;
4 სექტემბერი 2013      Cassie     4 კომენტარი     ნანახია 1782-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

Despair (short film)


Despair
- ფოტოგრაფ ალექს პრეიგერის მიერ გადაღებული მოკლე მეტრაჟიანი ფილმია, რომელშიც მონაწილეობას იღებს მსახიობი ბრაის დალას ჰოვარდი, ცნობილი რეჟისორი რონ ჰოვარდის ქალიშვილი. ფოტოგრაფის თანახმად ეს ფილმი არის მისი ნამუშევრების სენსორული ვერსია. ,,მე მსურდა მეჩვენებინა ერთ-ერთი ჩემი ნამუშევრის სამი ვარიანტი - აწმყოში, წარსულსა და მომავალში. სწორედ ეს არის ფილმის ჩანაფიქრი'' -ამბობს ალექსი.



,,სასოწარკვეთა'' ალქს პრეიგერის პირველი ფილმია. ფოტოგრაფს მისი შექმნა შთააგონა 1948 წელს გადაღებულმა ფილმმა ,,Ballet shoes''. ფილმი მოგვითხრობს ბალერინას შესახებ, რომელიც არჩევნის წინაშე დგება ცეკვასა და სიყვარულს შორის. იგი გადაწყვეტილებას ვერ იღებს და საბოლოოდ სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. გარდა ამისა, ფილმის ერთ-ერთი სცენა გადაღებულია ცნობილი რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი ,,ფანჯარა ეზოს მხარეს'' სტილში.


Despair (short film)



Despair (short film)

ფილმში მოქმედება მიმდინარეობს ლოს-ანჯელესში, გასული საუკუნის 60-იან წლებში. მშვენიერი ქალბატონი იდუმალებით მოცულ სატელეფონო ზარს იღებს, რომელიც მასში უზომო მწუხარებას იწვევს და ახალგაზრდა ქალი ტრაგიკულ დასასრულამდე მიჰყავს. მიუხედავად იმისა,რომ შინაარსი, ცოტა არ იყოს გაუგებარია, ფილმი მაინც ძალიან სასიამოვნო საყურებელია.

თვალში საცემია, პერსონაჟი ქალის ჩაცმულობა. ფოტოგრაფი, საკუთარ ნამუშევრებში, უპირატესობას ანიჭებს მკვეთრი ფერის მაკიაჟსა და ტანსაცმელს. ყურადღება გამახვილებულია წითელ ფეხსაცმელებზე, რომელიც გარკვეულ სიმბოლოს წარმოადგენს.

ფილმის პრეზენტაცია შედგა 2010 წელს ნიუ-ოირკში MOMA-ს გალერეაში. იგი წარდგენილი იყო ალექსის სხვა ნამუშევრებთან ერთად, რომლებიც ასევე გასული საუკუნის სტილში იყო შესრულებული.




კატეგორია: ფილმები
Tags:

4


  • 5 სექტემბერი 2013 12:38 - ID: 4,
    რაღაც კარგი ჩანს smile

  • anna... თქვა:
    4 სექტემბერი 2013 19:01 - ID: 3,
    მე მომეწონა მართლაც სასიამოვნო საყურებელია

  • Jakub Gierszał თქვა:
    4 სექტემბერი 2013 12:51 - ID: 2,
    მართლაც კარგი საყურებელი იყო. თავიდან აზრი ვერ გავიგე მაგრამ მერე მივხვდი love ძალიან კარგია

  • Shining Diamond თქვა:
    4 სექტემბერი 2013 11:39 - ID: 1,
    ძალიან განსხვავებული სილამაზე აქვს ამ გოგოს love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top