5 აპრილი 2013      m.a.r.i     29 კომენტარი     ნანახია 9395-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

ადამიანთა უმეტესობას არ მოსწონს ამბები ცუდი დასასრულით, მაგრამ ამ დროს ტირილისგან იცლები, თავისუფლდები - თითქოს ისინი არსებობენ იმისთვის რომ გითხრან სამყაროში მხოლოდ კარგი არ ხდება მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სამყაროსადმი ისინი ნდობას გვაკარგვინებენ, არა. რატომღაც მგონია რომ პირიქითაა.

დრამატული ფილმები



Legend of the fall/შემოდგომის ლეგენდები
ჟანრი: დრამა, საომარი, ვესტერნი, მელოდრამა,
IMDb:7.3
წელი:1994
რეჟისორი:ედვარდ ცვიკი
როლებში: ბრედ პიტი, ენტონი ჰოპკინსი, ეიდან კუინი, ჯულია ორმონდი, ჰენრი თომასი, კარინა ლომბარდი



„ზოგიერთ ადამიანს კარგად ესმით თავისი შინაგანი ხმა და ცხოვრობენ ისე როგორც ის მათ უკარნახებს ასეთი ადამიანები გიჟდებიან ან ლეგენდებად იქცევიან“ ჩემში ისინი ლეგენდებად იქცნენ ლეგენდებად რომლებიც არ გაქრებიან და რომელთა დაკარგვის შიში ტირილს დაგაწყებინებს მათ არ ჰქონიათ იოლი ცხოვრება ისინი დაშორდნენ და ისევ შეერთდნენ ესაა ისტორია ლადლოუს ოჯახის ოჯახისა რომელმაც რთული გზა განვლო მაგრამ იმ გზიდან რომელსაც ღირსება ჰქვია არ გადაუხვევიათ.






Modigliani/მოდილიანი
ჟანრი: დრამა, ბიოგრაფიული
IMDb:6.9
წელი:2004
რეჟისორი:მაიკლ დევისი
როლებში:ენდი გარსია, ელზა ზილბერშტეინი, ომიდ ჯალილი, იპოლიტ ჟირარდო, ევა გერციგოვა, უდო კირი



გამარჯობა ცხოვრებავ მე შენს სამყაროში შემოვაბიჯე ხომ ვერ მეტყვი რა მელის წინ? პასუხი უბრალოდ არ არის მოდილიანი სიკვდილის შემდეგ ქცეული ლეგენდაა ლეგენდა ლეგენდა რომლის ცხოვრებაც ამაღელვებელიც იყო უცნაურიც უიღბლოც და საერთოდ ყველაფერი ერთად და ლეგენდა რომელსაც საკუთარი თავისთვის არასდროს არ უღალატია მიუხედავად ყველაფრისა შემოქმედება ფულში არ გაუცვლია მე მიყვარს ეს ფილმი მიყვარს მისი დასაწყიასი „გყვარებიათ ოდესმე ვინმე ისე რომ სამუდამო სამყოფელად ჯოჯოხეთი აგირჩევიათ“ ჟანას უყვარადა და სწორედ ესაა ყველაზე კარგი.





The Curious Case of Benjamin Button/ბენჟამინ ბატონის იდუმალებით მოცული ამბავი
ჟანრი: დრამა, მისტიკა, მელოდრამა, ფენტეზი
IMDb:7.8
წელი:2008
რეჟისორი: დევიდ ფინჩერი
როლებში: ბრედ პიტი, ქეით ბლანშეტი, ჯულია ორმონდი, ფაუნ ა. ჩემბერსი, ელიას კოტეასი, ტილდა სვინტონი, ელე ფენინგი



ჩვენ ვიბადებით წლები მისდევენ ერთმანეთს და ჩვენს სახეს უფრო და უფრო მეტი ნაოჭები ემატება ვბერდებით და არც ძალგვიძს ამ შეუქცევად პროცესს შევეწინააღმდეგოთ ბენჯამინ ბატონის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით იყო ის ნაოჭებით დაღარული მოევლინა ამ ქვეყანას მაგრამ მიუხედავად ამისა ისიც ერთი უბრალო ჩვენგანი იყო რომლის ბოლო როგორც ყველასი სიკვდილი აღმოჩნდა მან ვერ შეაჩერა არა დაბერების არამედ გაახალგაზრდავების პროცესი მიუხედავად იმისა რომ მთელი გულით სურდა დამტკბარიყო ცხოვრებითა და სიყვარულით.






