;
25 აპრილი 2013      ANGEL     27 კომენტარი     ნანახია 11253-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები, სარეკლამო სტატია, ქართველები



პირველი Samsung Galaxy S4 „შენი ცხოვრების კომპანიონი“ უკვე საქართველოშია!
პირველი Samsung Galaxy S4 უკვე საქართველოშია!
პირველი Samsung Galaxy S4 უკვე საქართველოშია და საბურთალოს ქუჩაზე მდებარე „ალტას“ შოურუმში განთავსდა. ტექნოლოგიურ სამყაროში წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენას Samsung-ის სმარტფონს Galaxy S4-ს დაცვის თანხლებით აეროპორტში დახვდნენ და 30-მანქანიანი საგანგებო კორტეჟით, დროშების ფრიალით და „პეტარდების“ იასამნისფერი კვალით მიაცილეს “ალტას” საბურთალოს მაღაზიაში, სადაც ხალხი მას დილიდან ელოდებოდა. სახალისო და მასობრივი გათამაშების პირველი Galaxy S4-ის მფლობელი სტუდენტი რუსუდან ტყემალაძე გახდა.

„24 აპრილიდან დაიწყება წინასწარი შეკვეთების კამპანია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს შეეძლებათ გააკეთონ წინასწარი შეკვეთები Samsung Galaxy S4-ზე ექსკლუზიურად „ალტას“ მაღაზიაში და 29 აპრილს, ოფიციალურ გაყიდვებამდე 10 დღით ადრე მიიღონ სმარტფონი სამსუნგის ინოვაციურ აქსესუართან ერთად! სმარტფონის ღირებულება 1499 ლარი იქნება, ამ თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში, მომხმარებელი ასევე სახლში მიტანის უფასო სერვისით ისარგებლებს“ - აცხადებს „ალტას“ დირექტორი ირაკლი კაკაბაძე.

Galaxy S4 მისი წინამორბედი მოდელის Galaxy S3-ის ყველა ღირსებით არის აღჭურვილი, თუმცა ამავდროულად იმდენი ტექნოლოგიური ინოვაცია აქვს დამატებული, რომ მას არა მხოლოდ წინამორბედზე, არამედ ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სმარტფონზე ერთი თავით მაღლა აყენებს. Galaxy S3-მა თავის მხრივ უდიდეს წარმატებას მიაღწია და მსოფლიო მასშტაბით 40 მილიონზე მეტი ოდენობით გაიყიდა.

ახალი მოდელის Galaxy S4-ის მეშვეობით 5-დიუმიან ეკრანზე ინტერნეტ გვერდების გადაფურცლვა შეხების გარეშე, მზერითაა შესაძლებელი. სმარტფონს აქვს დახვეწილი დიზაინი, დიდი ეკრანი და გამძლე ელემენტი, წინამორბედზე უფრო თხელია (7,9 მილიმეტრი) და მსუბუქი (130 გრამი). ამ ეტაპზე გაყიდვაში იქნება მხოლოდ 2 ფერი: შავი და თეთრი.






სმარტფონს გააჩნია მსოფლიოში პირველი Full HD რეზოლუციის Super AMOLED ეკრანი, რომელიც საუკეთესო ხარისხის გამოსახულებას უზრუნველყოფს. მის 5 დიუმიან ეკრანს გააჩნია 441 პიქსელ/დიუმიანი ჩვენების PPI ხარისხი. ორივე მხარეს განლაგებულ კამერებს აქვს ერთდროულად გადაღების ფუნქცია.
პირველი Samsung Galaxy S4 უკვე საქართველოშია!
ძირითადი კამერა იღებს 13 მეგაპიქსელის, ხოლო ფრონტალური კამერა 2 მეგაპიქსელამდე გაფართოებით. სმარტფონი იღებს ერთდროულად ფოტოს და ვიდეოს. გადაღების 8 სხვადასხვა რეჟიმის საშუალებით შესაძლებელია ორი კამერის მიერ გადაღებული სურათების ერთში გაერთიანება, ორმაგი კამერა კი საშუალებას იძლევა ვიდეო ზარის განხორციელებისას დაენახოთ მოსაუბრეს და ამავდროულად აჩვენოთ ის გარემო, სადაც იმყოფებით.

