;
8 მარტი 2013      AnnLennon     16 კომენტარი     ნანახია 3005-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

The Departed The Departed The Departed

The Departed The Departed The Departed

The Departed The Departed The Departed

The Departed - მარტინ სკორსეზეს 2006 წლის ოსკაროსანი ფილმი , სადაც მთავარ როლებში
გვევლინებიან ლეგენდარული ჯეკ ნიკოლსონი, ლეონარდო დიკაპრიო და მეთ დეიმონი . ესაა ერთადერთი
კინო-რიმეიქი, რომელიც წლის საუკეთესო ფილმი გახდა. მოკლე აღწერა კი ასეთია: პოლიციის ორი საუკეთესო სტუდენტი სხვადასხვა მიზნის მისაღწევად იბრძვიან. ერთი მათგანი მაფიის აგენტია სამართალდამცავ ორგანოში, ხოლო მეორე კი მაფიასთან მებრძოლი პოლიციის აგენტი. აქვე გეტყვით, რომ IMDB-ს მიხედვით ‘ორმაგი თამაში’ შესულია 250 აუცილებლად სანახავ ფილმებს შორის. ფილმში ასევე მონაწილეობენ მარკ ვოლბერგი და ალეკ ბოლდუინი.




* * *
იცით თუ არა რომ:

> „უორნერ ბრაზერსმა“ რიმეიქის უფლება 1.75 მილიონ დოლარად შეიძინა.

> ფილმში სიტყვა fuck გამოყენებული 237-ჯერ .

> ფილმის პროდიუსერი ბრედ პიტი გახლავთ, რომელსაც თავდაპირვლლად ფილმში კოლინ სალივანის
(მეთ დეიმონი)
როლი უნდა განესახიერებინა, თუმცა ის გამოეთიშა პროექტს Babel-თვის და პროდიუსერობა ამჯობინა.
The Departed

> შესაძლო მიზეზი რის გამოც დიკაპრიო ნომინირებულიც კი არ იყო ამ ფილმისთვის არის, რომ ვორნერს ბროზერსის სტუდიამ არ ისურვა ლეონარდო განესხვავებინა მეთ დეიმონისა და ჯეკ ნიკოლსონისგან . იმავე სტუდიამ დიკაპრიო საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელ კატეგორიაში წარადგინა ‘სისხლიანი ალმასისთვის.’ როგორც ცნობილია, მან თავადვე არ ისურვა შეჯიბრებოდა თავის თანაგუნდელებს ზემოთ ხსენებულ ნიკოლსონსა და დეიმონს და უარი განაცხადა ‘განდგომილებისთვის’ ნომინირებაზე.

> იმ პერიოდში, ლეონარდომ ქასთინგი გაიარა ფილმ The Good Shepherd-ში როლის მოსაპოვებლად, თუმცა გამოეთიშა პროექტს, რათა ბილი კოსტიგანი განესახიერებინა. შემდგომ მეთ დეიმონი შეუერთდა ქასთს. რაც შეეხება, ნიკოლსონის მიერ შესრულებული მაფიის ბოსის როლს მასზე თავდაპირველად მოიაზრებოდა რობერტ დე ნირო , თუმცა მან ბოლო მომენტში The Good Shepherd-ში მონაწილეობა გადაწყვიტა.
The Departed

> ფილმში მეთისა და ლეონარდოს გმირების სიყვარულის ობიექტია ვინმე ფსიქოლოგი მედოლინი გახლავთ, რომლის როლზე თავდაპირველად მოიაზრებოდა ქეით უინსლეტი ან ჰილარი სვონკი , თუმცა სკორსეზემ აზრი შეიცვალა და გადაწყვიტა ნაკლებად ცნობილი მსახიობისთვის მიენიჭებინა უპირატესობა, საბოლოოდ კი შეირჩა ვერა ფარმიგა.
The Departed The Departed

> იმისათვის, რათა მეთ დეიმონს უკეთ გაეთავისებინა თავისი როლი რამოდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა მასაჩუსეტსის პოლიციაში. უფრო მეტიც, დეიმონი თანამშრომლებს დაყვებოდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას.

> რეალურად ჯეკ ნიკოლსონს არ სურდა ფილმში მონაწილეობა , მაგრამ მას შემდეგ რაც შეხვდა და გაესაუბრა მარტინ სკორსეზესა და ლეონარდო დიკაპრიოს მან გადაიფიქრა და შემოთავაზება მიიღო.
The Departed

> მარკ ვოლბერგმა თავისი როლისთვის სამსახიობო შტრიხები აიღო სწორედ რომ რეალური პოლიციის ოფიცრისგან, რომელმაც ახალგაზრდობისას მარკი ორჯერ დააპატიმრა.

