;
21 აპრილი 2013      AnnLennon     11 კომენტარი     ნანახია 2526-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

ედიტ პიაფი: ‘ამერიკელებს სურთ სილამაზე და არა ნამდვილი ‘მე’. მე არ ვარ პარიზელი
სექსიმბოლო, რომელსაც ისინი ელოდებიან. ისინი ფიქრობენ, რომ მე ნაღვლიანი ვარ,
სულელები არიან. მე არ ვეკუთვნი მათ.’

La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

ამერიკელი ჟურნალისტი: საშუალება, რომ გქონდეთ რა რჩევას მისცემდით ქალებს?
ედიტი: გიყვარდეთ.
ამერიკელი ჟურნალისტი: ახალგაზრდა გოგონებს?
ედიტი: გიყვარდეთ.
ამერიკელი ჟურნალისტი: ბავშვებს?
ედიტი: გიყვარდეთ.

La Vie En Rose ანუ "ცხოვრება ვარდისფერ ფერში" (ფრანგული სახელწოდება La Môme-ბავშვი) 2007
წლის ნამდვილი შედევრია, რომელიც გადაღებული სეზარის ჯილდოს ნომინანტი რეჟისორის ფრანგი ოლივიე დანის მიერ. ფილმი რეალურ მოვლენებზე დაყრდნობითაა შექმნილი და მოგვითხრობს დაუვიწყარი ფრანგი მუსიკოსის ედიტ პიაფის ცხოვრების შესახებ. მთავარ როლში შესანიშნავი მარიონ კოტიარი გვევლინება, რომელსაც ოსკარი გადაეცა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

ჟანრი: დრამა, ბიოგრაფია, მუსიკალური
რეჟისორი: ოლივიე დანი
როლებში: მარიონ კოტიარი, ჟერარ დეპარდიე, პასკალ გრეგორი, სილვი ტესტიუ

ფილმის მოკლე მიმოხილვა: ცნობილი ფრანგი მუსიკოსის ედიტ პიაფის მძიმე ცხოვრება დაბადებიდან
გარდაცვალების დღემდე. ცხოვრება, რომელიც ბრძოლას ჰგავდა, სადაც მას სიცოცხლის, სიმღერისა და სიყვარულის მოპოვება უწევდა. პარიზის ღარიბი უბნებიდან ის თავისი ნიჭის წყალობით ნიუ-იორკის დიდ საკონცერტო დარბაზებში აღმოჩნდა და მთელი მსოფლიო დაიპყრო, თუმცა მოუტანა მას დიდებამ ბედნიერება ???



La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში




ფილმმა მთლიანობაში მიიღო ორი ოსკარი - ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვისა და
საუკეთესო მაკიაჟისთვის
. ამ შემთხვევამ დაამსხვრია სტერეოტიპები და მარიონი გახდა პირველი ქალი მსახიობი, რომელმაც ჯილდო დაიმსახურა ფრანგულენოვანი როლისთვის . აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოსკარის ცერემონიამდე მსახიობმა აიღო ბაფთა და გლობუსი, რომელიც ასევე პირველად მოხდა კინოინდუსტრიის ისტორიაში.


La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

- მარიონ კოტიარი ფილმის შესახებ -

ჟ: როგორ გამახსოვრდებათ თითოეული გარდასახვის პროცესი? დაწყებული მაკიაჟით?

მარიონი: მე მიწევდა საშინელი პროცედურების ჩატარება 5 საათის განმავლობაში, რათა მომერგო
თითოეული ასაკის ედიტ პიაფი. მიკეთებდნენ ხელოვნურ პროთეზს , როგორც სხეულზე ასევე სახეზე. მომიხდა ამეპარსა თმის გარკვეული ნაწილი შუბლთან და ასევე წარბები , რომლებიც შემდგომ ფანქრით დამიხატეს. ხანდახან მსურდა მომეკლა ყველა ის ხალხი, რომელიც ამგვარ ექსპერიმენტს აკეთებდა ჩემს სხეულზე, მაგრამ შემდგომ ვფიქრობდი შედეგზე და მიხაროდა.
La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

ჟ: ფილმში არსებულ სიმღერებს თქვენ მღერით?

მარიონი: არა, ერთადერთი ადგილი, სადაც ვმღერი ესაა სცენა, რომელშიც ედიტი თვრება და მღერის კატასტროგულად (იცინის). თუმცა უნდა ვთქვა, რომ რეალურ ცხოვრებაში უკეთ ვმღერი, ვიდრე იმ სცენაში. მიყვარს სიმღერა. ამ პროცესში ყველაზე ძნელი იყო lip syncing ე.წ. ფონოგრამაზე სიმღერა, რადგან ამ დროს გიწევს თითოეული პირის მოძრაობა, სხეულის მოძრაობა აკონტროლო, რათა შეცდომა არ გაგეპაროს.

ჟ: როგორ შეძელით ასეთი აიკონური პიროვნების როლის მორგება, როგორიც ედიტი იყო?

მარიონი: არ ვცდილობდი მისი იმიტაცია გამეკეთებინა, არამედ მსურდა ედიტს სიღრმისეულად, შინაგანად ჩავწდომოდი. ბევრს ვკითხულობდი მასზე, ვუყურებდი, ვუსმენდი მას. ვნახულობდი მის ფილმებს, ინტერვიუებს, პირად ფოტოებს, ვიდეომასალას. ვცდილობდი გამეგო თუ ვინ იყო ის პიროვნულად .
La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

ჟ: როგორი იყო თქვენთვის ყოფილიყავით პარიზში და განგესახიერებინათ ერთ-ერთი
ყველაზე ცნობილი და საყვარელი ადამიანი ფრანგებისთვის?


