;
23 მაი 2013      • Angel M •     8 კომენტარი     ნანახია 2533-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები


Bonnie and Clyde/ბონი და ქლაიდი (1967)
ბონი და ქლაიდი არის 1967 წლის დრამატული ჟანრის ფილმი. მთავარ როლებს ასრულებენ: უორრენ ბიტი, ფეი დანაუეი, ჯინი ჰეკმენი, ესტელ ფარსენსი, მაიკლ ჯეი ფოლარდი, დაბ ტეილორი და სხვები. ბონი და ქლაიდი დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდნენ აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დიდი დეპრესიის დროს. ისინი ძარცვავდნენ ბანკებს და ამ პერიოდში ჩადიოდნენ კრიმინალურ დანაშაულებებს. მათ 13 ადამიანი მოკლეს, ხოლო 12 ბანკი გაძარცვეს. ისინი არ ჯერდებოდნენ მხოლოდ ბანკებს და ამავდროულად ძარცვავდნენ სხვადასხვა მაღაზიებსა და ბენზინგასამართ სადგურებს. მათ ერქვათ “ბაროუს ბანდა”. ბანდაში შედიოდნენ: ქლაიდ ბაროუ, ბონი პარკერი, ბაკ ბაროუ(ქლაიდის ძმა), მისი ცოლი - ბლანში და ჯონსი.

ფედერალური საგამოძიებო სამსახური დიდი ხნის განმავლობაში დასდევდა მათ. “ბაროუს ბანდა” იმალებოდა მთებში და ისეთ ადგილებში, სადაც რთულად მისასვლელი გზები იყო. ისინი იმალებოდნენ მისურის შტატში, სადაც წარსულში 20-იანი წლების განგსტერები იმალებოდნენ. ამ დროის განმავლობაში ისინი იღებდნენ უამრავ ფოტოს.
საბოლოოდ ისინი დაასმინა მეზობელმა, რომელიც დაააეჭვა “ბაროუს ბანდის” უცნაურმა ქცევებმა და ტეხასში დაურეგისტრირებელმა მანქანებმა. პოლიციამ მათ მიაგნო და სასიკვდილოდ დაჭრა ქლაიდის ძმა - ბაკი, ხოლო მის ცოლი დააპატიმრა. ამის შემდეგ პოლიცია იპოვის ბანდის გადაღებულ ფოტოებს და განაცხადებენ, რომ ისინი ან უნდა დაიჭირონ ანდაც გაანადგურონ. ერთ მშვენიერ დღეს, გზაზე მიმავალი მძარცველების ავტომობილი დაცხრილა ექვსმა პოლიციელმა, რომელთაგან 4 იყო ტეხასელი რეინჯერი, ხოლო ორი ლუიზიანელი. მანქანაში 167 ტყვიამ გაიარა, მათგან 50-ზე მეტი ბანდიტებს მოხვდათ.

არსებობს წერილი: “The Story of Bonnie and Clyde”, რომელიც ბონის მიერაა დაწერილი. ბონისა და ქლაიდის თხოვნა იყო, რომ ისინი გვერდიგვერდ დაესაფლავებინათ, მაგრამ ეს სურვილი არ შეუსრულეს და ცალ-ცალკე დაასაფლავეს. ბონის საფლავზე დღემდეა შემორჩენილი დედამისის მიერ გაკეთებული წარწერა: “როგორც ყველა ყვავილი ხდება ნაზი მზის სხივებისაგან, ისე ეს ძველი სამყარო ხდება უფრო კაშკაშა შენნაირების ცხოვრების შედეგად”.

ფილმი გადაღებულია რეალურ ისტორიაზე

თრეილერი:





















კატეგორია: ფილმები
Tags:

8


  • I.F თქვა:
    25 მაი 2013 19:51 - ID: 8,
    განგსტაა მაზა ფაცქააა

  • Mari.♫ თქვა:
    24 მაი 2013 23:01 - ID: 7,
    ლამაზები არიან ერთად

  • Ana smiley თქვა:
    23 მაი 2013 23:33 - ID: 6,
    არ მაქ ნანახი ერთ დღეს აუცილებლად ვუყურებ

  • Bao თქვა:
    23 მაი 2013 19:44 - ID: 5,
    მაგარი ფილმია რა love ბოლოს როგორ ჩაცხრილეს, ძალიან გულის ამაჩუყებელი იყო...მაგარიი წყვილია <33 კლააიდი ძალიან სიმპატიურია:)

  • megi:) თქვა:
    23 მაი 2013 18:28 - ID: 4,
    კარგი ფილმია და ისტორიაც კარგია love

  • Mari Glonti თქვა:
    23 მაი 2013 14:37 - ID: 3,
    ფეი ულამაზესია <3ამ ფილმში,ბოლოს რა სასტიკად მთავრდება მაგრამ რეალურ ისტორიაზე და ვერ სეცვლიდა დასასრულს რეჟისორი
    ძალიან კარგი ნიუსია <3

  • liliana თქვა:
    23 მაი 2013 12:41 - ID: 2,
    გენიალური ფილმი და გენიალური ქასთი,,ეხლა იშვიათად გამოდის კარგი ფილმები სადაც გაიხდავ ყველგან ტრანსფორმერები და მსგავსი ნაგვებია, ან გაპაპსავებული რეჟისორები რომლებიც მაგალითად კრისტენს სტიუარტს დაამტკიცებენ როლზე რათა ფილმმა რაიმე მოგება ნახოს...ყველაფერი თინეიჯერებზეა გათვლილი რადგან სწორედ მათ ხარჯზე მოაქვს ამდენ სისულელეს მილიონები.ვაფასებ რეჟისორებს ვინც არ მაყურებელს და არც თავიანთ თავებს არ ისულელებენ და ღირებულ კინოს ქმნიან 21-ე საუკუნეში...ნიუსი ფავორიტებში,რადგან ჩემი უსაყვარლესი ფილმია..ბრავო ავტორო,ძალიან მომეწონა love love love love

  • ani-ani ___ თქვა:
    23 მაი 2013 08:11 - ID: 1,
    ვფრენ ამ ფილმზე ♥

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top