;
12 ივლისი 2013      m.a.r.i     9 კომენტარი     ნანახია 3109-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

The Amazing Spider-Man 2
[center]The Amazing Spider-Man 2 (წარმოუდგენელი ადამიანი ობობა 2) ჯერ კიდევ მისი პირველი ნაწილის გამოსვლამდე 11 თვით ადრე დარელიზდა 2012 წლის სექტემბერში კი columbia pictures–მა ოფიციალურად დაადასტურა რომ ენდიუ გარფილდი (პიტერ პარკერი) და ემა სტოუნი (გვენ სტეისი) ისევ თავიანთ როლებს შეასრულებდნენ ასევე ცნობილია გახდა რომ რომ ფილმს რობერტო ორკის და ალექს კურცმანის სცენარის მიხედვით გადაიღებდნენ რეჟისორის პოსტს კი კვლავ მარკ ვები დაიკავებდა. ამასთან ერთად ქასთინგი მთელი წლის მანძილზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა საბოლოოდ კი სხვადასხვა მთავარ როლებზე ჯეიმი ფოქსი, პოლ ჯიამატი,დეინ დეჰაანი, შეილინ ვუდლი, აზიმ აჰმადი და ფელისიტა ჯონსი დაამტკიცეს. ამჟამად კინოსურათის გადაღებები მიმდინარეობს მაყურებელს კი მისი ხილვის საშუალება 2014 წლის 2 მაის ექნება.
The Amazing Spider-Man 2

ემა სტოუნი წარმოუდგენელ ადამიან ობობაში ერთ–ერთ მთავარ როლს ასრულებს და ის რომ მეორე ნაწილშიც მიიღებდა მონაწილეობას პირველი ნაწილის გამოსვლიდან რამდენიმე თვეშივე დადასტურდა.მაგრამ მან გამომცემლობა SFX-სთან თავისი გმირის გვენ სტეისის სიკვდილი ფილმში „წარმოუდგენელი ადამიანი-ობობა 2“ დაადასტურა. მსახიობის სიტყვებით, ეს ზუსტად ისე მოხდება, როგორც კომიქსშია აღწერილი: ადამიანი-ობობა შეყვარებულს ჰაერში დაჭერის დროს შემთხვევით მოკლავს.ფილმში ვიხილავთ მერი ჯეინსაც რომლიც როლსაც 21 წლის ამერიკელი მსახიობი შეილინ ვუდლი შეასრულებს რომელიც ფართო საზოგადოებამ ოსკაროსანი ფილმიდან შთამომავლები გაიცნო მაგრამ როგორც ცნობილია მისი როლი ძალიან პატარაა და მხოლოდ რამდენიმე კადრში გამოჩნდება.ჯერჯერობით უცნობია ვის როლს შეასრულებს ფელისიტა ჯონსი შესაძლოა ის ქალი კატის ამპულაში ვიხილოთ.
The Amazing Spider-Man 2

დეინ დეჰაანი ედი რედმეინი სემ კლაფინი დუგლას ბუტი ალდენ ერენრეიჩი და ბრეიდი ქორბეთი ეს იმ მსახიობთა ჩამონათვალია რომელიც განიხილებოდნენ პიტერ პარკერის საუკეთესო მეგობრის ჰარი ოზბორნის როლზე საბოლოოდ კი რეჟისორმა არჩევანი დეინ დეჰაანზე შეაჩერა რომელმაც მაყურებელს თავი ფილმ ქრონიკიდან დაამახსოვრა.ეს ინფორმაცია მარკ ვებმა ფანებს თავისი თვითერის მეშვეობით ამცნო ფანებს და დაწერა: Meet Harry Osborn
The Amazing Spider-Man 2
The Amazing Spider-Man 2

წარმოუდგენელი ადამიანი ობობა 2-ში რათქმაუნდა იქნებიან ანტიგმირებიც მათ შორის კი ერთ-ერთი იქნება ელექტრო რომლის როლს ჯეიმი ფოქსი შეასრულებს აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ფოქსი პირველი ოსკაროსანი მსახიობია რომელიც ადამიან ობობაში ანტიგმირს თამაშობს.ფილმში ასევე გამოჩნდება კომიქსის ერთ-ერთი გამორჩეული ბოროტმოქმედი მარტორქა რომელსაც პოლ ჯიამატი განასახიერებს. აზიმ აჰმადი კი მაიკლ მორბიუსის როლს შეასრულებს კომიქსის მიხედვით მორბიუსი არის პიტერ პარკერის მეგობარი და კოლეგა კორპორაცია „ოსკორპში“. მორბიუსი დაავადებულია სისხლის უიშვიათესი დაავადებით, რის გამოც მიიღებს ექსპერიმენტში მონაწილეობას, სადაც შემთხვევით მისი და ღამურის გენები გაერთიანდება და ვამპირად იქცევა.მაგრამ როგორც აჰმადმა განაცხადა მისი როლი პატარაა და მორბიუსის სახელი მხოლოდ 2 გვერძე მოიხსენიება.
The Amazing Spider-Man 2
The Amazing Spider-Man 2
The Amazing Spider-Man 2


Sony Pictures Entertainment უკვე დაანოსა მესამე და მეოთხე ნაწილის პრემიერის თარიღები ოფიციალური პრეს-რელიზის თანახმად მესამე ნაწილის პრემიერა შედგება 2016 წლის 10 ივნისსა მეოთხეს კი 2018 წლის 4 მაის ვიხილავთ.

