19 September 2013      B2UTY     Views 8 919    
Category: Films, Movies

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away ( ორიგინალური დასახელება Sen to Chihiro no kamikakushi) ყველასთვის საყვარელი იაპონური ანიმაციაა. მაყურებლის უსაზღვრო სიყვარულისა და პატივისცემის გარდა, ჰაიაო მიაძაკის ნამუშევარმა ოსკარი, ოქროს დათვი და უამრავი საერთაშორისო ჯილდო და ნომინაცია მოიპოვა.
ანიმაცია IMDB-ს ტოპ 250 ფილმში 42-ე ადგილს იკავებს.

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away


მოკლე შინაარსი

ოჯახი ყიდულობს სახლს შორეულ და ძალიან მშვიდ სოფელში. მათ ყავთ ათი წლის ქალიშვილი ჩიხირა, რომელიც, როგორც ყველა მისი ასაკის ბავშვი ძალიან ცნობისმოყვარეა. ერთერთ მზიან დღეს ის პოულობს, რაღაცა გვირაბის მაგვარს, რომლლის მეორე მხარეს სხვა სამყაროა, რომელიც განსხვავდება ამ სამყაროსგან თავისი უცნაურობებით, საიდუმლოებით და იდუმალებით. უცნობი ძალა პატარა გოგონას შეიტყუებს გვირაბში და ის აღმოჩნდება სხვა, იმ სამყაროში, რომელსაც შორიდან ხედავდა. თავიდან მას ეშინოდა, მაგრამ მერე მიეჩვია და ნახა ძალები აჯობოს თავის თავში შიშის გრძნობას და სამუშაოზე მოწყობაც მოახერხა!

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away


მცირე ინფორმაცია ანიმეს შესახებ

ანიმაციის სცენარის ავტორი და რეჟისორია ჰაიაო მიაძაკი, რომელმაც "მოჩვენებებით გატაცებულნი" Studio Ghibli-სთვის გადაიღო. ანიმაციურ ფილმში გაჟღერებული ულამაზესი მუსიკის ავტორია მიაძაკის განუყრელი პარტნიორი, კომპოზიტორი ჯო ჰისაიში. "მოჩვენებებით გატაცებულნი" ისტორიაში პირველი ანიმეა, რომელმაც ოსკარი მოიპოვა 2003 წელს, როგორც საუკეთესო ანიმაციამ. აღსანიშნავია, რომ მიაძაკი ცერემონიას არ ესწრებოდა.
ანიმეს იაპონური პრემიერა 2001 წელს შედგა. საერთო ჯამში, იაპონურ კინოგაქირავებაში Spirited away აღმოჩნდა ყველაზე მომგებიანი ფილმი და 229 მილიონზე მეტი მოუტანა შემქმნელებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ანიმაციამ მოხსნა "ტიტანიკის" რეკორდიც. ბრიტანულმა კინოს ინსტიტუტმა ანიმე შეიყვანა იმ ფილმების ათეულში, რომლებიც 14 წლამდე ყველა ბავშვმა უნდა ნახოს. "მოჩვენებებით გატაცებულნი" თავისი შინაარსის, ორიგინალური სცენარის და სხვა მრავალი ღირსების გამო დღემდე რჩება არა მარტო ბავშვების, არამედ მოზრდილების საყვარელ ანიმაციად და ღირსეულად იწოდება მულტიპლიკაციური სამყაროს ერთ-ერთ შედევრად.

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited awayმოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away
მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited awayმოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away

საინტერესო ფაქტები

მოჩვენებებით გატაცებულნი ისტორიაში პირველი ფილმია, რომელმაც ამერიკაში პრემიერამდე რეკორდული თანხა 200 მლნ. დოლარი მოაგროვა.

ჰაიაო მიაძაკის "პრინცესა მონონოკეს" გადაღების შემდეგ ანიმაციიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, თუმცა, რეჟისორმა გადაწყვეტილება შეცვალა მას შემდეგ, რაც მეგობრის ათი წლის გულჩათხრობილი ქალიშვილი იხილა, რომელიც შთაგონება აღმოჩნდა მიაძაკისთვის და სწორედ ამიტომ დაიწყო მუშაობა Spirited away-ზე.

ეს მიაძაკის პირველი ანიმე იყო, რომელშიც ბავშვის პერსონაჟი რეალურადაც ბავშვმა გაახმოვანა და არა ასაკით უფროსმა მსახიობმა.

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away


ფილმის ბოლოში გაჟღერებული სიმღერა Itsumo Nando Demo (ყოველთვის ჩემთან ერთად) რეალურად დაწერილი იყო მიაძაკის სხვა ფილმისთვის, რომლის გადაღებაც ვერ მოხერხდა. რეჟისორი ამ სიმღერას ხშირად უსმენდა Spirited away-ს გადაღების დროს, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ის გამოეყენებინა ამ ანიმესთვის.

ანიმაციაში არსებული "მდინარის სულის გაწმენდის" სცენა ჰაიაო მიაძაკის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობითაა გადაღებული. რეჟისორი რეალურად შეესწრო ასეთ რიტუალს და მონაწილეობაც მიიღო მასში.

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away


ანიმეში გადაღებული ადგილები : მინდორი, სპა და ა.შ ემთხვევა ჩრდილეოეთ ნაგოიაში (იაპონია) არსებულ ადგილებს.

ანიმაციაში არის სცენა, როცა ჩიჰიროს დედა ჭამს და ისე ლაპარაკობს. ამ სცენის გახმოვანების დროს მსახიობი მართლა ჭამდა შემწვარ ქათამს, რათა ხმა უფრო რეალური ყოფილიყო.
მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away


საუნდტრეკები











ფოტოები

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited awayმოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away
მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away

მოჩვენებებით გატაცებულნი / Spirited away


Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top