Atonement/მონანიება
ჟანრი: დრამა, საომარი, მელოდრამა
IMDb:7.8
წელი:2007
რეჟისორი: ჯო რაიტი
როლებში: კირა ნაითლი,ჯეიმს მაკევოი,სირშა რონანი, ეილიდჰ მაკეი,რომოლა გარაი



ადამიანები თავიანთი ცხოვრების გზაზე უამრავ შეცდომებს უშვებენ როგორც ბრაიონი ამბობს მთავარია ეს შეცდომები მოინანიო და ყველაფერი მიგეტევება მაგრამ როდესაც შეცდომა ისეთი საბედისწეროა რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ მონანიებაა და მეტი არაფერი მაშინ რა ხდება?





The Prestige/პრესტიჟი
ჟანრი: დრამა, თრილერი, მისტიკა
IMDb:8.5
წელი:2006
რეჟისორი: კრისტოფერ ნოლანი
როლებში: ჰიუ ჯეკმანი, ქრისტიან ბეილი, მაიკლ ქეინი, პაიპერ პერაბო, რებეკა ჰოლი, სკარლეტ იოჰანსონი




ჩვენ გვჯერა ილუზიების რადგან ისინი ალამაზებენ ჩვენს ცხოვრებას ჩვენ ხომ ამ დროს ვიჯერებთ რომ არსებობს რაღაც ჯადოსნური და უხილავი მაგრამ ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხდვით ჩანს ფოკუსის უკან უამრავი რამ იმალება გაინტერესებთ რა? პასუხს პრესტიჟის ყურებისას იპოვით.





Arizona Dream/არიზონული ოცნება
ჟანრი: დრამა, კომედია, მელოდრამა, ფენტეზი
IMDb:7.2
წელი:1993
რეჟისორი: ემირ კუსტურიცა
როლებში: ჯონი დეპი, ჯერი ლიუისი, ფეი დანაუეი, ლილი ტეილორი, ვინსენტ გალო



მართალია ყველა არ ოცნებობს ერთმანეთს იმდენი კადილაკი დაადგას რომ მთვარეს მიწვდეს მაგრამ ყველას აქვს რაღაც ოცნება ზოგს ფრენა სურს ზოგს ალიასკა მიაჩნია თავისი ოცნების განხორციელების ადგილად ეს არიზონული ოცნების მთავარი გმირების ოცნებებია ისინი ერთმანეთს სადღაც არიზონაში შეხვდნენ. ფილმის მთავარი გმირი კი აქსელია მან ორჯერ იგრძნო რაღაც მაგიური ძალა–სიყვარული მაგრამ ბოლოს ყველაფერი სხვანაირად აეწყო ქარიშხალმა გაიარა და სამწუხაროდ ამერიკა უკვე აღმოჩენილი იყო და აღარც გრეისი იყო და აღარც ბიძია ლეო ეს ფილმი თითქოს დედამიწასავითაა ის იტევს სიყვარულსაც სიგიჟესაც სუიციდსაც და ყველაფერს ამ ქვეყნიურს.






Never Let Me Go/არასდროს მიმატოვო

ჟანრი: დრამა, მელოდრამა
IMDb:7.2
წელი:2010
რეჟისორი: მარკ რომანეკი
როლებში: კერი მალიგანი, ენდრიუ გარფილდი, კირა ნაითლი, იზი მეიკლ-სმოლი, ჩარლი როუ, ელა პურნელი, შარლოტა რემპლინგი



„მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი ამოცლილი გაქვს გონებაზე რჩები მერე იგებ რომ ისევ გიკეთებენ ყოველგვარი რეაბილიტაციის გარეშე“. ადამინები ხშირად წუწუნებენ ხოლმე მათ ცხოვრებაზე ამბობენ რომ უბედურები არიან და უფრო მეტიც ამბობენ რომ მოსწყინდათ ცხოვრება. ფილმის მთავარ გმირებს სულაც არ მოსწყინებიათ სიცოცხლე მათ უბრალოდ წაართვეს სიცოცხლე მიუხედავად იმისა რომ ეს არცერთს არ სურდა. ისტორია სიყვარულზე ღალატზე მეგობრობაზე იმედებზე მათ დამსხვრევაზე და ა.შ. ისტორია რომელიც უნდა ნახო.





