;

13 March 2013      m.a.r.i     Views 8482    
Category: Films, Movies

გაგიგონიათ ფრაზა "რაღადროს შენი მულტფილმებია" მე გამიგონია მაგრამ მულტფილმებს დღემდე ვუყურებ და მიყვარს ჩემი აზრით ისინი სულაც არაა განკუთვნილი გარკვეული ასაკობრივი კატეგეგორიისთვის მასში ხომ უამრავი საინტერესო რამის აღმოჩენა შეგვიძლია მულტფილმები რომლებზეც ქვემოთ მოგიყვებით სუბიექტური მიზეზების გამო მოხვდნენ ჩამონათვალში.

მონსტრი პარიზში / Un monstre а Paris

ჟანრი:ფანტასტიკა, სათავგადასავლო, კომედია, ანიმაციური, მუსიკალური
IMDb:6.6
რეჟისორი:ბიბო ბერგერონი
როლებში:ვანესა პარადი, გად ელმალე, ფრანსუა კლიუზე, ლიუდივინ სანიე ჯული ფერიე,ბრუნო სალამონე


მონსტრი პარიზში აქ უამრავ განსხვავებულ პერსონაჟს შეხვდებით კაცს რომელიც ნამჯის ქურთუკს ატარებს მორცხვ მისიეს მომღერალ გოგონა ლუსილს რომელიც კომისრის სიმპათიას იმსახურებს და ა.შ. მთავარი კი ისაა რომ პარიზში მონსტრი გამოჩნდება მაგრამ არა ბოროტი ურჩხული არამედ კეთილი რომელსაც დახმარების ხელს ლუსილი გაუწვდის...







მისტერ მორის ლესმორის ფანტასტიკური მფრინავი წიგნები / The Fantastic Flying Books of Mr. Morris Lessmore


ჟანრი:საოჯახო , დრამა ,ანიმაცია, სათავგადასავლო
IMDb:7.8
რეჟისორი: უილიამ ჯოისი , ბრენდონ ოლდენბურგი


მისტერ მორის ლესმორის ფანტასტიკური მფრინავი წიგნები მოკლე მეტრაჟიან ანიმაციებს განეკუთვნება და იმ ცოტა ხნის განმავლობაში რომელშიც ის გრძელდება შენ რაღაცნაირად ბედნიერი ხარ ის გვიყვება ისტორიას იმის შესახებ თუ როგორ შეუძლიათ წიგნებს სულიერად გაგვზარდონ ჩვენ. მისტერ ლესმორეს ჯადოსნური მფრინავი წიგნები ფლობს ოსკარს რომელიც მან 2012 წელს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის კატეგორიაში მოიპოვა.






ჰარუმი სუძუმის გაუჩინარება / The Disappearance of Haruhi Suzumiya


ჟანრი:ფანტასტიკა, სათავგადასავლო
IMDb:7.6
რეჟისორი:ისიხარა ტაცუია


როდესაც მის ყურებას დაიწყებ შეიძლება შენი თავი მოგაგონდეს და ცხოვრება რომელიც არც ისე საინტერესოა. მთავარი პერსონაჟ კიონისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე დგება 17 დეკემბერი და ყველაფერი წესისამებრ მიმდინარეობს სკოლაში ერთი და იგივე ადამიანებს ხვდება დღის ბოლოს კი ჯგუფ “სოსის“ შეკრებაზე უნდა გამოცხადდეს მისკენ კი გული სულაც არ მიუწევს რადგან ჯგუფის ხემძღვანელისადმი
ჰარუჰისადმი სულაც არაა კარგად განწყობილი ის ხომ ბევრს ყბედობს და არავის არაფერს არ ეკითხება 17 დეკემბერი დასრულდა და მეორე დღეს კიონს სულ სხვა სამყაროში გაეღვიძება რა თქმა უნდა როგორც ყველას მოუნდებოდა მასაც მოუნდება გაარკვიოს ყველაფერი ამ კვლევაში ის სიყვარულსაც იპოვის და მიხვდება რომ მის გარშემო მყოფებთან სიყვარული აკავშირებს მიუხედავად მათი პიროვნული თვისებებისა აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი რომ ფილმი 2010 წელს საუკეთესო ანიმაცია გახდა „კობეს“ დაჯილდოებაზე.







