და ემოციურია, ამბავი ეხება ადამიანს, რომელმაც პურის ერთი ნაჭერი მოიპარა, რათა თავისი დის შვილისთვის მიეცა, ამის გამო ის ციხეში იყო 20 წელზე მეტი. ის გაიქცევა და გამუდმებით დაჩაგრული ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს, მას უწევს ახალგარზდა გოგონას აღზრდა, რომლის დედაც უბედური ქალი იყო. ფილმში შესანიშნავადაა წარმოჩენილი ადამიანების ტანჯვა და მცდელობა, რათა გადარჩნენ და შემდეგი დღე გაუთენდეთ.




ჩვეულებრისამებრ მიუზიკლის ტიპის ფილმებისთვის სიმღერების ჩაწერა ხდება მუსიკალურ სტუდიაში, მაგრამ ამ ფილმის გადაღებებისას ყოველი სიმღერა ცოცხლად შესრულდა და ჩაიწერა პირდაპირ გასადაღებ მოედანზე, ამგვარად სიმღერები მკაფიოდ გამოხატავენ მსახიობის ემოციას და სიუჟეტს.

ფანტინის როლზე განიხილებოდნენ ემი ადამსი, ჯესიკა ბილი, მარიონ კოტიიარი, კეიტ უინსლეტი და სხვა მრავალნი, თუმცა როლი ენ ჰეტეუეის ერგო, რომელმაც კასტინგზე ყველა აატირა! როლის გამო სპეციალურ დიეტაზე დაჯზე და თმის გადასაღებ მოედანზე შეკრეჭასაც დასთანხმდა (ერთერთ სცენაში).

1987 წელს ამერიკულ ტურნეში დადგმულ მიუზიკლში ენ ჰეტეუეის დედამ Kate McCauley Hathaway პირველმა შეასრულა ფანტინის როლი!
ჰიუ ჯეკმანი პირადად უწევდა რეკომენდაციას ენ ჰეტეუის ამ როლზე, მათ ორჯერ შეასრულეს ერთად ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე.

ენი ამბობს, რომ 8 საათი დასჭირდათ "I Dreamed a Dream"-ის სცენის გადასაღებად.




ეპონინის როლზე კი სკარლეტ იოჰანსონი, ლეა მიშელილ ევან რეიჩელ ვუდი, ემილი ბრაუნინგი და ჰეიდენ პენეტაირი იბრძოდნენ. საბოლოოდ ის ხვდა სამანტა ბარკსს, სამანტას ეს როლი უკვე შესრულებული ქონდა ვესტ-ენდის თეატრში და მიუზიკლის 25 წლის იუბელესთან დაკავშირებულ კონცერტზე. მისი როლზე შერჩევა კი პირდაპირ თეატრში მოხდა, როდესაც Oliver! -ში მისი შესრულებით აღფრთოვანებულმა კამერონ მაკინტოშმა (ფილმის პროდიუსერი) სცენაზე ასვლით ახარა ამ როლის მიღება სამანტას.

ამანდა სეიფრიდს კი საკმაოდ ბევრი მუშაობა მოუწია მის ვოკალზე, იმის და მიუხედავად, რომ უკვე მიღებული ქონდა მონაწილეობა მუსიკალურ ფილმში მიიჩნევდნენ რომ ის თავს ვერ გაართმევდა ამ დონის მიუზიკლს.

თავად კამერონ მაკინტოში ინგლისში უწევდა პროდიუსერობას ამ მიუზიკლის დადგმას და 90' წლებიდან მოყოლებული სურდა ფილმის გადაღება. ფილმში მსახიობების დიდი ნაწილი რეალურად მიუზიკლის მონაწილეები არიან, ისინი მოიწვიეს ძირითადად უესტ ენდიდან და სხვა დადგმებიდან. მათ შორის: Kerry Ellis, Hadley Fraser, Katie Hall, Dianne Pilkington, Nancy Sullivan, Gina Beck, Robyn North, Fra Fee, Alistair Brammer, Killian Donnelly, Linzi Hateley, Caroline Sheen, Katy Secombe, Christopher Key, Gemma Wardle და Alexia Khadime. .

ენ ჰეტეუეი არ პასუხობს ინტერვიუზე შეკითხვებს თუ როგორ დაიკლო ამ როლისთვის წონაში, ენი ამბობს რომ მან ექსტრემალურ საშუალებებს მიმართა და არ სურს მათი გაჟღერება ისე, რომ ვინმემ იხელმძღვანელოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ამ მეთოდებს, მხოლოდ აღიარებს რომ პერიოდულად შვრიის დიეტაზე იყო.

ჰიუ ჯეკმანი კი გადაღებებამდე 36 საათი წყლის გარეშე ძლებდა, რათა ამგვარად ორგანიზმი წყლისგან განთავისუფლებულიყო და ჩავარდნოდა თვალის უპეები და ლოყები, რაც მეტ დამაჯერებლობას შემატებდა მას პატიმრის როლის განსახიერებისას.



