;
6 ივნისი 2013      nin1     26 კომენტარი     ნანახია 4304-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

წარმოგიდგენთ IMDB-ს ლიდერ ფილმებს ივნისის თვის დასაწყისისთვის :

10. Man of Steel - რეჟისორ ზაკ სნაიდერის ფილმი, მსოფლიო პრემიერა დაგეგმილია ამ წლის 14 ივნისისთვის. მთავარ როლებში : ჰენრი ქევილი და ემი ადამსი.

IMDB ახლანდელი ლიდერები

9. Now You See Me - კრიმინალური თრილერი, რეჟისორი - ლუის ლეტერიელი. ბიუჯეტი 29.3 მილიონი დოლარი. როლებში: ჯესი ეისენბერგი, მარკ რუფალო, ვუდი ჰარელსონი და სხვები... რეიტინგი - 7.4.

IMDB ახლანდელი ლიდერები

8. After Earth - სათავგადასავლო ექშენი მ. ნაით შამალანის გადაღებულია. ფილმის ბიუჯეტი - 27.5 მილიონი, მთავარ როლებში: უილ სმიტი და ჯეიდენ სმიტი. ფილმის რეიტინგი - 4.6.
IMDB ახლანდელი ლიდერები

7. Epic - ამ ანიმაციური ფილმის ბიუჯეტი 65.4 მილიონი დოლარია. რეჟისორი - კრის ვედჯი. მთავარ გმირებს ახმოვანებენ : კოლინ ფარელი, ჯოშ ჰატჩერსონი და ბიონსე. მისი რეიტინგი არის 6.8.
IMDB ახლანდელი ლიდერები

6. The Great Gatsby - ბიუჯეტი 149 მილიონი. რეჟისორი - ბაზ ლარმენი, მონაწილეობენ : ლეონარდო დიკაბრიო, ტობი მაგუაიერი, კელი მელიგენი, ჯოელ ედგერტონი, ამიტაბჰ ბაჩანი და სხვები... რეიტინგი - 7.5
IMDB ახლანდელი ლიდერები

5. Arrested Development - ფოქს ნეთვორქის კომედიური ჟანრის სერიალი, რომელიც 2003 წლიდან გადის და წელს პირველად მოხვდა imdb-ს ათეულში. შემქმნელი - მიჩელ ჰარვიტსი, მთავარ როლებში : ჯეისონ ბეიტმენი, უილ არნეტი და პორტია დე როსი. სერიალის რეიტინგი - 9.2
IMDB ახლანდელი ლიდერები

4. Star Trek Into Darkness - ჯეი აბრაამსის ნამუშევარი მსოფლიოს ეკრანებზე 17 მაისს გამოჩნდა. ვარსკვლავური გზის სათავგადასავლო ექშენის ბიუჯეტი 182 მილიონი დოლარია, მისი რეიტინგი imdb-ზე კი 8.2. მთავარ როლებში: კრის პაინი, ზოი სოლდანა და ზაჰარი კუინტო.
IMDB ახლანდელი ლიდერები

3. The Hangover Part III - კომედიური ჟანრის ფილმი, რომელიც სამი მეგობრის ძალიან სასაცილო თავგადასავლებზე მოგვითხრობს. ფილმი მსოფლიოს ეკრანებზე 23 მაისს გამოჩნდა. ბიუჯეტი 38.5 მილიონი. რეჟისორი : ტოდ ფილიპსი, მთავარ როლებში : ბრედლი კუპერი, ზაკ გელიფიენეიკისი, ედ ჰელმსი და კენ ჯეონგი. რეიტინგი - 6.2.
IMDB ახლანდელი ლიდერები

2. Game of Thrones - HBO-ს სერიალი, რომელიც მიმდინარეობის დროს ლიდერ პოზიციებს არ თმობს. ახლა მისი მესამე სეზონი გადის, რომლის სიუჟეტმაც თითქმის ყველა მაყურებელი შოკში ჩააგდო. შემქმნელები დევიდ ბენიოფი და დ.ბ. ვეითსი. სერიალი გადაღებულია ჯორჯ მარტიინის სერიების - ,,სიმღერა ცეცხლსა და ყინულზე''-ს მიხედვით. როლებში : პიტერ დინკლეიჯი, ლენა ჰიდი, მეისი უილიამსი, კიდ ჰარინგტონი, ემილია კლარკი, მიშელ ფერლი, ნიკოლა კოლტერ-ვალდაუ, ჯეკ გლისონი, იან გლენი და სხვები. რეიტინგი 9.4.
IMDB ახლანდელი ლიდერები

