;
29 მარტი 2013      Hermione...♥     11 კომენტარი     ნანახია 2585-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

Cinderella Man (ნოკდაუნი) რეჟისორ რონ ჰოვარდის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია, რომელიც დიდ ეკრანებზე 2005 წელს გამოჩნდა, მასში მთავარ როლებს კი ოსკაროსანი მსახიობები, რასელ ქროუ და რენე ზელვეგერი ასრულებენ. ფილმმა გამოსვლისთანავე მიიპყრო ხალხის ყურადღება და არც კინოკრიტიკოსთა უმაღლესმა შეფასებებმა დააყოვნა. ნამუშევარმა უამრავი პრესტიჟული ჯილდო და მათ შორის, ოსკარის 3 ნომინაციაც მიიღო.

ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს კრივის მოთამაშე ჯეიმს ჯ. ბრედოკის ცხოვრებაზე, რომელიც მილიონობით ადამიანისათვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს. 30-იანი წლების ამერიკაში, როდესაც უმუშევრობის მაჩვენებელი პიკს აღწევდა, ნიჭიერ ბოქსიორს ფინანსური პრობლემები შეექმნება და ოჯახის სარჩენად ნებისმიერი სიმძიმის სამუშაოს თანხმდება. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, ბრედოკს რინგზე დაბრუნების შანსი უჩნდება და დაუჯერებელ წარმატებას აღწევს...









გამონათქვამები ფილმიდან:

-ხალხი ზღაპრებშიც კი მუდამ იღუპება.

-მინდა მჯეროდეს, რომ როდესაც ცხოვრება ცუდად წარიმართება, მე მეყოფა ძალა მის შესაცვლელად.

-ღმერთო, ჩემო! ყველა წმინდანის სახელით გთხოვთ, რომ დაწყნარდეთ... ნუთუ, უფალი ვახსენე?

-რის დამტკიცებას ცდილობთ ჩემთვის? იმის, რომ კრივი სახიფათო სპორტია? შეიძლება ბრძოლაში მომკლან, მაგრამ თავს იღბლიანად ვიგრძნობ, თუ ჩემს პროფესიას შევწირავ თავს.

-ჩემი გული ჩემს ოჯახს ეკუთვნის, ჩემი ტვინი კი ჩემს ბიზნესს.







კადრები გადასაღები მოედნიდან



კადრი ფილმის პრემიერიდან


გთავაზობთ ფილმის თრეილერს



უყურეთ ფილმს ენჯელ.ჯი -ზე ონლაინ რეჟიმში!


კატეგორია: ფილმები
Tags:

11


  • Hermione...♥ თქვა:
    31 მარტი 2013 20:29 - ID: 11,
    beonce,
    უღრმესი მადლობა, საყვარელო. გირჩევ უკეთ გაეცნო რასელის ფილმოგრაფიას და დამერწმუნე, ნასიამოვნები დარჩები smile

  • beonce თქვა:
    30 მარტი 2013 13:20 - ID: 10,
    ძალიან ძლიერი ფილმია და შესანიშნავი ქასთი ყავს.რენე ზელვეგერი უნიჭიერესი მსახიობია.სამწუხაროდ,რასელ ქროუს შემოქმედებას კარგად არ ვიცნობ,თუმცა ფილმში შესანიშნავი იყო. feel
    ნიუსი მომეწონა feel

  • Hermione...♥ თქვა:
    30 მარტი 2013 13:10 - ID: 9,
    Lucy,
    Johnny depp,
    keetaa,
    MARAUDER,
    amanda,
    tamo,
    ყველას ძალიან დიდი მადლობა!!! მიხარია, რომ ასე გიყვართ ეს ფილმი და ვისაც არ გინახავთ, სიახლემ მოგანდომათ მისი ყურება love

  • tamo თქვა:
    30 მარტი 2013 12:14 - ID: 8,
    პატარა რომ ვიყავი მახსოვს ოჯახთან ერთად ვუყურებდიიი..ისე განვიცდიდი ყოველივესსს :XX
    რასელზე ცუდად ვხდები love
    კარგი სიახლეა