მარიონ: ოჰ, ეს უდავოდ დიდი გამოცდილება და გამოწვევა იყო ჩემთვის. თავდაპირვლად ფილმის გადაღებები დაიწყო პრაღაში, სადაც სამი თვე დავყავით, ხოლო შემდეგ ჩამოვედით პარიზში, სადაც ყველა საუბრობდა იმაზე, თუ როგორ გავართმევდი თავს ასე საპასუხისმგებლო როლს. ყველაზე განსაკუთრებული მომენტი იყო თეატრ ოლიმპიაში, სადც ჩვენ ბოლო სცენა გადავიღეთ. ეს თეატრი ცნობილი იყო როგორც მისი, რადგან უამრავჯერ გადაარჩინა გაკოტრებას , შესაბამისად ბოლო სცენის გადაღებაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, რიგითმა პარიზელებმა თუ ედიტის უახლოესმა მეგობრებმა. მთელი პროცესის მანძილზე ეს სცენა ალბათ ყველაზე გამორჩეულა ჩემთვის.

ჟ: ყოყმანობდი თუ არა როლის მიღებაზე?

მარიონი: არანაირად. თუმცა უნდა ვთქვა, რომ სანამ სცენარს წავიკითხავდი და სიუჟეტს გავეცნობოდი ვფიქრობდი, რომ არც თუ ისე შთამბეჭდავი როლი მექნებოდა. სცენარის წაკითხვის შემდეგ უბრალოდ ლაპარაკიც კი აღარ შემეძლო და ვერ ვიჯერებდი თუ რა საგანძური მეკავა ხელთ. გამომდინარე აქედან, ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ მეთამაშა თუ არა ფილმში. უბრალოდ ბევრს ვფიქრობდი იმაზე, შევძლებდი თუ არა განმესახიერებინა 47 წლის ქალი? ან 70? ან უბრალოდ მეთამაშა ბავშვური ედიტი? მხოლოდ ეს მაშინებდა.
La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

კატეგორია: ფილმები
Tags:

11


  • Tamo Gallagher თქვა:
    21 აპრილი 2013 17:50 - ID: 11,
    ვა ვა უნდა ვნახო რაღაც დამაინტერესა :))

  • TaakuuSha თქვა:
    21 აპრილი 2013 13:23 - ID: 10,
    ეს ის გოგო არა ტაქსიში როგამოდიოდა?
    არმაქვს ესფილმის ნანახი დღეს აუცილებლად ვუყურებ



    Hey bitch, follow me on We♥it
    tumblr

  • FAME თქვა:
    21 აპრილი 2013 13:03 - ID: 9,
    საოცარი ფილმია.

  • natuka555 თქვა:
    21 აპრილი 2013 12:46 - ID: 8,
    მარიონი ულამაზესი და უნიჭიერესია. ამ ფილმში კი რასაც ქვია დაგლიჯა :D დამსახურებული ოსკარი აიღო ნამდვილად. არაჩვეულებრივი ფილმია, ბოლო სცენამ წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა, ისევე როგორც იმ სცენამ , რომელშიც მარსელის სიკვდილის ამბავს იგებს ედიტი. არ ინანებთ, ნახეთ აუცილებლად. მარიონი ჩვენი დროის ლეგენდაა, თუმცა პირადად მე ვთვლი, რომ სათანადოდ მაინც ვერ აფასებენ.

  • salYyY თქვა:
    21 აპრილი 2013 11:52 - ID: 7,
    არ მიყვარს .. ესეთი ფილმები რაღAც .. ;;

  • QiQiTo:):) თქვა:
    21 აპრილი 2013 11:39 - ID: 6,
    ოჰო მაინტერესებს~

  • rihanna_mari თქვა:
    21 აპრილი 2013 10:43 - ID: 5,
    ოსკარი ეკუთვნოდა.მაგარი ფილმიააა fellow

  • elene_elene თქვა:
    21 აპრილი 2013 10:20 - ID: 4,
    ვაიმე რა კარგი ნიუსი იყო <3. ძალიან მიყვარს ედიტ პიაფის შემოქმედება და მის შესახებ ყოველთვის მსურდა ცნობების გაგება. აუცილებლად ვუყურებ ამ ფილმს, ნიუსი კი ფავორიტებში.

  • AnnLennon თქვა:
    21 აპრილი 2013 02:30 - ID: 3,
    liliana

    მადლობა :*

  • liliana თქვა:
    21 აპრილი 2013 01:42 - ID: 2,
    უმაგრესი ფილმი და უმაგრესი ნიუსი.. love ფავორიტებში აუცილებლად love

  • AnnLennon თქვა:
    21 აპრილი 2013 01:40 - ID: 1,
    მიყვარს ეს ფილმი.. ერთ-ერთი ყველაზე რეალური და ემოციური ნამუშევარია, რაც კი გადაუღიათ ბოლო 10 წლის განმავლობაში. სცენარი, კადრები, საუნდთრეკები ყველაფერი ზე-დონეზე. რაც ყველაზე მთავარია იდეალური შესრულება ულამაზესი მარიონ კოტიარისგან, რომელმაც ძალი და ღონე არ დაიშურა, რათა ყველანაირი კუთხით გარეგნულად თუ შინაგანად დამსგავსებოდა ლეგენდარულ ედიტს. ოსკარს უდავოდ იმსახურებდა!!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top