1. Fast & Furious 6 - პირველი ადგილი ფორსაჟის მეექვსე ნაწილმა დაიკავა, სადაც გრძელდება დომინიკ ტორეტოს და მისი მეგობრების ისტორია. რეჟისორი ჯასტინ ლინი. ფილმის ბიუჯეტი 171 მილიონი ამერიკული დოლარი. რეიტინგი საიტზე - 7.7. მონაწილეობენ : ვინ დიზელი, პოლ უოკერი, დუეინ ჯონსონი, ჯორდანა ბრუსტერი, მიჩელ როდრიგესი, გალ გადოტი, სანგ კენგი, ლადაკრისი, ტაირის გიბსონი და სხვები. ფილმის მეშვიდე ნაწილის პრემიერა 2014 წლის 11 ივლისსაა დაგეგმილი, სადაც ქასთს ჯეისონ სტედჰემი შეემატება.
IMDB ახლანდელი ლიდერები

კატეგორია: ფილმები
Tags:

26


  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    8 ივნისი 2013 19:23 - ID: 25,
    სამეფო კარის თამაშები ყველაზე მეტად მიყვაააააააააააააააააარს love love

  • amigosforever თქვა:
    8 ივნისი 2013 16:14 - ID: 24,
    ისე ფორსაჟი სტეტჰემის გარეშე წამოუდგენელი იქნებოდა .. ძალიან მაგარი ველი 7 ნაწილს ^_^

  • anuk-anuki თქვა:
    7 ივნისი 2013 20:36 - ID: 23,
    GAME OF THRONES ნამდვილად დამსახურებული ადგილია უძლიერესი წიგნი, უძლიერესი ავტორი, არაჩვეულებრივი კასტი, მოკლედ შოკი რაა, და არა პატარა ბავშვებისთვის განკუთვნილი რაგაც იდიოტური სერიალი, რომლების არა ერთია და უკვე თავს ზევითააა.

  • Mari.♫ თქვა:
    7 ივნისი 2013 20:06 - ID: 22,
    ციტატა: candice
    ყველაზე მეტად მაინტერესებს Hangover -ი


    მთელი კინო იცინებ

    ციტატა: darkangel
    1ზე გეთსბი უნდა ყოფილიყო


    გეთანხმები

  • candice თქვა:
    7 ივნისი 2013 18:47 - ID: 21,
    ყველაზე მეტად მაინტერესებს Hangover -ი

  • darkangel თქვა:
    7 ივნისი 2013 16:06 - ID: 20,
    1ზე გეთსბი უნდა ყოფილიყო

  • HotMess თქვა:
    7 ივნისი 2013 15:12 - ID: 19,
    Game o Thrones <3

  • lizz131 თქვა:
    7 ივნისი 2013 14:34 - ID: 18,
    ფორსაჟი 6 ასწორებს wink გუშინ ვუყურე და ჰენგოვერი მაინტერესებს სასტიკად winked

  • kristi_ თქვა:
    7 ივნისი 2013 00:37 - ID: 17,
    დიდი გეთსბი და მენ ონ სთიილ

  • Niin Directioner თქვა:
    7 ივნისი 2013 00:16 - ID: 16,
    გეთსბი მეტს იმსახურებს, უმაგრესია, შედევრია

  • m.a.r.i თქვა:
    6 ივნისი 2013 22:52 - ID: 15,
    ციტატა: Lolipop..
    ციტატა: m.a.r.i
    ოხ ეგ დაუნდობელი ეგა wink მეცხრე სერიას რო ვუყურებდი პირი მქონდა ღია საერთოდ რამდენიმე წუთის მერე გავაანალიზე რო რობი მკვდარი იყო wink


    მეც მასეთი რეაქცია მქონდა რამდენიმე გმირზე რომ მომიკლეს :D მაგრამ მკვლელობებიც საინტერესოს ხდის სერიალს wink საბოლოო ჯამში მაგარი რაღაცაა რა :D


    რაღაც დაინტრიგებული ვარ მეათე სერია ველოდები

  • Lolipop.. თქვა:
    6 ივნისი 2013 22:37 - ID: 14,
    ციტატა: m.a.r.i
    ოხ ეგ დაუნდობელი ეგა wink მეცხრე სერიას რო ვუყურებდი პირი მქონდა ღია საერთოდ რამდენიმე წუთის მერე გავაანალიზე რო რობი მკვდარი იყო wink


    მეც მასეთი რეაქცია მქონდა რამდენიმე გმირზე რომ მომიკლეს :D მაგრამ მკვლელობებიც საინტერესოს ხდის სერიალს wink საბოლოო ჯამში მაგარი რაღაცაა რა :D

