;
20 მარტი 2013      AnnLennon     13 კომენტარი     ნანახია 3945-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

უკანასკნელი მოჰიკანი - მაიკლ მანის ლეგენდარული ნამუშევარი, რომელიც საზოგადეობამ დიდ
ეკრანებზე 1992 წელს იხილა და უმალვე შეიყვარა. ფილმი ერთდროულად ისტორიული, სათავგადასავლო და საბრძოლო ჟანრის ნაზავია, ამავდროულად დატვირთულია სასიყვარული ურთიერთობებით. მთავარ როლებში გვევლინებიან 3 ოსკარის მფლობელი დენიელ დეი ლუისი და უმშვენიერესი მედელინ სტოუ .

სიუჟეტი ვითარდება 1757 წელს ინგლისსა და საფრანგეთს შორის ომის მსვლელობისას ამერიკული კოლონიების ხელში ჩასაგდებას. პოლკოვნიკ მანროს ქალიშვილები სახიფათო გზის გავლით ცდილობენ მამის ნახვას. მათ დახმარების ხელს გაუწვდის უკანასკნელ მოჰიკანთა ტომს შორის გაზრდილი ნათანიელი მეტსახელად მიმინოს თვალი მამასთან და ძმასთან ერთად. მათ უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუწევთ სიმშვიდისა და გამარჯვების მოსაპოვებლად.



ფილმი ამერიკელი მწერლის ჯეიმს ფენიმორის ისტორიული რომანის ‘უკანასკნელი მოჰიკანის’ მიხედვითაა გადაღებული, რომელიც 1826 წლის თებერვალში გამოიცა. რომანი ბევრჯერ იყო ეკრანიზებული, თუმცა ყველაზე დიდი აღიარება მაიკლ მანის ვერსიას ხვდა წილად. ეს ბუნებრივია, რადგან ფილმში მსახიობთა არაჩვეულებრივი გუნდია შეკრებილი.
The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

‘უკანასკნელი მოჰიკანის’ ცნობილი საუნდთრეკი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს და
აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კომპოზიცია , რომელიც ოდესმე შექმნილა.
მისი ერთი მოსმენაც კი უმალვე ფილმის ნახვის სურვილს აღგიძრავთ.



იცოდით თუ არა რომ:

- დენიელ დეი-ლუისი იმ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მზად არიან როლის გათავისებისთვის ყველანაირ ექსპერიმენტს მიმართონ . ამჯერად, ლუისმა გარკვეული პერიოდი ველურ ბუნებაში, ტყეში გაატარა, იქ ცხოვრობდა, ნადირობდა და თევზაობდა, რათა ინდიელი ნათანიელის როლის მორგება არ გასჭირვებოდა.
The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

- რაც შეეხება, პოლკოვნიკი მანროს უმცროსი ქალიშვილის როლის შემსრულებელ ჯოდი მეის , დედამისი გამუდმებით გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა, რათა ფილმის შემქმნელებისთვის მის ქალიშვილსა
და ერიკ შვეიგს შორის ‘სასიყვარულო სცენის’ გადაღება აეკრძალა.

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

- კორა მანროს როლზე განიხილებოდა არანაკლებ ცნობილი მსახიობი ენდი მაკდოუელი, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ფილმში მონაწილეობას უმშვენიერესი მედელინ სტოუ მიიღებდა. თავდაპირველად მედელინს არც კი სურდა პროექტში მონაწილეობა, რადგან იმ დროს ფლორიდაში სხვა ფილმზე მუშაობდა, თუმცა აგენტის დაჟინებული თხოვნის შედეგად მან ორჯერ წაიკითხა სცენარი და აღფრთოვანებული დარჩა.

- მიუხეადავად იმისა, რომ მედელინი მამით ინგლისელი გახლავთ მას მაინც მოუხდა ფილმისთვის
ბრიტანული აქცენის სწავლა
, რადგან ამერიკაში გაიზარდა.

- არსებობდა ჭორები იმის შესახებ, რომ დენიელ დეი ლუისი და მედელინ სტოუ რეალურ ცხოვრებაშიც ხვდებოდნენ ერთმანეთს მათ ხომ 5 თვის გატარება მოუხდათ ერთად გადასაღებ მოედანზე, თუმცა არც ერთ მათგანს დღემდე ამაზე კომენტარიარ გაუკეთებია.
The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

მსახიობები გადასაღებ მოედანზე:
The Last of the Mohicans/უკანასკნელი მოჰიკანი

კატეგორია: ფილმები
Tags:

13


  • likliklik101 თქვა:
    21 მარტი 2013 18:37 - ID: 13,
    ძალიან ძალიან მაგარი ფილმია ვგიჯდები, არასოდეს არ ვიღლები მისი ყურებით რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო არ მბეზრდება, ძალიან მომწონს მისი მუსიკალური გაფორმება შეუდარებელია. არაჩვეულებრივი მომენტებია,ბოლოს მეტირაბა საშინლად ნამდვილი სიყვარულია ის გოგო რასაც გააკეთებს. love

