;
4 ივნისი 2013      kathryn happyborn     4 კომენტარი     ნანახია 9405-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები



ყველა ქალაქს თავისი განსაკუთრებული და მისტიური ხიბლი აქვს, რომელიც უმთავრესი ქარიზმა მათი დანიშნულებისამებრ გამოყენების საიდუმლოებაშია. არსებობს რამდენიმე ქალაქი რომელსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საჭიროების მიხედვით უნდა ესტუმრო: თუ ბედნიერებას ეძებ - პარიზს უნდა მიაშურო, თუ ვნებიან სიყვარულსა და მძაფრ გრძნობებს - ბარსელონას, და ა. შ მსგავსი თავგადასავლებისთვის ყველა ადგილი გამოდგება , მაგრამ მხოლოდ ერთი ადგილია სადაც შეიძლება მშვიდად მიაბარო სული უფალს _ ეს ხელოვნების და სიკვდილის ქალაქი ვენეციაა - წყალზე მოტივტივე მითოლოგიურ ბურუსში გახვეული არქიტექტურული შედევრი. გარდა იტალიელი გამოჩენილი ადამინებისა, 21 საუკუნის ყველაზე დიდი პოეტი იოსებ ბროდსკი აქაა დაკრძალული და აქვე გარდაიცვალა მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე გამოუცნობი პერსონა _გუსტავ ფონ აშენბახი. მას შემდეგ ვენეციის გაგონებაზე ძნელია არ გაგახსედეს თომას მანისა და ლუკინო ვისკონტის შედევრი " სიკვდილი ვენეციაში ". ნობელიანტმა მწერალმა 1911 წელს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შესანიშნავი ნოველა “სიკვდილი ვენეციაში” (“Der Tod in Venedig”) შექმნა.



შინაარსი ისეთვე ფატალურია და მოამჯადოვებელი როგორც თავად ამ ქალაქის არსებობის ისტორია. მისი გმირი, მოხუცი მწერალი გუსტავ აშენბახი დასასვენებლად ვენეციაში მიემგზავრება. აშენბახი, რომელმაც მთელი ცხოვრება ხელოვნებისადმი სამსახურს - მწერლობას შესწირა, აღმოჩნდება უჩვეულოდ ლამაზი, უცნობი ახალგაზრდისადმი თვითგამანადგურებელი ვნების ქვეშ.მშვენიერების სიმბოლო ან სიკვდილის ქიმერა მას დამალული ვნებების გამომზეურებისა და სიკვდილისაკენ გაუცნობიერებელი ლტოლვისკენ უბიძგებს. ეს გატაცება,თუ სულიერი სახლოვე მწერალისთვის ერთი მხრის სულიერი მეტამორფოზისა და მეორე მხრივ დამანგრეველი ძალის მქონეა.

კრეოლი დედისა და გერმანელი ბურჟუის შვილი თომასი მთელი ცხოვრება ცდილობდა საკუთარი ვნებების მოთოკვას და ბოჰემური ცხოვრებისადი ინტერესის უარყოფას. ის თვლიდა რომ მსგავსი სურვილები მწერალს მუშაობაში ხელს უშლის , თუმცა შუა ხანს მიტანებულმა სწორედ შთაგონებასა და გატაცებით სავსე დღეებში შექმნა მისი შემოქმედების მწვერვალად ქცეული ნოველა.. ამ ნაწარმოებით თითქოს ამტკიცებს რომ ხელოვანი, თუ სულით ვერ მიეცემა ნამდვილ გატაცებას და მუდმივად ჩაკეტილი იქნება ვერასდროს ვერ შექმნის რაიმე ფასეულს.