  • tako_takunebi თქვა:
    30 მარტი 2013 04:08 - ID: 7,
    მილიონჯერ რო ვნახო ეს ფილმი მაინც ისეთი ემოცია მოაქვს პრველად ყურებისას რომ იყო! უმაგრესი ფილმია იმიტო რო ცხოვრებისეულია. love

  • amanda თქვა:
    30 მარტი 2013 02:31 - ID: 6,
    Hermione...♥,

    უიიჰ პირველად გავიგე რენესა და ჯენიფერის შედარებაზე :)) ვის მოუვიდა ეგ აზრად :D მაგარი ფილმია ძაან,მე მაგრად მომეწონა და ნიუსი რაღათქმაუნდაა ;) სხვანაირად არც შეიძლებოდა :) love

  • MARAUDER თქვა:
    30 მარტი 2013 00:18 - ID: 5,
    როგორ მიყვარს ეს ფილმი love
    კარგი ნიუსია love ნუ როგორც ყოველთვის winked

  • Ana smiley თქვა:
    30 მარტი 2013 00:01 - ID: 4,
    -მინდა მჯეროდეს, რომ როდესაც ცხოვრება ცუდად წარიმართება, მე მეყოფა ძალა მის შესაცვლელად. love

  • keetaa თქვა:
    29 მარტი 2013 22:54 - ID: 3,
    ზალიან Kაი ნიუსია ვგიჟდები Aმ კაცზე ეს QAლიც უნიწიერესია და კინო ძAაააააალიან მაგრ. Mიყვარს.

    ჯენიფერი რენეს დონის შეიზლება Vერაა მაგრამ უდაოდ Uნიწიერესია

  • Johnny depp თქვა:
    29 მარტი 2013 21:44 - ID: 2,
    პირველ რიგში მინდა ავღნიშრო, რა კარგი სიახლეა (როგორც ყოველთვის ♥) ჰო..რაც შეეხება ფილმს სამწუხაროდ არ მაქვს ნანახი და ისეთი სტატია შემოგვთავაზე ამ დღეებში ჩავუჯდები და ვუყურებ. რენე ზელვეგერზე არ ვიცი რა მემართება, იმხელა პოზიტივი მოდის, სითბო, სიყვარული , დიდი მუხტი მის მიერ შესრულებულ ფილმებს რომ ვუყურებ მთელი დღეები კარგ ხასიათზე ვარ ისეთი ტიპია. რასელი უკომენტაროდ !

  • Hermione...♥ თქვა:
    29 მარტი 2013 21:34 - ID: 1,
    უძლიერესი ფილმია შთამაგონებელი სცენარით, რომლის ყურებისას ემოციების შეკავებას მხოლოდ ფლეგმატური ხალხი თუ შეძლებს. რონ ჰოვარდმა, რა თქმა უნდა, ყველა სცენა უმაღლეს დონეზე დადგა, თუმცა რა იქნებოდა მისი რეჟისურა რასელ ქროუს უბრწყინვალესი თამაშის გარეშე? პირადად მე, ქროუს ნამდვილ გენიოსად და გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, საუკეთესო მსახიობად ვთვლი კინემატოგრაფიის ისტორიაში love ამ ადამიანს ცუდად კი არა, საშუალო დონეზეც კი არასოდეს უთამაშია და შეძლო, რომ უკლებლივ ყველა თავისი განსახიერებული პერსონაჟი ლეგენდად ექცია. რენეც შესანიშნავი არტისტი და ულამაზესი ქალია და ნერვები მეშლება, როდესაც მას და ჯენიფერ ლოურენსს ერთმანეთს ადარებენ, რადგან სოფლელი ლოურენსი შუაზეც რომ გაიხეს, მისგან რენეს ნახევარი დონის ვარსკვლავიც კი ვერასდროს დადგება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top