ნამდვილად რევოლუციურია ტექნოლოგია, რომელიც იძლევა საშუალებას მართო სმარტფონი ეკრანზე შეხების გარეშე. მაგალითად თუ მომხმარებელი მოწყვეტს მზერას და მას აღარ უყურებს, ვიდეო თავისით პაუზდება. სმარტფონი აანალიზებს მაჯის და მზერის მოძრაობას, რის შედეგადაც თავად ფურცლავს ელექტრონულ წერილებს ან ინტერნეტ-გვერდებს. Galaxy S4-ს Samsung-ის ინჟინერებმა სურათიდან არასასურველი ობიექტების ან ადამიანების წაშლის, ანიმაციური ფაილების და სერიული გამოსახულებების ფუნქციებიც რეალობად აქციეს.

Galaxy S4-ის მფლობელს, სურვილისამებრ შეუძლია სმარტფონის საშუალებით აკონტროლოს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც - დისპლეიზე მუდმივად ჰქონდეს წნევის და სისხლში შაქრის დონის შესახებ ინფორმაცია, ასევე გამოიყენოს ბარომეტრი და თერმომეტრი.



იხილეთ "კურიერი"-ს სიუჟეტი ამ თემასთან დაკავშირებით




პირველი Samsung Galaxy S4 უკვე საქართველოშია!


უახლესი სმარტფონი თბილისში დალუქული ქეისით ჩამოიტანეს კორეიდან სპეც.რეისით.

დაცვის საგანგებო ესკორტმა ის "ალტა"-ს ოფისში მიაბრძანა

სადაც შეკრებილი საზოგადოება ელოდა პირველი Samsung Galaxy S4-ის მოდელის ხილვას.



„ამ დღეს დიდი ხანი ველოდით. მოხარული ვარ, რომ პირველი Samsung Galaxy S4 უკვე საქართველოშია და ის „ალტას“ საბურთალოს მაღაზიაში განთავსდა. მომხმარებელს შეუძლია წინასწარ შეუკვეთოს და მიიღოს სმარტფონი ოფიციალურ გაყიდვებამდე ძვირადღირებულ საჩუქართან ერთად და რაც მთავარია, შეიძინოს მხოლოდ Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამით“ - აცხადებს Samsung-ის კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, ბატონი სანგ პილ ჩანი.



Galaxy S4 აპრილის ბოლოსთვის 155 ქვეყანაში გაიყიდება, საქართველოში კი უკვე 24 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი. Galaxy S4-ის სლოგანია „შენი ცხოვრებს კომპანიონი“.




სიუჟეტები ამ თემაზე:




კატეგორია: ფილმები, სარეკლამო სტატია, ქართველები
Tags:

27


  • Ana smiley თქვა:
    28 აპრილი 2013 23:25 - ID: 27,
    იმდხელა დაცვა მოჰყვებოდა ფასის გაგებას აზრი არ აქვს და ტყუილად მე გულს არ გავიხეთქავ wink

  • I.F თქვა:
    28 აპრილი 2013 17:05 - ID: 26,
    თაყვანიც ხო არ ვცეთ ?

  • nnniiiaaa_1991 თქვა:
    27 აპრილი 2013 12:22 - ID: 24,
    ვერ ვიტან სამსუნგს

    ესენი ვერარიან თუუ ჰო :DDDDDDDDDD ვაიიიი ასეთი დახვედრა როგორ გაურეკიათ საწყლებს ჰო ჩამოაბრძანეს ტელეფონი სპეციალური რეისით ვაიმეეეეეეე :DDDDDDDDDDდდ

  • ani:) თქვა:
    26 აპრილი 2013 21:31 - ID: 23,
    საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნებაა feel

  • amigosforever თქვა:
    26 აპრილი 2013 17:58 - ID: 22,
    მინდაააააააააააააააააააააააააააააააა :(

  • Bao თქვა:
    26 აპრილი 2013 17:44 - ID: 21,
    ნეტა ასე ჩვენს ნამდვილ ქართველებს ვაფასებდეთ როგორც გალაქსი 'დააფასეს'. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს! ამავე დროს, მიხარია რომ საქართველოშიც შეგვეძლება მისი ყიდვა მაგრამ ვერ ვხდები ამდენი მეტიჩრობები და დახვედრები რად უნდოდა, ერთ კორეელს რომ კარგი ეფიქრა საქართველოზე? :))
    ფასიც დაგეწერათ!!
    დავძენ რომ უმაგრესი ტექნოლოგიების ტელეფონია 'ეს 4' და კარგია ვინც მიისაკუთრებს.
    მაგარი ტელეფონია მაგრამ, ტელეფონისს ასე გაფეტიშება ხალხო? კარგიით რა...