მთავარი გმირი მანის მსგავსად მწერალია. შემოქმედებითი საქმიანობისგან გადაღლილი შუა ხანს მიტანებული გუტავ ფონ აშენბახი სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტს და ვენეციისკენ გაეშურება. გემზე მყოფს ერთი ფაქტი ძალიან აკვირვებს: ხდება სცენა რომელიც აშენბახს ძალიან აკვირვევს თუმცა მოვა დრო და ისიც იგივეს გაიმეორებს. .ბიჭი , რომელიც ხმაურიანი ამფონების გარემოცვაში დროს ხმაურიანად ატარებს სინამდვილეში ასაკოვანი მამაკაცია, რომელსაც გრიმი და ყველა სხვა ატრიბუტი აქვს გამოყენებული რათა საზოგადეობას თავი ახალგაზრდულად მოაჩვენოს. ვენეციაში ჩასულ ბედისწერა დიდი გამოცდას უმზადებს:. სასტუმროს ფოეში შეხვდება პოლონელი ემიგრანტების ოჯახს დედას ძიძას, 2 გოგონას და წარმოუდგენელი სილამაზის არამიწერ არსებას 13 წლის ბიჭუნას. სამაგალითო, გრძნობებს არიდებულ აშენბახს ეს შეხვედრა გონებას ურევს და მას შემდეგ პატარა ბიჭუნას ტაძიოს აჩრდილად იქცევა. თითქოს ეს იყო ის ძალა რაც მას გზაში ეძახდა და აქამდე ექაჩებოდა , მოგვეიანებით ირკვევა რომ ეს არის გრძნობა სადაც დუელში სიკვდილი და სიცოცხლე ერთმანეთს ექიშპებიან. აშენბახი გემზე ნანახი კაცივით იწყებს ახალგაზრდობის შენარჩუნებას და ცდილობს ბიჭუნას ინტერესი მიიპყროს. ყველა ის ფასეულობა, რაც აქამდე ძვირფასი იყო გუსტავ ფონ აშენბახისათვის, უცებ წყალმა წაიღო. იგი უცხო რეალობის წინაშე დადგა. აშენბახის შინაგანი კოლიზიების დუღილი კარგად ჩანს მის სიზმარში..ამ სიზმრით სინდის შეწუხეწბული ცდილობს გაიქცეს რომ რამე შეცდომა არ დაუშვას, მაგრამ სადგურში მყოფს ბარგი დეკარგება (თითქოს ბედიწერა ცდის) და ისევ ვენეციაში მოუწევს დაბრუნება. აშენბახი თავის მორალურ პრინციპებზე იღებს ხელს სითამამე ემატება და ტაძიოსადმი ისეთ სასიყვარულო წერილს წერს, რომლის მსგავსი ჯერ არავის არ შეუქმნია და მთელი მისი შემოქმედება ამ ერთ წერილად ღირს.. ქალაქში ქოლერის ეპიდემია ვრცელდება და ტაძიოს ოჯახიც ქალაქიდან მიდის. . და აი დგება ბოლო დღე, ბიჭი უკანასკნელად გამოდის პლიაჟზე სათამაშოდ, აშენბახიც კვალდაკვალ მოყვება და მის მზერაში ,, სილამაზით ტკბობაში მიაბარაებს განგებას სულს. თუმცა აშენბახის სიკვდილის პროზაული მიზეზი ქოლერის ეპიდემიაა, მაგრამ იგი სინამდვილეში იმ სნეულებით კვდება, რასაც მისი ილუზიებისა და ცხოვრებისეული დებულებების სრული გაცამტვერება ჰქვია. აშენბახი სრულყოფილი მშვენიერების მსხვერპლი გახდა.






სწორედ ეს გახლდათ ის ამოუცნობი სფერო, რომლის ირგვლივაც მუდამ ტრიალებდა თომას მანის ფიქრები. ნუთუ არსებობს სრულყოფილება? ადამიანის მშვენიერებაა იდეალური თუ ხელოვნების ქმნილება ? სად გადის ზღვარი გარყვნილებასა და სისპეტაკეს, ხორციელ ლტოლვასა და დაუინტერესებელ ტკბობას შორის? გაუკუღმართებული ვნებითაა შეპყრობილი აშენბახი თუ ჰაეროვანი და უმწიკვლო სიყვარულით? მოგვიანებით ამავე საკითხით ინტერესდება ლუკინო ვისკონტი და ამბობს, რომ მანი მისთვის ყველაზე საყვარელი მწერალია რადგან მხოლოდ მას შეუძლია ასე პოეტურად გადმოსცეს პიროვნების მეტამორფოზის საკითხი.