გოგონა, რომელმაც დაიპყრო დრო / The Girl Who Leapt Through Time/
Toki o kakeru shôjo


ჟანრი:დრამა. ფანტასტიკა, მელოდრამა, ანიმაცია
IMDb:7.8
რეჟისორი:მამორუ ხოსოდა
როლებში:ტაკუია იშიდა, მიცუკი ტანიმურა, რიისა ნაკა, მუცუტაკა იტაკურა, აიამი კაკიუჩი, საჩიე ჰარა


გოგონა რომელმაც დრო დაიპყრო ესაა ისტორია გოგონაზე რომელმაც აღმოაჩინა რომ დროის უკან დაბრუნება ძალუძს მოქმედებები მისი ოჯახისა და მისი ორი უახლოესი მეგობრის გარშემო ვითარდება. გოგონას თავისი ახალი უნარი პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება მაგალითად სკოლის საკონტროლოს ცუდი ნიშნის გამოსწორებაში და ა.შ. მაგრამ ის ერთადერთი არ არის რომელიც უცნაურ უნარებს ფლობს...





მფრინავი სახლი / Up


ჟანრი:სათავგადასავლო.საოჯახო,კომედია, ანიმაცია
IMDb:8.3
რეჟისორი:პიტ დოქტერი, ბობ პიტერსონი
როლებში:კრისტოფერ პლამერი, დელროი ლინდო,ედვარდ ესნერი,


მფრინავი სახლი ესაა ისტორია პატარა ბიჭზე და მოხუცზე, ისინი მფრინავი ბუშტებით რომ რომლებზეც სახლია დამაგრებული ჩანჩქერ ანხელზე გაფრინდებიან რათა ოცნებებს ფრთები შეასხან
მფრინავ სახლში პირველ რიგში რაც მომწონს ეს მისი პერსონაჟებია მსუქანი მშიშარა ბიჭი რომელიც მულტფილმის ყურებისას უპრობლემოდ შეგიყვარდება და მოხუცი რომელიც თავისი ცოლი ოცნების ასრულებას ცდილობს და რომელიც ნებისმიერ ჰოლივიდურ ფილმზე მეტად დაგაჯერებს რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს მასში ბევრი ემოციაა რაც მას განსაკუთრებულს და ყველასთვის საყვარელს ხდის. ფილმი ნომინირებული იყო ოსკარის 5 ნომინაციაზე აქედან ორში გამარჯვება შეძლო.





ანასტასია / Anastasia

ჟანრი:ფანტასტიკა.საოჯახო.მიუზიკლი,სათავგადასავლო
IMDb:6.8
რეჟისორი:ჯონ ბლუზი. გარი ოლდმანი
როლებში:მეგ რაიანი, ჯონ კუსაკი, კესლი გრამერი, კრისტოფერ ლოიდი


ყოველთვის მაინტერესებდა ბედი ანასტასია რომანოვასი მაგრამ ეს ხომ დოკუმენტური ფილმი არ არის ამიტომ ეს არ იქნება მიზეზი ამ მულტფილმის სიყვარულისა მე არ დავიწყებ თუ რატომ მე ის უბრალოდ მიყვარს ისტორია გოგონასი რომელიც რუსეთიდან საფრანგეთამდე გაივლის გზას და ბოლოს სიყვარულსაც იპოვის




ილუზიონისტი / L'illusionniste

ჟანრი:მელოდრამა,კომედია,ანიმაცია
IMDb:7.5
რეჟისორი:სალივან შოუმი


ილუზიონისტი ესაა ისტორია ხანშიშესულ ილუზიონისტზე რომელსაც ცუდი დრო დაუდგა დადგა როკ ენ როლის ხანა და მისმა ფოკუსებმა მაყურებელი დაკარგა სწორედ ეს წამოიყვანს მას ლონდონიდან პარიზიდან და შოტლადიაში მოახვედრებს საიდანაც
მას გოგონა გამოყვება რომელიც მისი და არა მარტო მისი ცხოვრების მსვლელობას შეცვლის მაგრამ ბოლოს გოგონა თავის გზას მონახავს და ილუზიონისტიც ჩათვლის რომ ჯადოქრები არ არ არსებობებენ უფრო სწორად ასე დაწერს მაგრამ მისი შემდგომი ქმედება გახდება იმის მაუწყებელი რომ ისინი სწორედაც რომ არსებობენ და ისიც ერთ–ერთი მათგანია





