;
23 თებერვალი 2013      AnnLennon     23 კომენტარი     ნანახია 10142-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

Game of Thrones / სამეფო კარის თამაში Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

Game of Thrones / სამეფო კარის თამაში Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

Game of Thrones - HBO-ს სერიალი, რომლის პრემიერა 2011 წელს შედგა.
IMDB-ზე ყველაზე რეიტინგული პროექტი 9.4 ქულით. სერიალი რამოდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია მათ შორის კი ოქროს გლობუსის. სიუჟეტი კი დაფუძნებულია ჯორჯ მარტინის „A Song of Ice and Fire”-ის ცნობილი რომანების ციკლზე. მოვლენების ეპიცენტრშია მისტიური მიწა ვესტეროსი, რომლის ხელში ჩაგდებას 7 სამეფო ოჯახი ცდილობს. სამოქალაქო ომი, სამეფო ინტრიგები,ღალატი, თავგანწირვა ეს სწორედ ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც სერიალს ყველაზე ნახვადს ხდის.
Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

ამჟამად გამოსულია 'სამეფო კარის თამაშების' მხოლოდ 2 სეზონი. მესამე სეზონის პრემიერას კი გულშემატკივრები 31 მარტს იხილავენ, რომლის ოფიციალურ ტრეილერს აქვე გთავაზობთ. მოვლენები კვლავ ვესტეროსში ვითარდება, სადაც ტახტისთვის ბრძოლა გრძელდება.



სერიალის მოკლე აღწერა კი ასეთია: ზაფხული დასრულდა და ზამთრის მოსვლასთან ერთად ყველაფერი უარესობისკენ იცვლება. იწყება საშინელი პერიოდი, რომელიც უამრავ ადამიანს შეიწირავს. სამეფო ტახტზე ბინძური თამაშები ხორციელდება ვესტეროსის მეფის გასანადგურებლად. მეფე დახმარებისთვის ბავშვობის მეგობარს ედარდ სტარკსს მიმართავს, თუმცა ძნელია ასეთ დროს სიკეთემ ბოროტება დაამარცხოს. მისტიური მიწის ვესტეროსის დასაპყრობად 7 სამეფო იწყებს ბრძოლას . ყველაფერთან ერთად სიტუაციას ამწვავებს ჩრდილოეთით არსებული უზარმაზარი კედელი, რომლის მიღმა ყველაზე საშინელი კოშმარი იმალება.
Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

* * *
A Song of Ice and Fire -ის რომანების ციკლზე მუშაობა ჯორჯ მარტინმა 1991 წელს დაიწყო. წიგნი უმალვე გახდა ცნობილი და მალე ბესთსელერის ტიტულიც კი მოიპოვა. წარმატებას რა თქმა უნდა მოჰყვა რამოდენიმე სერიოზული შემოთავაზება. თავდაპირველად მარტინს შესთავაზეს, რომ მასზე დაყრდნობით გადაიღებდნენ ფილმს, თუმცა მან უარი განაცხადა, რადგან იცოდა, რომ ფილმის პროტოკოლიდან გამომდინარე წიგნში არსებულ უამრავ სცენას ამოჭრიდნენ, რაც მას უინტერესოს გახდიდა. დიდი ფიქრის შემდგომ მარტინმა გადაწყვიტა შემქნილიყო სერიალი. მან უმკაცრესი მოთხოვნა წამოაყენა - მისი შემქმნელი მხოლოდ HBO უნდა ყოფილიყო.

ამბობენ, რომ ჯორჯ მარტინმა უკვე წინასწარ დაგეგმა თითოეული ეპიზოდის არსი დევიდ ბენიოფთან და დენ ვეისთან (პროდიუსერი) ერთად იმ მიზეზით, რომ პროქეტის დარულებამდე გარდაცვალების შემთვევაში ყველაფერი გათვლილი იქნება.