იტალიური კინოს დიდმა მაესტრომ 1970 წიგნის გასაოცარი ეკრანიზაცია შექმნა და ორიგინალი ტექსტი სრულად გადმოიტანა დაამატა მხოლოდ რამდენიმე სცენა აშენბახის ოჯახური ცხოვრების შესახებ. ფილმში გაბნეული ეს კადრები მაყურებელზე დამაბნეველად მოქმედებს . გუსტავსა და მის საყვარელ მეუღლეს მცირე წლოვანი გოგონა დაეღუპათ.ამით თითქოს რეჟსორი გამორიცხავს წიგნისმიერი გრძნობების არსებობას და პატარა ბიჭუნათი გატაცებას მასში ოჯახური კერის , მამაშვილური გრძნობების გაღვივებას მიაწერს. მთელი ფილმის მანძლზე მთავარი გმირი ერთგვარ დისტანციას იცავს რომ არ შეეხოს ბიჭუნას და მათ შორის ეს იდუმალი, ვიზუალური კავშირი არ დაირღვეს. ფილმში კარგად არის ნაჩვენები რომ ეს არა პრიმიტიული ვნების გამოვლინებაა ,არამედ სილამაზის სიყვარული, ხელოვანის დამოკიდებულება ესთეტიკისადმი.



რამდენიმე ფაქტი წიგნისა და ფილმის შესახებ
1. მანს ნოველის შექმნა რამდენიმე ფაქტმა შთააგონა. თავდაპირველად მანს უნდოდა დაეწერა მცირე ნოველა გოეთეს ცხოვრების იმ მონაკვეთის შესახებ როცა 70 წლის მწერალს უგონოდ შეუყვარდა 18 წლის ულრიკე ფონ ლევეტცოვი მაგრამ გოგონას ოჯახმა დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო ქორწინების ნება არ დართეს რამაც გოეთეს დიდი სულიერი ტრამვა მიაყენა. არსებობს მეორე ვერსიაც:სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კომპოიზიტორი გუსტავ მალერი და მანი მატარებლით დემგზავრნენ ერთმანეთს. მათი საუბრის დროს მალერმი გაენდო მეგობარს და მისი აფორიაქების მიზეზი გაუმხილა ის უგონოდ იყო შეყვარებული სილამაზეზე. სწორედ ამიტომ აშენბახის მთავარი პროტოტიპი მალერი გახდა ,წიგნში ის ერთი მთლიანი სახეა მწერალი( მანის გარეგნობა ) და მალერის შინაგანი სამყარო. ფილმში ვისკონტიმ მისუელი აშენბახი პირვანდელი სახით კომპიზიტორის როლით აღადგინა.

2. ვენეციაში განვითარებულ მოვლენებს საფუძვლად რეალური ისტორია უდევს .მანის მეუღლე კატერინა პრინგსჰაიმის მოგონებებების თანახმად მათი ოჯახი 1911 წლის გაზაფხულზე მართლაც ესტუმრნენ ვენეციას და პოლონელი არისტოკრატების ოჯახს შეხვდნენ :ქალბატონს , ძიძას 3 გოგონას და განსაკუთრებული გარეგნობის 11 წლის ბიჭუნას რომელმაც მწერალი მაშინვე მოაჯადოვა. მანი აღფრთოვანებული იყო მისით, მუდმივად უთვალთვალებდა ყველგან ,სადაც ის მიდიოდა განსაკუთრებით პლიაჟზე. ობიექტმა კი ამის შესახებ არაფერი იცოდა. ნამდვილმა ტაძიომ, რომელიც სინამდვილეში ბარონ ვლადისლავ მოესი იყო მისი ლიტერატურული გმირის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო რაც მოგვიანებით ვისკონტის ფილმი ნახა.