ფოტოები გადასაღები მოედნიდან
The Amazing Spider-Man 2
The Amazing Spider-Man 2
The Amazing Spider-Man 2
The Amazing Spider-Man 2
The Amazing Spider-Man 2
The Amazing Spider-Man 2
The Amazing Spider-Man 2
The Amazing Spider-Man 2
The Amazing Spider-Man 2
The Amazing Spider-Man 2
The Amazing Spider-Man 2
The Amazing Spider-Man 2
The Amazing Spider-Man 2
The Amazing Spider-Man 2
The Amazing Spider-Man 2
The Amazing Spider-Man 2
The Amazing Spider-Man 2
The Amazing Spider-Man 2
The Amazing Spider-Man 2

კატეგორია: ფილმები
Tags:

9


  • mononoke თქვა:
    13 ივლისი 2013 02:50 - ID: 9,
    მე მომეწონა ენდრიუ ამ ფილმში რაგაც ქარიზმატულად ასრულებს თავის როლს წინა ფილმებიც მომწონს მარა ადამიანი ობობა სამი ცუდი იყო ჩემი აზრით smile

  • beonce თქვა:
    13 ივლისი 2013 00:09 - ID: 8,
    ენდრიუც და ემაც ძალიან საყვარელია. feel

  • Airplanes თქვა:
    12 ივლისი 2013 22:28 - ID: 7,
    ენდრიუზე ვგიჟდებიი

  • darkangel თქვა:
    12 ივლისი 2013 20:58 - ID: 6,
    ენდრიუუუუ love ძალიან მომეწონა პარკერის როლზე პირველ ნაწილში და ველოდები მეორე ნაწილს love იმედი მაქვს უკეთესი იქნება))

  • m.a.r.i თქვა:
    12 ივლისი 2013 20:11 - ID: 5,
    მაყურებლისგან ამ ფილმს დიდი კრიტიკა მოჰყვა ყველა იძახის რომ წინა ტრილოგიას მხოლოდ სპეც ეფექტებით ჯობია მაგრამ პირადად მე ეს ადამიანი ობობა უფრო მომწონს და მეორე ნაწილილსაც დიდი ინტერესით ველოდები იმ ფაქტმაც გამახარა რომ ჰარის როლს დეინი ასრულებს და ენდრიუც ძალიან მიყვარს love ჯერ არ დადასტურებულა ფელისიტა ჯონსი ითამაშებს თუ არა ქალი კატას მაგრამ მგონი მოუხდება ამ როლს request სხვათაშორის ელექტრო და მარტორქა წინა ადამიანი ობობას მეოთხე ნაწილში უნდა ყოფილიყვნენ მაგრამ პროქტი არ შედგა. ჯეიმი ფოქსიც და პოლ ჯიამატიც ორივე არაჩვეულებრივი მსახიობია და დარწმუნებული ვარ თავიან როლებს კარგად შეასრულებენ მარა ჯიამატი ყველა ფოტოში ძაან სასაცილოდაა wink აი აზიმ აჰმადი კიდე ვამპირის როლში ვერ წარმომიდგენია wink

    ta_mo
    tata ۰۪۫۰

    მადლობა.ადამიანი ობობას მულტფილმი მეც მიყვარდა ხოლმე wink

  • Ana smiley თქვა:
    12 ივლისი 2013 20:01 - ID: 4,
    ემა როგორ მომწონს love

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    12 ივლისი 2013 19:44 - ID: 3,
    პირადად მე წინა ნაწილები უფრო მიყვარს, მაგრამ არც ეს არის ნაკლები, სპეცეფექტებით ძველს ჯობს მაგრამ ამ სპეცეფექტებით ყურება კინოთეატრშია კარგი, მარტო ამაზეც ხომ არაა დამოკიდებული, ფილმი ისეთი უნდა იყოს რომ მისი ყურებისას გესიამოვნოს, ასე რომ მე წინა ნაწილები მირჩევნია, ისე ძველი უფრო ბავშვურია და ახალი არა... ძველი მსახიობები ამათ მირჩევნია, ენდრიუ გარფილდი არ მომეწონა ადამიანი ობობას როლზე, უკეთესიც შეიძლებოდა, რაღაც ხალხმა ისე არ მიიღო ეს ნაწილი ჩაციკლულები არიან რომ ძველი ჯობს არადა ესეც კარგია, მეორე ნაწილს დიდი ინტერესით ველოდები, მერი ჯეინის როლზე სხვა რომ აეყვანათ უფრო კარგი იქნებოდა მაგრამ არაუშავს, თან მე-2 ნაწილშიც ქალი კატაც იქნება :) მისი შემსრულებელი ფელისიტა მგონია რომ მოუხდება როლს, ნიუსი კი ძალიან კარგია
    ta_mo
    მეც ძალიან მიყვარდა ბავშვობაში ეგ მულტფილმი :) ეხლაც დიდი სიამოვნებით ვუყურებდი wink

  • Nirvana თქვა:
    12 ივლისი 2013 19:44 - ID: 2,
    როგორ მიყვარს ენდრიუ, და ემაც <3 დაროგორ ველოდები ამ კინოს გამოსვლას <3

  • natianatia თქვა:
    12 ივლისი 2013 19:10 - ID: 1,
    love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top