  • pipia თქვა:
    6 ივნისი 2013 22:36 - ID: 13,
    ციტატა: m.a.r.i
    ციტატა: Lolipop..
    ციტატა: m.a.r.i
    Game of Thrones კარგი სერიალია მაგრამ მთავარ პერსონაჟებს ისე კლავენ ვითომც არაფერიო აი მაგალითად მეცქრე ეპისოდში რა გააკეთეს საწყალი რობი sad wink სიახლე კარგია love

    ჰო მეც გული დამწყდა რამდენიმეზე :( მაგრამ ჯორჯ მარტინისგან მკვლელობები მოსალოდნელია, უყვარს ინტრიგის ჩაგდება.. მსახიობები აქეთ ეხვეწებიან ჩემი გმირი ჯერ არ მოკლაოო :D


    ოხ ეგ დაუნდობელი ეგა wink მეცხრე სერიას რო ვუყურებდი პირი მქონდა ღია საერთოდ რამდენიმე წუთის მერე გავაანალიზე რო რობი მკვდარი იყო wink


    მეც გუშინ ვუყურე და სტარკების ხოცვის სცენაზე გული შემიღონდა, არ ყოფილა ამ გვარის საშველი lol

    ძალიან მაგარი სერიალია, მაგრამ "ჰოუმლენდი" მირჩევნია მაინც

  • FAME თქვა:
    6 ივნისი 2013 22:22 - ID: 12,
    თამაშები ლიდერია როგორ ყოველთვის love

  • m.a.r.i თქვა:
    6 ივნისი 2013 22:18 - ID: 11,
    ციტატა: Lolipop..
    ციტატა: m.a.r.i
    Game of Thrones კარგი სერიალია მაგრამ მთავარ პერსონაჟებს ისე კლავენ ვითომც არაფერიო აი მაგალითად მეცქრე ეპისოდში რა გააკეთეს საწყალი რობი sad wink სიახლე კარგია love

    ჰო მეც გული დამწყდა რამდენიმეზე :( მაგრამ ჯორჯ მარტინისგან მკვლელობები მოსალოდნელია, უყვარს ინტრიგის ჩაგდება.. მსახიობები აქეთ ეხვეწებიან ჩემი გმირი ჯერ არ მოკლაოო :D


    ოხ ეგ დაუნდობელი ეგა wink მეცხრე სერიას რო ვუყურებდი პირი მქონდა ღია საერთოდ რამდენიმე წუთის მერე გავაანალიზე რო რობი მკვდარი იყო wink

  • Lolipop.. თქვა:
    6 ივნისი 2013 21:52 - ID: 10,
    ციტატა: m.a.r.i
    Game of Thrones კარგი სერიალია მაგრამ მთავარ პერსონაჟებს ისე კლავენ ვითომც არაფერიო აი მაგალითად მეცქრე ეპისოდში რა გააკეთეს საწყალი რობი sad wink სიახლე კარგია love

    ჰო მეც გული დამწყდა რამდენიმეზე :( მაგრამ ჯორჯ მარტინისგან მკვლელობები მოსალოდნელია, უყვარს ინტრიგის ჩაგდება.. მსახიობები აქეთ ეხვეწებიან ჩემი გმირი ჯერ არ მოკლაოო :D

  • m.a.r.i თქვა:
    6 ივნისი 2013 21:42 - ID: 9,
    Now You See Me-ს აუცილებლად ვუყურებ კარგი ფილმი ჩანს თანაც ქასთიც მომწონს love სმიტების ახალ ფილმს დაბალი Imdb აქვს მართალია ამას ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე მაგრამ ასეთი ჟანრის ფილმები არ მომწონს feel სტარ ტრეკის და ჰანგოვერის ცქერასაც ვაპირებ smile Game of Thrones კარგი სერიალია მაგრამ მთავარ პერსონაჟებს ისე კლავენ ვითომც არაფერიო აი მაგალითად მეცქრე ეპისოდში რა გააკეთეს საწყალი რობი sad wink სიახლე კარგია love

  • Ggvantsa თქვა:
    6 ივნისი 2013 21:33 - ID: 8,
    game of thrones!!!

  • QiQiTo:):) თქვა:
    6 ივნისი 2013 21:27 - ID: 7,
    The Hangover love

    რა ჯანდაბა ამისთანა ეს კარის თამაშები რომ გადარია ხალხი
    მხოლოდ 1 სეზონი მაქვს ნანახი!

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top