[მარცხნიბ ჯორჯ მარტინი, მარჯვნივ სერიალის სცენარისტი დევიდ ბენიოფი]
Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

* * *
სერიალის სცენარისტი დევიდ ბენიოფი იხსენებს, რომ წიგნის წაკითხვისთანავე მას მხოლოდ და მხოლოდ ორი მსახიობი წარმოუდგა გონებაში, რომლებიც შეძლებდნენ სერიალში ერთ-ერთი მთავარი როლების შესრულებას. ესენი არიან შონ ბინი და პიტერ დინკლეჯი . პიტერს ტირიონ ლანისტერის როლი ქასთინგის გარეშე მისცეს, რადგან მან ყველა მისვლისთანავე მოხიბლა. 2011 წელს მსახიობმა ემიც კი აიღო საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისთვის დრამა სერიებში.
Game of Thrones / სამეფო კარის თამაში Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

Game of Thrones / სამეფო კარის თამაში Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

* * *
რაც შეეხება შონ ბინს ის ერთ-ერთი გახლდათ ვისი სერიალში ყოფნა წინასწარვე გარანტირებული იყო,
თუმცა მიუხედავად ამისა სცენარისტებმა მაინც ჩაატარეს ქასთინგი ედარდ სტარკსის როლზე იმ შემთხვევაში
თუ ბინი უარს იტყოდა პროექტშო მონაწილეობაზე.
Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

* * *
ყველა სიკეთესთან ერთად ესაა ერთადერთი სერიალი ტელესივრცეში, რომელიც პირვანდელ სახეს
არ ღალატობს და მკაცრად მისდევს წიგნში არსებულ სიუჟეტს.


სერიალის მუსიკალურ პროდიუსერად შეირჩა რამინ ჯავადი , რომელსაც უთანამშრომლია რეიტინგიული სერიალისთის ‘გაქცევისთვის’ . ჯავადისთან ყველაფერზე შეთანხმდნენ, თუმცა სამი დღის შემდეგ მან დარეკა და განაცხადა, რომ არ შეუძლია მათთან თანამშრომლობა, რადგან ამჟამად სხვა ფილმითაა დაკავებული. ჯავადი დიდი თხოვნა მუდარის შემდეგ მაინც დაითანხმეს. ძირითად საუნდრეკთან ერთად მასვე ეკუთვნის რამოდენიმე კომპოზიცია, რომელიც გამოყენებულია სერიალში.



* * *
Game of Thrones / სამეფო კარის თამაში Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

მარტინი და ბენიოფი შეთანხმდნენ, რომ ყველაზე რთულ მისიას ბავშვების შერჩევა წარმოადგენდა. მათ ათასობით ახალი სახე ნახეს არიას, სანსასა და ბრანის როლისთვის, თუმცა გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდათ. ქასთინგის ხელმძღვანელმა ნინა გოლდმა ცოტახანში საოცრება მოახდინა და იდეალური ბავშვები მოძებნა მეისი უილიამსისა (არია) და ჯეკ გლისონის (ჯოფრი) სახით.
Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

მარტინი ჯეკ გლისონს ჯოფრის როლის შემსრულებენს ახასიათებს როგორც სასიამოვნო და მეგობრულ ახალგაზრდა ბიჭს. მან გლისონს წერილიც კი გაუგზავნა, სადაც ეწერა ‘გილოცავ, შენ უკვე ვერავინ ვერ გიტანს.’ ეს კი უდიდესი კომპლიმენტი იყო მისი მხრიდან, რადგან ჯეკს ცივსისხლიანი მეფის როლის შესრულება უწევს, რასაც არაჩვეულებრივად ართმევს თავს.
* * *
Game of Thrones / სამეფო კარის თამაში Game of Thrones / სამეფო კარის თამაში Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

ლენა ჰედი (სერსი) და პიტერ დინკლეჯი (ტაირონი) შოუს დაწყებამდეც მეგობრობდნენ და როცა პიტერი როლზე დაამტკიცეს სერიალის პროდიუსერებს შესთავაზა ლენა მოესინჯათ სერსის როლზე. თავადაპირველად მარტინი ფიქრობდა, რომ მსახიობი ვერ გაუმკლავდებოდა დავალებას , თუმცა შესარჩევი ტურის შემდეგ ლენამ მთელი აუდიტორია მოხიბლული დატოვა.
Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

* * *
Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

ალფი ალენი თეონ გრეიჯოის როლის შემსრულებელი, რომელიც სერიალში სტარკის საგვარეულოს ემტერება მომღერალი ლილი ალენის უმცროსი ძმაა . ლილის სიმღერა ალფი სწორედ მას ეძღვნება.
Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

