;
19 სექტემბერი 2013      B2UTY     10 კომენტარი     ნანახია 2783-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები

"ოლდბოის" ჰოლივუდური რიმეიქი "ოლდბოის" ჰოლივუდური რიმეიქი
"ოლდბოი"-ს ჰოლივუდური რიმეიქი

კინომოყვარულთათვის კარგადაა ცნობილი ის ფაქტი, რომ საკმაოდ წარმატებული ჰოლივუდელი რეჟისორი სპაიკ ლი კორეული ფილმის "ოლდბოის" რიმეიქს იღებს. რიმეიქში თამაშობენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან ელიზაბეტ ოლსენი, ჯოშ ბროლინი, სამეულ ელ ჯექსონი.

"ოლდბოის" ჰოლივუდური რიმეიქი


ფილმის გამოსვლის თარიღად 2013 წლის 6 დეკემბერი სახელდება. ჟანრი : დრამა, მისტიკა, ექშენი, თრილერი.
როლებში: ელიზაბეტ ოლსენი, ჯოშ ბროლინი, სამუელ ელ ჯექსონი, შარლტო ქოფლი, მაქს კაზელა, ჰანა სიმონე და სხვა.
ფილმის გადაღებები მიმდინარეობს აშშ-ს ქალაქ ნიუ ორლეანში (კაროლინას შტატი)

ფილმის ბიუჯეტია 30 მილიონი დოლარი. მისი თეგლაინია: "არ იკითხო რატომ დაგამწყვდიე , იკითხე ის, თუ რატომ გამოგიშვი."

"ოლდბოის" ჰოლივუდური რიმეიქი


ფილმის შინაარსი კინომოყვარულთათვის ცნობილია: ჯოს პერსონაჟს შურისძიების სურვილით შეპყრობილი პიროვნება იტაცებს და ოცი წლის განმავლობაში გამოკეტილი ჰყავს ერთ ოთახში. ოცი წლის შემდეგ მთავარ გმირს უშვებენ, რათა დაადგინოს თუ რა იყო მისი ტყვეობის მიზეზი.

"ოლდბოის" ჰოლივუდური რიმეიქი

ფილმში მონაწილეობა შესთავაზეს რუნი მარასა და მია ვასიკოვსკას. ორივე მსახიობმა უარი განაცხადა მარიას როლზე.

მარიას როლისთვის იბრძოდა ლილი კოლინსი, თუმცა საბოლოოდ ის ელიზაბეტ ოლსენმა მიიღო.

მთავარ როლზე განიხილებოდნენ უილ სმიტი და დენიელ ქრეიგიც.
"ოლდბოის" ჰოლივუდური რიმეიქი


აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეელი რეჟისორის, პარკ ჩან ვუკის მიერ 2003 წელს გადაღებულმა ამავე სახელწოდების ფილმმა უზომოდ დიდი პოპულარობა და წარმატება მოიპოვა. "ოლდბოის" კორეული ორიგინალი მრავალი საერთაშორისო ჯილდოს და მათ შორის კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელია.


კადრები 2003 წლის "ოლდბოიდან"

"ოლდბოის" ჰოლივუდური რიმეიქი

"ოლდბოის" ჰოლივუდური რიმეიქი

"ოლდბოის" ჰოლივუდური რიმეიქი

"ოლდბოის" ჰოლივუდური რიმეიქი "ოლდბოის" ჰოლივუდური რიმეიქი
"ოლდბოის" ჰოლივუდური რიმეიქი "ოლდბოის" ჰოლივუდური რიმეიქი
"ოლდბოის" ჰოლივუდური რიმეიქი

"ოლდბოის" ჰოლივუდური რიმეიქი

"ოლდბოის" ჰოლივუდური რიმეიქი


ჰოლივუდური რიმეიქის თრეილერი.