ჰოულის მოძრავი სახლი/Howl’s Moving Castle


ჟანრი:ფანტასტიკა, სათავგადასავლო, რომანტიული, ანიმაცია
IMDb:8.1
რეჟისორი:ჰაიაო მიაძაკი
როლებში:ტაკუია კიმურა, რეუნოსუკე კამიკი, ტატსუია გაშუინი, ტიეკო ბაისიე


ჰოულის მოძრავი სახლი მულტფილმი რომელიც ალბათ ყველაზე მეტად მიყვარს ესაა ისტორია ერთ უბრალო გოგონა სოფიზე რომელსაც მოხუცად გადააქცევენ სწორედ აქ მთავრდება მისი ერთრფეროვანი ცხოვრება და იწყება ახალი სადაც ყველაფერი ჯადოსნობასთანაა დაკავშირებული. გარდა ისტორიისა მასში მოგხიბლავს ანიმაცია მაგალითად ციხე ციმაგრე რომელოც მართლაც დიდი ფანტაზიის ნაყოფია და კიდევ სხვა დეტალები შეგიყვარდება საფრთხობელა მთელი მულფილმის განმავლობაში ღიმილს მოგგვრის ცეცხლი რომელიც საკმაოდ სასაცილო პიროვნებაა მოკლედ მისი ნახვა ნამდვილად ღირს რათა ახალ ჯადოსნურ სამყაროს გაეცნო.ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე როგორც წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმი მაგრამ გამარჯვება ვერ შეძლო





საშობაო ისტორია/A Christmas Carol


ჟანრი:ოჯახური , დრამა , ანიმაცია , ფენტეზი , საახალწლო
IMDb:6.8
რეჟისორი: რობერტ ზემეკისი
როლებში:ჯიმ კერი, სტივ ვალენტაინი, დერილ საბარა, სეიჯ რაიანი, ემბერ გეინი მიდე, რაიან ოჩოა


საშობაო ისტორია ესაა ისტორია მოხუც ძუნწ მისტერ სკრუჯზე რომელსაც შობა სძულს მაგრამ შობას ხომ სასწაულები ხდება და მოხდება კიდეც მისტერ სკრუჯს არც თუ ისე სასიამოვნო სიზმარი დაესიზმრება ამის შემდეგ მასში ცვლილებები ხდება და მასაც გაუჩნდება სურვილი აკეთოს სიკეთე შობას ხომ დანარჩენი ყველაფერი სისულელეა.


რატატუი/Ratatouille

ჟანრი: კომედია, ფენტეზი, საოჯახო, ანიმაცია
IMDb:8.0
რეჟისორი: ბრედ ბირდი
როლებში: პეტონ ოსვალიტი, იან ჰოლმი, ლუ რომანო, ბრაიან დენეჰი, პიტერ სონი, პიტერ ო' ტულე


მსოფლიოში რამდენი ადამიანი იტყვის რომ ვირთხები უყვარს და ისინი არ სძულს და არც მათი ეშინია ძალიან ცოტა მაგრამ, მულტფილმებში ხომ ყველაფერი სხვაგვარადაა აქ შეიძლება გიყვარდეს თაგვი რომელიც მზარეულობაზე ოცნებობს მას სახელად რემი ჰქვია და არა მარტო თავის ცხოვრებას შეცვლის უკეთესობისკენ არამედ ძალიან ბევრისას რაც მთავარია ყველაფერი კარგად მთავრედება და შენც გეძლევა საშუალება თქვა რომ შეუძლებელი არაფერია.

ფილმს მოპოვებული აქვს ოსკარი წლის საუკეთესო ანიმაციის კათეგორიაში







Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top