3. ფილმი არის გასაოცარი სამსახიობო ანსამბლი. ლუკინოს მოგონებების თანახმად ტაძიოს როლის შემსრულებელი ბიჭს დიდხანს ეძებდა. იტალიაში უშედეგო ძებნის შემდეგ სკანდინავიის ქვეყნებში იმოგზაურა სადაც ერთეხელ სრულიად შემთხვევით გადააწყდა განსაკუთრებული გარეგნობის ბიჭს. ბიორნ ანდერსენი მაშინ 15 წლის ჩვეულებრივი მოზარდი იყო ,რომელსაც მოსწონდა ბითლები და გარეგნობით იყო ნამდვილი ტააძიო. ეს მისთვის პირველი სერიოზული როლი იყო, პატარა გამოუცდელ მსახიობს _ბიორნ ანდერსენის ვისკონტიმ როლი ასე" გაუხსნა" :" იყავი ის ვინც ხარ სინამდვილეში, დანარჩენს ოპერატორი და რეჟისორი გააკეთებს ჩვენ შენგან მხოლოდ ნათელი სახე, არა მიწიერი სილამაზე და სულიერი სისუფთავის დაფიქსირება გვჭირდება. "მოგვიანებით ამბობდნენ რომ ტაძიოს სახე იმ არისტოკრატიის კრებითი სახეა, რომელიც თანამედროვობამ ჩაყლაპა. თავად ბიორნი არც მაშინ და არც შემდეგ არ თვლიდა რომ განსაკუთრებული გარეგნობის პატრონი იყო.

4. აშენბახის როლის მოსაპოვებლად რამდენიმე მსახიობი იბრძოდა, ამ მარათონში ინგლისელმა მსახიობმა და ვისკონტის მეგობარმა დირკ ბოგარტმა გაიმარჯვა და გამორჩეულად საინტერესო როლიც შექმნა. მსახიობი მის ავტობიგრაფიულ წიგნში წერდა რომ არ არსებობდა წინასწარი სცენარი, ვისკონტი ფილმის გადაღებას განსხვავებულად მიუდგა." გადმომცა წიგნი" სიკვდილი ვენეციაში" და დამავალა რამდენჯერაც შემეძლო იმდენჯერ წამეკითხა, თან მალერის მუსიკას ვუსმენდით რომ უფრო გაგვეთავისებინა გმირის ხასაითი". ვისკონტიას აზრით მანი და მალერი უკეთესად გამარკვევდნენ ამ როლის ჩამოყალიბებაში."ამბობს ბოგარტი. . მოგვიანებით აღებულ ინტერვიუში აღნიშნავს კიდეც ,რომ ეს არის მისი სამსახიობო მწრევალი.

5.ფილმის გამოსვლიდან დიდი ხნის განმავლობაში დადიოდა ხმები ბიორნ ანდერსონის ტაძიოს როლის შემსრულებლის დაღუპვის შესახებ. ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ლომის წოლი ჰელმუბ ბერგერს მიუძღვის რომელიც ერთი მხრივ ლუკინო ვისკონტის საყვარელი და პროტეჟე იყო მეორე მხრივ კი ამ როლის მიღება სურდა და მასზე იყო გაბოროტებული.



6. სცენარის სრულყოფილებისთვის სცენარის ავტორებმა არამდენიმე დიალოგი მანის" დოქტორი ფაუსტუსიდან " აიღეს.ფილმში არის საკვანძო სცენა სადაც იმართება დიალოგი აშენბახსა და მის მეგობარს შორის. ამ საუბრისასს ირკვევა შენბახის ცხოვრებისეული კრედოსა და მის შეხედულებების მკვეთრი კონსერტვატორული ხასიათი , რომ იგი ყოველგვარი უწესობის გამოვლინების წინააღმდეგია. ტაძიოს ნახვის შემდეგ აშენბახის აკრძალვებით სავსე სამყარო თავდაყირა დგება. "ხელოვანი სიბნელეში მონადირეს გავს , რომელიც თავადაც ვერ ხვდება სად ისროლა, სანამ მსხვერპლს არ იპოვნის.". უმტკიცებს მეგობარი,(მარკ ბიორნსი) , რომელიც , ყვებოდა რომ ამ დიალოგის შინაარსი ვერც მაშინ და ვერც მერე ბოლომდე ვერ გაეგო.

