;
10 ივნისი 2013      ta_mo     21 კომენტარი     ნანახია 3408-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

Stoker/სტოკერი

Stoker/სტოკერი

კორეელი რეჟისორის პაკ ჩაჰნ უკის მიერ გადაღებული დრამატული ტრილერი,
რომელშიც მთავარ როლებს მია ვაშიკოვსკა, ნიკოლ კიდმანი და მეტიუ გუდი ასრულებენ.
უენტვორტ მილერის მიერ შექმნილი სცენარის მიხედვით მოქმედება ვითარდება ინდია სტოკერის
ირგვლივ, რომელსაც ავტო კატასტროფის შედეგად მამა გარდაეცვლება, მის ოჯახს კი ტრაგედიის
შემდეგ სტუმრობს გოგონას ბიძა, რომელიც საიდუმლოებებით მოცული პიროვნებაა.....



* ფილმის პრემიერა შედგა "სანდენსის" კინოფესტივალის ფარგლებში 2013 წლის
1 მარტს.

* გადაღებები დაიწყო 2011 წლის სექტემბრის თვეში ტენესის შტატ ნეშვილში. პაკმა ინტერვიუში
განაცხადა, რომ გადაღებების პროცესის დაჩქარება ხელოვნურად მოხდა, გადასაღებ მოედანზე კი იგი
მსახიობებს თარჯიმნის მეშვეობით ეკონტაქტებოდა.

* პაკ ჩჰან უკასისთვის "სტოკერი" პირველი ინგლისურენოვანი ფილმია, ჰოლივუდში
მისი დებიუტი სწორედ ამ სურათით შედგა.

* უენტვორტ მილერის სცენარმა 2010 წელს "შავ სიაში' რიგით მე-5 პოზიცია დაიკავა.

* ინდიასა და ეველინის როლზე განიხილებოდნენ კერი მალიგანი და ჯოდი ფოსტერი, სტოკერის
პერსონაჟის განსახიერებისთვის კი აგრეთვე იბრძოდნენ კრისტენ სტიუარტი, რუნი მარა, ემა რობერტსი
და ეშლი გრინი.

* ჩარლი სტოკერის როლზე კი განიხილავდნენ ჯეიმს ფრანკოს, კოლინ ფიორტს, ჯოელ
ედგარტონს და სხვ....

* კინო კრიტიკოსებისაგან ფილმმა დადებითი შეფასება დაიმსახურა, მათმა ნაწილმა აღნიშნა
რომ სტოკერის პერსონაჟი, ისევე როგორც მისი ვიზუალი დამაინტრიგებელია და მაყურებელს ეკრანს
აჯაჭვავს. მსახიობთა გუნდის თითეოულმა წარმომადგენელმა კი ასევე დადებითად განაწყო საზოგადოება
და სრულიად კინო სამყარო.

Stoker/სტოკერი
Stoker/სტოკერი
Stoker/სტოკერი
Stoker/სტოკერი
Stoker/სტოკერი
Stoker/სტოკერი
Stoker/სტოკერი
Stoker/სტოკერი
Stoker/სტოკერი
Stoker/სტოკერი

Stoker/სტოკერი
Stoker/სტოკერი Stoker/სტოკერი
Stoker/სტოკერი
Stoker/სტოკერი Stoker/სტოკერი
Stoker/სტოკერი

კატეგორია: ფილმები
Tags:

21


  • AMADEUS თქვა:
    23 ივნისი 2013 16:24 - ID: 21,
    ფილმი ხომ არის და არის, მაგრამ საუნდტრეკი აქვს რაღაც განუმეორებელი!! love

  • tannk თქვა:
    12 ივნისი 2013 22:39 - ID: 20,
    ძალიან კარგი ფილმი გამოვიდა, უფრო ზუსტად რომ ვთქვა უცნაურად კარგი.
    რეჟისორის ნამუშევარი, არა ეჭვიც არ მეპარებოდა რომ იმედგაცრუებული არ დავრჩებოდი. კადრები როგორ გადადის, რა ფერებია და მუსიკალური გაფორმება ხომ საერთოდ.
    ბოლო დროს რა ფილმებიც გამოვიდა, თითქმის არ შეიცავს დასამახსოვრებელ სცენებს. აი ისეთ, თუნდაც ქალის სურნელში რომ ტანგოს სცენაა. ამ ფილმს ესეც არ აკლია, ფორტეპიანოს სცენა არის ერთ-ერთი საუკეთესო. მაგალითი იმისა რომ ეროტიკა შეიძლება იყოს ფილმში ლოგინის გარეშე.
    სცენარი ღრმა და ფილოსოფიურია. სულ დაბლითა შრეებში რა იმალება ეგ თითოეულმა ადამიანმა უნდა თავისით უნდა გაარჩიოს. მითუმეტეს რომ შეიძლება პარალელების გავლება ამ ორ პერსონაჟს შორის.
    მსახიობების თამაშზე რამე უარყოფითი რომ ვთქვა ჩამოსახრჩობი ვიქნები.
    მოკლედ 10დან 9ში გაარტყა პაკ ჩაჰნ უკმა :)

  • ANGEL თქვა:
    12 ივნისი 2013 12:53 - ID: 19,
    ვოჰოო, არც ვიცი როგორ ავღწერო ეს ფილმი
    imdb-ზე შევედი ფილმის ნახვის შემდეგ და დისკუსიებში რა საინტერესო განმარტებები ამომიგდო, ცდილობენ ჩაწვდნენ ფილმის არსს... მართლაც მეც დიდ ხანს ვფიქრობდი... არ ვიცი პიროვნების გაორების თემა თითქოს არ არის შორს, მაგრამ მაინც "ბოროტი გენის" გამოკვეთას ვემხრობი.
    ბოლო სცენა ყვავილების შეფერადება მართლაც ლამაზი იყო:))

