;

11 May 2013      NiNi_N     Views 2711    
Category: Films, Movies

პრესტიჟი/The Prestige
ბრიტანელი მწერალისა და სამეცნიერო ფანტასტიკის უბადლო წარმომადგენლის, კრისტოფერ პრისტის რომანი – 'პრესტიჟი', პირველად 1995 წელს გამოიცა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ რომანმა მწერალს მსოფლიო აღიარებასთან ერთად, უამრავი სალიტერატურო პრემიაც მოუტანა. სხვადასხვა პერიოდში, სცენარის მიხედვით რამოდენიმეჯერ გადაიღეს ფილმი/სერიალი.

გამოშვების წელი – 2006
რეჟისორი – კრისტოფერ ნოლანი
ჟანრი – დრამა, ფანტასტიკა, ტრილერი
ბიუჯეტი – 40,000,000 აშშ დოლარი
შემოსავალი – 109,676,000 აშშ დოლარი
IMBD-ის მიხედვით, ფილმის რეიტინგი შეადგენს 8,4
რამოდენიმე მნიშვნელოვან ჯილდოსთან ერთად, ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე, ორ ნომინაციაში.

პრესტიჟი/The Prestige
ილუზიონისტების, ალფრედ ბორდენის და რობერტ ენჯიერის მეგობრობას ალფრედის ერთი გამოუსწორებელი შეცდომა არღვევს, რომელმაც ენჯიერის ცოლი იმსხვერპლა. მათი მეგობრობა კი სერიოზულ კონკურენციად გადაიქცევა. რობეტ ენჯიერი, რომელიც ცდილობს გამოიცნოს მეტოქის საიდუმლო, საკუთარ თანაშემწესა და ამავდროულად საყვარელს სთხოვს, რომ ალფრედს დაუახლოვდეს და ყველაზე პოპულარული ფოკუსის, 'გადაადგილების' მისებური ვერსია მოპაროს. ახალგაზრდა, მომხიბვლელ ქალბატონს მოულოდნელად ალფრედ ბორდენი შეუყვარდება და ორიგინალის მაგიერ, ყოფილ უფროსს გაყალბებულ ჩანაწერებს მიუტანს, რომლის საკვანძო სიტყვაა 'ტესლა'. რობერტ ენჯიერი აშშ–ში მიემგზავრება ნიკოლა ტესლასთან შესახვედრად, რათა დაავალოს ახალი ელექტრო–მანქანის შექმნა. ლონდონში დაბრუნებული ენჯიერი უამრავ წარმოდგენას მართავს და უფრო და უფრო იხვეჭს სახელს. ერთ–ერთი გამოსვლის დროს რობერტი წყლიან კოლბაში ვარდება და იხრჩობა, რაშიც ბრალს ალფრედს დებენ. სინამდვილე კი ასეთია: ალფრედ ბორდეინი ყოველთვის ორი იყო, რადგან მას ყავდა ტყუპისცალი. რობერტ ენჯიერი კი საკუთარი თავის კლონირებას ახდენდა.
პრესტიჟი/The Prestige
როლებში:
ჰიუ ჯეკმენი — რობერტ ენჯიერი
კრისტიან ბეილი — ალფრედ ბორდენი
სკარლეტ იოჰანსონი — ოლივია უენსკომი
რებეკა ჰოლი — სარა ბორდენი
დევიდ ბოუი — ნიკოლა ტესლა
და სხვები...
პრესტიჟი/The Prestige
"ყველა ფოკუსი სამი ნაწილისგან, ანუ მოქმედებისგან შედგება."
"პირველი ნაწილია პირობა. მაგი ჩვეულებრივ საგანს გაჩვენებს: ბანქოს შეკვრას, ჩიტს ან ადამიანს. საგანს წარმოგიდგენთ, ზოგჯერ მის გამოკვლევასაც გთხოვთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილია, უცვლელი და ნორმალური. თუმცა რა თქმა უნდა ასეთი არ არის. მეორე ნაწილს გარდასახვა ეწოდება. მაგი იღებს ჩვეულებრივ საგანს და რაღაც არა–ჩვეულებრივს აკეთებს. ამ დროს საიდუმლოს ძებნას იწყებთ მაგრამ ვერ იპოვით, რადგან სინამდვილეში კარგად არ ეძებთ. სიმართლის გაგება არ გსურთ, გინდათ რო მოტყუვდეთ, მაგრამ ტაშის დაკვრას არ ჩქარობთ, რადგან საგნის გაქრობა საკმარისი არ არის. ის უკან უნდა დააბრუნო. ამიტომ ყველა ფოკუსს აქვს მესამე, ყველაზე რთული ნაწილი. ამ ნაწილს პრესტიჟს ვუწოდებთ."
პრესტიჟი/The Prestige
პრესტიჟი/The Prestige
პრესტიჟი/The Prestige
პრესტიჟი/The Prestige
პრესტიჟი/The Prestige
პრესტიჟი/The Prestige
პრესტიჟი/The Prestige
პრესტიჟი/The Prestige
პრესტიჟი/The Prestige
პრესტიჟი/The Prestige
პრესტიჟი/The Prestige
პრესტიჟი/The Prestige
პრესტიჟი/The Prestige
პრესტიჟი/The Prestige

პრესტიჟი/The Prestigeპრესტიჟი/The Prestige
პრესტიჟი/The Prestigeპრესტიჟი/The Prestigeპრესტიჟი/The Prestigeპრესტიჟი/The Prestigeპრესტიჟი/The Prestigeპრესტიჟი/The Prestige
პრესტიჟი/The Prestige
პრესტიჟი/The Prestige


Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top