Les Misérables

Les Misérables

Les Misérables

Les Misérables

Les Misérables

Les Misérables

Les Misérables

Les Misérables

Les Misérables




ეს ფილმი არის ეკრანიზაცია იმ მიუზიკლისა, რომელიც უკვე წლებია, რაც აოცებს მაყურებლებს. ეს მიუზიკლი საფრანგეთში შექიმნა, თუმცა წარმატებისკენ სვლა მხოლოდ 1985 წელს ბრიტანული პრემიერის შემდეგ დაიწყო, ეს ის მიუზიკლი იყო, რომელმაც ხალხში აღფრთოვანება გამოიწვია, რაც საკმაოდ იშვიათი იყო იმ დროს. მიუზიკლი წლების გამავლობაში იდგმებოდა თეატრებში, თუმცა მისი ერთერთი ნაწყვეთი გახდა საყოველთაოდ ცნობილი, როდესაც სუზან ბოილიმ იმღერა “I Dreamed a Dream” ბრიტანულ ნიჭიერში და ამით მაყურებლების გულები დაიპყრო.




Les Misérables

Les Misérables



კატეგორია: ფილმები
Tags:

17


  • taka-tako თქვა:
    26 იანვარი 2013 22:37 - ID: 17,
    არაჩვეულებრივი მუზიკლი იყო love ძალიან მომეწონა

  • katokato თქვა:
    26 იანვარი 2013 22:30 - ID: 16,
    ენი უდაოო ნიჭიერია და ჰიუ ხომ საერთოდ მათ მიერ შესრულებული დუეტ ოსკარზე მაგარი იყო,მაგრამ ეე ჯანმრთელობასთან თამაში არ ვარგა 21 საუკუნეა გრიმი ხომ არსებობს რა იცი მერე რა დაგემართოს,იგივე დონ კიხოტი რომ შეასრულა კახი კავსაძემ ჩხირივით იყო და ვეღარ იმატებდა მამუა კიკალეიშვილმა სანჩოს როლის მერე ვეღარ დაიკლო ეასე წონაზე თამაში არ შეძლება ანუ არ მივესალემბი ესეთ მსხვერპლს დიდების გამო

    Mari__Angel,
    გეთანხმები ესე ლაივში სიმღერა თეატრალიზებულია უფრო ვიდრე ფილმი ,მამა მია რომ არის ისე უნდა ყოფილიყო ან ჩვენი ვერის უბნის მელოდიები

  • Fashion♥ თქვა:
    26 იანვარი 2013 21:05 - ID: 15,
    აუ... რუსულიმინდა

  • Ana smiley თქვა:
    26 იანვარი 2013 15:35 - ID: 14,
    ყველაზე ნიჭიერი მსახიობები არიან ამ ფილმში ძაან მაგარი უნდა იყოს love love

  • Nuci_nini თქვა:
    26 იანვარი 2013 14:53 - ID: 13,
    მომეწონა კაი ფილმია love love

  • QiQiTo:):) თქვა:
    26 იანვარი 2013 12:28 - ID: 12,
    smile

  • salome55555 თქვა:
    26 იანვარი 2013 11:44 - ID: 11,
    რამდენი იწვალეს მსახიობებმა პირდაპირ გასაგიჟებელია. მგონია რომ კარგი ფილმია და ველოდები love ამანდას დარწმუნებული ვარ კარგად ექნება ეს როლი შესრულებული love ენი love
    ნიუსი არის უმაგრესი love

  • ANGEL თქვა:
    26 იანვარი 2013 01:59 - ID: 10,
    აუჰ, მომეწონა, მაგრამ... არ მომეწონა რომ სულ სიმღერით ლაპარაკობდნენ, სუფთა მიუზიკლია, ვაფასებ მსახიობების გაწეულ შრომას, ოსკარიც დამსახურებული იქნება მათთვის.. მაგრამ თითქოს მიუზიკლი გადმოიტანეს ფირზე, მე მერჩივნა ყოფილიყო ჩვეულებრივი დიალოგები და ჩაეწერათ სიმღერები სტუდიაში და ისე ყოფილიყო ძლიერი მუსიკალური ნომრები.
    ამ ფილმის ეკრანიზაციებს შორის 1998 წლის გამოშვება მომწონს Stars: Liam Neeson, Geoffrey Rush, Uma Thurman, Claire Danes

  • be-delicious თქვა:
    26 იანვარი 2013 00:51 - ID: 9,
    ოო ეხლა ამ ფილმს გააბლატავებენ ისე რო ამოგივა რა იმ შავი გედივით

  • stolen.melody თქვა:
    25 იანვარი 2013 23:58 - ID: 8,
    http://www.linecinema.org/newsz/drama-online/512777-otverzhennye-les-miserables-2012-dvdscr-onlayn.html აქ არის, ოღონდ რუსული გახმოვანებით :)))

  • ELE-elene თქვა:
    25 იანვარი 2013 22:18 - ID: 7,
    მიყვარს ეს ნაწარმოები love ''საბრალონი'' love ფილმსაც ვნახავ.. winked

  • tamo თქვა:
    25 იანვარი 2013 22:16 - ID: 6,
    რასელიი <33333

  • nini_nini5521 თქვა:
    25 იანვარი 2013 22:08 - ID: 5,
    http://www.putlocker.com/file/2A81EA8A62F40CFF გამოვიდა ეს კინო უკვე და თუ გინდათ აქ უყურეთ ორიგინალში

  • Tatia_M. თქვა:
    25 იანვარი 2013 21:57 - ID: 4,
    სულ ცოტა ხნის წინ იდო ეს ნიუსიიი,ასე რომ აღარაა აქტუალური

  • -Sally- თქვა:
    25 იანვარი 2013 21:49 - ID: 3,
    როგორ მაინტერესებს ფილმი love

  • nini:)(: თქვა:
    25 იანვარი 2013 21:46 - ID: 2,
    როდის გამოდის?

  • linda_JB თქვა:
    25 იანვარი 2013 21:34 - ID: 1,
    საბრალონი winked

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top