> ფილმში ალეკ ბოლდუინის როლი მელ გიბსონს უნდა შეესრულებინა , თუმცა მან ვერ მოახერხა,
რადგან სწორედ იმ პერიოდში ‘აპოკალიფსისზე მუშაობდა.’
The Departed

* * *
ფოტოები გადასაღები მოედნიდან:
The Departed

The Departed

The Departed

გიფები და ფოტომასალა ფილმიდან:
The Departed

The Departed

The Departed

The Departed

The Departed

The Departed

The Departed The Departed

The Departed

The Departed

The Departed

The Departed

The Departed

The Departed

The Departed

The Departed

The Departed

The Departed The Departed

The Departed The Departed

The Departed The Departed

The Departed [ The Departed

The Departed

The Departed

კატეგორია: ფილმები
Tags:

16


  • Ggvantsa თქვა:
    11 მარტი 2013 18:42 - ID: 16,
    რამდენი ხანია მინდა ამ ფილმის ყურება და რაღაც ვერა belay უნდა ვუყურო აუცილებლად

  • likliklik101 თქვა:
    9 მარტი 2013 15:48 - ID: 15,
    ძალიან ძლიარი ფილმია, მაგრამ ლეოს რომ კლავენ არ მომწონს მაგ მომენთი... ნიკოლსონი ლეგენდაა love

  • AaaNi თქვა:
    8 მარტი 2013 23:02 - ID: 14,
    ძალიან მაგარი ფილმია love ნიკოლსონზე და დიკაბრიოზე ვგიჟდებიიი love

  • SOF-SOF თქვა:
    8 მარტი 2013 16:57 - ID: 13,
    უმაგრესი ფილმია და უმაგრესი მსახიობები არიან შერჩეული love LEO ხო ცხოვრების სიყვარული sad love love love love love love love

  • Smutniak თქვა:
    8 მარტი 2013 16:04 - ID: 12,
    უძლიერესი ფილმი ასევე უძლიერესი ქასთით,ლეო აქ ყველაზე სიმპატიურია love ძალიან კარგი სიახლეა

  • F.C.B თქვა:
    8 მარტი 2013 13:57 - ID: 11,
    ეს ფილმი უამრავლჯერ მაქვს ნანახი...თითქმის ზეპირად ვიცი wink და ძალიან მომწონს... ჯეკი ერთ-ერთი ზეე მსახიობია კინო-სამყაროს ისტორიაში. fellow

  • nuke თქვა:
    8 მარტი 2013 13:44 - ID: 10,
    აუუ ქეით უინსლეტი რომ ყოფილიყო ფსიქლოგის როლში მართლა ბევრად კაი იქნებოდა უძლიერესი მსახიობია love

  • ale თქვა:
    8 მარტი 2013 13:42 - ID: 9,
    ორი ყველაზე მაგარი მსახიობი თამაშობს

  • kristi_ თქვა:
    8 მარტი 2013 12:26 - ID: 8,
    კინოკლასიკა love

  • Ana smiley თქვა:
    8 მარტი 2013 12:10 - ID: 7,
    არ მაქვს ნანახი მაგრამ უკვე ვხდები მაგარი ფილმი იქნებაა love wink

  • Hermione...♥ თქვა:
    8 მარტი 2013 11:36 - ID: 6,
    ვაუ, უძლიერესი ფილმია და რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო, არასოდეს მომბეზრდება!!! შესანიშნავად შერჩეული ქასთის თამაშს კი სკორსეზეს რეჟისურა აგვირგვინებს. აუცილებლად უყურეთ, არ ინანებთ love

  • m.a.r.i თქვა:
    8 მარტი 2013 11:34 - ID: 5,
    მართლაც ძალიან კარგი ქასთი ყავს ვთვლი რომ კარგი ფილმიცაა მაგრამ განსაკუთრებულად არ მიყვარს ნიუსი ძალიან კარგია

  • keetaa თქვა:
    8 მარტი 2013 11:28 - ID: 4,
    არა არა კაი ქასთია ძაან კიდე კაი ბრედ პიტი არ ათამაშეს მეთი ძაან მაგარია ისე ლეონარდოს და მეთს ძმების როლს ვათამაშებდი :DDD ძაან მაგარი კინოა და ლეონარდოს ნიჭიერებას საზღვარი არ აქვს მსახიობი აღარ ქვიაუკვე სხვა რამეა არ ვიცი მე

  • QiQiTo:):) თქვა:
    8 მარტი 2013 11:27 - ID: 3,
    ამ ნიუსის შემდეგ როგორ შეიძლება ამ ფილმს არ ვუყურო! !

  • anano-anano თქვა:
    8 მარტი 2013 03:08 - ID: 2,
    აუ ეს რა გიჟი ფილმიააა.. ესეთი არაფერი მინახავს,სულ დაკვირვებით ვუყურებდი ,რომ მიმვხვდარიყავი ვინ ვინ იყო.. ესე ყველა ,,ბოზი,, იყოს ,არ ვიცი რა :D ერთ-ერთი ძლიერი ფილმია :)

  • elenne თქვა:
    8 მარტი 2013 02:46 - ID: 1,
    მეთ დეიმონი და ლეოოოო ჩემი საყვარელი მსახიობებიიიიიიიიი <3 love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top