  • Mari Glonti თქვა:
    11 ივნისი 2013 23:11 - ID: 18,
    ზუსტად ისეთი ნიუსია ფილმებზე რომელიც მე მიყვარს და სიამოვნებით ვკითხულობ
    ვენტვოტ მილერი როგორც მსახიობი გასაგებია უკვე მაგრამ სცენარისტის ამპლუაში პირბელად რომ ფიგურირებდეს პირველად ვხედავ,დამაინტერესა ვნახავ უახლოეს მომავალში
    თან ნიკოლი ხომ უნიჭიერესია

  • anna... თქვა:
    11 ივნისი 2013 18:46 - ID: 17,
    kargi filmia

  • elga თქვა:
    11 ივნისი 2013 17:44 - ID: 16,
    არაა მე მომეწონა და დღეს ხელმეორადაც ვუყურე . თუმცაღა ფინალს შევცვლიდი და ჩარლის არ მოვკლავდი.

  • Ggvantsa თქვა:
    11 ივნისი 2013 17:06 - ID: 15,
    ადრეც ედო ვიღაცას ამ ფილმზე ნიუსი მახსოვს, მაშინვე დამაინტერესა, ამ დღეებში ჩავუჯდები აუცილებლად

  • bususi თქვა:
    11 ივნისი 2013 16:45 - ID: 14,
    მე რაღაც არ დამევასა.. რა უბედურება კინოა angry

    იმ გოგოს აშკარად ბიძამისის გენები გამოყვა wink

    არადა რა კარგი მამა ყოლია :)

  • anabani თქვა:
    11 ივნისი 2013 16:19 - ID: 13,
    მე ვუყურე და კარგი ფილმია fellow

  • usaxelo gmiri var:) თქვა:
    11 ივნისი 2013 15:49 - ID: 12,
    https://www.facebook.com/pages/Fly-with-me/133504563515760 like gtxooovtt :*

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    11 ივნისი 2013 14:17 - ID: 11,
    არ მაქვს ეს კინო ნანახი, მაგრამ ძალიან დამაინტერესა და ვაპირებ ყურებას, ნიუსი კარგია love

  • bibi თქვა:
    11 ივნისი 2013 13:14 - ID: 10,
    ვუყურებ აუცილებლად ♥

    ___________________________

    My Webpage Creatiuli.Com

  • elga თქვა:
    11 ივნისი 2013 12:44 - ID: 9,


    ესეიგიიი მომეწონა ფილმი მართლა მაგრად მიას და მეთიუს კარგი ტანდემი გამოუვიდათ. პიანინოს სცენა მართლაც შთამბეჭდავი იყო. ისე ბოლო სცენას მე სხვანაირად დავამთავრებდი . შერიფს რომოკლავს ბოლოს ინდია და სისხლით რო შეიღებება ყვავილები რა ლამაზი იყო .
    მოკლედ კარგი ფილმია და ჩემ ფავორიტ ფილმეში მოხვდა.
    მეთიუს ირონიული ღიმილი და თვალების გამომეტყველება გონების დამკარგველია wink .
    კიდე კაი მიამ შეასრულა ინდიას როლი და არა კრისტენმა ან რუნი მარამ მიუხედავად იმისა რო ორივე მიყვარს. ემა რობერტსი და ეშლი გრინი ხო საერთოდ.
    მოკლედ მია არის მსახიობი რომელიც ყველანაირ როლს ერგება .ველოდები მის "მადამ ბოვარს".
    ეხლა კიდე ვუყურებ ამ ფილმს იმდენად მომხიბლა

  • QiQiTo:):) თქვა:
    11 ივნისი 2013 10:55 - ID: 8,
    არ ვიცი!

  • VforVendetta თქვა:
    11 ივნისი 2013 00:35 - ID: 7,
    ta_mo

    თამო აი აიი , მიყვარხარ ეე! გუშინწინ ვუყურე და ეს ორი დღეა ტვინს ვჭამ .. ძააან მაგარი ფილმია, როგორ გამიხარდა რო დადე ნიუსი ამაზე!! ძალიან მომეწონა მეთიუ რა კარგად ასრულებს როლს გავგიჟდი და რაღაც ირონიული ღიმილი რო ადევს ხოლმე დააა რავიცი... პიანინოს სცენა რა მაგარი იყოოო გავგიჟდდი ორივენი რო უკრავენ.. love ისე გამახარე რო რავიცი

  • mariami-mako თქვა:
    10 ივნისი 2013 23:48 - ID: 6,
    დამაინტერესა ძალიან love

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    10 ივნისი 2013 21:41 - ID: 5,
    არ მიყურებია, მაგრამ მიას გულისათვის ღირს, ეს გოგო საოცრად მომწონს, ფანტასტიურია. შავ თმებში განსაკუთრებით.

  • m.a.r.i თქვა:
    10 ივნისი 2013 21:27 - ID: 4,
    შეიძლება კარგი ფილმია მაგრამ არ მიყვარს ამ ჟანრის ფილმები

  • elga თქვა:
    10 ივნისი 2013 21:21 - ID: 3,
    ta_mo
    ვახ გაიხარე თამო ვიცი რო მაგარი ფილმი მელის და ეხლავე ვუყურებ

  • elga თქვა:
    10 ივნისი 2013 21:16 - ID: 2,
    აუუ მინდა ამ ფილმის ნახვა და ვერცერთ საიტზე ვერ ვნახე არადა მაგრად მაინტერესებს. თან მია და მეთიუ გამოდიან და ასმაგად მაინტერესებს.
    კარგი ნიუსია love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top