;

24 April 2013      -Diana-     17 Comments     Views 4515    
Category: Films, Movies

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი არის ინგლისელი ფილოლოგისა და ოქსფორდის
უნივერსიტეტის პროფესორის, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ნოველა, რომელიც
1937-1949 წლებში იწერებოდა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია.
მისი 150 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა.
ნაწარმოების მიხედვით გადაღებულია ფილმი, რომლის რეჟისორი პიტერ ჯექსონია. ფილმი, ისევე
როგორც წიგნი, სამ ნაწილადაა დაყოფილი: The Fellowship of the Ring (ბეჭდის საძმო) (2001 წელი),
The Two Towers (ორი კოშკი) (2002 წელი) და The Return of the King (მეფის დაბრუნება) (2003 წელი).

ფილმმა ოსკარის 30 ნომინაციიდან 17 ჯილდო აიღო, აქედან 11 ოსკარი ბოლო ნაწილმა აიღო.
ამ მონაცემით კი ფილმი ტიტანიკსა და ბენ-ჰურს გაუტოლდა
ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი ინგლისელი მწერალი, პოეტი, ფილოლოიგი და
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, რომელმაც შექმნა საუკუნო წიგნები: ჰობიტი,
სილმარილიონი
და ბეჭდების მბრძანებელი. ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერის
წოდება დედოფალმა ელიზაბეტ II-ემ უბოძა. მისი ახლო მეგობარი კლაივ სტეპლზ ლუისი
იყო, რომელთან ერთადაც ლიტერატურული კლუბის წევრი იყო. 2008 წელს ტოლკინი ''1945 წელს
მოღვაწე 50 საუკეთესო ბრიტანელ მწერალთა'' შორის დაასახელეს და მან მე-6 ადგილი დაიკავა.
2009 წელს კი ფორბსმა 5 გარდაცვლილ, ყველაზე მაღალანაზღაურებად სელებრითთა სიაში შეიყვანა
ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი: წიგნები

ბეჭდების მბრძანებელი ფენტეზის ჟანრის რომანია, რომელმაც მთელი მსოფლიო
მოხიბლა. თავიდან ავტორს სურდა, რომ მისი ნაწარმოების ჰობიტის გარგრძელება
დაეწერა, მაგრამ ეს ყველაფერი სულ სხვა, უფრო მასშტაბურ ნაწარმოებში გადაიზარდა.
გადაწყდა, რომ წიგნი სამ ნაწილად უნდა გამოცემულიყო, რადგან ასე უფრო მომგებიანი იქნებოდა,
რაც ტოლკინის სურვილს ეწინააღმდეგებოდა. გამოცემის დღიდან ნაწარმოებმა უდიდესი
წარმატება და პოპულარობა მოიპოვა და უამრავი ადამიანი დააინტერესა.
წიგნი უამრავ ენაზე ითარგმნა და ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად წიგნად იქცა. ტოლკინი ამ
წიგნის იდეაზე 1917 წლიდან მუშაობდა. დღესდღეობით კი მიიჩნევა, რომ ბეჭდების
მბრძანებელმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა თანამედროვე ფენტეზიზე. ნაწარმოებში
გამოყენებული სიტყვები "Tolkienian" და "Tolkienesque" ოქსფორდის ლექსიკონშია
შეტანილი და განმარტებული
ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი: ფილმი

ფილმი პიტერ ჯექსონმა გადაიღო, რომლის სამი ნაწილი 2001-2003 წლებში გამოვიდა.
ფილმში მოქმედება ბევრ სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობდა, დაახლოებით 150 ადგილას,
მაგრამ გადაღებები ძირითადად ახალ ზელანდიაში მიმდინარეობდა 438 დღის განმავლობაში.
ფილმის გადაღების გამო რეჟისორს თავისუფალი დრო საერთოდ აღარ რჩებოდა,
ღამით კი მხოლოდ 4 საათით იძინებდა

მსახიობები

ელაიჯა ვუდი - ფროდო ბეგინსი
ვიგო მორტენსენი - არაგორნი
შონ ბინი - ბორომირი
დომინიკ მონაგანი - მერიადოკ ბრენდიბაკი
შონ ასტინი - სემუაიზ გემჯი
იან მაკკელენი - გენდალფი
ჯონ რის-დევისი - გიმლი
ორლანდო ბლუმი - ლეგოლასი
ბილი ბოიდი - პერეგრინ თუკი