კატეგორია: ფილმები
Tags:

10


  • L A N K თქვა:
    21 სექტემბერი 2013 11:40 - ID: 10,
    დარწმუნებული ვარ ჰოლივუდი ვერასდროს გადაიღებს ამ ფილმთან მიახლოებულ რამესაც კი... არის რაღაცები რაც უნდა იყოს და დარჩეს როგორც შედევრი და ჰოლივუდმა არ უნდა გააპაპსავოს...

  • B2UTY თქვა:
    20 სექტემბერი 2013 16:51 - ID: 9,
    ციტატა: demetria
    ანუ მეორე ნაწილია ძველის გაგრძელებაა? თუ ასეა არ ვაპირებ ყურებას ძან იმედგაცრუებული დავრჩი როცა ამ ფილმს ვუყურეეე request

    სიახლე არ წაიკითხე??!! გაგრძელება კი არა რიმეიქია, ანუ იგივე შინაარსით ოღონდ სხვა მსახიობებით>..
    მდააა. ალბათ ამ ფილმის ყურების პროცესში გეძინა, ან ძალიან პატარა ხარ "ოლდბოისთვის" და აზრი ვერ გამოიტანე..: ))) მსოფლიო დონის კინოკრიტიკოსები არ დაუტოვებია ამ ფილმს იმედგაცრუებული და რავი : DD
    რას აღარ წაიკითხავს კაცი : D

  • demetria თქვა:
    20 სექტემბერი 2013 16:37 - ID: 8,
    ანუ მეორე ნაწილია ძველის გაგრძელებაა? თუ ასეა არ ვაპირებ ყურებას ძან იმედგაცრუებული დავრჩი როცა ამ ფილმს ვუყურეეე request

  • kno schweiger თქვა:
    19 სექტემბერი 2013 23:28 - ID: 7,
    რა ელიზაბეტ ოლსენი ხო არ გაგიჟდნენ ესენი? საერთოდ რა საჭიროა რიმეიქის გადაღება,როცა იცი რომ ვეერასოდეს ვერ აჯობებს ორიგინალს და ამ შემთხვევაში ხო გულისამრევი იქნება.ორიგინალი არის უბრალოდ კინოშედევრი ყველაფრით და რიმეიქის გაკეთება ძაან დიდი სისულელეა,აი ძაააააან დიდი.

  • keetaa თქვა:
    19 სექტემბერი 2013 22:22 - ID: 6,
    არც ვაპირებ ახალის ყურებას

  • Reme თქვა:
    19 სექტემბერი 2013 21:22 - ID: 5,
    ვისაც ორიგინალი აქვს ნანახი დარწმუნებული ვარ რიმეიქის ყურების სურვილიც არ გაუჩნდება.. ჩემი აზრით უკვე ჩავარდნილია ეს პროექტი.

  • B2UTY თქვა:
    19 სექტემბერი 2013 19:03 - ID: 4,
    ხომ იცით ჰოლივუდში იდეების სიმცირეს და ნაკლებობას განიცდიან ყველაზე სახელგანთქმული რეჟისორები, როცა თუნდაც აზიური კინო მრავალფეროვნებით, ორიგინალურობით და უამრავი სხვა ღირსებით გამოირჩევა. ჯერ რამდენი აზიური და ევროპული რიმეიქი აქვთ ამერიკელებს, ჩამოთვლაც მეზარება. ყველა საშინელებათა ფილმი ძირითადად იაპონური, კორეული და ტაილანდურია. კიდე რამდენი კარგი ფილმი გააფუჭეს....ფული აქვთ ჰოლივუდში და ჰგონიათ, რომ მაინც და მაინც კინო უნდა გადაიღონ. არადა არ გამოსდით აშკარად:|

  • keetaa თქვა:
    19 სექტემბერი 2013 18:56 - ID: 3,
    რატო? :|

  • B2UTY თქვა:
    19 სექტემბერი 2013 18:20 - ID: 2,
    .

  • camilla თქვა:
    19 სექტემბერი 2013 16:46 - ID: 1,
    ელიზაბეტ ოლსენი ძალიან ნიჭიერი გოგოა და ძალიან მომწონს დებისგან რადიკალურად განსხვავებულია love love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top