Love Story/სიყვარულის ისტორია
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
IMDb:6.7
წელი:1970
რეჟისორი:არტურ ჰილერი
როლებში: ელი მაკგროუ, რაიან ო`ნილი, ჯონ მარლი, რეი მილანდი, რასელ ნაიპი, კეტრინ ბალფური



„რა შეგიძლია თქვა 25 წლის გოგონაზე რომელიც გარდაიცვალა რომელიც იყო ბრყინვალე და ლამაზი რომელსაც უყვარდა მოცარტი ბახი ბითლზი და მე“ ასე იწყება ფილმი რომელიც მოგვითხრობს ორი განსხვავებული ადამიანის სიყარულის ისტორიას ისტორიას რომელსაც არ ექნება ბედნიერი დასასრული და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მოყვება ცრემლებიც.





Mamma Roma/რომის დედა
ჟანრი:დრამა
IMDb:7.8
წელი:1962
რეჟისორი:პერ პაოლო პაზოლინი
როლებში: ანა მანიანი, ეტორე გაროფოლო, ფრანკო ჩიტი, სილვანა კორსინი, ლუსია ლორანო, პაოლო ვალპონი



ამბავი სიყვარულზე შეცდომებზე ცხოვრებისეულ სირთულეებზე ხალხზე და ერთ დიდ საზოგადოებაზე ახალსა და შორეულზე ამბავი სწორედ ამ საზოგადოების ერთ–ერთ წევრსა და მის შვილს ეხება თავიდან ყველაფერი თითქოს ადვილია მაგრამ დასასრული სულ სხვა რამეს გვეუბნება დასასრულს ხომ ეტორეს ციხის საგიჟეთში ვიხილავთ რომის დედას კი ფანჯარაზე შემომდგარს.




Once Upon a Time in America/ერთხელ ამერიკაში
ჟანრი: დრამა, დეტექტივი
IMDb:8.4
წელი:1984
რეჟისორი:სერჯიო ლეონე
როლებში: რობერტ დე ნირო, ჯეიმს ვუდსი, ელიზაბეტ მაკგოვერნი, ჯო პეში, ბერტ იანგი, ტიიუზდი უელდი



განგსტერები რაინდები სულაც არ არიან და არც ამ შემთხვევაში იყო ასე ესაა ისტორია ბიჭებისა რომელთაც მშრალი კანონის დროს კონდრაბანდით ფული იშოვეს მაგრამ ამბავი ჯერ არ დამთავრებულა შემდეგ იყო ციხე ღალატი და ასე შემდეგ მოგონობები ერთმანეთს ენაცვლებიან და ჩვენს წინ იშლება ცხოვრება ბიჭებისა რომელთაც ცხოვრებამ სურპრიზები მოუწყო.






Million Dollar Baby/გოგონა მილიონ დოლარად
ჟანრი: დრამა, სპორტული
IMDb:8.1
წელი:2004
რეჟისორი: კლინტ ისტვუდი
როლებში: კლინტ ისტვუდი, ჰილარი სვონკი, მორგან ფრიმენი, ჯეი ბარუჩელი, მაიკ კოლტერი, ლიუსია რიჟკერი



იცი ცხოვრება ადვილი სულაც არ არის შენ უნდა იბრძოლო რათა შენი ბედისწერა შეცვალო მაგრამ ვეღარაფერს იზამ თუ ძალიან გაგიჯიუტდა მეგიმ შეძლო ჭაობისთვის თავის დაღწევა მას უნდოდა რომ თავისი ცხოვრება უკეთესი ყოფილიყო და მოახერხა კიდეც ეს მაგრამ ადამიანთა დაუნდობლობამ თუ ცხოვრებამ მას თითქმის ყველა საციცოცხლო უნარი წაართვა ყველაზე მძიმე კი ის იყო რომ მისმა ოჯახმა ვერ შეძლო მისი ტკივილის აღქმა მაგრამ აქ საქმე მხოლოდ მეგიში არაა ადამინები ერთმანეთთან მჭიდროდ არინ დაკავშირებული ამიტომ ის ერთადერთი არ იყო ვისთვისაც პარალიზება ტანჯვად იქცა მის მწვრთნელ ფრენკიში კიდევ ერთხელ იფეთქა დანაშაულის გრძნობამ რომელიც თითქმის მთელი თავისი ცხოვრება აწამებდა და ბოლოს ცრემლები ამ ფილმზე ისეთივე აუცილებელია როგორც პოპკორნი.