სრული ქასთი შეგიძლიათ ნახოთ აქ
ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო

ჟანრი: ფანტასტიკა, სათავგადასავლო, მძაფრ-სიუჟეტიანი
სლოგანი: Power can be held in the smallest of things
გამოშვება: 10 დეკემბერი 2001 წელი
რეჟისორი: პიტერ ჯექსონი
როლებში: ლივ ტაილერი, შონ ესთინი, ვიგო მორტენსენი,
იან მაქკელენი, ელაიჯა ვუდი, ნოელ ეპლბი, ალან ხოვარდი, მეგან ედვარდსი
ბიუჯეტი: $93М
შემოსავალი: $927M
ხანგძლივობა: 2 სთ 58 წთ


ბრძანებელი საურონი ცდილობს შუამიწეთის ბეჭდის ძალით დამორჩილებას.
ბრძოლაში უფლისწული ისილდური მას ბეჭედს წაართმევს, რითაც ამარცხებს მას.
საურონი კი ცდილობს ბეჭედის დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ. ცოტა ხნის შემდეგ, ისილდურს
ორკები მოკლავენ და ბეჭედი 2500 წლით მდინარეში იკარგება. მას გოლუმი იპოვის,
რომლის შემდეგაც ბეჭედი ჰობიტ ბილბო ბეგინსს დარჩება. 60 წლის შემდეგ
კი ბეჭედს ბილბო ფროდო ბეგინსს მისცემს
ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი: ორი კოშკი

ჟანრი: ფანტასტიკა, სათავგადასავლო, მძაფრ-სიუჟეტიანი
სლოგანი: A New Power Is Rising.
გამოშვება: 5 დეკემბერი 2002 წელი
რეჟისორი: პიტერ ჯექსონი
როლებში: ლივ ტაილერი, შონ ესთინი, იან მაქკელენი,
ელაიჯა ვუდი, ქეით ბლანშეტი, კარლ ურბანი, ორლანდო ბლუმი, ბრიუს ოლპრესი
ბიუჯეტი: $94М
შემოსავალი: $980M
ხანგძლივობა: 3სთ


ფროდო სემთან ერთად იწყებს სახიფათო მოგზაურობას მორდორში, საძმოს გარეშე.
ღამით მათ თავს ესხმის გოლუმი, რომელიც მიხვდება რომ ბეჭედი მათ აქვთ და ბეჭდის
დაბრუნება სურს, ჰობიტებს მორდორის გზა უჩვენებს. როჰანის ქალაქ ედორასში
მეფე თეოდენი გრიმა გესლ-ენას გავლენის ქვეშაა, რომელსაც სარუმანი ეხმარება
ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება

ჟანრი: ფანტასტიკა, სათავგადასავლო, მძაფრ-სიუჟეტიანი
სლოგანი:There can be no triumph without loss. No victory without
suffering. No freedom without sacrifice.
გამოშვება: 1 დეკემბერი 2003 წელი
რეჟისორი: პიტერ ჯექსონი
როლებში: შონ ესთინი, ვიგო მორტენსენი, ელაიჯა ვუდი, მარტინ ჩოკაში,
ქეით ბლანშეტი, ორლანდო ბლუმი, ბერნარდ ჰილი, ნოელ ეპლბი, ალექსანდრა ასტინი
ბიუჯეტი: $94М
შემოსავალი: $1172M
ხანგძლივობა: 3სთ 21წთ


ბეჭდების მბრძანებლის III ნაწილი ყველაზე კარგი გამოდგა, რადან შემოსავლის
მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს - $1 მილიარდი. ამავდროულად აღებული
17 ოსკარიდან 11 ოსკარი მესამე ნაწილმა აიღო, 4 ოსკარი პირველმა ნაწილმა
და 2 ოსკარი მეორე ნაწილმა
ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

^ პირველი ნაწილის ბრძოლის მომენტით დაწყება
შთაგონებული იყო ჯეიმს ბონდის ფილმებით

^ ფილმში ყველა მსახიობი პარიკს ატარებდა გარდა ბილი ჯექსონისა,
რომელიც პიტერის შვილია, რადგან მას ბუნებრივად ხვეული თმა ჰქონდა

^ პიტერ ჯექსონს არ უყვარს, როცა ფილმებში მაგიაა გამოყენებული,
სწორედ ამიტომ თავი აარიდა მაგიის გამოყენებას

^ ელაიჯა ვუდმა ყველა ტრიუკი თვითონ შეასრულა
ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი


Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top