4 October 2013      ANGEL     Views 12 212    
Category: Films, Movies / Georgians



მანდარინები - რომანტიკოსი გმირი (მიშა მესხი)
17 ოქტომბრიდან კინოთეატრებში ზაზა ურუშაძის ახალი ფილმი - "მანდარინები"


ცნობილი კინორეჟისორი ზაზა ურუშაძე, ავტორი ფილმებისა - "სამი სახლი" და "ბოლო გასეირნება" 17 ოქტომბრიდან კიდევ ერთ ფილმს, "მანდარინებს" წარუდგენს კინომოყვარულებს. მთავარ როლში მიშა მესხია, რომელიც რომანტიკოსი გმირის როლში გვევლინება, მისი პერსონაჟი მსახიობია, რომელიც მოხალისედ მიდის აფხაზეთის ომში (როგორც რეალურად, მსახიობი ლევან აბაშიძე მოიქცა). ასევე თამაშობენ ესტონელი ცნობილი მსახიობი - ლემბიტ ულფსაკი, ელმო ნიუგანენი და გიორგი ნაკაშიძე, რომელიც ეროვნებით ჩეჩენი მეომრის როლშია.

ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთში მყოფი ესტონელი ოჯახის, ჩეჩენი ჯარისკაცის და დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის ურთიერთობაზე ომის პერიოდში. ფილმის სიუჟეტი ომის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა როგორც ცნობილია ფილმი არ არის დატვირთული ომის მძაფრი სცენებით.

ცნობილია, რომ ფილმის შემოქმედებით ჯგუფის წევრი ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ნიაზ დიასამიძეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმის მუსიკალური მხარეც კარგად გათვლილია.

ფილმის წინა-საპრემიერო პერიოდს შეგიძლიათ ადევნოთ თვალი ფეისბუქის გვერდის საშუალებით:
www.facebook.com/mandarinebi














Category: Films, Movies / Georgians
Tags:

Share it
Comments
Back to Top