Green Street Hooligans/მწვანე ქუჩის ხულიგნები

ჟანრი: დრამა, სპორტული
IMDb:7.5
წელი:2005
რეჟისორი:ლექსი ალექსანდერი
როლებში: ელაიჯა ვუდი, ჩარლი ჰანემი, დევიდ ალექსანდრი, ოლივერ ელისონი, ჯეიმს ელისონი, ჯოფ ბელი




ყველაფერი ასე იწყება შეხედავ ქერა ლამაზ ბიჭს და გადაწყვეტ რომ ფილმი უნდა ნახო მაგრამ ეს არ აღმოჩნდება ჰოლივიდური ისტორია რომელიც ყველაც უამრავჯერ აქვს ნანახი კომედია+რომანტიკა ფილმის ბოლოს კი შენ თვალებს აშკარად დაეტყობა სიწითლე იმიტომ მისი მთავარი გმირი ბოლოს შენს ცრემლებს აუცილებლად დაიმსახურებს.





კატეგორია: ფილმები
Tags:

29

  • Mari.♫ თქვა:
    10 ივნისი 2013 21:57 - ID: 29,
    Green Street Hooligans/მწვანე ქუჩის ხულიგნები
    Green Street Hooligans/მწვანე ქუჩის ხულიგნები
    Green Street Hooligans/მწვანე ქუჩის ხულიგნები
    Green Street Hooligans/მწვანე ქუჩის ხულიგნები
    Green Street Hooligans/მწვანე ქუჩის ხულიგნები


    I SIMPLY ADORE THIS MOVIE :))))))))))))))))))))))

  • musicalangel14 თქვა:
    21 აპრილი 2013 14:27 - ID: 28,
    არასოდეს მიმატოვო ვგიჟდები ამ ფილმზე აუცილებლად უყურეთ

  • A.I. თქვა:
    7 აპრილი 2013 15:26 - ID: 27,
    ცუდი არცერთი არაა,თუმცა არსებობს უკეთესი ფილმებიც winked

  • lovejohnnydepp თქვა:
    6 აპრილი 2013 18:16 - ID: 26,
    arizonas ocnebaaaa love udzalianmagresi fillmia chemi sixaruli johnny deppis monawileobiiiit love

  • lasharelao თქვა:
    6 აპრილი 2013 16:39 - ID: 25,
    https://www.facebook.com/pages/მიყურებ-ისეთი-სითბოთირომ-ვთბები/442469542504324 daalikeet gtxooovt zaan mchirdeba

  • kristi_ თქვა:
    6 აპრილი 2013 13:53 - ID: 24,
    სია მოიკოჭლებს :\ ერთხელ ამერიკის და გოგონა მილიონ დოლარად -ის გვერდით დანარჩენს არაფერი ესაქმება ნუ ბენჟამინსა და ლეგენდას რას ვუჩივი. ხულიგნები ყელშია -__-

  • ani_1008 თქვა:
    6 აპრილი 2013 13:14 - ID: 23,
    თითქმის ყველა ნანახი მაქვს მშვენივრად არის შერჩეული <3 უდაოდ ყველა ფილმის ყურება ღირს

  • Queen ^_^ თქვა:
    6 აპრილი 2013 12:21 - ID: 22,
    ძალიან მაგარი ნიუსია love ყველა ფილმი უმაგრესია !

  • m.a.r.i თქვა:
    6 აპრილი 2013 10:30 - ID: 21,
    elga,
    Inna Abbey,
    likalikalika101,
    მადლობა მიხარია რომ მოგეწონათ love
    candyyy,
    ვიცი კიდევ ძალიან ბევრი ფილმია რომელიც შეიძლებოდა ამ სიაში მოხვედრილიყო ამიტომ მეორე ნაწილსაც გავაკეთებ

  • suslika თქვა:
    6 აპრილი 2013 00:04 - ID: 20,
    ქუჩის ხულიგნები♥
    არასდროს მიმატოვო არის უძლიერესი წიგნი და კინო ♥
    მონანიება ♥

  • AnnLennon თქვა:
    5 აპრილი 2013 22:46 - ID: 19,
    ყველა ნანახი მაქვს love

  • tiko_lovely თქვა:
    5 აპრილი 2013 21:39 - ID: 18,
    მაგარრრრრრრრრრრრიი ფილმეეეეეეეეეეეეეეეეებიიი :)) რამოდენიმე ნანახი აარ მაქვს და ვნახავ :))))

  • candyyy თქვა:
    5 აპრილი 2013 21:26 - ID: 17,

    Legend of the fall.
    Modigliani.
    The Curious Case of Benjamin Button.
    Never Let Me Go.

