;

4 February 2013      nin1     Views 5458    
Category: Films, Movies

IMDB ახალი ლიდერები


წარმოგიდგენთ 10 ლიდერ ფილმს IMDB-ს მიხედვით თებერვლის თვის დასაწყისისთვის

#10
მეათე ადგილი დაიკავა მუსიკალურმა კომედიამ Pitch Perfect, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ: ანა კენდრიკი, ბრიტანი სნოუ და რიბელ უილსონი. ფილმი დიდ ეკრანებზე 2012 წლის 5 ოქტომბერს გამოჩნდა, მისი ბიუჯეტი შეადგენს 65 მილიონ დოლარს...
IMDB ახალი ლიდერები



#9
ტელეარხ Fox Network-ის კრიმინალური სერიალი The Following, რომელიც 2013 წლის 21 იანვარს გამოვიდა რეიტინგში მეცხრე ადგილზეა. ჯერჯერობით სერიალის მხოლოდ 2 სერიაა გამოსული, თუმცა როგორც ხედავთ მთავარი როლების შემსრულებლებმა კევინ ბეიკონმა და ჯეიმს პარეფოიმ უკვე მოახერხეს მაყურებლის გულის მოგება...
IMDB ახალი ლიდერები



#8
მერვე ადგილი ერგო ამ წლის 11 იანვარს გამოსულ კრიმინალურ ექშენ Gangster Squad-ს. ფილმის ბიუჯეტი შეადგენს 39.7 მილიონ დოლარს და მთავარ როლებს ასრულებენ: რაიან გოსლინგი, ემა სტოუნი და შონ პენი...
IMDB ახალი ლიდერები



#7
მეშვიდე ადგილზე მყოფი Hansel & Gretel: Witch Hunters წინ მიიწევს რეიტინგში. Paramount Pictures-ის ეს ფილმი მსოფლიოს კინოეკრანებზე 25 იანვარს გამოჩნდა, მისი ბიუჯეტი 19.7 მილიონს შეადგენს და მასში მთავარ როლებს ასრულებენ: ჯემა არტერტონი და ჯერემი რენერი...
IMDB ახალი ლიდერები



#6
საშინელებათა ფილმი Mama მოხვდა მეექვსე ადგილზე, ბიუჯეტი - 48.9 მილიონი დოლარი. მთავარ როლებში: ნიკოლა კოსტერ-ვალდაუ, ჯესიკა ჩეისტეინი და მეგან ჩეაპენტიერი. ფილმი გამოვიდა 18 იანვარს...
IMDB ახალი ლიდერები



#5
Movie 43 არის 4.81 მილიონი დოლარი ბიუჯეტის მქონე კომედია, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ: დენის ქუეიდი, ემა სტოუნი, რიჩარდ ჯირე, სტეფენ მერჩენტი და სხვები, ის რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს...
IMDB ახალი ლიდერები



#4
ისტორიული თრილერი Zero Dark Thirty ერთი კვირის განმავლობაში უცვლელად მეოთხე ადგილზეა, ისტორიული თრილერის ბიუჯეტი შეადგენს 69.8 მილიონს. როლებში: ჯესიკა ჩეისტეინი, ჯოელ ედჯერტონი, კრის პრატი და სხვები...
IMDB ახალი ლიდერები



#3
დიდი პოპულარობა მოიპოვა რომანტიულმა მიუზიკლმა Les Mis�rables, რომლის მსოფლიო პრემიერაც 2012 წლის 21 დეკემბერს შედგა. ბიუჯეტი - 138 მილიონი დილარი. მონაწილეობენ: ჰიუ ჯეკმენი, რასელ ქროუ, ენი ჰეტელვეი, ამანდა სეინფილდი, ჰელენა ბონჰემ კარტერი, ედი რედმეინი, აარონ ტვეიტი და სხვები. ფილმმა მესამე ადგილი დაიკავა...
IMDB ახალი ლიდერები



#2
რომანტიკა, დრამა, კომედია - სწორედ ამ სახისაა მეორე ადგილზე მყოფი ფილმი Silver Linings Playbook, რომელიც 2012 წლის 25 დეკემბერს გამოვიდა. ფილმის ბიუჯეტი 68.9 მილიონია. მონაწილეობენ: ბრედლი კუპერი, ჯენიფერ ლოურენდი, რობერტ დენირო და სხვები...
IMDB ახალი ლიდერები



#1
კვირაზე მეტია Django Unchained არის ლიდერი IMDB-ზე. ვესტერნი კინოთეატრებში პირველად 2012 წლის 25 დეკემბერს აჩვენეს, ბიუჯეტი შეადგენს 146 მილიონ ამერიკულ დოლარს. მთავარ როლებში: ჯემი ფოქსი, ლეონარდო დიკაბრიო და კრისტოფ ვოლცი...
IMDB ახალი ლიდერები



Category: Films, Movies
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top