  • (((GGMU))) თქვა:
    21 მარტი 2013 01:14 - ID: 12,
    love love love love მიყვარს ეს ფილმი... :) love love love love პირველად სამი წლის რომ ვიყავი მაშინ ვუყურე love love love love

  • GvaNcaa =) თქვა:
    21 მარტი 2013 00:32 - ID: 11,
    ვგიჟდები ამ კინოზე love

  • dalalo თქვა:
    20 მარტი 2013 21:36 - ID: 10,
    AnnLennon,
    კაი რა იყო რას გაცოფდი ვღადაობ რა lol

  • AnnLennon თქვა:
    20 მარტი 2013 21:16 - ID: 9,
    dalalo

    ჩემო კარგო, ყველგან განსხვავებული თარგმანია მისი სახელის და რატომღაც ეს ჩავთვალე საჭიროდ და რაც შეეხება შენს პრეტენზიას მამა და ძმასთან დაკავშირებით თუ ყურადღებით გადახედავ ნიუსს ნახავ, რომ გარკვევითაა აღნიშნული ეს ფაქტი.

  • dalalo თქვა:
    20 მარტი 2013 20:55 - ID: 8,
    მიმინოს თვალი-წიგნში ქორის თვალი ქვია თან თავისი მამა და ძმა არ არიან ეგენი .თვითონაა იმ მამის ტოლი wink

    ტრეილერში 0.57-ზე იმ ინდიელს იღლიები აქვს გაპარსული? tongue

    ]http://prostopleer.com/search?q=The+Gael&target=tracks&page=1-აქ ვიპოვე ეგ მუსიკა და სხვებიც მაგრები აქვს მაგ ავტორს winked ეს კინო სადმე ქართულად არ დევს?

  • tamo თქვა:
    20 მარტი 2013 19:48 - ID: 7,
    კარგი ფილმიაა,მაგრამ წიგნს ძAლიან არის დაშორებული
    მუსიკა ხომ სულში ჩამწვდომი

  • Perfection❣ თქვა:
    20 მარტი 2013 18:44 - ID: 6,
    ახლა ვკითხულობ წიგნს love

  • kristi_ თქვა:
    20 მარტი 2013 16:39 - ID: 5,
    ის რაც წიგნში ხდება იმის მეოთხედიც არ იგრძნობა ფილმში. მხოლოდ დადებითად შეგიძლია დეინელი შეაფასო და მუსიკა. უნკასის როლზე კაი წიპია love
    ნიუსიი

  • F.C.B თქვა:
    20 მარტი 2013 16:37 - ID: 4,
    კარგი ფილმია, მაგრამ განსაკუთრებულიც არაფერი... fellow

  • me თქვა:
    20 მარტი 2013 13:27 - ID: 3,
    ბავშვობის ერთ-ერთი უმძაფრესი შთაბეჭდილებაა ეს ფილმი, ეხლაც სიამოვნებით ვუყურებ ყოველთვის, მოუხედავად იმისა რომ ლამისაა თვითოეული სცენა ზეპირად ვიცი love დენიელ დეი ლუისის შესაფასებლად სიტყვები არ მყოფნის, უნიჭიერესი და უძლიერესი მსახიობია... love საუნდრეკი ეხლაც ტელეფონში მაქვს ჩაწერილი love
    მადლობა ავტორს ამ ნიუსისთვის!!! love

  • keetaa თქვა:
    20 მარტი 2013 08:32 - ID: 2,
    ეს კაცი ხო გენიოსია რა ნერვებს მიშლის უკვე ისეთი ნიჭიერის საზღვარს ცილდება მსახიობზე მეტია love

  • AnnLennon თქვა:
    20 მარტი 2013 00:40 - ID: 1,
    ეს ფილმი ადრეულ ასაკში ვნახე, ბავშვობისას და მას შემდეგ ჩამრჩა გონებაში. ცოტა რომ წამოვიზარდე გადავწყვიტე მომეძებნა, მაგრამ არც მსახიობების სახელები ვიცოდი და ბუნებრივია არც ფილმის, სახეებიც კი არ მახსოვდა მათი. შემდეგ რაღაცნაირად სრულიად შემთხვევით წავაწყდი. ისე გამიხარდა ... მოკლედ ბევრი რომ აღარ მოვწყვე ჩემთვის დენიელ დეი ლუისის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი კინოროლია და ფილმზე აღარაფერს ვიტყვი, დარწმუნებული ვარ მისი ნახვის შემდეგ იმავე აზრისა იქნებით. სიუჟეტი, მსახიობთა უზადო თამაში და ბოლოს არაჩვეულებრივი საუნდთრექი, რომლის თითოეული მოსმენისას ფილმსი ხელახლა ყურების სურვილი მიჩნდება. love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top