7. რაც შეეხება სასტუმრო სადაც ფილმი გადაიღეს ნამდვილად არსებობს. ვისკონტს არ უყვარდა პავილიონები და სცენებს შეძლებისდაგვარად რეალურ გარემოში იღებდა. სერგო ფარაჯანოვი გარკვეული პერიოდი ამ სასტუმროში ცხოვრობდა. ტაძიოს დედის როლის შემსრულებელს სილვანა მანგანო მოგვიანებით იხსენებდა რომ ვისკონტიმ დედამისის ნაქონი საგვარეულო მარგალიტის მძივი გამიკეთა, რათა არისტოკრატი ქალის ხასიათი და ესთეტიკა კარგად გამეთავისებინაო."



8. გადაღებებს შორის ერთერთ შესვენებაზე ბიორნ ანდერსენმა დირკ ბოგარტის ( აშენბახს) ჰკითხა მოსწონდა თუ არა "ბითლზი" და რომელი იყო მისი საყვარელი სიმღერა, ბოგარტი იმდენად დაიბნა ბიორნის სილამაზითა და გემოვნებით რომ პასუხის გაცემა ვერ შეძლო.
მთელი ფილმის გუსტავ მალერის მომაჯადოვებელი მუსიკა ჟღერსმხოლოდ ფინალურ სცენაში ისმის ძველი რუსული იავნანა , რომლის მოტივი ვისკონტიმ შემთხვევით მოისმინა მისი მეგარდერობე, წარმოშობით რუსი ქალისგან. რეჟისორი იმდენად მოიხიბლა ამ სევდა ნარევი ტკბილი მუსიკით რომ ყველაზე დრამატული ფინალურ სცენაში ემოციების გამძაფრება მას მიანდო. მუსიკის წარმოშობით ასვე ხაზი გაუსვა ტაძიოს სლავურ ფესვებსაც.

9. ფილმი 1971 წელს წარდგა ფართო მაყურებლის წინაშე და კანის კინოფესტივალის ნამდვილი ტრიუმფატორიც გახდა მან თითქმის ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა. კრიტიკოსები ფილმს მსოფლიოს უდიდეს რომანტიული ფილმების ჩამონათვალში მოწინავე პოზიციას ანიჭებენ . თვლიან , რომ ბიორნ ანდერსენის ზოგიერთი კადრი იმდენად ლამაზია რომ მისი ადგილი ლუვრის კედლებზეა. ის ისეთივე სილამაზის სიმბოლოა კინოსამყაროში როგორც მიქელანჯელოს "დავითი" ან და ვინჩის" მონა ლიზა".

სრული ფილმი: Death In Venice 1971


კატეგორია: ფილმები
Tags: მანი, ვენეცია

4


  • _KoLini_ თქვა:
    5 ივნისი 2013 14:14 - ID: 4,
    კარგი news იყოოო )))) მადლობა ავტორს

  • anideka თქვა:
    5 ივნისი 2013 14:11 - ID: 3,
    1000000 მაქვს ნანახი დიდი მადლობა ამ სტატისთვის love

  • Reme თქვა:
    5 ივნისი 2013 12:44 - ID: 2,
    filmi ar vici magram imdenad kargad iyo statia dawerili gamichnda survili films vuyuro ))))))

  • anna... თქვა:
    5 ივნისი 2013 11:41 - ID: 1,
    კარგი ფილმია. სიახლე ძალიან კარგია

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top