    ____________________________
    "თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი..."

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    26 აპრილი 2013 16:03 - ID: 20,
    gvancii111,
    აუუუ :D:D:D
    ამ სტატიის ნახვისას დავრწმუნდი (მანამდეც ვიცოდი) რომ გალაქსი საუკეთესო მობილურია, ვერ ვიტან როცა აიფონთან ადარებენ სად აიფონი და სად გალაქსი, ეს საქართველოშია ეიპლის პროდუქტი გაღმერთებული, თორემ მსოფლიოში ჩვეულებრივი მობილურია. გაოგნებული ვარ მისი ახალი ფუნქციებით განსაკუთრებით თვალის სენსორებით, მოკლედ ძალიან მინდა wink

  • taalu თქვა:
    26 აპრილი 2013 16:02 - ID: 19,
    ჩემი 3s მიყვარს მე და ძალიანაც კმაყოფილი ვარ love ,მაგრამ ოთხი მაგარი იქნება ნეტავ ზომა დიდიაქვს 3 ზე? winked

  • MARAUDER თქვა:
    26 აპრილი 2013 15:39 - ID: 18,
    აუ მე აბა samsung galaxy ace2 რომ მიყიდეს სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი lol
    ამასთან შედარებით ფანრიანი ნოკიასავითაა ეს sad

  • Holly ❤ Shit თქვა:
    26 აპრილი 2013 14:50 - ID: 17,
    ფასი რატო არ დაწერეთ ? თუ ვიდეოებშია ნახსენები, იმიტომ რომ
    არ ჩემირთავს :))
    ეს ფოტო რომ მენახა სხვაგან, ვერაფრით დავიჯერებდი რომ ტელეფონს "მიაბრძანებენ "

    ina,
    იმენააა :D :D



  • ina თქვა:
    26 აპრილი 2013 12:52 - ID: 16,
    ტელეფონია თუ ამერიკის პრეზიდენტი ჩემი დედას ვფიცავარ :D:D

  • darkangel თქვა:
    26 აპრილი 2013 12:14 - ID: 15,
    აუ ფასიც დაგედოთმაინტერესებს :D რა ძვირი იქნება მართლა წარმომიდგენია :D

  • Hope თქვა:
    25 აპრილი 2013 22:04 - ID: 14,
    Creep,
    პასუხი 1500 ლარი ღირს უ არ ვცდები D:

  • dalalo123 თქვა:
    25 აპრილი 2013 21:26 - ID: 13,
    ასეთ დახვედრას მე არ მომიწყობდნენ ბლიად .. დდშვც წავედი თავი მოვიკლა ბლიად .

  • ninaninia თქვა:
    25 აპრილი 2013 21:24 - ID: 12,
    ვაჰვაჰ მინდა..
    ეს თვალით როგორ აჩერებს ვიედეოს რა საინტერესოა?!

  • Ṿὶṿί_ÁngéL თქვა:
    25 აპრილი 2013 20:41 - ID: 11,
    დიდი სიამოვნებით შევიძენდი ასეთს... wink

  • SaAaL :X:X თქვა:
    25 აპრილი 2013 20:37 - ID: 10,
    Creep,
    1499იო ეწერა request

  • Creep თქვა:
    25 აპრილი 2013 20:22 - ID: 9,
    აუ ამას რა ფასი ექნებაა :DDDDDDD სახლიც რო გავყიდო მაინც ვერ ვიყიდი ალბათ და არც მინდა ვოტ what

  • liliana თქვა:
    25 აპრილი 2013 20:11 - ID: 8,
    კარგია love love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top