* * *
ჯონ სნოუ , რომელსაც ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობი კიტ ჰარინგტონი თამაშობს ერთ-ერთი მთავარი გმირია და ტახტის კიდევ ერთი პრეტენდენტი. ედარდ სტარკის უკანონო შვილი, რომელიც ღამის გუშაგების წევრი ხდება. კიტი ჯონის როლზე უმალვე დაამტკიცეს მისი მეტყველი მზერისა და სამსახიობო გამოცდილებიდან გამომდინარე.
Game of Thrones / სამეფო კარის თამაში Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

* * *
და ბოლოს საინტერესო ფაქტი ემილია კლარკის შესახებ, რომელიც სერიალში დრაკონების დედოფლის დეინერის ტარგარიენის როლს თამაშობს. ემილიას სრულიად შემთვხვევით ერგო მთავარი როლი. მან ბრიტანელი მსახიობი ტამზინ მერშანტი ჩაანაცვლა.
Game of Thrones / სამეფო კარის თამაში Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

* * *
ქასთის წევრთა უმეტესობას არა აქვს წაკითხული მარტინის ნოველების ციკლი, რადგან არ სურთ გაიგონ
თუ რა ბედი ეწევა მომავალში მათ მიერ შესრულებულ გმირს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ზეგავლენას იქონიებს მათ მუშაობაზე და როლის მორგებაზე .

თოვლი და ყინული, რომელიც გამოყენებულია სპეციალურადაა შემქნილია სერიალისთვის, რადგან ბენიოფმა
ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიაში ძალიან ცივა ძნელია აგვისტოში მოთოვოს.
Game of Thrones / სამეფო კარის თამაში Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

* * *
სიახლის დასასრულს კი გთავაზობთ რამოდენიმე ფოტოსა და გიფს განვლილი სეზონებიდან:
Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

Game of Thrones / სამეფო კარის თამაში Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

Game of Thrones / სამეფო კარის თამაში Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

Game of Thrones / სამეფო კარის თამაში Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

Game of Thrones / სამეფო კარის თამაში Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

Game of Thrones / სამეფო კარის თამაში Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

Game of Thrones / სამეფო კარის თამაში Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

Game of Thrones / სამეფო კარის თამაში Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

Game of Thrones / სამეფო კარის თამაში Game of Thrones / სამეფო კარის თამაში

კატეგორია: ფილმები
Tags:

23


  • Metal თქვა:
    25 თებერვალი 2013 23:10 - ID: 23,
    rogor miyvars <3 veliii ^_^

  • ANGEL თქვა:
    25 თებერვალი 2013 13:11 - ID: 22,
    AnnLennon,
    აჰამმ :(
    დეინერისის ფოტოები შევკრიბე:) >> http://www.angel.ge/index.php?newsid=105599
    ახალ სეზონს არა მგონია ვუყურო, ან რომ გამოვა ბოლომდე მერე ვუყურეებ როგორ გაწყვიტავენ ყველას და ერთბაშად მოვინელებ:) :D

  • AnnLennon თქვა:
    25 თებერვალი 2013 03:50 - ID: 21,
    Mari__Angel

    მეც თითოეულ მათგანზე ყველაფერი ვიცი, ვიქექები ან სხვა მეუბნება და მეც გულიმწყდება. შეგნებულად არ დავწერე ნიუსში ამასთან დაკავშირებით არაფერი ინტერესი რომ არ დამეკარგა დამწყებებისთვის :))) ქართულად თარგმენს უკვე პირველი ნაწილი წიგნისა თუმცა მეეჭვება ისეთივე იყოს როგორც ორიგინალი.

  • Bellania თქვა:
    25 თებერვალი 2013 00:04 - ID: 20,
    .

  • mariland1 თქვა:
    24 თებერვალი 2013 22:39 - ID: 19,
    აუუუ როგორ მინდოდა ამ სერიალზე დამედო ნიუსი, მაგრამ დამასწრეს. უძლიერესი ფილმია და არაჩვეულებრივი ნიუსია. სხვათაშორის წიგნიც ბესტსელერია. მარტში გამოდის ახალი სეზონი და ახალი მსახიობებიც ემატებიან. ისე წიგნში დიენერისი 15 წლისაა, სნოუც პატარა ასაკისაა, რომ გავიგე ძალიან გავოგნდი.