    ისე აკლია ბევრი))

  • likalikalika101 თქვა:
    5 აპრილი 2013 20:34 - ID: 16,
    აქდან ყველა ფილმი ნანახი მაქვს და განსაკუთრებით მიყვარს შემოდგომის ლეგენდები,მწვანე ქუჩის ხულიგნები,არიზონული ოცნება აგარ მასხოვს რა ჰქვვია ინ ფილმს სადაც ბავშვი მოხუცი დაიბადება, თუმცა ადრე ვუყურო და ძალიან მომეწონა ნამდვილად შეუდარებელი ფილმებია.... ძალიან მიყვარს დრამატული ფილმები,ამ დროს ფილმი უფრო საინტერესო მეჩვენება, ჩემი საყვარელი ჟანრი დრამაა და შესაბამისად ძალიან მომეწონა სიახლეც love

  • Rainbow თქვა:
    5 აპრილი 2013 20:25 - ID: 15,
    ამ ფილმებიდან ბოლოს ნევა ლეთ მიგოუს ვუყურე და შემძრა რასაცქვია. ძალიან საინტერესო ნიუსიაა

  • Tatia_M. თქვა:
    5 აპრილი 2013 19:47 - ID: 14,
    ყველა მაქვს ნანახი :) ბენჟამინი,შემოდგომის ლეგენდები და პრესტიჟი ჩემი საყვარელი ფლმების სიაში შედის. მონანიებაც ძალიან მიყვარს

  • NiNi_N თქვა:
    5 აპრილი 2013 19:03 - ID: 13,
    The Curious Case of Benjamin Button - ვფგიჟდები ამ ფილმზე...მართლა ძალიან მააგრია love
    Atonement - ასევე......♥♥♥ სამწუხაროდ აქედან ყველა არ მაქვს ნანახი...ზოგი კიდევ ნახევრამდე ვნახე...თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ უმეტესობა მართლა კარგია :)

  • Mariam Salvatore თქვა:
    5 აპრილი 2013 18:57 - ID: 12,
    სად არის ტიტანიკი?

  • Ana smiley თქვა:
    5 აპრილი 2013 18:35 - ID: 11,
    კარგი იყოო ბოლო განსაკუთრებით ომეწონაა

  • QiQiTo:):) თქვა:
    5 აპრილი 2013 18:06 - ID: 10,
    მოდილიანი ფანტასტიური ფილმია რასაც ქვია დავიცალე ემოციებისაგან <3

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება

მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ART ANGEL: გურამ ხეცურიანი
    ენჯელ.ჯი აგრძელებს პროექტს ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი ხელოვანების შესახებ, წარმოგიდგენთ გურამ ხეცურიანის შემოქმედებას.
  • ნუკი კოშკელიშვილი = 5 LOOKS
    მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამ ბოლო დროს პუბლიკის გამახვილებული ყურადღების ქვეშ მოექცა.
  • ART ANGEL: ლევან აბრამიშვილი
    Op-Art ჟანრში ხატავს, ამ ბოლო დროს დაიწყო ულტრაიისფერი საღებავებით ხატვა და ემზადება გამოფენისთვის.
  • "მის საქართველო" ანა ზუბაშვილი - 5 LOOKS
    ჩაცმის სტილი დიადემით და დიადემის გარეშე - როგორც ერთი თბილისელი, 20 წლის სტუდენტი გოგონა
  • ანუკი არეშიძე - 5 LOOKS
    "განტვირთვა - ოჯახი და ახლო მეგობრები, ან სრულიად მარტო. თუ მნახეთ კაფეში მარტო არ იფიქროთ, რომ მეგობარი არ მყავს, მიყვარს მარტოობა."
  • ART ANGEL: თეო კოხოძე
    „ჩემი სახელოსნო - "პირადი ოდისეაა", სივრცეა სადაც დრო ჩერდება, რჩები მარტო, ხარ გულწრფელი როგორც საკუთარ თავთან, ასევე ნახატებთან, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის. “
  • ნინა სუბლატი - 5 LOOKS
    ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks
Back to Top