  • harry potter თქვა:
    24 თებერვალი 2013 20:28 - ID: 18,
    Mari__Angel,
    მადლობ

  • harry potter თქვა:
    24 თებერვალი 2013 20:01 - ID: 16,
    Mari__Angel,
    სად ნახე ეგ ინფრომაცია? smile

  • ANGEL თქვა:
    24 თებერვალი 2013 18:28 - ID: 15,
    დეინერისის გამო ვუყურე ამ სერიალს... მართლაც ძალიან ძლიერი სცენარი აქვს.
    მაგრამ ახლა ნერვები მეშლება არცერთ პერსონაჟს ჰეპი ენდი რომ არ ელოდება...:(
    ნუ ჰეპი ენდი რა სიცოცხლე!:D თითქმის ყველა პერსონაჟზე მოვიძიე ინფორმაცია, როგრო ვითარდება მათი ბედი, და... ეჰჰ

  • lizi222 თქვა:
    24 თებერვალი 2013 15:28 - ID: 14,
    VforVendetta,
    srulad.com -ზე შეგიძლია ნახო

  • QiQiTo:):) თქვა:
    24 თებერვალი 2013 12:19 - ID: 13,
    1 სეზონს ვუყურე და მერე აღარ გამიგძელებია!

  • Ggvantsa თქვა:
    24 თებერვალი 2013 00:00 - ID: 12,
    ta_mo,
    დაიწყე ყურება და მიხვდები რომ ნამდვილად არ არის გაბერილი რეიტინგი. საინტერესო სცენარია, დამაინტრიგებელი მომენტებით, კარგად შერჩეული მსახიობებით, გადაღების კარგი ხარისით და რეჟისურით. მე მაგალითად ისე ჩამითრია რამდენიმე სერიის ყურების შემდეგ ყველგან ამის გმირები მელანდებოდა smile

  • VforVendetta თქვა:
    23 თებერვალი 2013 23:44 - ID: 11,
    როგორ მოეწონა სიხალე!! აუ იქნებ მითხრათ სად ვუყურო ამას ონლაინში?

  • nin1 თქვა:
    23 თებერვალი 2013 23:40 - ID: 10,
    ვგიჟდებიიიიი აუუ ძალიან დიდი მადლობა ავტორ love ბევრი რამე არ ვიცოდიიი მესამე სეზონის თრეილერს ვერ დავთვლი რამდენჯერ ვუყურე...

  • Gossip T თქვა:
    23 თებერვალი 2013 23:33 - ID: 9,
    უმაგრესი სერიალიაა!!!!! ჯოოოოოოონ!!!!!!!! <3333333 ძალიან კარგი ნიუსიაა!!!:*:*:**:*******

  • harry potter თქვა:
    23 თებერვალი 2013 22:58 - ID: 8,
    AnnLennon,
    მადლობა smile

  • AnnLennon თქვა:
    23 თებერვალი 2013 22:46 - ID: 7,
    ta_mo

    კი 9.4 აქვს და ამ რეიტინგს ინარჩუნებს უკვე ორი წელია.

    harry potter

    აუცილებლად მოვძებნი, თუ კიდევ იქნება მსგავსი მოთხოვნა სოფი ტერნერის პიროვნებაზე მით უკეთესი, ვნახავ ინტერნეტში მასალებს და თუ წავაწყდი ინფორმაციას დიდი დოზით დავდებ.

  • harry potter თქვა:
    23 თებერვალი 2013 22:35 - ID: 6,
    ძაან მაგარია და მოუთმენლად ველოდები მესამე სეზონს <3 AnnLennon,
    შეგიძლია რამე ინფორმაცია დადო სანსა სტარკის როლის შემსრულებელზე ?

  • AnnLennon თქვა:
    23 თებერვალი 2013 22:26 - ID: 5,
    Ggvantsa

    მადლობა :)) :***

  • gvancii111 თქვა:
    23 თებერვალი 2013 22:19 - ID: 4,
    -ძაან მაგარი სერიალია!! <3 ვგიჯდები!! <3 სიახლეც კარგი იყო

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top